გამოდის 1998 წლიდან
მამასთან შეხვედრის ნატვრაში გალეული ბავშვობა

საბ­ჭო­თა იმ­პე­რია ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ სპობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს თვით­მ­ყო­ფა­დო­ბას: გა­ა­უქ­მა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია; ქარ­თუ­ლი წირ­ვა-ლოც­ვა რუ­სუ­ლით შე­იც­ვა­ლა; გა­ი­ძარ­ც­ვა სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მინ­დე­ე­ბი, გა­ნად­გურ­და ძეგ­ლე­ბი; რუ­სუ­ლი ენა დამ­კ­ვიდ­რ­და მმარ­თ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში, სა­სა­მარ­თ­ლო­ებ­ში, სას­წავ­ლებ­ლებ­ში; გან­გებ აღ­ვი­ვებ­დ­ნენ ეთ­ნი­კურ შუღლს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ ხალ­ხ­თა შო­რის; რუ­სეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს ბევ­რი გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, ვინც ხმა აიმაღ­ლა იმ­პე­რი­ის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მ­დეგ. სწო­რედ ერთ-ერ­თი ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი მი­უძღ­ვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. მი­სი ცხოვ­რე­ბა, მოღ­ვა­წე­ო­ბა და ის მძი­მე ხვედ­რი, რო­მე­ლიც სა­პა­ტიმ­რო­ებ­სა და გა­და­სახ­ლე­ბა­ში ერ­გო, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ბნე­ლით იყო მო­ცუ­ლი. საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში მი­სი პი­როვ­ნე­ბა შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი იყო ან შეგ­ნე­ბუ­ლად გვერ­დავ­ლი­ლი. ტა­ბუ­და­დე­ბულ­მა სა­ო­ჯა­ხო არ­ქივ­მა, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წე­ლი სა­ი­დუმ­ლოდ, ერთ პა­ტა­რა თვით­ნა­კეთ ჩე­მო­დან­ში ინა­ხე­ბო­და, მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ ბევრ კითხ­ვას გას­ცა პა­სუ­ხი. გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის ღვაწ­ლის, მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მი­სი შვი­ლი, ტექ­ნი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი, ბა­ტო­ნი თე­ი­მუ­რაზ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე გვი­ამ­ბობს.

შთა­მო­მავ­ლო­ბა
საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც ყვე­ლა ჩვენ­განს, ბევ­რ­ჯერ და­მი­წე­რია სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის ასე იწყე­ბო­და: „დავი­ბა­დე 1920 წლის 30 იან­ვარს, ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ის­რით­ში, მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯახ­ში...“ და ასე მთავ­რ­დე­ბო­და „ვარ სკკპ-ს წევ­რი 1963 წლი­დან.“
მხო­ლოდ ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­სას, 70 წლის ასაკ­ში მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, უშიშ­რად და­მე­წე­რა, რომ 1920 წლის 30 იან­ვარს და­ვი­ბა­დე ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლის, გა­ნათ­ლე­ბის და სამ­ხედ­რო მი­ნის­ტ­რის გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის ოჯახ­ში. 70 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად უშიშ­რად ვთქვი, რომ დე­და­ჩე­მი, ლი­უ­ბოვ აბ­რა­მენ­კო, უკ­რა­ი­ნე­ლი დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი მრეწ­ვე­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც მა­მამ, 1916 წელს გა­და­სახ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას, ვო­რო­ნე­ჟის გუ­ბერ­ნი­ა­ში გა­იც­ნო. მა­შინ დე­და და­ბა ურუს კო­მერ­ცი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის პე­და­გო­გი იყო. მან ბო­ლომ­დე უერ­თ­გუ­ლა ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის მე­უღ­ლეს, მის სამ­შობ­ლოს — სა­ქარ­თ­ვე­ლოს. ში­შით, ტან­ჯ­ვით და ვა­ე­ბით გა­მო­ზარ­და სა­მი შვი­ლი და მა­რა­დი­ულ სა­უფ­ლო­ში ისე გა­და­ვი­და, ერ­თი საყ­ვე­დუ­რიც არ დას­ც­დე­ნია.
მთე­ლი ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბა მა­მას­თან შეხ­ვედ­რის ჩუმ ნატ­ვ­რა­ში გა­ი­ლია. მა­მას­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი არ გვქო­ნია, მას ფო­ტო­სუ­რა­თე­ბით, წე­რი­ლე­ბი­თა და დე­დის ნა­ამ­ბო­ბით ვიც­ნობ­დით. მრის­ხა­ნე დრო იყო. მე და ჩემ­მა და-ძმამ ვი­ცო­დით, რომ მა­მა­ზე ჩურ­ჩუ­ლით ლა­პა­რა­კიც კი ძა­ლი­ან სა­ში­ში იყო. დე­და­ჩე­მი, პა­პა-ბე­ბია და უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი წე­ლებ­ზე ფეხს იდ­გამ­დ­ნენ, დღე და ღა­მეს ას­წო­რებ­დ­ნენ, რომ რო­გორ­მე ოჯა­ხი ისე გა­მო­ეკ­ვე­ბათ, ყველ­გან ჩა­საფ­რე­ბულ ჩე­კის­ტებს თვალ­ში არ მოხ­ვედ­როდ­ნენ. თით­ქ­მის 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ტა­რეთ სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტის ოჯა­ხის დამ­ღა, ახ­ლაც, ამ სიტყ­ვის გა­გო­ნე­ბა­ზე, ტან­ში ძვე­ლე­ბუ­რად მზა­რავს.
ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბა ჩემს უმ­შ­ვე­ნი­ე­რეს სო­ფელ ის­რით­ში გა­ვა­ტა­რე. 1926 წლი­დან საცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით. თუმ­ცა, 1935-36 წლებ­ში, უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბის გა­მო, ისევ ის­რით­ში დავ­ბ­რუნ­დით, სა­დაც კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის წევ­რად სი­მინ­დის ყა­ნებ­ში მო­მიხ­და მუ­შა­ო­ბა — სი­მინ­დის თოხ­ნა, სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვეთ­ში ვე­ნახ­საც ვუვ­ლი­დი...

განვითარებისა და სწავლის თეორიები

ჯე­რომ ბრუ­ნე­რი 1915
ჯე­რომ სე­ი­მურ ბრუ­ნე­რი — ამე­რი­კე­ლი ფსი­ქო­ლო­გი, კოგ­ნი­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. 1952-72 წლებ­ში იყო ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, 1972-1980 წლებ­ში კი — ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი. მი­სი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სწავ­ლის თე­ო­რია კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბა. ბრუ­ნე­რის მი­ხედ­ვით, სწავ­ლა აქ­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­სია, რო­დე­საც ბავ­შ­ვი, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ახა­ლი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას ახ­დენს. ამ თვალ­საზ­რი­სით, ცოდ­ნაც პრო­ცე­სია და არა პრო­დუქ­ტი. მის თე­ო­რი­ა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ლ. ვი­გოტ­ს­კის იდე­ებ­მა.
ბრუ­ნე­რის აღ­მო­ჩე­ნე­ბით სწავ­ლის თე­ო­რია კოგ­ნი­ტურ თე­ო­რი­ებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. კოგ­ნი­ტუ­რი თე­ო­რი­ე­ბის მი­ზა­ნი შე­მეც­ნე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის (გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, ანა­ლი­ზი, სინ­თე­ზი, შე­ფა­სე­ბა, და­მახ­სოვ­რე­ბა) სტრუქ­ტუ­რი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის აღ­წე­რაა. ზო­გი­ერ­თი კოგ­ნი­ტუ­რი თე­ო­რია გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის, რად­გან ნა­თელ და თვალ­სა­ჩი­ნო პე­და­გო­გი­ურ მე­თო­დებ­სა და მო­დე­ლებს გვთა­ვა­ზობს.
კოგ­ნი­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გია იკ­ვ­ლევს, რო­გორ იღებს მოს­წავ­ლე ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მო­დან, რო­გორ ახ­დენს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას, რო­გორ იყე­ნებს ცოდ­ნას.

განვითარებისა და სწავლის თეორიები

ჯონ დიუი
(1859-1952)
ჯონ დიუი — ამე­რი­კე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი, ფსი­ქო­ლო­გი და გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ტო­რი. დიუი ამე­რი­კუ­ლი პრაგ­მა­ტიზ­მის# წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტა­ლიზ­მის# ფუ­ძემ­დე­ბე­ლია. ის არის ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი ნაშ­რო­მი­სა „დე­მოკ­რა­ტია და გა­ნათ­ლე­ბა“ (1916). დიუი თვლი­და, რომ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა არის ის, რაც ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო წევ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. დი­უ­ის არ შე­უქ­მ­ნია სწავ­ლე­ბის თე­ო­რია, მაგ­რამ მის­მა შე­ხე­დუ­ლე­ბებ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნი­სა და პრინ­ცი­პე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­ზე.
დი­უ­ის მი­ხედ­ვით, გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბის თე­ო­რი­ას უნ­და ეყ­რ­დ­ნო­ბო­დეს. მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის თე­ო­რი­ა­ში ორი ცენ­ტ­რა­ლუ­რი ცნე­ბაა: 1. უწყ­ვე­ტო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი და­ბა­დე­ბი­დან გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სწავ­ლობს, ეს კი გავ­ლე­ნას ახ­დენს მის შემ­დ­გომ ქცე­ვა­ზე. უწყ­ვე­ტო­ბა გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ წი­ნა გა­მოც­დი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის შემ­დ­გო­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია.
2. ინ­ტე­რაქ­ცია აღ­წერს და ხსნის იმას, თუ რო­გორ ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დებს წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აწ­მ­ყო სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. დი­უ­ის ჰი­პო­თე­ზის მი­ხედ­ვით, ჩვე­ნი აწ­მ­ყო გა­მოც­დი­ლე­ბა წარ­სუ­ლი, შე­ნა­ხუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ფუნ­ქ­ციაა, რო­მე­ლიც ზე­მოქ­მე­დებს მიმ­დი­ნა­რე სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე და ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა.
შე­სა­ბა­მი­სად, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ცოდ­ნა და მი­სი და­კავ­ში­რე­ბა ახალ მა­სა­ლას­თან. ამ გზით მას­წავ­ლე­ბე­ლი აზ­რი­ანს და მოს­წავ­ლი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს ხდის ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამით ხელს უწყობს მის ეფექ­ტი­ან დას­წავ­ლას.

N40 22 დეკემბერი

რა თემატიკის სტატიები იქნებოდა თქვენთვის საინტერესო?
უმაღლესი განათლება
სხვა ქვეყნის განათლების სისტემები
სკოლამდელი აღზრდა
ფსიქოლოგის რჩევები
ახალი საგნები
მეთოდიკა
  ხმა მისცა 432 ადამიანმა
გააუმჯობესა თუ არა თქვენი სკოლის ფინანსური მდგომარეობა დაფინანსების ახალმა სისტემამ?
დიახ
არა
  ხმა მისცა 286 ადამიანმა