|
სტატიები
|
2016-11-03
ჩვენმა პატარებმა საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებით უნდა ისარგებლონ
|
რა იწვევს ჯგუფების გადატვირთვას და როგორია მათი მოგვარების გზები, რა რეფორმები გატარდა და მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის სისტემაში, რამდენ „არა“-ზე შეიძლება გაირიცხოს ბავშვი ბაღიდან, როგორ არის დაცული ბაღში პატარების უსაფრთხოება, როგორია სააგენტოს საკადრო პოლიტიკა, რა საკანონმდელო რეგულაციები არსებობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის, როგორია სასკოლო მზაობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები და რას გეგმავს სააგენტო სამომავლოდ — საუბრობს თემურ თორდინავა, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.
ინფრასტრუქტურული პროექტები
წლევანდელი წელი გამორჩეული იყო ახალი ბაღების გახსნის კუთხით — 7 ახალი ბაღი გაიხსნა თბილისში, შვიდივე ევროსტანდარტების შესაბამისი და, რაც ყველაზე მთავარია, სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელებისთვის ადაპტირებული.
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-03
განსხვავებული მოსაზრება სერტიფიცირების შესახებ
|
2016 წლის სასერტიფიკაციო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მონაწილეთა 80-მა პროცენტმა ვერ გადალახა. ეს ფაქტი საგანგაშოდ შეფასდა, უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიხატა იმის გამო, რომ გამოცდებზე დაწყებითი კლასების მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩაიჭრა. გამოცდები, როგორც ცნობილია, 2010 წლიდან მიმდინარეობს და გასული 6 წლის განმავლობაში სერტიფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარსაც ვერ მიაღწია. აქ მთავარი ისაა, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, ნახევარს 100 წლის შემდეგაც ვერ მიაღწევს. მკითხველი მიმიხვდა, ალბათ, რისი თქმაც მსურს, თორემ დღეს მომუშავეთაგან 100 წლის შემდეგ რომ აღარავინ იქნება, ეს იოლი გასაგებია.
|
ვრცლად>>> |
|
2016-11-03
სკოლა, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიას
|
მაკა ყიფიანი
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საზოგადოებრივი კავშირის „მეგობრობის ხიდი — ქართლოსის“ ინიციატივით, ღია სივრცის კონფერენცია „დემოკრატიის მხარდამჭერი სკოლა“ გაიმართა, რომლის მიზანი საქართველოს სკოლებში დემოკრატიის მხარდაჭერა იყო. კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეები გაეცნენ ღია სივრცის დებატებს და კანონებს.
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-27
თვითგანვითარება ადამიანის ზოგადი განვითარების ძალიან კარგი იარაღია
|
რა ფორმით და რომელი ასაკიდან ვასწავლოთ ბავშვს უცხოური ენები? როგორ გავხადოთ სასიამოვნო სწავლის პროცესი და რას მივაქციოთ ყურადღება უცხოური ენის გამოცდებისათვის მზადების პერიოდში — საუბრობს რუსუდან ტყემალაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი
საუკეთესო ასაკი ახალი ენის შესასწავლად
ამ საკითხს არა მარტო საზოგადოებაში არჩევენ, არამედ მეცნიერებიც, მკვლევრები, ფსიქოლოგები და მათშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რომელი ასაკია უკეთესი. მე საკითხს ასე დავსვამდი — რომელი მეთოდია უკეთესი, რადგან შეიძლება ენის სწავლა გვიან დაიწყო (დავუშვათ, 10-12 წლის ასაკში) და შესანიშნავად შეისწავლო ან 3-5 წლიდან დაიწყო (როგორც ახლა მოდაშია) და ვერაფერიც ვერ ისწავლო. ამიტომ, მე გავმიჯნავდი მეთოდიკას. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომელია სასურველი სასკოლო ასაკი, როდის არის უკეთესი, რომ ბავშვმა სკოლაში უცხო ენის შესწავლა დაიწყოს, ჩემი აზრით, ეს 7 წლის ასაკია. ხოლო თუ ვლაპარაკობთ იმაზე, საერთოდ როდის არის უკეთესი (ოჯახში ასწავლიან თუ საბავშვო ბაღში),
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-27
ბორის აკუნინის თბილისური საღამო
|
ლალი ჯელაძე
18 ოქტომბერს, თბილისში, ბორის აკუნინი ქართველ მკითხველს შეხვდა. თბილისური შემოდგომის წვიმიანმა საღამომ ლიტერატურაზე საუბრის განწყობა შექმნა და მწერლის ფანები თუ მისი ნაწარმოებების რიგითი მკითხველი, სოციალური ქსელით დაანონსებული ივენთების დამლაიქებელ-დამსწრე საზოგადოება თუ ჯერ კიდევ რუსეთზე შეყვარებულად დარჩენილი ადამიანების მცირე ნაწილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრიბა.
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-27
ჯარისკაცების თვალით დანახული ისტორია
|
მაკა ყიფიანი
ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი დოკუმენტური პროექტი — „მეორე მსოფლიო ომი ეპისტოლარულ ჟანრში“, რამდენიმე თვის წინ დაიწყო და თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზაში — „ივერიელი“ უკვე უამრავი წერილი დაგროვდა და ყოველდღიურად, საქართველოს ყოველი კუთხიდან ახალ-ახალი ემატება. სათუთად შენახულმა გაცრეცილმა და გაყვითლებულმა სამკუთხა ბარათებმა, საოჯახო ალბომიდან, ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლეს. პროექტის ავტორებმა, უმძიმესი უახლესი ისტორიის მოსათხრობად, წერილები დღის სინათლეზე გამოიტანეს. თითოეული წერილის კითხვისას მკითხველის თვალწინ იშლება ჩვენი წინაპრების,
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-27
ელექტრონული ჟურნალი — გამარტივებული გზა ნიშნების გამოსაყვანად
|
ლალი ჯელაძე
საკლასო ჟურნალს ელექტრონული ჟურნალი ჩაანაცვლებს, წელს პროექტი საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს და მასში 400-მდე საჯარო სკოლაა ჩართული. ელექტრონული ჟურნალის დანერგვა სკოლებში რამდენიმე წლის წინ იგეგმებოდა, თუმცა, როგორც ჶmis-ში განაცხადეს, ამ დრომდე იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ მითითებულ პერიოდში განხორციელებული პილოტის შედეგების ანალიზმა აჩვენა — მ
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-27
ახალი შესაძლებლობა კარიერული წინსვლისთვის
|
ანა ფირცხალაიშვილი
პედაგოგები, რომლებიც დროდადრო გვეხმიანებიან ხოლმე სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა თუ კახეთის რეგიონებიდან და არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეების შესახებ გვწერენ, განსაკუთრებულ ინტერესს იმ დიდი მისიის გამო იწვევენ, რაც სახელმწიფომ მათ დააკისრა — ქართული ენის სწავლება ეთნიკური არაქართველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. რთული იყო ამ გზის დასაწყისი. სირთულეებია დღესაც, მაგრამ უკვე სხვა სახის.
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-20
სკოლა, სადაც მშობლის ჩართულობა დაბალია, ვერასოდეს გახდება დემოკრატიული
|
რუბრიკის პირველი სტუმარია ნანა აბაშიძე
რა არის ჩვენი სასკოლო სისტემის მთავარი ნაკლი? — ამ კითხვით გვინდა დავიწყოთ დისკუსია მშობლებთან, რომლებიც, როგორც წესი, ყველაზე ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას. იშვიათად ითხოვს მშობელი, რომ გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ უკეთესი სახელმძღვანელოები ან ჰყავდეთ მეტი კვალიფიციური მასწავლებელი. თითქოს, საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე,
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-20
პოეზია, რომელიც გაუძლებს დროს
|
მაკა ყიფიანი
12 ოქტომბერს, „ბიბლუსი გალერეაში“ პოეტ ნატო ჭარბაძის მესამე წიგნის „ფარდაახდილი საუბრები“ პრეზენტაცია გაიმართა. ნატოს პირველი წიგნი „მზის ხანძარი“ 2009 წელს, ხოლო მეორე — „სხივთა ხეტიალი“ 2012 წელს გამოიცა.
ამბობენ, პოეტებს ასაკი არ აქვთო. უფლისგან აქვთ ნაბოძები სამყაროს შეცნობის იდუმალი ნიჭი. პოეტისთვის დრო არ არსებობს, არც საზღვრები. იოლად შეუძლია დაამსხვრიოს სტერეოტიპი და გააღწიოს იქაც კი, სადაც ჩვეულებრივ ადამიანებს შეღწევა გვიჭირს. ნატო ჭარბაძის პოეზია გულწრფელია. პოეზია მისთვის ენაა ურთიერთობის,
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|