|
სტატიები
|
2017-01-26
კვლავ მოუგვარებელი პრობლემების შესახებ
|
ანა ფირცხალაიშვილი
განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემების შემსწავლელი წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭო, პროფესიული განათლების პროფკავშირთან ერთად, მორიგ სხდომაზე შეიკრიბა. „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების უზრუნველყოფისათვის (პრობლემები და განვითარების პერსპექტივები — გერმანული დუალური მოდელი)“. ამ საკითხის ირგვლივ იმსჯელეს და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები საბჭოს წევრებმა, მოწვეულმა სტუმრებმა მეცნიერებათა აკადემიიდან, პარლამენტიდან, პროფესიული სასწავლებლებიდან.
|
ვრცლად>>> |
|
2017-01-19
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი სიახლეები
|
ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაცია განათლების ყველა სფეროს მოიცავდა:
ზოგადი განათლება
პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში დასახული მიზნების მასაღწევად აუცილებელია სკოლა გახდეს უფრო საინტერესო და თანამედროვე, ამაღლდეს განათლების ხარისხი, მოზარდებს განუვითარდეთ კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება. ამ მიზანს მოემსახურება თავისუფალი გაკვეთილები, განახლებული სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, სწავლა/სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება. სკოლის ცოდნით საუკეთესო მოსწავლეები უმაღლესში რეპეტიტორის გარეშე ჩააბარებენ.
|
ვრცლად>>> |
|
2017-01-19
მოდულური პროგრამების დანერგვა — პროფესიული რეფორმის პირველი შედეგები
|
კახა ერაძე
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ
კვალიფიკაციათა განვითარების მენეჯერი
მოდულური პროფესიული პროგრამების დანერგვით ბევრი თვისებრივი სიახლე შევიდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შესაბამისად, რეფორმის ორიენტირების სწორი გაცნობიერება, სიახლეების დანერგვისთვის მზაობა და ახალი მეთოდოლოგიების ცოდნა, მოდულური პროფესიული პროგრამების წარმატებული დანერგვის მნიშვნელოვანი ეტაპია.
2015 წლიდან პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დანერგვის კომპონენტი აქტიურად ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირებას დანერგვის ყველა ეტაპზე
|
ვრცლად>>> |
|
2017-01-19
სკოლების ტიპებად დაყოფა
|
ლალი ჯელაძე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებათა პაკეტს საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, დეკემბრის შუა რიცხვებში უყარა კენჭი და სამი მოსმენით დაამტკიცა, პრეზიდენტმა კი მას ხელი იანვარში მოაწერა. ცვლილებებს შორის ყველაზე ხმაურიანი სკოლების კატეგორიზაცია და ბრენდირების განხორციელება აღმოჩნდა.
ბრენდირების პრინციპის განმარტების თანახმად სკოლების ბრენდირებისას უმაღლესი შეფასება ენიჭება აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის მქონე სკოლას, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს
|
ვრცლად>>> |
|
2016-12-22
ევროპაში შექმნილი ვითარება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია
|
გოეთეს ინსტიტუტმა ევროპულ მოძრაობასთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით გამოაცხადა კონკურსი — „ევროპული განგაში“ (European Angst Conference). მონაწილეებს უნდა დაეწერათ ესსეები კონფერენციის თემებზე, რომლებიც ეხებოდა ევროპაში არსებულ მწვავე პრობლემებს: მიგრანტთა კრიზისს, პოპულიზმს, ექსტრემიზმსა და ევროსკეპტიციზმს. მონაწილეობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 700-ზე მეტი აპლიკანტი, შეირჩა 40 სტუდენტი, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოდან. 6-7 დეკემბერს, ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს სახელით,
|
ვრცლად>>> |
|
2016-12-22
eTwiningPlus — ვირტუალური პარტნიორობა ევროპელ კოლეგებთან
|
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2013 წლიდან, ევროკომისიის დახმარებით, ახორციელებს eTwining-ის პროგრამას. eTwining ევროპის ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც მასწავლებლებს, სკოლის დირექციასა და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალს ერთმანეთთად დაკავშირება, თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და სასწავლო პროექტების განხორციელება შეუძლიათ. eTwining Plus-ის მთავარი სამუშაო სივრცე ელექტრონული პლატფორმაა, რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს პარტნიორების მოსაძებნად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მონაწილეობის მისაღებად, იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გასაზიარებლად. როგორ უნდა ჩაერთოს ქართველი მასწავლებელი პროექტში, რა სიახლეებს და რა სარგებელს სთავაზობს პროგრამის მრავალფეროვანი აქტივობები მასწავლებლებს და მოსწავლეებს, ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის eTwining Plus პროგრამის კოორდინატორი ხატია მატკავა.
— როდის ჩაერთო ჩვენი ქვეყანა პროგრამაში და რა სიახლეები იგეგმება 2017 წლიდან?
|
ვრცლად>>> |
|
2016-12-15
შანსი დაფინანსების მოსაპოვებლად
|
მასწავლებელთა საგნობრივ გაერთიანებებსა თუ ასოციაციებს, რომლებიც დღეს არც თუ ბევრია საქართველოში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსით, 7000 ლარამდე ოდენობის გრანტის მოპოვების შანსი მიეცათ. კონკრეტულად რას გულისხმობს საგრანტო კონკურსი და როგორია მისი ახლო და გრძელვადიანი მიზნები, ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი საუბრობს.
— ვიდრე საგრანტო კონკურსის პირობებზე ვისაუბრებთ, ორი სიტყვით გვითხარით საგნობრივი ასოციაციების როლისა და მნიშვნელობის შესახებ
— ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ხელშემწყობი გარემო, რომ საქართველოში აქტიურად მუშაობდნენ საგნობრივი გაერთიანებები, ასოციაციები, ქსელები, რადგან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცისთვის, რომ სწავლა-სწავლების პროცესი უკეთესად წარიმართოს, არამედ იმისთვისაც, რომ მასწავლებლებს საშუალება მიეცეთ, საგნობრივ კოლეგებთან უფრო აქტიურად და მჭიდროდ ითანამშრომლონ, ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო გამოცდილება და ერთად იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზეც.
საგნობრივი ასოციაციები საქართველოში არც ისე მძლავრად
|
ვრცლად>>> |
|
2016-12-15
როგორ დავეხმაროთ ბულინგის მსხვერპლსა და ინიციატორს ეფექტიანი ხერხები სასურველი ქცევის დაუფლებისთვის
|
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგმოდულის „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელება დაიწყო. როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ბულინგისა და ძალადობის კომპონენტი აქამდე მხოლოდ სხვადასხვა ტრენინგების შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სრულიად ახალი ...
|
ვრცლად>>> |
|
2016-12-15
როგორ განვავითაროთ გამჭოლი კომპეტენციები
|
ლალი ჯელაძე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით, მასწავლებლებისთვის ორდღიანი კონფერენცია ჩატარდა, სახელწოდებით — „მოსწავლის გამჭოლი კომპეტენციის განვითარება“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი ყოველწლიურ კონფერენციას პედაგოგთა პროფესიული განვითარების კონტექსტში განიხილავს და ამბობს, რომ ცენტრი უკვე მეოთხედ ატარებს და დასასწრებად მასწავლებლები, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებიდან ჩამოდიან:
|
ვრცლად>>> |
|
2016-12-15
ინგლისური ენის საღამოები
|
მაკა ყიფიანი
„ძვირფასო მეგობრებო!
ეროვნული ბიბლიოთეკის მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი გიწვევთ ინგლისური ენის საღამოებზე.
საღამოებს ჩვენი ამერიკელი სტუმარი, ჯედ გურლი, ენის შემსწავლელი ამერიკული კლუბ „ბორბლის“ დირექტორი გაუძღვება.
ბატონი ჯედი განათლებით ბიზნესმენი და დიპლომატია. ის, უკვე ორი წელია, საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ინგლისურ ენას ინოვაციური მეთოდებით, ფილმებით, თამაშებით, ტექსტებით და საუბრებით ასწავლის. დასწრება თავისუფალია.“
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|