|
სტატიები
|
2016-04-14
პედაგოგები მეთოდიკის საკითხებს აღარ ჩააბარებენ ცვლილება საგნობრივ ტესტებში
|
პედაგოგთა საგნობრივ საგამოცდო ტესტში ცვლილება შევიდა — მიმდინარე წლის ივლისში გამოცდაზე გასული პედაგოგები სწავლების მეთოდიკის საკითხებს, რაც ტესტის, დაახლოებით, 30%-ს შეადგენდა, აღარ ჩააბარებენ. ამ ცვლილების შესახებ გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე:
— აქამდე არსებული ტესტი ამოწმებდა როგორც საგნობრივ, ისე მეთოდიკის ცოდნას. მეთოდიკის ცოდნის ნაწილში, სხვადასხვა ტესტში, ცხადია, დავალებათა რაოდენობა განსხვავებული იყო, მაგრამ, მიახლოებით, ეს ნაწილი ყველა ტესტის 30%-ს შეადგენდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის ფარგლებში ასეთი მოდელი შემუშავდა — მივცეთ პედაგოგებს საშუალება,
|
ვრცლად>>> |
|
2016-04-14
ქართული ხელნაწერების გამოფენა კიოლნის უნივერსიტეტში
|
გერმანიაში, კიოლნის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში, ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქართველ სტუდენტთა გაერთიანება „აისის“ და მისი ხელმძღვანელის ნინო ბურდილაძის ინიციატივით, ქართველ კალიგრაფთა გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია თანამედროვე ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფების, უფრო ზუსტად კი რუსთაველი კალიგრაფების — დავით მაისურაძის, გიორგი გორგიაშვილის, ნიკა ღუნაშვილის, ვაჟა ერემეიშვილის ხელნაწერები. ექსპოზიციაში შევიდა როგორც ტრადიციული ქართული კალიგრაფიის ნიმუშები — მხედრული, ასომთავრული, ნუსხური, ასევე თანამედროვე ვარიაციები, ახლებური მიდგომა და ტექნიკა. ნიმუშებს დართული აქვს მცირე ინფორმაცია, რაც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, გაეცნოს ქართული დამწერლობის წარმოშობის, განვითარების ისტორიას და თანამედროვეობას.
|
ვრცლად>>> |
|
2016-04-07
ფორმალური ქმედებებით შემოფარგლული აქტივობები
|
დღეს საზოგადოება აქტიურად განიხილავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემას. აქტივობებში ჩართული პედაგოგების ნაწილს სქემა მოსწონს, ნაწილი კრიტიკულად აფასებს.
არანაკლებ აქტუალურად წარიმართა მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდების შედეგების განხილვა. საზოგადოება აქაც ორად გაიყო: ისინი, ვინც ყველაფერში პედაგოგებს ადანაშაულებენ და ისინი ვინც წარუმატებლობლის მიზეზს განათების სამინისტროს ფორმალურ ქმედებებში ხედავს.
ამ საკითხებზე გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი
|
ვრცლად>>> |
|
2016-04-07
330 მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
|
ლალი ჯელაძე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უფროსი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები მასწავლებლებს საზეიმოდ გადასცა მათთვის საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე სამინისტროში.
სქემის ფარგლებში, გარდამავალი დებულებით, განსაზღვრულია ყველა იმ მასწავლებლის კარიერაში დაწინაურება, რომელთაც პროფესიული უნარების ტესტი ჩაბარებული ჰქონდათ. სქემის ამოქმედების შემდეგ, ვინც წარმატებით ჩააბარა საგნის გამოცდა, გაუთანაბრდნენ სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსს და სქემაში განაწილების ეტაპზე, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ, ასეთი 330 პრაქტიკოსი მასწავლებელი აღმოჩნდა. ამის გამო, საფეხურების მიხედვით გადანაწილებული მასწავლებლების სურათიც, ბუნებრივია, შეიცვალა და დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში, უკვე 16 339 უფროსი მასწავლებელია. გარდა ამისა, სქემაში განაწილებულ 6200 პრაქტიკოს მასწავლებელს ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა და საგნის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ისინი უფროსი მასწავლებლები გახდებიან.
|
ვრცლად>>> |
|
2016-04-07
გინდა გახდე მასწავლებელი?
|
ლალი ჯელაძე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლობის მსურველებისთვის ინოვაციური პროექტი წარადგინა. უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგობის მსურველებს სახელმწიფო აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიაროს შესაბამისი პროგრამა და, სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს. პროექტის მიზანი, თავისთავად, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო პედაგოგების მოზიდვაა, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვნად კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა სახელდება, განსაკუთრებით კი — რეგიონებში.
დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კვოტების შესაბამისად. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკაცი, რომელიც მის სამასწავლებლო კვალიფიკაციას ადასტურებს და მასწავლებლობის უფლებას აძლევს. სკოლაში მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული უფროსი მასწავლებელი ხდება.
მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა და 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
|
ვრცლად>>> |
|
2016-03-31
რას შეცვლის გ-ჵRჳჶდ დაწყებით განათლებაში
|
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს იმ საერთაშორისო კვლევების შედეგებს, რომლებიც დაწყებითი კლასების მოსწავლეების დაბალ შედეგებზე მიუთითებს. საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (გ-ჵriჶდ) წარმოადგენს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (G-PRIED) მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვას, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარების გაუმჯობესებას კითხვასა და მათემატიკაში, მასწავლებლებისათვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობის, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფისა და კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების კომპეტენციების გაზრდის გზით.
უფრო კონკრეტულად პროექტის საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს მისი ხელმძღვანელი ინდირა ამირანაშვილი
|
ვრცლად>>> |
|
2016-03-31
პროფესიული განათლების ახალი მოდელი
|
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება; კერძო სექტორის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიების ხელმისაწვდომობა; სამეწარმეო კომპეტენციების დაუფლება; სწავლების ძირითადი ნაწილი განხორციელდეს არა კოლეჯში, არამედ საწარმოში; პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს დამსაქმებელი, კერძო სექტორი — ასეთია პროფესიული განათლების ახალი მოდელის ძირითადი მიმართულებები, რომელიც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ წარუდგინეს.
განათლების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. რეფორმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ეკონომიკის რეფორმას, განათლების რეფორმას, სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას, ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ემსახურება.
განათლების რეფორმის პირველი ბლოკის პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გააცნო. სიახლის თანახმად, პროფესიულ განათლებაში გატარდება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოკვეთას.
|
ვრცლად>>> |
|
2016-03-31
სტიგმისა და სტერეოტიპების გარემოცვაში
|
აუტიზმი, უფრო ზუსტად აუტისტური სპექტრი, ადამიანის ნეიროგანვითარების შეფერხებაა, ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება. აუტიზმის მქონე ადამიანები საკუთარ თავზე არიან კონცენტრირებული, რადგანაც სხვებთან ინტეგრაცია და კომუნიკაცია არ შეუძლიათ. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 68-ე ადამიანს აუტისტური სპექტრი აქვს, მისი წარმომავლობის შესახებ კი მედიცინა ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს. თუმცა, დიაგნოსტირება შესაძლებელია, მაგრამ, როგორც წესი, დიაგნოზზე მშობლები მძაფრად რეაგირებენ და ხშირად, ექიმებს ადანაშაულებენ, რომ მშობლისთვის დიაგნოზის გაცნობა არასწორი ფორმით ხდება.
„მინდა გავიხსენო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე, როდესაც ჩემს შვილს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმს ბავშვი 10 წუთის ნანახი ჰყავდა, მითხრა, რომ იგი მხოლოდ 8-9 წლის ასაკში თუ მივიდოდა პირველად სკოლაში და თან სპეციალურში. თან ეს ყველაფერი ისე დაუნდობლად მითხრა, ნერვიც არ შეტოკებია.“ — ეს სიტყვები ჩვენს რესპონდენტს მარი კორკოტაძეს ეკუთვნის, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, აუტიზმის სპექტრის მქონე შვილის უფლებებს იცავს და არა მხოლოდ დათას უფლებებს... შეიძლება ითქვას, რომ მან შექმნა პრეცედენტი იმისა, რომ მშობელთა დაჟინებული მოთხოვნით განათლების სამინისტრომ სკოლაში ამ ბავშვებისთვის ინტეგრირებული კლასი გახსნა. თუმცა, დათას დიაგნოზი მისთვისაც ისეთივე მტკივნეული და სტრესული აღმოჩნდა,
|
ვრცლად>>> |
|
2016-03-31
როგორი მასწავლებლები გვყავს
|
უპირველესად, დავასაბუთებთ, რომ სკოლის მასწავლებელთა შესახებ ჩვენ ანგარიშგასაწევი სიტყვა გვეთქმის. ჩვენი კავშირი „ქორბუდა“ არის საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების მიმართულებით (დაარსებულია 1992 წელს). 25 წლის განმავლობაში ვმუშაობთ მასწავლებლებთან, ჩატარებული გვაქვს: ტრენინგები 4000-ზე მეტი მონაწილისთვის; ტესტირებები 1500-ზე მეტი მონაწილისთვის; გაკვეთილზე დასწრებები და ამ გაკვეთილების ანალიზები — 1000-ზე მეტი მასწავლებლისა (გაკვეთილებზე დასწრებათა დიდი უმრავლესობა აშშ-ს პროექტის, „ჯიპრაიდის“
|
ვრცლად>>> |
|
2016-03-24
დუმილი მხოლოდ მათ აძლევთ ხელს, ვისაც სიჩუმით სურს პრობლემის დამალვა
|
დღევანდელი „აგ“-ს სტუმარი განათლებით ფსიქოლოგი/ოკუპაციური თერაპევტი ანა არგანაშვილია, რომელიც წლების განმავლობაში იცავს მათ უფლებებს, ვინც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე იოლად დასაჩაგრია — ესენი ბავშვები არიან და ამბობს, რომ ამაზე აუცილებლად „ბავშვები მოგვთხოვენ პასუხს“ — „სად ვართ, სად ხართ როდესაც ჩვენს თვალწინ ბავშვის ღირსება და ცხოვრება რისკის ქვეშ დგება? ეს ბავშვები ხვალ მოგვთხოვენ პასუხს და თითოეულ ჩვენგანს უმოქმედობაში დაადანაშაულებენ. ჩვენ ამაზე პასუხი არ გვექნება“. „არ გავჩერდები მანამ, ვიდრე მათი ცხოვრება არ შეიცვლება უკეთესობისკენ და მათი უფლებები არ იქნება დაცული“ — აცხადებს ის.
მისი ორგანიზაციის ჵჰR მომავალი ორი წლის პრიორიტეტული სფერო
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|