|
სტატიები
|
2017-11-09
კორეული „ლითონის“ წიგნები და ქართული ხელნაწერები
|
მაკა ყიფიანი
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორი უძველესი კულტურის დამწერლობის ისტორიის უნიკალური ნიმუშების გამოფენა გაიმართა, სადაც კორეული „ლითონის“ წიგნები და ქართული ხელნაწერები იყო წარმოდგენილი. გამოფენის მიზანი იყო უძველესი და უდიდესი კულტურის მქონე ქვეყნების — კორეისა და საქართველოს, რომლებიც სრულიად განსხვავებული კულტურული ტრადიციის მატარებლები არიან, ნაბეჭდ წიგნთა და ხელნაწერთა გამორჩეული ნიმუშების საზოგადოებისთვის წარდგენა და გაცნობა. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა კორეული ლითონის წიგნებისა და ქართული დამწერლობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, გამოფენის ფარგლებში, კორეიდან საგანგებოდ ჩამოტანილი ტექნიკის დახმარებით, კორეული წიგნის ბეჭდვის უძველეს ხელოვნებას.
|
ვრცლად>>> |
|
2017-11-02
ბარიერები ეთნიკურ უმცირესობათა ახალგაზრდების დასაქმებაში საშეღავათო პოლიტიკის ფონზე
|
ლალი ჯელაძე
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR), „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ (ჵPITA)) ფარგლებში, რომელიც ფინანსდება „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მიერ, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში (თსუ-ს, ილიაუნის, სამედიცინო, ტექნიკური და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების მონაწილეობით) ეთნიკური უმცირესობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანი იმ პირობებისა და შესაძლებლობების შესწავლა იყო, რომელიც დღეს არსებობს დასაქმების ბაზარზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის.
|
ვრცლად>>> |
|
2017-11-02
გახდე მენტორი, საჭიროა გქონდეს პროფესიული ზრდის დიდი სურვილი
|
დღეს მენტორების კიდევ ერთ სამეულს გაგაცნობთ:
ირინა ნაცვლიშვილი (სსიპ — თბილისის N21 საჯარო სკოლა),
ლიანა მამულაშვილი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა),
პეტრე ბაბილუა (შპს ევროპული სკოლა).
რატომ აირჩიეს პედაგოგობა და რას ნიშნავს მათთვის მასწავლებლის პროფესია
ირინა ნაცვლიშვილი: ალბათ, საუბარი იმით უნდა დავიწყო, რატომ ავირჩიე მომავალ პროფესიად ფილოლოგობა. ამ არჩევნამდე ლიტერატურის სიყვარულმა მიმიყვანა, იმ სამყაროს პროფესიული შეცნობის, გააზრებისა და გათავისების სურვილმა, რომელსაც მხატვრული ტექსტი გადაუშლის თავის მკითხველს. ფილოლოგს, თუკი იგი უშუალოდ პროფესიით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას,
|
ვრცლად>>> |
|
2017-11-02
ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა დასაქმებისკენ
|
რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში, 1982 წლიდან ფუნქციონირებს პროფესიული სასწავლებელი. სხვადასხვა პერიოდის რეფორმების შედეგად, რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება, ფუნქცია და მდებარეობა. აღნიშნული სასწავლებელი განთავსებული იყო, მისთვის სპეციალურად აშენებულ, იმ დროისთვის თანამედროვე შენობა-ნაგებობაში, შესაბამისად, ფლობდა საკმაოდ კარგ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. 1991 წელს მომხდარმა მიწისძვრამ და იმ დროის პოლიტიკურმა ვითარებამ, თითქმის მთლიანად გაანადგურა აღნიშნული ბაზა. 1991 წლიდან სასწავლებელმა ფუნქციონირება განაახლა ამბროლაურის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ტერიტორიაზე. 2010-11 სასწავლო წელს განხორციელებული რეფორმით, შეცვლილი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად, ჩამოყალიბდა სსიპ პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“, როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის პროფესიული მომზადების სასწავლო დაწესებულება.
|
ვრცლად>>> |
|
2017-10-26
გახდე მენტორი, საჭიროა გქონდეს პროფესიული ზრდის დიდი სურვილი
|
ვაგრძელებთ მენტორების გაცნობას და წარმოგიდგენთ: მარინა ისკაკოვას (სსიპ - ქუთაისის N33 საჯარო სკოლა), ნინო გაბულდანს (სსიპ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N2 საჯარო სკოლა), ხათუნა ხალვაშს (სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის N2 საჯარო სკოლა).
რატომ აირჩიეს პედაგოგობა და რას ნიშნავს მათთვის მასწავლებლის პროფესია
მარინა ისკაკოვა: მასწავლებლის პროფესია ჩემთვის მიმზიდველი იყო ბავშვობიდან. VII-VIII კლასებში თემებში ყოველთვის ვწერდი, რომ მასწავლებელი უნდა გავხდე და აღვზარდო მომავალი თაობები. მოგვიანებით, თვალთახედვა შემეცვალა — მინდოდა მეცნიერი გავმხდარიყავი. ჩავაბარე მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში (мгу-ში). დავეუფლე მეცნიერების საწყის საფეხურებს, მაგრამ ყოველდღიურობამ მეცნიერებაში ჩაღრმავების მეტი საშუალება არ მომცა. დავქორწინდი,
|
ვრცლად>>> |
|
2017-10-26
იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობა — მარად აქტუალური გამოწვევა
|
2013 წელს, „დედაენის“ — ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, 2014 წელს კი განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის გოგებაშვილის მეთოდის შესანარჩუნებლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა სასწავლო პროცესში მისი გააქტიურება და „პროგრამა დედაენის“ ფარგლებში, გამოაცხადა კონკურსი ამ მეთოდით ...
|
ვრცლად>>> |
|
2017-10-26
შეფასების პროცესის სკოლაში გადატანა — სქემის ყველაზე დიდი მიღწევა
|
მეორე წელია, რაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში, დანერგვის პროცესებმა გამოავლინა სქემის სუსტი და ძლიერი მხარეები, სამომავლოდ გასასწორებელი ხარვეზები. თუმცა, როგორც სქემის მონიტორინგის მიმართულების მენეჯერმა, კახა ჟღენტმა გვითხრა, ეს დრო ცოტაა იმისთვის, რომ სქემის მუშაობა შევაფასოთ. მისივე თქმით, ყველაზე მეტად კრიტიკული მესამე წელი იქნება, რადგან „მენეჯმენტის ნებისმიერი თეორიის მიხედვით, არსებობს ახალი სისტემის დანერგვის სამწლიანი ეტაპი.
|
ვრცლად>>> |
|
2017-10-19
შემოდგომა რაჭაში — მწიგნობარი 2017
|
მაკა ყიფიანი
6-8 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გურამ ფანჯიკიძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში, ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომა რაჭაში — მწიგნობარი 2017“ ჩატარდა. ლიტერატურული კონკურსის იდეის ავტორი და პროექტის ინიციატორი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დაქირავებული სპეციალისტი, პოეტი გურამ გორდეზიანი იყო. „მწგნობარი 2017“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა,
|
ვრცლად>>> |
|
2017-10-19
უმაღლესი წოდება თანამედროვე პროფესიულ გამოწვევებთან ჭიდილში
|
წელს პირველად, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, 9 მასწავლებელმა მენტორის სტატუსი მოიპოვა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა გადაწყვიტა, რომ მენტორ მასწავლებლებს სკოლაში თავად ესტუმროს და გადასცეს სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. რამდენიმე მათგანს უკვე ეწვია, რადგან მიიჩნევს, რომ ეს განათლების სისტემაში ისტორიული ფაქტია.
|
ვრცლად>>> |
|
2017-10-12
მინდა შევქმნა გლობალური კომპანია, რომელიც ხალხის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის
|
რუბრიკის სტუმარია არჩილ ჭეიშვილი —
ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული,
ტექნოლოგიური კომპანიის „Palatine Analytics“ დირექტორი
— გზა ოცნებიდან ჰარვარდამდე
— დაწყებით კლასებში ზოგს უნდა, კოსმონავტი გახდეს, ზოგს — მეხანძრე, ზოგს — ექიმი, ზოგსაც — პოლიციელი. მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებდა: ბიზნესი, ბიზნესი, ბიზნესი! ადრეული ასაკიდანვე ვოცნებობდი, შემექმნა მასშტაბური ბიზნესი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლიდა ხალხის ცხოვრებას. ბავშვობიდან ვხედავდი, რომ ქვეყანაში დიდი პრობლემები იყო, რომელთა გადაჭრაც ჩემს მიზნად და პირად გამოწვევად მიმაჩნდა. ვიცოდი, ამისთვის კარგი განათლება დამჭირდებოდა. სკოლაში სწავლისას, „ჰარვარდი“ მხოლოდ კინოში მქონდა გაგონილი. იმ დროს, ერთადერთი, რაც მასთან მაკავშირებდა, იყო დიდი ოცნება.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|