გამოდის 1998 წლიდან
განვითარებისა და სწავლის თეორიები

ჯონ დიუი
(1859-1952)
ჯონ დიუი — ამე­რი­კე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი, ფსი­ქო­ლო­გი და გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ტო­რი. დიუი ამე­რი­კუ­ლი პრაგ­მა­ტიზ­მის# წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტა­ლიზ­მის# ფუ­ძემ­დე­ბე­ლია. ის არის ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი ნაშ­რო­მი­სა „დე­მოკ­რა­ტია და გა­ნათ­ლე­ბა“ (1916). დიუი თვლი­და, რომ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა არის ის, რაც ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო წევ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. დი­უ­ის არ შე­უქ­მ­ნია სწავ­ლე­ბის თე­ო­რია, მაგ­რამ მის­მა შე­ხე­დუ­ლე­ბებ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნი­სა და პრინ­ცი­პე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­ზე.
დი­უ­ის მი­ხედ­ვით, გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბის თე­ო­რი­ას უნ­და ეყ­რ­დ­ნო­ბო­დეს. მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის თე­ო­რი­ა­ში ორი ცენ­ტ­რა­ლუ­რი ცნე­ბაა: 1. უწყ­ვე­ტო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი და­ბა­დე­ბი­დან გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სწავ­ლობს, ეს კი გავ­ლე­ნას ახ­დენს მის შემ­დ­გომ ქცე­ვა­ზე. უწყ­ვე­ტო­ბა გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ წი­ნა გა­მოც­დი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის შემ­დ­გო­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია.
2. ინ­ტე­რაქ­ცია აღ­წერს და ხსნის იმას, თუ რო­გორ ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დებს წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აწ­მ­ყო სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. დი­უ­ის ჰი­პო­თე­ზის მი­ხედ­ვით, ჩვე­ნი აწ­მ­ყო გა­მოც­დი­ლე­ბა წარ­სუ­ლი, შე­ნა­ხუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ფუნ­ქ­ციაა, რო­მე­ლიც ზე­მოქ­მე­დებს მიმ­დი­ნა­რე სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე და ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა.
შე­სა­ბა­მი­სად, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ცოდ­ნა და მი­სი და­კავ­ში­რე­ბა ახალ მა­სა­ლას­თან. ამ გზით მას­წავ­ლე­ბე­ლი აზ­რი­ანს და მოს­წავ­ლი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს ხდის ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამით ხელს უწყობს მის ეფექ­ტი­ან დას­წავ­ლას.

განვითარებისა და სწავლის თეორიები

ლევ ვიგოტსკი
(1896-1934)
ლევ ვი­გოტ­ს­კი, რუ­სი ფსი­ქო­ლო­გი, მოს­კო­ვის ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი. მი­სი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია დე­ფექ­ტო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტი მოს­კოვ­ში. ვი­გოტ­ს­კის ეკუთ­ვ­ნის უმაღ­ლე­სი ფსი­ქი­კუ­რი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი თე­ო­რია, ასე­ვე, თა­ვის ტვინ­ში ფსი­ქი­კუ­რი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის სის­ტე­მუ­რი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის თე­ო­რია. მან­ვე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი თე­ო­რია. ვი­გოტ­ს­კიმ მის­ცა და­სა­ბა­მი მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბის ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ კვლე­ვას გან­ვი­თა­რე­ბის ჭრილ­ში.
რად­გან ბავ­შ­ვი კონ­კ­რე­ტულ სო­ცი­ა­ლურ და კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში იბა­დე­ბა, მის ფსი­ქი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას გან­საზღ­ვ­რავს სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი მო­ნა­პო­ვა­რი, მაგ., დამ­წერ­ლო­ბა, რიცხ­ვი­თი სის­ტე­მა და სხვ. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვის აზ­როვ­ნე­ბი­სა და, ზო­გა­დად, შე­მეც­ნე­ბი­თი (კოგ­ნი­ტუ­რი) სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბაც კონ­კ­რე­ტულ სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში ხდე­ბა, ბავ­შ­ვი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უფ­რო­სის (ავ­ტო­რი­ტე­ტის) სა­შუ­ა­ლე­ბით. ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი წამ­ყ­ვან როლს ას­რუ­ლებს. ვი­გოტ­ს­კი ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ყო­ველ ფსი­ქი­კურ ფუნ­ქ­ცი­ას ორ დო­ნე­ზე გა­ნი­ხი­ლავს: პირ­ვე­ლია სო­ცი­ა­ლურ-ინ­ტერ­ფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი დო­ნე, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კა სხვებ­თან სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყა­ლიბ­დე­ბა; მე­ო­რეა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დო­ნე – ინ­ტ­რაფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი, ანუ ამ ეტაპ­ზე ბავ­შ­ვის გა­რე­მოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ში­და პლან­ზე გა­და­დის, რა­შიც წამ­ყ­ვან როლს მეტყ­ვე­ლე­ბა ას­რუ­ლებს.
ვი­გოტ­ს­კის თე­ო­რია ოთხ ძი­რი­თად პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა:

რას ნიშნავს საქართველო ჩემთვის

სო­ხუ­მი­დან დაწყე­ბუ­ლი, ლტოლ­ვი­ლო­ბა და­მე­ბე­და!
აფხა­ზე­თის გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შ­რო­მელ­თა შემ­ცი­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის ¹44 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის და­ხურ­ვის შემ­დეგ —კერ­ძო სკო­ლა „თა­მა­რი­ონ­ში“; აქაც არ გა­მი­მარ­თ­ლა: ისიც სხვა კერ­ძო სკო­ლას შე­უ­ერ­თ­და და კვლავ უად­გი­ლოდ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი (თუმ­ცა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა კი გა­ვი­ა­რე), ახ­ლა რუ­სულ კერ­ძო სკო­ლა­ში ვარ. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ყო და თან სკო­ლა­ში, სხვას ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა!
ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბი­სა და მრწამ­სის ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა. ასე მგო­ნია, დი­დი მი­სია და­მე­კის­რა: ვას­წავ­ლო ქარ­თუ­ლი მათ და ამა­ვე დროს, სა­ქარ­თ­ვე­ლო და მი­სი კულ­ტუ­რაც შე­ვაყ­ვა­რო. თუმ­ცა, ჩვენს ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი მა­გი­უ­რი ძა­ლა აქვს. ახ­ლა­ხან აკა­კი წე­რეთ­ლის „გან­თი­ა­დი“ გა­ვი­ა­რეთ IX კლას­ში და მოს­წავ­ლე­ებს კლას­ში­ვე და­სა­წე­რად მი­ვე­ცი თე­მა: „რას ნიშ­ნავს სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩემ­თ­ვის“. ძა­ლი­ან მო­მინ­და, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი თქვენ­თ­ვი­საც წა­მე­კითხ­ვი­ნე­ბი­ნა, რა­თა კი­დევ ერ­თხელ მივ­მ­ხ­ვ­და­რი­ყა­ვით ყვე­ლა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი გა­და­არ­ჩენს, ის სიყ­ვა­რუ­ლი, ასე ძა­ლუ­მად რომ აქვს გამ­ჯ­და­რი ძვალ­სა და რბილ­ში აქ მცხოვ­რებ ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს.
აზა ქა­და­რია
სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტის“ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

N40 22 დეკემბერი

რა თემატიკის სტატიები იქნებოდა თქვენთვის საინტერესო?
უმაღლესი განათლება
სხვა ქვეყნის განათლების სისტემები
სკოლამდელი აღზრდა
ფსიქოლოგის რჩევები
ახალი საგნები
მეთოდიკა
  ხმა მისცა 401 ადამიანმა
გააუმჯობესა თუ არა თქვენი სკოლის ფინანსური მდგომარეობა დაფინანსების ახალმა სისტემამ?
დიახ
არა
  ხმა მისცა 265 ადამიანმა