|
სტატიები
|
2016-12-08
ცხოვრება სიღარიბის ზღვარს მიღმა
|
ლალი ჯელაძე
„ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო მოხმარება, არ შეცვლილა მათი შემოსავალი. ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან“ — ეს არის ამონარიდი იუნისეფის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის“ კვლევიდან, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და სწავლობს ოჯახების მდგომარეობას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
|
ვრცლად>>> |
|
2016-12-08
დიდი სკოლის მემკვიდრე
|
ირაკლი თავაძე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შემავალი ზემოხეთის არასრული საჯარო სკოლა მცირეკომპლექტიანია — შარშან ის სამინისტროსეულ რეფორმაში მოჰყვა და 9-კლასიანიდან 7-კლასიანად გადაკეთდა. ამათგან ერთი კლასკომპლექტია, რომელშიც მესამე-მეოთხე კლასებია გაერთიანებული, სკოლაში ამჟამად 10 მოსწავლეა. ცხადია, ასეთ პირობებში სპორტის გაკვეთილების სრული დატვირთვით ჩატარებაც ძნელია და — სხვა საგნებისაც. სპორტის სამი სავალდებულო დისციპლინაც ამ სპეციფიკის გათვალისწინებით აირჩიეს — მაგიდის ჩოგბურთი, შაში და ჭადრაკი. სამივე ისეთი სახეობაა, მაინცდამაინც რთული არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სჭირდება და თან ინდივიდუალური სახეობებია. ამას ისიც ემატება, რომ სკოლას არ აქვს სპორტული დარბაზი...
|
ვრცლად>>> |
|
2016-12-08
განათლების პოლიტიკა და სოცუზრუნველყოფის პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ
|
განათლების სისტემაში ბევრი ცვლილება დაანონსდა. მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტროს სამვადიანი სტრატეგია აქვს: „ერთი არის მოკლევადიანი, ანუ რაც შედეგს მოიტანს მომავალი წლის ბოლომდე, მეორეა ის ღონისძიებები, რომელიც შედეგს მოიტანს 2018-2019 წლებში და მესამე ჯგუფი ღონისძიებების, რაც შედეგს მოიტანს 2020 და შემდგომი წლების განმავლობაში“. მინისტრის მიერ გახმოვანებულ ინიციატივებს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოლოდინი — რეალურად რა შეიცვლება სისტემის გაუმჯობესებისთვის. ცვლილებამდე კი, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი განათლების სისტემა, რატომ არ არის საზოგადოებაში სკოლის ფუნქცია სწორად გააზრებული, როგორ დირექტორებს უნდა ვანდოთ 21-ე საუკუნის სკოლები, რატომ ვერ შეუწყო ხელი ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა სკოლების განვითარებას და სად დაიკარგა კავშირი სკოლასა და უმაღლესს შორის — ამ და სხვა თემებზე საუბრობს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე.
|
ვრცლად>>> |
|
2016-12-01
მაღალი მიღწევები სასკოლო და სტუდენტური სპორტიდან იწყება
|
სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე საუბრობს სპორტის უნივერსიტეტის სიახლეებსა და ახალ ინიციატივაზე — ყველა უმაღლეს სასწავლებელში აღდგეს დისციპლინა „სპორტი“. საინტერესოა, ასევე, მისი მოსაზრება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების ხარისხზე და სპორტის პედაგოგთა კვალიფიკაციაზე.
სპორტის უნივერსიტეტის სიახლეები
2007 წელს ყოფილი სპორტის აკადემიის გაუქმებამ უდიდესი გავლენა იქონია არა მხოლოდ საჯარო სკოლებზე და უნივერსიტეტებზე, სპორტის სწავლების მიმართულებით, არამედ მასობრივი სპორტის განვითარებაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაზე და ზოგადად დიდი ზიანი მიაყენა ქართული სპორტის განვითარებას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, სპორტის უნივერსიტეტის აღდგენა იყო. 7-წლიანი პაუზის შემდგომ, მოვახერხეთ სტუდენტების მიღება. წელს აბიტურიენტთა მესამე ნაკადი იყო და უკვე სამასზე მეტი სტუდენტი გვყავს.
|
ვრცლად>>> |
|
2016-12-01
დისტანციური გაკვეთილი მინიმალური უნარებითა და ეფექტური შედეგით
|
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტი „ქართული ენის დისტანციური საპილოტე კურსი“, ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის. პროგრამა უახლეს დიდაქტიკურ პრინციპებზე დაყრდნობით იმუშავებს და, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, ხელმისაწვდომი იქნება უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისთვის, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მიზნით. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კომპანია „Microsoft-საქართველო“ მხარდაჭერით, ხორციელდება.
|
ვრცლად>>> |
|
2016-12-01
„რთული ქცევა“ — გამომწვევი მიზეზები და პრობლემების მოგვარების გზები
|
მაკა ყიფიანი
მოზარდის ნებისმიერი ქცევითი გადახრა, რომელიც საზოგადოებაში აღიარებულ ნორმებს ცდება, ქცევითი და ემოციური პრობლემებითაა გამოწვეული. არაჯანსაღი სოციალური გარემო ხელს უწყობს მოზარდების ფსიქო-ემოციური პრობლემების მატებასა და გამოვლენას. ფსიქოლოგების აზრით, ქცევითი და ემოციური პრობლემის გამომწვევი მიზეზი მრავალ ფაქტორს უკავშირდება, ხშირ შემთხვევაში ოჯახურ გარემოს. ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებში იწვევს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პრობლემებს, რომელთა ადრეული იდენტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვს გაეწიოს დახმარება და თავიდან იქნეს აცილებული ოჯახში ძალადობის შედეგად განვითარებული ემოციური და ქცევითი დარღვევები. მასწავლებლებს აქვთ ყველაზე მეტი საშუალება, დროულად ამოიცნონ ოჯახში ძალადობის ნიშნები და პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ მოსწავლის პრობლემურ ცხოვრებაში.
|
ვრცლად>>> |
|
2016-12-01
ფასადური რეფორმებით ფონს ვერ გავალთ
|
ალექსანდრე ჯეჯელავა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
სოფლის სკოლების პრობლემატიკა
ამ საკითხს ორ ნაწილად დავყოფ. ერთი არის ზოგადად სტრატეგიული დამოკიდებულება სოფლის სკოლებთან, რომელიც ცალსახად იქნება მათი განვითარების მიმართულებით. უკვე ვამზადებთ და იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ მალე, 2017 წელს, წარმოგიდგენთ მცირე სკოლების განვითარების სრულიად ახალ კონცეფციას. მიგვაჩნია, რომ გვაქვს საშუალება, სოფლის სკოლა, სასწავლო დაწესებულების ფუნქციის გარდა, დავტვირთოთ სხვა ფუნქციებით თემში, სოფელში — იქნება ეს ბიბლიოთეკის, კულტურის ცენტრის, იმავე საბავშვო ბაღის თუ სხვ. ეს სიახლე მიმართული იქნება სწორედ იმისკენ, რომ შენარჩუნდეს მოსახლეობა მაღალმთიან და მცირეკონტინგენტიან სკოლებსა და სოფლებში.
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-24
თანამშრომლობა კადრების მოზიდვისა და მაღალკვალიფიციური პედაგოგების აღზრდისათვის
|
ანა ფირცხალაიშვილი
18 ნოემბერს, სასტუმრო რედისონში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა, ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტთან (გ-ჵRჳჶდ) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მემორანდუმი მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, რასაც გ-ჵRჳჶდ სთავაზობს უნივერსიტეტების შესაბამის ფაკულტეტებს, მათ შორის: ერთად განიხილავენ არსებულ სასწავლო პროგრამას, მის სილაბუსებს და გ-ჵRჳჶდ-ის მეთოდოლოგიის და
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-24
პოზიტიური ცვლილებები სწავლების ხარისხის
|
ლალი ჯელაძე
„რამდენიმე წლის წინ ინგლისური ენის სწავლება დავიწყე დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. ამ პერიოდში რამდენიმე ქართველი სტუდენტი გავიცანი, რომლებიც მოგვიანებით ჩემი მეგობრები გახდნენ. ასე აღმოვაჩინე თქვენი ქვეყანა და დავიწყე ქართული ენის შესწავლა. ამის შემდეგ გადავაწყდი პროგრამას „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, რომელმაც მომცა შესაძლებლობა გარკვეული პერიოდი გამეტარებინა საქართველოში და ენების შესწავლისადმი ჩემი გატაცება სწავლების პროცესთან შემეთავსებინა. “ — გვიამბობს ჰემლეტ ველვე, პროექტის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ახალი ნაკადის მოხალისე მასწავლებელი, რომელიც განაწილებით ქუთაისის ¹1 საჯარო სკოლაში გერმანულ ენას ასწავლის.
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-24
თანამედროვე განათლების სისტემის მთავარი ინსტრუმენტი
|
ლალი ჯელაძე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ტექნოპარკში, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების რიგით მესამე კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც 200 პედაგოგი და სპეციალისტი მონაწილეობდა. კონფერენციის მიზანი ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება იყო — ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობა-გაზიარება მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|