|
სტატიები
|
2017-06-15
სამოქალაქო ცნობიერებისა და უნარების დემონსტრირება
|
ვაგრძელებთ საუბარს ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე.
ჩვენი სტუმარია ეროვნული სასწავლო გეგმების
დეპარტამენტის სამოქალაქო განათლების ექსპერტი
შალვა მეკრავიშვილი.დღეს საბაზო საფეხურზე სამოქალაქო განათლების სწავლების ახალ სტანდარტს მიმოვიხილავთ, მის ძირითად სიახლეებსა და ცვლილებებს, ასევე მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებს.
— რა ცვლილება შეეხო სამოქალაქო განათლების სწავლებას?
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-15
უსახელო ფრთამოტეხილი ანგელოზების სამყაროში
|
მაკა ყიფიანი
2 ივნისს, „წიგნის სახლში ბახტრიონზე“, მხატვრისა და მოქანდაკის, ბესო კობახიძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ბესო კობახიძემ რაჭაში, ამბროლაურის რაიონის პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა. სწავლა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში განაგრძო, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მშობლიურ რაჭაში დაბრუნებულმა, შემოქმედებითი საქმიანობა განაგრძო. ამჟამად, ბესო ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმს ხელმძღვანელობს, სამსახურის შემდეგ კი, სახლში დაბრუნებული, თავის პატარა სახელოსნოში მოლბერტთან აგრძელებს მუშაობას.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-08
„ნაპრალები“ სასკოლო განათლებაში
|
ლალი ჯელაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ორდღიანი კონფერენცია — „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოსა“ (მCა) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (მCC) მხარდაჭერით გამართული კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელ პირთა ინფორმირება საქართველოს სასკოლო განათლების სისტემაში მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაში არსებული ვითარების შესახებ, ასევე ფართო დიალოგის ინიცირება განათლების ხარისხის ამაღლებისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-08
მომავალი განათლებაშია
|
ლალი ჯელაძე
კოალიციამ „განათლება ყველასთვის — საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პრეზენტაცია გამართა, რომელიც 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა პირველად ხორციელდება საქართველოში და მასწავლებელთა პოპულარიზაციისაკენ მიმართული გლობალური კამპანიის „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
„მომავალი განათლებაშია“ — ეს ეროვნული ჯილდოს კამპანიის სლოგანია და, ორგანიზატორების აზრით, ზუსტად გამოხატავს იმ მიზანს, რომელიც ამ ინიციატივას დაუსახეს. „ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი განათლებაშია და ვფიქრობთ, ამ მომავლის გასაღები ხელში მასწავლებლებს უჭირავთ — გვითხრა ირინა ხანთაძემ, კოალიციის დირექტორმა, — შესაბამისად, რამდენადაც დავაფასებთ ამ პროფესიას, ხელს შევუწყობთ მის განვითარებას და ახალგაზრდების მოზიდვას,
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-08
მიზანი — კრიტიკულად მოაზროვნე პატრიოტი მოქალაქის აღზრდა
|
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის
ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების
კოორდინატორი ნიკო სილაგაძე
გვესაუბრება საგნის „მე და საზოგადოება“
სტანდარტზე — როგორ უნდა მოხდეს ეროვნული სასწავლო
გეგმის რეალიზება სასკოლო ოთახში, როგორ არის მასში
ასახული ის სიახლეები, რაც მას წინა თაობის
სტანდარტებისგან განასხვავებს.
„მე და საზოგადოება“ — ზოგადი ინფორმაცია
საგანი „მე და საზოგადოება“ III-IV კლასებში ისწავლება. მას კვირაში 2 საათი ეთმობა.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-08
ავერეტის საავიაციო უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი
|
მაკა ყიფიანი
რატი ზედგინიძე დაბა ასპინძის სკოლის 2017 წლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. ხჳჳბ კლასის მოსწავლემ TOEFL-ის და SAT-ის გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მიღებული შედეგებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ვირჯინიის შტატის ქალაქ დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. უნივერსიტეტის კომისიის გადაწყვეტილებით, რატი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე, 20 000 ამერიკული დოლარით დაფინანსდა, რაც ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში 80 000 აშშ დოლარს შეადგენს. სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, რატი ზედგინიძის სწავლა სრულად დაფინანსდება.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-01
კონტრასტული ბავშვობა
|
ლალი ჯელაძე
საპირველივნისო
მართალია, საპირველივნისო წერილია, მაგრამ სულაც არ ვაპირებ, ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღისადმი მიძღვნილ საჩვენებელ ღონისძიებებზე დავწერო რამე და ამით თავმოწონებული ღონისძიებების ორგანიზატორები საზოგადოებას გავაცნო, როგორც ქველმოქმედები ან ბავშვების ბედ-იღბლით დაინტერესებული კეთილშობილი ადამიანები, რომლებსაც ღამე არ სძინავთ მათი დარდით, ან ბავშვთა დაცვის საკითხებში მიღწეულ პროგრესსა და დეკლარირებულ პრინციპებზე ვისაუბრო. პრინციპში, არც ამის საწინააღმდეგო მაქვს რამე, მაგრამ უმთავრესი ბავშვების ის ყოველდღიურობაა, რომელიც ასე კონტრასტულად განსხვავდება იმ საზეიმო დღისაგან, რომელსაც ბავშვებს წელიწადში ერთხელ უძღვნიან და მსოფლიოს ყურადღებას იქცევენ, რომ ბავშვები და მათი უფლებები უპირველესია.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-01
არც წარსული დავივიწყოთ, არც დღევანდელობას ავცდეთ და მომავალი პერსპექტივებიც გავითვალისწინოთ
|
მაკა ყიფიანი
24 მაისს, თბილისის 24-ე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, IXბ კლასის მოსწავლეების — გიგი ჯაგოდნიშვილის, ნინო თოდუასა და ლიკა შაკიაშვილის მოთხრობების: „წარსულიდან დღევანდლამდე“, „ქვეგრიალა“ და „როცა ტალღები შლიან მოგონებებს...“ პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობები და იმსჯელეს იმ თემების შესახებ, რასაც თავიანთ ნაწარმოებებში ეხებიან. ღონისძიების ორგანიზატორმა, ქრთული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ ბარისაშვილმა მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქარი — ლალი დათაშვილის წიგნი „ქრისტიანობის ანარეკლი „ვეფხისტყაოსანში“ გადასცა.
|
ვრცლად>>> |
|
2017-06-01
მოსწავლე დიდი მოცულობის ინფორმაციის „საბარგულედ“ არ უნდა გავხადოთ
|
ვაგრძელებთ ახალ, რევიზირებულ
ეროვნულ სასწავლო გეგმაზე საუბარს.
დღეს უშუალოდ საგნობრივ
სასწავლო გეგმებში განხორციელებულ მნიშვნელოვან
სტრუქტურულ და შინაარსობრივ ცვლილებებზე
გვესაუბრება ეროვნული სასწავლო
გეგმების დეპარტამენტის ექსპერტი
თამარ ჯაყელი
— როგორ შეიცვალა საგნობრივი სასწავლო გეგმები და რით იყო ეს ცვლილებები განპირობებული?
— შეგახსენებთ, რომ პირველი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა 2006 წელს დამტკიცდა და 4 წლის განმავლობაში, 2006-2010 წწ-ში, ფუნქციონირებდა. 2010 წელს, მისი რევიზიის შედეგად, შემუშავდა მეორე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის დანერგვის ვადად 2011-2016 წლები განისაზღვრა.
2014 წელს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა მეორე თაობის, ანუ 2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმის რევიზიაზე დაიწყო მუშაობა. რევიზიის პროცესში ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებითი ცვლილებების შეტანის საჭიროება გამოიკვეთა.
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-25
რევიზირებული სასწავლო გეგმის ძირითადი ასპექტები
|
გვესაუბრება მარიამ ჩიქობავა,
ეროვნული სასწავლო გეგმების
სამმართველოს უფროსი
ვიწყებთ ახალ რუბრიკას „ეროვნული სასწავლო გეგმა“, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის დეტალურად გაცნობას ისახავს მიზნად.
შემოგთავაზებთ წერილებს ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებეზე და, რადგან სასწავლო გეგმის დანერგვის ვადამ 2018-19 სასწავლო წლისთვის გადაიწია, წლის განმავლობაში, გაგაცნობთ პილოტირების მიმდინარეობასა და შუალედურ შედეგებს.
გთავაზობთ შემდეგი სახის თანამშრომლობას: საგნობრივმა კათედრებმა, პედაგოგებმა მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენთვის სასურველ თემებსა და იმ საჭიროებებზე, რომლებიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში გამოიკვეთება. შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტით ან ფეისბუქგვერდზე.
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშესაწყობად, პედაგოგებს ასევე ვთავაზობთ, ჩვენი გაზეთის საშუალებით, გაუზიარონ ერთმანეთს ახალი სასწავლო გეგმის მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩატარებული გაკვეთილების გამოცდილება, დანერგვის პროცესში გამოვლენილი პრობლემები თუ ხარვეზები.
ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოსთან ერთად მომზადებული რუბრიკა, მთელი წლის განმავლობაში, ხელს შეუწყობს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის განხილვის საჯაროობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
რატომ შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმის ისტორია ხანგრძლივი არ არის. განვითარებულმა ქვეყნებმა, რომლებსაც წარმატებული სასწავლო შედეგები აქვთ, დაახლოებით, 30-40 წლის წინ დაიწყეს რეფორმა და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობა. ამიტომ, 10 წელი არ არის დიდი პერიოდი. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაკვირდებოდით, ვცვლიდით, დიდი სამუშაოები ჩატარდა, სანამ თვითონ რევიზია დაიწყებოდა — იმართებოდა შეხვედრები სკოლებში კათედრებთან, პედაგოგიურ საზოგადოებასთან; სკოლებში იგზავნებოდა წერილები შეკითხვით, ვთქვათ, რას შეცვლიდნენ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რის დამატებას ისურვებდნენ, რა მუშაობდა კარგად და რა არა.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|