გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2016-06-09
ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა
|
ლალი ჯელაძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი, 2017-2023 წლების, ეროვნული სასწავლო გეგმის პრეზენტაცია გამართა, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლიდან ამოქმედდება და მისი დანერგვა დაწყებითი საფეხურით (I-IV კლასები) დაიწყება.
ეროვნული სასწავლო გეგმა საბაზისო დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს, რა, როდის და როგორ უნდა ისწავლებოდეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. კერძოდ, განსაზღვრავს: სწავლა-სწავლების მიზნებსა და საგანმანათლებლო პრინციპებს; ძირითად მეთოდიკურ ორიენტირებს; საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებას; მოსწავლის შეფასების სისტემას; სავალდებულო და არჩევით საგნებს; საგანთა სწავლის მიზნებსა და შინაარსს; საათობრივ ბადეს, ანუ საგანთა კვირეულ განაწილებას; ინკლუზიური განათლების პრინციპებს და ა.შ.
|
ვრცლად>>> |
|
2016-06-09
მივიღოთ დიაგნოზი, როგორიც არის, რაც უნდა მტკივნეული იყოს
|
მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები გამოცდებისა და
ეროვნული გამოცდების ნახევრად
ელექტრონული ფორმატის აპრობაციის შესახებ გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი
— როგორ შეაფასებთ მეთორმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდების შედეგებს?
— წელს, რატომღაც, გახანგრძლივდა საუბარი ამ თემაზე და გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ წელს გაცილებით უარესი შედეგი იყო, ვიდრე წინა წელს. მე ასე ტრაგიკულად და დრამატულად ნამდვილად არ ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ გამოიკვეთა ორი საგანი — მათემატიკა და უცხო ენა, სადაც იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, უფრო მეტი იყო, ვიდრე, მაგალითად, შარშან. თუმცა, გვახსოვს წლები, მაგალითად 2011 წელი, როდესაც უარესი შედეგი გვქონდა. ასე რომ, სურათი წლიდან წლამდე იცვლება და დრამატული სხვაობა ნამდვილად არ დაფიქსირებულა. გაისად, შეიძლება, ამ კუთხით, უკეთესი შედეგი გვქონდეს, შემდეგ წელს — უარესი, მაგრამ ერთი შეგვიძლია ვთქვათ ერთმნიშვნელოვნად, რომ ვითარება გაუმჯობესებული არ არის, რაც, თავისთავად, ძალიან სამწუხაროა. დაახლოებით, 2900-მდე მოსწავლე, რომელიც რეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, გამოეთიშა ამ პროცესს იმიტომ, რომ ერთ-ერთ საგანში ვერ მოახერხა ბარიერის (მინიმალურზე მინიმალური) გადალახვა. მე თუ მკითხავთ, ასეთი მოსწავლე 2900 კი არა, 200-იც რომ გვყავდეს ან 50, რა თქმა უნდა, ძალიან გულსატკენია.
|
ვრცლად>>> |
|
2016-06-08
კონკურსი „ვკითხულობთ რუსთაველს“ 15 წლისაა
|
მაკა ყიფიანი
30 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის „აუდიტორიაში“, ჩატარდა ტრადიციული კონკურსის „ვკითხულობთ რუსთაველს“ დასკვნითი ტური. 2002 წლიდან პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით და ბოლო სამი წელია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საგანმანათლებლო სივრცეში, კერძოდ, სომხეთსა და იმერხევში. პროექტის დებულების თანახმად, კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ, სასურველ ენაზე წარმოედგინათ შერჩეული ეპიზოდი, ინსცენირება პოეტური ნამუშევრის, ნახატის ან კოლაჟის სახით; ეფიქრათ და თავისი შეხედულება გამოეხატათ თავისუფალი თემით. გამარჯვებულ კონკურსანტებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და დიპლომები, ყველა მონაწილე კი სიგელით დაჯილდოვდა. ტრადიციულად, პროექტი წელსაც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ძალისხმევით განხორციელდა. თბილისის 24-ე საჯარო სკოლამ კონკურსის ორი ეტაპი საკუთარ ბაზაზე, სკოლის სივრცეში ჩაატარა, რადგან ამ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ბარისაშვილია. დასკვნითი ტური საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაფუძნებული რუსთაველის კლუბის თანადგომით წარიმართა. კონკურსი „ვკითხულობთ რუსთაველს“ 15 წლისაა.
|
ვრცლად>>> |
|
2016-06-02
სადაც არ უნდა წავიდე, საბოლოოდ, ყოველთვის უკან — საქართველოში დავბრუნდები
|
რუბრიკის სტუმარია თათია ვაშაძე, FLEX-ის პროგრამის გამარჯვებული, ტეხასის შტატის ქალაქ ბურლესონის ჯოშუას სკოლის მოსწავლე
— თათია, პირველ რიგში, გაგვეცანი. რა შეგიძლია გვიამბო შენი მშობლიური, ჭიათურის N4 საჯარო სკოლის შესახებ?
— დავიბადე ქალაქ ჭიათურაში, სწავლა ქართულ გიმნაზიაში დავიწყე, თუმცა ოპტიმიზაციის გამო, მე-4 საჯარო სკოლაში მომიწია გადასვლა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის ადგილია, სადაც არა მარტო საგნობრივი, არამედ ცხოვრებისეული განათლება მივიღე. სკოლა წარმატებისაკენ მიმავალი მთავარი, პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც დამეხმარა. პატარაობიდანვე „მასწავლებლის შვილის“ იარლიყი მქონდა. ყველა ადამიანი, ვისაც უშუალოდ ჩემთან შეხება არ ჰქონდა, ჩემს ათოსნობას და მიღწეულ წარმატებებს სტერეოტიპულად უყურებდა, რის გამოც,
|
ვრცლად>>> |
|
2016-06-02
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი
|
მაკა ყიფიანი
28 მაისს, ექსპო ჯორჯიაში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური ფორუმის გამოფენა-კონფერენცია გაიხსნა. ფორუმის მონაწილეები, საქართველოს ყველა რეგიონის 400 პედაგოგი, სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებს გაეცნო და პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ნინო ბუაჩიძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი.
|
ვრცლად>>> |
|
2016-05-26
როგორ ვაწარმოოთ პრაქტიკის კვლევა
|
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წისნვლის სქემის მიხედვით, გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებისთვის, ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობა პრაქტიკული კვლევაა, რომლის განხორციელება მათ მოუწევთ როგორც შემდეგი სტატუსის მისაღწევად, ისე არსებულის შესანარჩუნებლად. ვინ და როგორ უნდა აწარმოოს პრაქტიკის კვლევა და რა მიზანს ისახავს ეს აქტივობა, ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფიკო ლობჟანიძე
— რა არის პრაქტიკის კვლევა?
— პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგების, დირექტორების, სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული მასწავლებლის, სკოლის საქმიანობის, სწავლა-სწავლებისა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაუმჯობესების მიზნით.
|
ვრცლად>>> |
|
2016-05-26
წერისა და წარმოთქმის შეცდომათა ტიპები სომხურენოვან მოსწავლეებში და მათი დაძლევის გზები
|
ნებისმიერი ენის დაუფლებაში მნიშვნელოვანია მართლმეტყველება და მართლწერა, რადგან ენის ფლობის დონეს, ლექსიკურ მარაგთან ერთად, ეს ორი ფაქტორიც განაპირობებს. მართლმეტყველება და მართლწერა, გრამატიკული ნორმების დაცვის გარდა, გულისხმობს სიტყვისა თუ ბგერის სწორად წარმოთქმასა და სწორად ფიქსაციას. ჩვენ მიერ განსახილველი საკითხი ეხება სომხურენოვან მოსწავლეებში წარმოთქმისა და წერის პრობლემებს და გვერდს ვუვლით გრამატიკულ კატეგორიებთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, წერასა და წარმოთქმაში პრიორიტეტი წარმოთქმას უკავია, რადგან სწორად წარმოთქმული სიტყვა თუ ბგერა ნიშნავს ენის შემსწავლელის მიერ სიტყვის/ბგერის ორთოგრაფიული ხატის სწორად აღქმას და, შესაბამისად, სწორად წერას.
ცნობილია, რომ მეორე/უცხო ენის წარმოთქმაში დიდია მშობლიური ენის გავლენა. ენის შემსწავლელი, შესასწავლი ენის ფონემას მშობლიურის ყალიბში აქცევს და ისე წარმოთქვამს. აქედან მოდის წარმოთქმის ძირითადი პრობლემაც, მაგრამ ადვილად დასაძლევია, თუ მოსწავლეს პირველი კლასიდანვე ასწავლის ის მასწავლებელი, რომლისთვისაც შესასწავლი ენა მშობლიურია.
|
ვრცლად>>> |
|
2016-05-19
პროგრამა, რომელიც ევროპელ კოლეგებთან გვაახლოებს
|
მერვე წელია, საქართველოში განათლების სპეციალისტთა განვითარების მიზნით შექმნილი პროგრამა „პესტალოცი“ ხორციელდება. ევროსაბჭოს მიერ შექმნილ პროგრამას ჩვენს ქვეყანაში კოორდინაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უწევს და განათლების სპეციალისტებს, ყოველწლიურად, მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს, რაც მთავარია, ქართველ მონაწილეებს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის საშუალებას აძლევს. კონკრეტულად პროგრამის რა აქტივობებში მონაწილეობს სამიზნე ჯგუფი, ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოში პროგრამა „პესტალოცის“ კოორდინატორი ნინო მაისურაძე:
— რა არის „პესტალოცი“ და როგორია მისი მიზნები?
— პროგრამა „პესტალოცი“ განათლების დარგის პროფესიონალთა განვითარების მიზნით შეიქმნა და მას ევროსაბჭო, ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში, ახორციელებს. საქართველოში პროგრამას, 2009 წლიდან კოორდინაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უწევს. პროგრამას საკმაოდ ფართო სამიზნე აუდიტორია ჰყავს, მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ მასწავლებლებს, არამედ ტრენერებს, ტრენერობის მსურველებს,
|
ვრცლად>>> |
|
2016-05-19
სიახლეებით დატვირთული სასწავლო წელი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 24 საჯარო და 1 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. ისე როგორც მთელ ქვეყანაში, აქაც, მიმდინარე სასწავლო წელი ბევრი სიახლითაა გამორჩეული, რომელთა შესახებაც საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე მოგვიყვება.
ქალბატონი ნინო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და, 2007 წლიდან, ურეკის საჯარო სკოლაში ჯერ ფსიქოლოგად მუშაობდა, შემდეგ კი „ტოლერანტობას“ ასწავლიდა. სხვადასხვა წლებში იყო საინფორმაციო მენეჯერი; ინკლუზიური განათლების მოხალისე კორდინატორი მაშინ, როცა ამ კუთხით (2010 წ.) პირველი
|
ვრცლად>>> |
|
2016-05-19
ჩემი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება
|
რუბრიკის სტუმარია
მირანდა თედეშვილი,
ბაბეშ ბოიას უნივერსიტეტი
— საუბარი მოსწავლეობის პერიოდით დავიწყოთ. სწავლობდი ქარელის რაიონის სოფელ ცერონის საჯარო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრე. რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში სკოლაში გატარებულ წლებს, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— მოგესალმებით! უპირველეს ყოვლისა, მადლობა თქვენს რუბრიკას მასპინძლობისთვის, ძალიან სასიამოვნოა ჩემი გამოცდილების ქართველი სტუდენტებისათვის გაზიარება. რაც შეეხება სკოლას, შემიძლია გითხრათ, რომ ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო,
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|
|
25-28(942)N |
|
|
|
|