|
სტატიები
|
2016-09-29
ინკლუზიური განათლების გამოწვევები — როგორ გავზარდოთ ჩართულობა და განათლების ხარისხი
|
ლალი ჯელაძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს (British Council) ორგანიზებით, ინკლუზიურ განათლებაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, ინკლუზიური განათლების პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელებისა და სკოლებში ინკლუზიური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში, დღემდე ჯერ კიდევ რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფს წარმოადგენენ, ისინი შეიძლება გარიყვის მსხვერპლნი გახდნენ საგანმანათლებლო თუ სხვა სისტემებიდან. მიუხედავად ამისა, ქვეყნები მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმით,
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-22
როგორ დავძლიოთ არაპროფესიონალიზმი ტოტალური რეპეტიტორობის ფონზე
|
ჩაჭრილთა რაოდენობაზე. დღევანდელი მონაცემებით, 25 ათას მასწავლებელს დადასტურებული აქვს საგნის კომპეტენცია, დაახლოებით ორი ამდენი მასწავლებელი კი ამას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სამი წელი დარჩა საგნის გამოცდის ჩასაბარებლად, სხვა შემთხვევაში მათ სკოლა ავტომატურად ხელშეკრულებას უწყვეტს. ეს ჩანაწერი, როგორც მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რამდენიმე დღის წინ მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, მუქარის შემცველია და, დაახლოებით, ერთ თვეში სქემიდან გაქრება, მასწავლებლებს კი, გამოცდის ვერჩაბარების შემთხვევაში, სკოლა არსად არ გაუშვებს. გარდა ამისა, სქემაში სხვა ცვლილებებიც იგეგმება. უცვლელი რჩება რეალობა, რომელიც წელიწადში ორჯერ, გამოცდების შედეგების გახმოვანების შემდეგ, გვახსენებს ხოლმე თავს და ყველაზე მეტ აღშფოთებას თავად პედაგოგებში იწვევს. ნუ წაგვართმევთ ღირსებას! — ეს ერთ-ერთი პედაგოგის სიტყვებია, რომელიც რეალურად ისევე ასახავს გამოცდის ჩაჭრით განაწყენებული პედაგოგების განწყობას, როგორ გამოცდის შედეგების სტატისტიკა — რეალობას!
„axali ganaTleba“-ს დღევანდელი სტუმარი განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა სწორედ ამ პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე გვესაუბრება.
— ზაფხულში, მასწავლებელთა საგნის გამოც
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-22
თსუ რექტორის არჩევნების მოლოდინში
|
23 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ეყოლება. სტუდენტებში კი წინასაარჩევნო განწყობა ნელ-ნელა პროტესტში გადაიზარდა, გიორგი შარვაშიძის კანდიდატად დარეგისტრირებამ „აუდიტორია 115-ის“ წევრების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. კანდიდატით არც სტუდენტური თვითმმართველობის წევრები არიან კმაყოფილი, რადგან ერთნიც და მეორენიც მიიჩნევენ, რომ ამით უნივერსიტეტის ავტონომიას სერიოზული საფრთხე ემუქრება. მინისტრის ყოფილი მოადგილისადმი პროტესტს სტუდენტებში, პირველ რიგში, უნდობლობა იწვევს. როგორც „აუდიტორია 115“-ის წევრები ამბობენ შარვაშიძის კანდიდატურას ლობირებას სამთავრობო პარტიაში უწევენ.
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-22
ბარათაშვილისა და ბაირონის მეამბოხე სული — რომანტიზმის მებრძოლი სულისკვეთება
|
„ჩემი თვლემა ხომ ძილი არ არის,
იგია მხოლოდ შეუპოვარ ზრახვათა დენა,
რომლის დაძლევა და შეწყვეტა არ შემიძლიან.“
ბაირონი („მანფრედი“)
„შეუპოვარ ზრახვათა დენის“ გამო ხშირად აკავშირებენ ბარათაშვილის „მერანსა“ და ადამ მიცკევიჩის „ფარისს“, თუმცა ვფიქრობთ, ბარათაშვილს მეტი სულიერი სიახლოვე აქვს ევროპული რომანტიზმის კლასიკოს ბაირონთან. ბაირონის მეამბოხე, მებრძოლი სულისკვეთება და ბარათაშვილის თავგანწირვა და შეუპოვრობა მეტად ენათესავება ერთმანეთს, ვიდრე მიცკევიჩის ლექსისა და „მერნის“ სიუჟეტური ქარგა. ბაირონი წერს: „გულში დარაჯი მყავს ფხიზელი, თვალებს ვხუჭავ მხოლოდ მისთვის, რომ თვალთახედვა მივმართო შიგნით“. ბარათაშვილის გიჟური სრბოლა და სწრაფვა საზღვრის გადალახვისთვის სხვა არაფერია, თუ არა გაქცევა საკუთარი სხეულისგან და საკუთარი სულის,
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-15
მომავლის ლიდერები ამერიკული გამოცდილებით
|
FLEX — მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა 24-ე წელია, რაც საქართველოში წარმატებით ხორციელდება. ყოველწლიურად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელებს ეძლევათ შესაძლებლობა ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და გაეცნონ ამერიკის კულტურას. პროგრამა სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მისი უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავება. გვესაუბრება გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალი საქართველოში ქრისტი მილორავა
— რამდენი წელია, რაც საქართველოში FLEX - მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა ხორციელდება, რა არის პროგრამის მიზანი?
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-15
მასშტაბური პროექტის პირველი ნაბიჯები
|
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარება“ ფარგლებში დირექტორთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა შესაბამისი ტრენინგ მოდულები და საკითხავი მასალა, ლიდერობის აკადემიის პირველი საფეხურის ტრენინგი 1400-მა დირექტორმა გაიარა.
ლიდერობის აკადემია სამ ეტაპად განხორციელდება სხვადასხვა მოდულებით, რომლებიც საერთო ჯამში 160 საკონტაქტო საათისგან შედგება. პროგრამა ტრენინგის შემდგომი აქტივობების დაგეგმვასაც გულისხმობს, მაგალითად, კვარტალური შეხვედრების სახით, სადაც დირექტორები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და მიიღებენ დამატებით უკუკავშირს. ლიდერობის აკადემია 1-ის განსახორციელებლად ამჯერად თბილისში, თელავსა და წყალტუბოში 5 ლოკაცია შეირჩა და ხუთი დღის განმავლობაში, დირექტორები ორგანიზებულად მონაწილეობდნენ ტრენინგებში. სულ მალე, ამავე პროექტის ფარგლებში, ტრენინგები მასწავლებლისთვისაც დაიწყება და პირველი ნაკადი 9 ათას პედაგოგს მოცავს. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, 18 000-ზე მეტი ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ინგლისურის, მათემატიკისა და გეოგრაფიის მე 7-12 კლასების მოქმედი მასწავლებელი გადამზადდება.
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-15
მინისტრი დაგეგმილი ცვლილებების შესახებ
|
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს შეხვდა და სისტემაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ შეკითხვებს უპასუხა:
ახალ სასწავლო წელს გახარებულები ვხვდებით. პირველ რიგში, გვიხარია, რომ წელს მეტი პირველკლასელი მოდის სკოლაში. მათი რაოდენობის ზრდა, ნაწილობრივ, შარშან სკოლაში ხუთწლიანთა არდაშვებამაც გამოიწვია, თუმცა, ამის გარეშეც რომ ნახოთ, ვმრავლდებით, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენი სიხარულის მეორე მიზეზი იმას უკავშირდება, რომ სასწავლო წელს ძალიან ბევრ ადგილას მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით ვხვდებით; შემდეგი დღეების განმავლობაში მოგიწვევთ და გიჩვენებთ ამ სკოლებს.
|
ვრცლად>>> |
|
2016-06-16
დირექტორობიდან ლიდერობამდე
|
15 აგვისტოდან „ლიდერობის აკადემია“ ამოქმედდება და 1850-მდე დირექტორს პირველი საფეხურის გავლის შესაძლებლობა მიეცემა. აკადემია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ერთ-ერთი ნაწილია და მიზნად ისახავს სკოლის დირექტორთა გადამზადებას.
რა ტიპის მოდულებისგან შედგება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ლიდერთა პროფესიული განვითარების სამსაფეხურიანი კურსი და როგორ მიიღწევა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის საბოლოო მიზანი — არსებული
|
ვრცლად>>> |
|
2016-06-16
შშმ სტუდენტი და უმაღლესი განათლება
|
ლალი ჯელაძე
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ხოლმე ამ სტატუსით მოსარგებლე 150 ათასზე მეტი თანამოქალაქის უფლებების დაცვის აუცილებლობისა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის უზრუნველყოფის შესახებ.
ჩემი წერილი შშმ პირთა უფლებებს ეძღვნება, უფრო სწორად, კონკრეტულად ერთ უფლებას და ეს უმაღლესი განათლებაა. საინტერესოა, როგორ იცავს სახელმწიფო მათ უფლებას, მიიღონ უმაღლესი განათლება, რა მხარდაჭერა აქვს სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტს საქართველოში. თუმცა, ვიდრე სტუდენტი გახდებოდეს, მას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება უწევს. არის თუ არა შშმ აბიტურიენტისთვის ხელმისაწვდომი ერთიანი ეროვნული გამოცდები და რა ტიპის საჭიროებებს უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი? აღმოჩნდა, რომ 2005 წლიდან მოყოლებული,
|
ვრცლად>>> |
|
2016-06-09
MCC მთავარ ორიენტირს ხარისხზე აკეთებს
|
ლალი ჯელაძე
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს მიერ, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაცნობად, მედიატური მოეწყო. მოვინახულეთ სამი სოფლის — ქარელის რაიონის კეხიჯვრისა და ბებნისის და გორის რაიონის ხიდისთავის საჯარო სკოლები. ვიდრე უშუალოდ ამ სკოლების ამბებზე გადავალ, მკითხველს მინდა შევახსენო, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (მCC) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი კომპაქტით (გრანტით) განსაზღვრულია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება-დანერგვა.
პროექტის შედეგად მოხდება საჯარო სკოლების სასწავლო ბაზის სრული რეაბილიტაცია, საერთო სარგებლობის ობიექტებისა და კომუნიკაციების რეკონსტრუქცია. პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს, ხოლო მომავალი სამი წლის განმავლობაში 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შესაბამისად, პროექტის შედეგად, გაუმჯობესდება სასწავლო გარემო და განათლებისადმი ხელმისაწვდომობა 37 ათასზე მეტი ბენეფიციარისთვის, ხოლო პირველი სარეაბილიტაციო სეზონი 10 ათასზე მეტ ბენეფიციარს მოიცავს.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|