|
სტატიები
|
2017-03-09
როგორ მოვიპოვო სტატუსი: უფროსი — წამყვანი — მენტორი
|
ლალი ჯელაძე
დღეის მონაცემებით, საქართველოში, მასწავლებლების უმეტესობა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების პრეტენდენტია, ვინაიდან პედაგოგთა უმრავლესობა პრაქტიკოსია. აქედან გამომდინარე, მათი უმეტესობა სწორედ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად იღვწის. შემდეგ საფეხურზე გადასვლა პრაქტიკოსისთვის მით უფრო საშურია, რამდენადაც ხელფასის მატება სწორედ კარიერულ წინსვლაზეა დამოკიდებული. წინა პუბლიკაციაში შევეცადეთ მასწავლებლებისთვის მარტივი ენით აგვეხსნა გზა, რომელიც სქემაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უნდა გაიაროს უფროს მასწავლებლობამდე. ამჯერად კი გთავაზობთ ცვლილებების შემდეგ დანარჩენ საფეხურებზე — უფროსი, წამყვანი და მენტორი — რა დამატებითი თუ სავალდებულო აქტივობების შესრულება მოუწევთ მასწავლებლებს სტატუსის შესანარჩუნებლად ან მოსაპოვებლად.
უფროსი მასწავლებელი
|
ვრცლად>>> |
|
2017-02-16
პრაქტიკოსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის გზა
|
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შეიცვალა პრაქტიკოსი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზები. სქემა აღარ მოიცავს კარიერის შეწყვეტისა და შეჩერების ნაწილს და მასწავლებლებს ალტერნატიულ გზებს სთავაზობს წინსვლისთვის. ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად პრაქტიკოსი მასწავლებლები განსაზღვრული ვადების გაუქმებას მიიჩნევენ, სამაგიეროდ, მათ, პროფესიულ უნარებში მოუწევთ კომპეტენციების დადასტურება ტესტირების გზით (გამოცდას ახლა ტესტირება ჰქვია).
რა ალტერნატიულ გზებს სთავაზობს სახეცვლილი სქემა პრაქტიკოს მასწავლებლებს კარიერული წინსვლისთვის, როგორ გაიზარდა დამატებითი აქტივობების წილი, როგორ მოხდება კრედიტქულების დაგროვება და დამატებით რა შესაძლებლობები გაჩნდა მათთვის — ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის უწყვეტი პროფესიული განათლებისა და კარიერული წინსვლის პროგრამის ხელმძღვანელი ირინა სამსონია
— რა ცვლილებები შეეხო პრაქტიკოს მასწავლებელს?
|
ვრცლად>>> |
|
2017-02-16
თავისუფალი გაკვეთილები — მეტი შესაძლებლობა ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის
|
ირაკლი თავაძე
ქვეყნის პრემიერის შემდეგ, სკოლებში სპორტის გაკვეთილებისთვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც მოიცალა. მისი ინიციატივით, დაშვებული თავისუფალი გაკვეთილების უმეტესი ნაწილი სწორედ სპორტის გაკვეთილებს ეთმობა, რომელსაც სამინისტრო, ოთხ ფედერაციასთან ერთად, განახორციელებს.
პრობლემა რომ აქტუალურია და სკოლებში სპორტის, ფიზკულტურის გაკვეთილები ბევრს არაფერს ცვლის, ამაში განათლების მინისტრის ქვემომოყვანილი კომენტარიც დაგარწმუნებთ, თუმცა განა მარტო სკოლებში, ზოგადად, მოზარდ თაობაში ფიზიკური აქტივობა ძალიან დაბალია.
|
ვრცლად>>> |
|
2017-02-09
პრესკონფერენცია აქტუალურ საკითხებზე
|
7 თებერვალს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენცია გამართა და განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. „იმისთვის, რომ საზოგადოება განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნოს, მედიის როლი განუსაზღვრელია. ამიტომ, დღეს ჟურნალისტებს გავაცანი რა მიმართულებით ვმუშაობთ ამ ეტაპზე. მომავალშიც სიახლეების შესახებ ინფორმაციას მედია ჩემი მხრიდან მუდმივ რეჟიმში მიიღებს. განათლების რეფორმა ყველა მიმართულებით მიდის, მინდა ვისაუბრო თემებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდში და მზად ვარ, ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს.“ — განაცხადა მინისტრმა და იმ ცვლილებებთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც შეეხო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, სახელმძღვანელოების გრიფირებას თუ სხვა, საზოგადოებაში აქტიურად განხილვად, მიმართულებებს. გთავაზობთ იმ საკითხებზე საუბრის ამონარიდებს, რომლებიც რედაქციამ განსაკუთრებით საინტერესოდ და აქტუალურად მიიჩნია.
|
ვრცლად>>> |
|
2017-02-09
მოდულური სწავლება მოქნილი მეთოდი გარანტირებული დასაქმებისთვის
|
ანა ფირცხალაიშვილი
90-იანი წლების შემდეგ, პროფესიული განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, რომ ქვეყნის წინაშე მდგომ გამოწვევებს პასუხობდეს, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, მთავრობის მეთაურების დონეზე, არაერთხელ იყო მოთხოვნა განათლების ამ სეგმენტის ფუნდამენტური და გადაუდებელი რეფორმირების აუცილებლობაზე.
ჩვენი გაზეთის წინა ნომერში პროფესიულად შეფასდა განვლილი პერიოდი და ავტორმა (ვარლამ ავალიშვილმა) თავისი მოსაზრებებიც მკაფიოდ ჩამოაყალიბა დარგის „ჰარმონიული და შედეგზე ორიენტირებული განვითარებისათვის“. სასურველია და რედაქცია მიესალმება, თუ პროფესიონალები გამოეხმაურებიან და პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვებსა თუ წინადადებებს შემოგვთავაზებენ.
|
ვრცლად>>> |
|
2017-02-09
კრედიტქულებში ასახული „თავისუფალი გაკვეთილები“
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინციატივა თავისუფალი გაკვეთილების შესახებ სულ მალე განხორციელების ფაზაში შევა და როგორც სკოლა, ისე მასწავლებელი ყოველი ჩატარებული საათის საზღაურს მიიღებს. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, გარდა იმისა, რომ „თავისუფალი გაკვეთილის“ პროექტები სკოლასა და მასწავლებელს ფინანსურ სარგებელს მოუტანს, ბავშვებს სკოლას შეაყვარებს და მასწავლებლები თავისუფალ რეჟიმში სწავლებას გამოცდიან. „მასწავლებლები მოსინჯავენ, როგორია თავისუფალი ფორმატი და დარწმუნებული ვარ აღმოაჩენენ, რომ გარეგნული წესებიდან გადახვევა სულაც არ არის საზიანო.“
|
ვრცლად>>> |
|
2017-02-02
ხანდახან სულ პატარა საბაბი ხდება ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი
|
რუბრიკის სტუმარია ჰურიე აბაშიძე,
ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიის ფაკულტეტის
კურსდამთავრებული
— ჰურიე, როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი, იქ გატარებული წლები, შენი მასწავლებლები, რამდენად წარჩინებული მოსწავლე იყავი, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— ხულოს რაიონის სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლა წარჩინებით, ვერცხლის მედალზე დავამთავრე, ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჩემს პედაგოგებს უდიდესი წვლილი მიუძღვით, მათი დახმარებით შევძელი ხჳჳ კლასის წარმატებით დამთავრება. ალბათ ყველა დამეთანხმება, როგორი მონდომებული და წარმატებულიც უნდა იყოს მოსწავლე, მასწავლებლის დახმარება და წახალისება ყველაფერს აორმაგებს, ჩემს მასწავლებლებს კი ეს შესანიშნავად გამოუვიდათ. მადლიერი ვარ თითოეულის. რაც შეეხება სკოლის წლებს, რა თქმა უნდა, შესანიშნავი პერიოდია ყველა ადამიანის ცხოვრებაში,
|
ვრცლად>>> |
|
2017-02-02
სახეცვლილი სქემის დეტალები
|
მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში მთელი რიგი ცვლილებები შევიდა. პირველ რიგში, სქემა აღარ მოიცავს კარიერის შეწყვეტის ნაწილს და ერთ დადგენილებად გაერთიანებული გაცილებით იოლად აღქმადი გახდა. სახეცვლილი სქემა მასწავლებლებს მეტ შესაძლებლობას და არჩევანს აძლევს დაგეგმონ კარიერული წინსვლა და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
რა კონკრეტული ცვლილებები შევიდა სქემაში, რა მიმართულებებზე გაკეთდა აქცენტები, როგორ იმუშავებს კრედიტქულების დაგროვების ახალი მექანიზმი და რის საფუძველზე გახდა მრავალფეროვანი — ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი
|
ვრცლად>>> |
|
2017-02-02
პრობლემები და გამოწვევები
|
„დღეს იგი იმარჯვებს, ვისაც ხელთ უპყრია ის უძლეველი იარაღი,
რომელსაც ცოდნას ეძახიან“.
ილია ჭავჭავაძე
პროფესიული განათლება არის უმოკლესი გზა დასაქმებისაკენ და განათლების ამ სეგმენტის განვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების გასაანალიზებლად. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული განათლება ყველაზე კარგადაა განვითარებული მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
საქართველოში პროფესიულ განათლებაზე საუბრისას აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ 90-იანი წლების ნგრევის შემდეგ განათლების ამ სეგმენტის შენება თითქმის ნულიდან დაიწყო. დღემდე ამ სფეროს განვითარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა: დარგის რეგულაციის მიზნით განხორციელდა ცვლილებები
|
ვრცლად>>> |
|
2017-01-26
ბავშვის ინტერესები და სოციალური ნორმები
|
ლალი ჯელაძე
გასულ კვირას საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია იმერეთის ერთ-ერთი სოფლის სკოლის 15 წლის მოსწავლის ორსულობამ. ფაქტი განსაკუთრებით იმის გამო მოექცა ყურადღების ცენტრში, რომ გოგონასთან სექსუალური კავშირი იმავე სკოლის 40 წლის მანდატურმა დაამყარა. გოგონა ხუთი თვის ორსულია, ამის შესახებ სკოლის დირექტორს ექიმმა შეატყობინა. ოჯახი კი ჩივილს არ აპირებს, ვინაიდან ყოფილი მანდატური გოგონაზე დაქორწინების პირობას დებს. რომ არა ფაქტის საქვეყნოდ გახმაურება, როგორც ჩანს, ყველაფერი მხარეების გარიგებით დასრულდებოდა და ერთი
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|