|
სტატიები
|
2017-05-25
სადაც ჩვენ ვართ, პატრიოტიზმსა და კრეატივს არ სძინავს
|
რუბრიკის სტუმარია თემო სუყაშვილი,
მარნეულის N2 საჯაროს სკოლის
დაუგეგმავი კარიერა
2011 წელს უნივერსიტეტი დავამთავრე და სამსახურიც დავიწყე მერიაში, მაგრამ მალევე შევიტყვე განათლების სამინისტროს პროგრამის — „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ შესახებ, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებდა. პროგრამის ერთ-ერთი სიკეთე ისიც იყო, რომ, თუ ერთი წლის განმავლობაში, რეგიონში, ქართულ ენას არაქართველ მოსახლეობას ვასწავლიდი, მაგისტრატურის სრულ კურსს დამიფინანსებდნენ, რამაც ძალიან მომხიბლა. რასაკვირველია, პროგრამაში მონაწილეობა მივიღე და, 2013 წელს,
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-18
საკუთარ თავს ოცნებები შენ თვითონ უნდა აუხდინო
|
რუბრიკის სტუმარია მაია ინგოროყვა,
იენის უნივერსიტეტის სტუდენტი
— მაია, როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი, შენი მასწავლებლები... განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— დაწყებითი განათლება ოზურგეთის რაიონში, სოფელ მაკვანეთში, ჩემი სოფლის სკოლაში მივიღე. მე-6 კლასიდან სწავლა თბილისში განვაგრძე, რადგან ოჯახი სოფლიდან ქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად. თბილისში, ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. გულწრფელად რომ ვთქვა, სკოლაში სანიმუშო მოსწავლე არ ვყოფილვარ. ძირითადად, იმ საგნებს ვსწავლობდი, რომელიც მაინტერესებდა. მაშინაც ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ საგნებისადმი ინტერესის გაღვივებაში მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს აკისრია. მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს საფიქრალი აღუძრას და დაეხმაროს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი სამყაროს უკეთ გაცნობაში. ასევე გულწრფელად რომ ვთქვა, სკოლის ან რომელიმე მასწავლებლის გავლენით არ ამირჩევია ჩემი მომავალი პროფესია.
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-18
ფანჯარა მეტი შესაძლებლობისკენ
|
ლალი ჯელაძე
რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლება, რატომ არის ადრეულ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, როგორ გავხადოთ ის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი — ამ საკითხებს მიეძღვნა გაეროს ბავშვთა ფონდის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებით გამართული ფორუმი. სკოლამდელი განათლების ფორუმი პირველია განათლების თემაზე დაგეგმილი სადისკუსიო ფორუმების სერიაში, რომელთა მიზანია, ბიძგი მისცეს დებატებსა და კრიტიკულ ანალიზს განათლების სფეროში მთავრობის პრიორიტეტებისა და ინვესტიციების შესახებ. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტმა ერიკ ლივინმა, განათლების პოლიტიკის ფორუმის გახსნისას განაცხადა, რომ დისკუსია განათლების ყველაზე ადრეული ფაზით დაიწყეს და უწყვეტ, მუდმივ განათლებამდე გააგრძელებენ.
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-18
ბარიერები „უბარიერო“ პროფესიაში
|
„განათლების ხარისხზე უმთავრესი გავლენა მასწავლებლებს აქვთ, მასწავლებლების ხარისხზე კი — განათლების პოლიტიკას“ — წლებია ამ პრობლემის გარშემო ტრიალებს სისტემა, მაგრამ არც თუ ეფექტურად. სკოლებში ისევ პროფესიონალი მასწავლებლების დეფიციტია და ჯერ კიდევ ბევრი მასწავლებელი იღვწის, რომ სახელმწიფოს დაუდასტუროს კომპეტენციები როგორც საგნობრივ, ისე პროფესიულ უნარებში — მოგეხსენებათ, რომ ახალი სქემის მიხედვით, გამოცდა კომპეტენციების დადასტურებით შეიცვალა და ბარიერიც აღარ არსებობს. წელს 27 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან ნაწილი მოქმედი მასწავლებელია და კომპეტენციების დადასტურება სურს, ნაწილი კი — პროფესიაში შესვლის მსურველი.
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-11
ეს არ არის ჩემი არჩევანი
|
ლალი ჯელაძე
საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება. წლების განმავლობაში სტატისტიკა ისევ ბუნდოვანია, არ არსებობს ოფიციალური მონაცემი იმის შესახებ, რამდენი ბავშვი ითხოვს ქუჩაში მოწყალებას ან რამდენ მოზარდს უწევს მისთვის სახიფათო და საშიში ქმედებით სარჩოს მოპოვება. ამის მიზეზად სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მოზარდების — ბავშვების „მოგზაურობა“ სახელდება, ისინი ხშირად გადაადგილდებიან ერთი ქალაქიდან მეორეში, რაც მათ იდენტიფიცირებას კიდევ უფრო ართულებს,
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-11
საუკეთესო მეგზურების შთამბეჭდავი გზა ევროპისკენ
|
ლალი ჯელაძე
ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში გაიხსნა კონფერენცია „მასწავლებელი — მეგზური ევროპისკენ“. „ერთად ვიაროთ საქართველოს მომავლისკენ — ევროპისკენ. — ასე მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა კონფერენციის მონაწილეეებს, — ევროატლანტიკური სივრცე მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის, ეს საერთო ღირებულებების სივრცეა და ჩვენც თავი ამ ღირებულებების მატარებელ ერად მიგვაჩნია, ბუნებრივია, ამიტომაც მივისწრაფვით მისკენ.“
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-11
განათლების პოლიტიკის განსაზღვრის ეფექტური ინსტრუმენტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებისთვის TIMSS-ისა და PISა-ს საერთაშორისო კვლევებისა და სახელმწიფო შეფასების შედეგების პრეზენტაცია გამართა. 2015-2016 წელს ჩატარებული კვლევები სწავლის შედეგებს, დინამიკასა და იმ ფაქტორებს უკავშირდება, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე.
საერთაშორისო კვლევების თანახმად, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს 2015 წლის შედეგები, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია. თუმცა, პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საქართველოს შედეგი საერთაშორისო საშუალო ნიშნულს ვერ აღწევს.
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-11
NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე პირველი ქართველი მოსწავლეები
|
წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მერვეკლასელები — ალექსი ტყებუჩავა, ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (Millennium Innovations Award — MIA) წლევანდელი გამარჯვებულები გახდნენ. Smart Kids-ის (ასე ერქვა მათ გუნდს) გამოგონება — „გეოლოგიური საფრთხეები“, რომელიც 13 ფინალისტ გუნდს შორის შეირჩა, წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის და მიზნად ისახავს სტიქიური მოვლენების, მსხვერპლისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-04
არსად ისმის, რომ მასწავლებლობა კეთილშობილური საქმეა
|
სტუმარია განათლების მკვლევარი, დოქტორი სიმონ ჯანაშია. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი, განათლების სფეროს ეხება, იმ თემებს, რომლებიც საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანი და, ხშირ შემთხვევაში, პრობლემურიცაა. ჩვენი რესპონდენტი განათლების პოლიტიკის დიფერენცირების, არსებული პროცესების გამოსწორების შესაძლებლობების,
|
ვრცლად>>> |
|
2017-05-04
ბიბლიოთეკა, როგორც მომავალი ინოვაციების წყარო
|
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არაერთი საინტერესო სიახლის ინიციატორია. ახალი პროექტები, სხვადასხვა აქტივობები, გამოფენები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიდი ხანია, ტრადიციად იქცა. საჯარო ბიბლიოთეკა ყველა ქვეყანაში ყველაზე დემოკრატიული ადგილია.
აქ ყველას უფასოდ და განურჩევლად ემსახურებიან, დღევანდელ დღეს უკვე — არა მხოლოდ წიგნებით.
სტატისტიკის მიხედვით, ამერიკელებს ბიბლიოთეკები უფრო უყვართ, ვიდრე რესტორანი ან მაკდონალდსი. რატომ ხდება ასე? — გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი, მაია სიმონიშვილი.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|