|
სტატიები
|
2016-11-17
ზამთარში პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა არ ჩატარდება
|
განათლების სისტემაში მიმდინარე და
დაგეგმილი სიახლეების შესახებ საუბრობს
განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა
„მე პირადად მივიღე ეს გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ზოგიერთ ადამიანს, რომელიც სწორედ ზამთარში აპირებდა გამოცდის ჩაბარებას, ამით ცხოვრება გავურთულეთ. თუმცა, ყოველი გამოცდა ბარიერია და ამისი გაშუქება, ჩაჭრილი მასწავლებლების კუთხით, კიდევ ერთი დარტყმა იყო მასწავლებლების პრესტიჟზე. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცუდი რამ. მით უმეტეს, იცით, რომ ყოველ შემდეგ გამოცდაზე ჩაჭრილ პედაგოგთა პროცენტი ითვლება არა პედაგოგების საერთო რაოდენობიდან, არამედ გამოცდაზე გასული მასწავლებლების რაოდენობიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ ბოლო გამოცდაზე 100-პროცენტიანი ჩაჭრა გვექნება. ვფიქრობ, ეს ძალიან ნეგატიური მოვლენაა.“ — აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-17
კლასიკურ გიმნაზიაში განათლების საკითხებზე იმსჯელეს
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი მარიამ ჯაში მშობლიურ სკოლას, პირველ კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად.
გაიმართა საინფორმაციო-ანალიტიკური შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან, რომელიც, რამდენიმე საათის განმავლობაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, განიხილეს ზოგადი განათლების მიმართულებით არსებული სიახლეები, ისაუბრეს გამოწვევებზე.
მასწავლებლებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ სასკოლო პროექტებთან დაკავშირებით გამოეთქვათ მოსაზრებები და სურვილები.
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-17
არ შეიძლება იმ ადამიანის გამოცდა, რომელიც 30 წლის განმავლობაში გამოსცადა ცხოვრებამ და რომელსაც თაობები ჰყავს აღზრდილი
|
განათლების სისტემაში მიმდინარე და
დაგეგმილი სიახლეების შესახებ საუბრობს
განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა
რეფორმის პრიორიტეტული მიმართულებები
ჩვენი სამოქმედო გეგმა წერილობითი ფორმით უკვე არსებობს და, სულ მალე, მთავრობის წარდგენის შემდეგ, საჯარო ვერსია გვექნება. 39 მსხვილი პროექტი გამოიკვეთა, მოგახსენებთ ყველაზე საინტერესოებს.
ჩემი აზრით, ჩვენი გეგმის ცენტრში უნდა იყოს თვითონ სასწავლო პროგრამის რედიზაინი, გადაკეთება და ახლანდელი ბავშვების საჭიროებებზე მისადაგება. ამის გარშემო ბევრი რამ გვითქვამს: ერთი, რომ არ შეიძლება მეშვიდეკლასელი იყოს გადატვირთული და 10 საათამდე მეცადინეობდეს და მეთორმეტეკლასელს საქმე არ ჰქონდეს. ადამიანის ფიზიოლოგიური და ინტელექტუალური განვითარება მოითხოვს ტემპს პირიქით — პატარიდან მზარდისკენ. პირველკლასელს სულ უნდა ვეთამაშოთ და მეთორმეტეკლასელმა, წესით, თავი ვერ უნდა ასწიოს წიგნიდან. უცნაურია,
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-17
ეროვნულ ბიბლიოთეკას იტალიური სამკითხველო დარბაზი შეემატა
|
მაკა ყიფიანი
10 ნოემბერს, გუდიაშვილის ქუჩაზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მდებარე „ლიბერთი დარბაზში“, სტეფანო პაოლინის სახელობის იტალიური ბიბლიოთეკა ერთობლივად გახსნეს იტალიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-17
როცა სტიგმა განაჩენია წავშალოთ ხაზი ჩვენსა და მათ შორის
|
ლალი ჯელაძე
რამდენად არიან დაცული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სტიგმისა და დისკრიმინაციისაგან საზოგადოებაში? — ამ თემაზე ფრონტლაინში დისკუსია გაიმართა. ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმებისა და მათი გამომწვევი მიზეზების გამოსაკვლევად, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით, წელს, თვისებრივი კვლევა ჩაატარა. გამოყენებული იყო თვისებრივი კვლევის ისეთი მეთოდები როგორიცაა ფოკუსჯგუფები და ჩაღრმავებული ექსპერტული ინტერვიუები.
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-10
მოსწავლე მასწავლებელში უნდა ხედავდეს ადამიანს, რომელიც მის მხარესაა
|
რუბრიკის სტუმარია ლევან ზარდალიშვილი, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის დამფუძნებელი
— საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ბაზაზე, ფსიქოლოგიური ცენტრი უკვე კარგა ხანია ფუნქციონირებს. რამდენად წარმატებით მუშაობს პროექტი?
— 2013 წლის 10 აპრილიდან ამუშავდა ფსიქოლოგიური ცენტრები, რომლებიც დაკომპლექტებულია კონკურსის შედეგად შერჩეული მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგებით, ბავშვთა ფსიქიატრებით და სოციალური მუშაკებით. ცენტრები მოსწავლეებს (6-დან 18 წლამდე) და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში — პედაგოგებსა და მანდატურებს უფასო, კვალიფიციურ ფსიქოსოციალურ მომსახურებას სთავაზობენ. მომსახურება რამდენიმე მიმართულებით მუშაობას მოიცავს. მულტიდისციპლინარული
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-10
სქემის საპილოტე წლის შეფასება
|
განათლების მინისტრმა „მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ ცვლილებები დააანონსა და პედაგოგებს დაჰპირდა კიდეც, რომ: „სქემის ის ნაწილი, რომელიც შეიცავდა (არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ მაინც გამოვიყენებ), მუქარას, რომ მასწავლებელს შეიძლება სამ წელიწადში სამსახური დაეტოვებინა, უახლოეს პერიოდში გაქრება.“ განახლებული და სახეცვლილი სქემის წარდგენამდე, დავინტერესდით, როგორ ჩაიარა სქემის პირველმა საპილოტე წელმა და რა ხარვეზები გამოიკვეთა მისი დანერგვის პროცესში, რამდენმა მასწავლებელმა გაიუმჯობესა კარიერული საფეხური და, შესაბამისად, საკუთარი ბიუჯეტი, ვინაიდან სტატუსის ცვლილება პირდაპირ აისახება ხელფასის დანამატზე. ამ საკითხებზე საუბარი ვთხოვეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს მანანა რატიანს.
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-10
ცვლილებები ხარისხიანი უმაღლესი განათლებისთვის
|
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანი, განათლების ხარისხის შიდა და გარე მექანიზმების განვითარებისთვის ხელშეწყობასთან ერთად, მოსწავლეთა, სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა თუ აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილებისთვის, სწავლის, კვლევისა და დასაქმებისთვის მოქნილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მექანიზმების შექმნაა.
განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის კვალდაკვალ იხვეწება, ვითარდება და იცვლება ცენტრის პრიორიტეტები. სწორედ მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ გვესაუბრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე.
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-10
ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა — ESPAD
|
2015 წელს საქართველო შეუერთდა ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტს — ESPAD (the European School Survey Project on Alcohol and Other Drugs), რომელიც ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. პროექტის ფარგლებში, 2015 წლის ნოემბერში, ჩატარდა საერთაშორისო კვლევა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) ტექნიკური და ფინანსური დახმარებით, განახორციელა. კვლევაში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალი, პედაგოგები და მოსწავლეები.
კვლევის ჩასატარებლად, ქვეყნის მასშტაბით, შეარჩიეს
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-03
საგანმანათლებლო სტანდარტები ადრეულ განათლებაში
|
ლალი ჯელაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ საჯარო ლექციების ყოველთვიური სერიის ფარგლებში, ამავე ინსტიტუტის თანამშრომლებმა და ადრეული განათლების სტანდარტების ავტორებმა — თამთა კუხალაშვილმა (ფსიქოლოგი) და ნინო ჯიჯავაძემ (ადრეული განათლების სპეციალისტი) — ადრეულ განათლებაში სტანდარტების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკას საჯარო ლექცია მიუძღვნეს. მათ ახლახან დაასრულეს მუშაობა ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტების რევიზიაზე და მოამზადეს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ხარისხის სტანდარტები. აღნიშნული დოკუმენტი დამუშავების პროცესშია, ის გაივლის სხვადასხვა პროცედურებს სამინისტროებში სანამ მას განათლების სამინისტრო ოფიციალურად წარუდგენს მთავრობას.
სტანდარტი, განათლების სამინისტროს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით შეიქმნა და ბუნებრივი გაგრძელება იყო იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რაც სკოლამდელი განათლების კანონის მიღებით იყო განპირობებული. „კანონი ითხოვს მარეგულირებელი დოკუმენტების შექმნის აუცილებლობას, რაც სკოლამდელი განათლების სექტორის მუშაობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ერთ-ერთი აუცილებელი მარეგულირებელი დოკუმენტი სწორედ ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შექმნა.“ — მიიჩნევს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დოლიძე.
ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სატნდარტების შემუშავების პროცესში, 2010 წელს შექმნილი სტანდრატი გახდა ის ძირითადი საყრდენი, რომლის რევიზიის შედეგადაც ახალი ვერსია მომზადდა. არსებული სტანდარტი მხოლოდ ბაღებს არ ეხებოდა, არამედ ზოგადად ადრეული განათლებისა და განვითარების სფეროს მოიცავდა და ამ დოკუმენტით ხელმძღვანელობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, ვისაც სკოლამდელი ასაკის ბავშვის სწავლასთან და განვითარებასთან ჰქონდა შეხება — მშობელს, ბაღებს, რომლებიც მუშაობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონი არ არეგულირებდა. „ლოგიკურია, როცა ჯერ კანონი იქმნება და შემდეგ — მისი მარეგულირებელი დოკუმენტები.“ — მიიჩნევს ხათუნა დოლიძე და არსებული სტანდარტის განახლების აუცილებლობაზე საუბრობს:
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|