|
სტატიები
|
2018-09-20
რა პრობლემები აქვთ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს
|
„ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს საქართველოში არა აქვთ წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვასა და ბავშვთა დაცვის მომსახურებებზე,“ — ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში, რომელიც იუნისეფმა 24 ივლისს გამოაქვეყნა.
კვლევაში სახელდება ძირითადი ფაქტორები, რომელიც ბავშვებს ქუჩისკენ უბიძგებს — სიღარიბე, ოჯახში სხვადასხვა სახის პრობლემა, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია.
|
ვრცლად>>> |
|
2018-09-20
არჩევანი „ხმის მიცემით“, ანუ რატომ გადაწონა რაოდენობრივმა უპირატესობამ
|
ლალი ჯელაძე
სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხმა საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით მას შემდეგ მიიქცია, რაც პროცესმა დათქმულ ვადებს გადააცილა და მოლოდინის რეჟიმში მყოფმა ავტორებმა, გამომცემლებმა და პედაგოგებმა, გაურკვეველი მიზეზების ძიებაში, თითქმის, მთელი ზაფხული გაატარეს. თავისთავად გამომცემლების ინტერესი მათ კომერციულ ინტერესებზე გავიდა, ხოლო მასწავლებლების ინტერესები გაცილებით მრავალმხრივი აღმოჩნდა, რადგან პროცესის გაჭიანურებამ მათთვის სერიოზული პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით შექმნა.
|
ვრცლად>>> |
|
2018-09-20
ვის უნდა დაეხმაროს ვენდი?
|
„რატომ უნდა ამოგვეღო ვიდეოკამერის ჩანაწერები?! ჩვენ ხომ არ ვიცოდით რა იქნებოდა მასზე?!“ — ქართველი პროკურორი
ვენდი ვარდისფერი ვეფხვია. ის სხვა ვეფხვებისგან განსხვავებულია. ვენდი მთვარეს ეკითხება, რატომ ვარ სხვანაირიო. მთვარე ეუბნება, ეგ სულაც არაა ცუდი, პირიქით, ძალიან ლამაზი ხარო. მეც სხვანაირი ვარ, ხან ვანათებ და ხან არაო. როცა ვანათებ, ყველას ვეხმარებიო. მე ვის დავეხმაროო, დაფიქრდება ვენდი.
|
ვრცლად>>> |
|
2018-09-13
მასშტაბური საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში
|
ახალი სასწავლო წელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი ხმაურიანი გადაწყვეტილების ფონზე დაიწყო. თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის შემდეგ მიხეილ ბატიაშვილმა მასშტაბური საკადრო ცვლილებები განახორციელა. 10 სექტემბერს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ შვიდის ნაცვლად, ხუთი მოადგილე ეყოლება და თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მოადგილე — თეიმურაზ მურღულია და ლია გიგაური, ასევე უწყების კიდევ ოთხი მაღალჩინოსანი — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ გაწეული სამუშაოსათვის და აღნიშნა, რომ განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია და ხედვები, ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მიიღო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.
მინისტრმა საკადრო ცვლილებების გაგრძელება დააანონსა და უახლოეს მომავალში საზოგადოებას განათლების სისტემის ახალ, თამამ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული კადრების გაცნობას დაჰპირდა, რომელთა დანიშვნაც შესაბამისი პროცედურების გავლით მოხდება.
|
ვრცლად>>> |
|
2018-09-13
ცვლილება, რომელიც სპეცმასწავლებლის პოზიციას გააძლიერებს
|
2018 წლის 20 ივლისს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სპეცმასწავლებელს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. ცვლილების შემდეგ, სპეცმასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება, საჯარო სკოლის მასწავლებლის მსგავსად, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება (განათლება, კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი და ა.შ.) და მათი საშუალო ხელფასი 400-500 ლარის ფარგლებში იქნება.
|
ვრცლად>>> |
|
2018-09-13
ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოსაპოვებლად
|
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტების ვინაობა 5 სექტემბერს გახდა ცნობილი. ჟიურიმ გამოავლინა ხუთეული, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, ქვეყნის პირველი მასწავლებლის წოდებას მიიღებს. გამარჯვებული მართალია ერთი იქნება, მაგრამ მათ ყველას უპირობოდ უმთავრესი რამ აერთიანებთ — მაღალი პროფესიონალიზმი, სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიის სიყვარული, რომელიც მასწავლებლობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ხუთეულის წარდგენას დიდი მღელვარებით ელოდა მასწავლებელთა კორპუსი,
|
ვრცლად>>> |
|
2018-06-28
ოცდათორმეტი წელია სკოლაში ვასწავლი
|
რუსუდან ბასილაია
მარტვილის პირველი
საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების
უფროსი მასწავლებელი
ჩემ შესახებ
მე ვარ რუსუდან ბასილაია — მარტვილის პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი, პროფესიული განვითარების სქემის შეფასების ჯგუფის წევრი. დავიბადე მარტვილში. ვსწავლობდი მარტვილის პირველ საშუალო სკოლაში. დავამთავრე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უკვე ოცდათორმეტი წელია მშობლიურ სკოლაში ვასწავლი.
პროფესიის არჩევანი
|
ვრცლად>>> |
|
2018-06-21
ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ასახული ადამიანების უფლებების ასპექტების
|
ლალი ჯელაძე
25 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, წარმოადგინა სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის კვლევა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში“, რომელიც დანიის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის (DIHR)) დაფინანსებით განხორციელდა. კვლევა მოიცავს ადამიანის უფლებათა სწავლების კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს — სასწავლო პროგრამების, ზოგადი განათლების შესახებ რეგულირების ჩარჩოს, სკოლების სასწავლო კლიმატისა და სკოლების მართვის/ადმინისტრირების პრაქტიკის მიმართულებებით.
|
ვრცლად>>> |
|
2018-06-21
კომიქსებისა და ვიდეოთამაშების ფესტივალი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
|
მაკა ყიფიანი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და შემოქმედებითი გაერთიანების „პარსეკ 1“ ხელშეწყობით, საქართველომ პირველად უმასპინძლა კომიქსებისა და ვიდეოთამაშების ფესტივალს, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა — კომიქსების გამოფენა, საგანმანათლებლო პრეზენტაციები, კოსტუმირებული სანახაობა, თეატრალური მაკიაჟის ხელოვნება, სხვადასხვა ეროვნების ხელოვნების, მათ შორის, ამერიკელი მხატვრის, დევიდ კამის ნამუშევრები. ფესტივალმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმ დამთვალიერებელზე, ვის ინტერესის სფეროშიც კომიქსები, მანგა, სამაგიდო თუ ვიდეოთამაშები და ქოსფლეი შედის. ერთ სივრცეში გაცოცხლებული მარველისა და დისის გმირები, ვიზუალური პოეზია, სიტყვისა და გამოსახულების ბალანსი, სხვადასხვა ეროვნების მხატვრების მიერ შექმნილი კომიქსები საოცარ სანახაობას ქმნიდა.
|
ვრცლად>>> |
|
2018-06-21
პირველი შედეგები ახალი სისტემის ამოქმედებიდან
|
ანა ფირცხალაიშვილი
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ავტორიზაციის პროცესი განახლდა, რომელიც, მიმდინარე წლიდან, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად წარიმართება. ძველისგან განსხვავებით, ახალი სტანდარტები უფრო სრულყოფილად, კომპლექსურად და სიღრმისეულად შეაფასებს სასწავლო დაწესებულებებს. შესაბამისად, ახლებური წესით დაკომპლექტდა ექსპერტთა ჯგუფებიც, რომელთაც გამოცდილი, კომპეტენტური საერთაშორისო ექსპერტები ხელმძღვანელობენ. მათი შერჩევისათვის მუშაობა რამდენიმე თვით ადრე დაიწყო ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და წარმატებითაც დასრულდა.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|