|
სტატიები
|
2017-07-06
„სავალდებულო მინიმუმი“ თუ „საოცნებო მაქსიმუმი“ — ლიტერატურის სწავლება სკოლებში
|
მაკა ყიფიანი
30 ივნისს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ასოციაციამ ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „ლიტერატურის სწავლება X-XII კლასებში“. პედაგოგებმა იმსჯელეს საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მოქმედი სტანდარტის შესახებ, განიხილეს პრობლემები: ლიტერატურის სწავლების მიზნის არაადეკვატურობა; საგნობრივი სტანდარტის სირთულე; სასწავლო პროგრამისთვის მხატვრული ტექსტების შერჩევის კრიტერიუმების ბუნდოვანება; პროგრამის გადატვირთულობა; ქართული ენის სწავლების არასაკმარისობა და სხვ. ასოციაციის პოზიცია ამ პრობლემების გადაწყვეტაა. „ჩვენი აზრით, დროა, ლიტერატურა ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თანამედროვე პარადიგმის მიხედვით ვასწავლოთ.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-29
რა პერსპექტივა აქვს არაფორმალური განათლების განვითარებას საქართველოში
|
ლალი ჯელაძე
22 ივნისს, არაფორმალური განათლების აღიარების საკითხის აქტუალიზაციისა და არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და პერსპექტივების განხილვის მიზნით, კონფერენცია ჩატარდა.
არაფორმალური განათლების (რომლის მიღება სწავლის ნებისმიერ მსურველს შეუძლია საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან მათ მიღმა) მიზანი ოფიციალური სერტიფიკატის ან დიპლომის მიღება არ არის. თუმცა, ამ ფორმატში მიღებული ცოდნისა და უნარების აღიარების მექანიზმების არსებობა ზრდის არაფორმალური განათლების მნიშვნელობას როგორც დასაქმებისთვის, ასევე სწავლის გაგრძელებისთვის ფორმალურ გარემოში და მას განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონტექსტში.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-29
ნიკოლოზ რაჭველი საქართველოში იუნისეფის ელჩი გახდა
|
ლალი ჯელაძე
26 ივნისს, საგანგებო ღონისძიებაზე, ნიკოლოზ რაჭველს, კომპოზიტორს, დირიჟორსა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა. მის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადვოკატირებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-29
გალაკტიონი და თბილისი
|
მაკა ყიფიანი
ელექტრონული წიგნების სახლის „საბა“ და „არტარეას“ ინიციატივით, დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც „ქალაქი — ბიბლიოთეკის“ ფარგლებში ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.
პირველი ტური — „გალაკტიონი და თბილისი“ — 24 ივნისს განხორციელდა. გალაკტიონის ხიდთან შეკრებილი ახალგაზრდები, პოეტ რატი ამაღლობელს შეხვდნენ და მასთან ერთად, გალაკტიონის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ტურის პირველი მოწვეული სტუმარი, იმავდროულად მასპინძელი, პოეტი ვახტანგ ჯავახაძე ელოდებოდათ. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ,
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-22
გარე დაკვირვების წესი უფროსი მასწავლებლების დაწინაურებისთვის
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ
დაამტკიცა გარე დაკვირვების წესი, რომელიც უფროსი მასწავლებლის მიერ
გაკვეთილის წარმართვის შემოწმების მიზნით, გარე დაკვირვებასთან დაკავშირებულ პროცესებს აწესრიგებს. მისი გავლა მოუწევს უფროსი კატეგორიის მასწავლებელს,
რომელიც გადაწყვეტს, გახდეს წამყვანი მასწავლებელი.
გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში,
მასწავლებელი 4 კრედიტქულას მიიღებს.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-22
გაკვეთილის ხარისხი — გერმანიის სკოლების უმთავრესი პრიორიტეტი
|
გასულ კვირას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტმა ჰარტმუტ მაიერის საჯარო ლექცია დააანონსა, თემაზე: „სკოლის მმართველობის როლი ხარისხის განვითარების პროცესში“. ჰარტმუტ მაიერი ქალაქ ლუდვიგსბურგის გოტლიებ დაიმლერის სკოლის დირექტორი, გეოგრაფიის, პოლიტიკის და რელიგიის მასწავლებელია, ამის გარდა, ის გეოგრაფიის სახელმძღვანელოების ავტორია, რომლებითაც გერმანიის ბევრ სკოლაში ისწავლება აღნიშნული საგანი; იბარებს მომავალი მასწავლებლების სახელმწიფო გამოცდებს გეოგრაფიაში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ბიოლოგიასა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიაში; არის სკოლების განვითარების ინსტიტუტის თანამშრომელი და მოდულების ავტორი, ტრენერი; ამზადებს სკოლებს შიდა და გარე შეფასებისთვის. ასეთი საინტერესო ბიოგრაფიის მქონე რესპონდენტი, ვფიქრობ, ჩვენი გაზეთის სპეციფიკური მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება. მისი საქართველოში ვიზიტის უმთავრესი მიზეზი თბილისის 43-ე საჯარო სკოლასთან წამოწყებული გაცვლითი პროექტია, რომელიც სკოლის დირექტორის, სოფიო დედალამაზიშვილის შეთავაზებით დაიწყო.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-22
ცა თბილისის თავზე
|
მაკა ყიფიანი
„თინა: როგორ ფიქრობ, შეძლებდა ადამიანი ამ ზღვის გადაცურვას?
გეგა: თუკი მოინდომებს, შეძლებს ყველაფერს.
თინა: არა, მართლა გეკითხები, მინდა ვიცოდე, აქვს თუ არა ადამიანს იმის უნარი, შავი ზღვა რომ გადაცუროს...
გეგა: მე თუ გავიქეცი, გამომყვები?
თინა: ცურვა რომ არ ვიცი, გეგა?!
გეგა: არც მე, საკმარისად კარგად, მაგრამ ჩვენ გავფრინდებით. ჩვენ გავიტაცებთ თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან ბათუმში მიფრინავს და ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თურქეთში დავსვამთ. ჩვენ ავიტანთ იარაღს ბორდზე და დავაშინებთ პილოტს.
თინა: ეს არის ის, რაც შენ გსურს?
გეგა: მე გავფრინდები, მაგრამ მხოლოდ შენთან ერთად!..“
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-22
საქართველოს სასკოლო განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ
|
2011 წელს ჩატარდა სასკოლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გახმაურებული კვლევა, რომელმაც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სკოლაში გატარებული რეფორმების შედეგები გააანალიზა და რეკომენდაციებიც შეიმუშავა.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-22
2017 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში
|
დასაგროვებელი აუცილებელი ქულები:
აპლიკანტმა, იმისთვის, რომ საგნის გამოცდები ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, კერძოდ:
ა.ა) ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII კლასები) — 43 ქულა და მეტი;
ა.ბ) მათემატიკაში (VII-XII -კლასები) — 32 ქულა და მეტი;
ა.გ) გეოგრაფიაში (VII-XII კლასები) — 36 ქულა და მეტი;
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-15
რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კადრების მართვის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად
|
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა 2016 წლის ანგარიში „ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კადრების მართვა“, რომელიც აფასებდა განათლების სისტემაში საჭირო რაოდენობისა და კვალიფიკაციის კადრების არსებობის მიზნით განხორციელებული პროგრამების/ღონისძიებების პროდუქტიულობას და ადამიანური რესურსების მართვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას:
• რამდენად შეესაბამება მასწავლებელთა კვალიფიკაცია დადგენილ სტანდარტებს?
• რამდენად უზრუნველყოფს არსებული პროცედურები ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კვალიფიციური კადრების მოზიდვას?
• რამდენად უზრუნველყოფს გატარებული ღონისძიებები კადრის დეფიციტის შემცირებას საქართველოს რეგიონებში?
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 134 ადამიანი: 34 — მასწავლებლობის მსურველი პირი, რომლებსაც ჩაბარებული ჰქონდათ საგნის გამოცდა და 100 — მოქმედი მასწავლებელი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ დღესდღეობით, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისევ რჩება კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რაც გამოიხატება სერტიფიცირებული მასწავლებლების სიმცირესა და ახალი კადრების მოზიდვის ნაკლოვანებაში. სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების თითქმის ნახევარი საპენსიო ასაკსაა მიღწეული ან ამ ასაკს გადაცილებული. 60 წლისა და უფროსი ასაკის მასწავლებლების წილი (20%) ევროპის საშუალო მაჩვენებელზე (6%) საგრძნობლად მაღალია. საქართველო ასევე გამოირჩევა ახალგაზრდა მასწავლებლების დაბალი მაჩვენებლით. 30 წლამდე ასაკის მასწავლებლების წილი 7%-ია, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს — 12%-ს. აღნიშნული მიუთითებს იმ რისკზე, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში განათლების სისტემა ზოგადსაგანმანათლებლო კადრების ნაკლებობის წინაშე დადგება.
აუდიტის დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს „აუდიტის მიგნებებს“, რომელთა შორის საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა „კადრების კვალიფიკაციის ნაკლოვანებები“. წარმოდგენილი მონაცემები სწრაფად გავრცელდა პრესის, ტელევიზიის და უფრო აქტიურად — სოციალური მედიის საშუალებით.
კადრების კვალიფიკაციის ნაკლოვანებები
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|