|
სტატიები
|
2016-03-17
„არ შეიძლება ცუდი შედეგი მხოლოდ მასწავლებლის პასუხისმგებლობად ვაქციოთ“
|
„მინდა გამოვეხმაურო მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებულ ემოციურ განცხადებებს!
პირველ რიგში, მივმართავ მშობლებს, ნუ გამოიწვევენ მათ არასასურველი განწყობების სამართავად, რადგან მასწავლებელს აფასებს გამოცდილი ადამიანების ჯგუფი, რომელთათვისაც სერტიფიცირება გახლავთ ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი. შესაძლებელია სწორედ გამოცდაჩაბარებული მასწავლებელი აღმოჩნდეს ძალიან სავალალო საგანმანათლებლო სივრცისთვის.
ასევე მივმართავ თხოვნით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არ არის განათლების სფეროს სპეციალისტი, ნუ მისცემთ თავს ყველაფრის თქმისა და გამოხატვის უფლებას, რადგან არსებული გარემოების გამომწვევი მიზეზი ძალიან კომპლექსურია“ — ასე ეხმაურება 24 -ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, სოფიო მშვილდაძე მასწავლებელთა გამოცდების შედეგებით გამოწვეულ აჟიოტაჟს. სოფიო იმ მასწავლებელთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც იანვარში ჩატარებული გამოცდა ვერ ჩააბარა, თუმცა, მისი ასეთი შედეგის ჩვენების ერთადერთი მიზეზი ტესტის სირთულე არაა (როგორც ამას „ჩაჭრილი“ მასწავლებლების უმეტესობა ასახელებს) და გამოსავალი — დამალვა.
|
ვრცლად>>> |
|
2016-03-17
გარე დაკვირვება — შეფასების ზუსტი და ობიექტური ინსტრუმენტი
|
1 მარტიდან დაიწყო პედაგოგთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობის — მასწავლებელთა პრაქტიკის შეფასების, ე.წ. „გარე დაკვირვების“ პილოტირება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, გარე დაკვირვებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეცდება დაამტკიცოს — შეუძლია თუ არა პედაგოგს კარგი გაკვეთილის ჩატარება, რამდენად ადეკვატურად იყენებს პრაქტიკაში საგნის თეორიულ ცოდნას, მის ხელთ არსებულ რესურსებსა თუ სტრატეგიებს.
პილოტირებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს პროფესიული უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ირინა ჟვანია:
— მიმდინარეობს მასწავლებლის პრაქტიკის შეფასების — გარე დაკვირვების პილოტირება. რას გულისხმობს ეს პროცესი?
|
ვრცლად>>> |
|
2016-03-10
„ტრენერთა სკოლა“ — ამბიციური განაცხადი ხარისხზე
|
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში „ტრენერთა სკოლა“ ამოქმედდა, რომელიც კვალიფიციური, სერტიფიცირებული ტრენერების მომზადებასა და გადამზადებას უზრუნველყოფს. სკოლამ უკვე დაიწყო მსურველთა რეგისტრაცია ტრენერთა მომზადების ზოგად კურსზე. თუ რას ითვალისწინებს ზოგადი კურსი და საერთოდ, რამ გამოიწვია ტრენერთა სკოლის ჩამოყალიბების აუცილებლობა და რა არის მისი მიზანი — ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერი ირინა აბულაძე:
|
ვრცლად>>> |
|
2016-03-10
5-კრედიტიანი კურსის პირველი ნაწილი — ზოგადი დიდაქტიკის კურსი
|
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითრების კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა. კურსის გავლა ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. ვისთვის არის განკუთვნილი პროფესიული განვითრების 5-კრედიტიანი კურსის პირველი ნაწილი და რა მოდულებს გაივლიან მასწავლებლები — ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფიკო ლობჟანიძე:
— პროფესიული განვითარების 5-კრედიტიანი კურსის პირველი ნაწილის გავლის მსურველებისთვის რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა, უფრო კონკრეტულად ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი და რამდენ კრედიტს მოუტანს ის პრაქტიკოს მასწავლებელს?
|
ვრცლად>>> |
|
2016-03-10
წარსულით ცხოვრება არ შეიძლება
|
რუბრიკის სტუმარია ნინო ბურდილაძე,
კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი
— ნინო, საუბარი მოსწავლეობის პერიოდით დავიწყოთ. სწავლობდი 161-ე საჯარო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრე. რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში სკოლაში გატარებულ წლებს, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
|
ვრცლად>>> |
|
2016-02-25
არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად
|
2015 წლის სექტემბრიდან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა და მასში საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელი ჩაერთო, მათ შორის, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების პედაგოგებიც. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, არაქართულენოვანი მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციების ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს მხარდამჭერ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სქემის დოკუმენტაცია აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ითარგმნა. ცენტრმა საქართველოს მასშტაბით, ყველა არაქართულენოვანი სკოლისა და სასკოლო სექტორის მასწავლებლებისთვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დოკუმენტების კრებულისა და გზამკვლევის ჳ ნაწილის აზერბაიჯანული, რუსული და სომხური თარგმანების დარიგება უკვე დაიწყო, სულ 27 საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული 293 არაქართულენოვანი სკოლის 6902 არაქართულენოვანი მასწავლებელი მიიღებს მათთვის განკუთვნილ აღნიშნულ ლიტერატურას.
|
ვრცლად>>> |
|
2016-02-25
ზოგადი უნარების გამოცდისთვის
|
ვაგრძელებთ შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდზე
განთავსებული, საგანგებოდ აბიტურიენტებისათვის მომზადებული, საინფორმაციო ვიდეორგოლების მიმოხილვას. დღეს გთავაზობთ ზოგადი უნარების
ხელმძღვანელის, სოფო დოლიძის რჩევებსვაგრძელებთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
ფეისბუქგვერდზე განთავსებული, საგანგებოდ აბიტურიენტებისათვის მომზადებული,
საინფორმაციო ვიდეორგოლების მიმოხილვას. დღეს გთავაზობთ ზოგადი უნარების
ხელმძღვანელის, სოფო დოლიძის რჩევებს
ზოგადი უნარების გამოცდაზე, ისევე როგორც ყველა სხვა გამოცდაზე, მთავარი სიახლე გახლავთ ის, რომ ტესტირება ნახევრად ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ეს გულისხმობს ტესტის დემონსტრირებას, ჩვენებას ეკრანზე კომპიუტერის საშუალებით. ეს ფორმატი ნახევრად ელექტრონული იმიტომ არის, რომ პასუხების ფურცლები შენარჩუნებულია და პასუხების მონიშვნა კვლავ პასუხების ფურცელზე ხდება. შინაარსობრივად ან თვითონ ტესტის დავალებათა თვალსაზრისით, ცვლილება ნამდვილად არ იქნება. ყოველწლიურად, ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ერთი და იგივე სირთულე ტესტისა, დაახლოებით, 50%-იანი, საშუალო სირთულე. ტესტი კვლავ 80 დავალებისგან შედგება. დავალებათა განმარტებები მოცემულია ჩვენს ვებგვერდზე, დამხმარე მასალათა კრებულებში.
|
ვრცლად>>> |
|
2016-02-25
თვითშეფასების ჯგუფების მასშტაბური გადამზადების პირველი ეტაპი დაიწყო
|
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს მასშტაბით, მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრების ტრენინგები დაიწყო, რომელიც ორი ორდღიანი მოდულისგან შედგება. შეფასების ჯგუფის წევრებს, სქემით განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში, საკმაოდ დიდი საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელება დაეკისრათ — უნდა შეაფასონ საკუთარი სკოლის მასწავლებლების მიერ განხორციელებული აქტივობები. ჯერ ვერ ხერხდება გარე და შიდა საგაკვეთილო დაკვირვება, რადგან რუბრიკები პილოტირების რეჟიმშია და, როგორც ცენტრში აცხადებენ, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ჯერ არ არის მზად იმისთვის, რომ რუბრიკები მიაწოდონ. მასწავლებლებმა სხვა სავალდებულო თუ დამატებითი აქტივობების განხორციელება უკვე დაიწყეს და,
|
ვრცლად>>> |
|
2016-02-25
ყველა პროექტი მნიშვნელოვანია და მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება
|
ზოგად და უმაღლეს განათლებაში გასულ წელს
განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობებისა და
პროექტების შესახებ საუბრობს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი თამარ სანიკიძე
— ქალბატონო თამარ, 2015 წელს თქვენ პედაგოგების წელი უწოდეთ და აღნიშნეთ, რომ „ის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გადასაჭრელი დაგვრჩა, უნდა გადავჭრათ აუცილებლად ერთად იმიტომ, რომ პედაგოგს დასჭირდება სახელმწიფოს მხრიდან რეალური ხელშეწყობა, პროფესიას დასჭირდება დაფასება“. მართლაც, 2015 წელი პედაგოგებისთვის ბევრი სიახლით დაიწყო და მათთვის ახალი სქემის დანერგვა ყველაზე სენსიტიურ თემად იქცა. როგორ შეაფასებთ ე.წ. „პედაგოგის“ წელს?
— 2015 ერთგვარი გამოწვევის წელი იყო. რეალურად 2013-14 წლებში დაგეგმილი სიახლეების განხორციელება დავიწყეთ. წინა წლებში სისტემა სრულად შევაფასეთ და შევიმუშავეთ სტრატეგია, რომლის მიხედვითაც მუშაობას ვაგრძელებთ. სისტემურ ცვლილებებსაც ვგულისხმობ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავებაა. ამ სისტემაში მოვაქციეთ პედაგოგიური განათლების რეგულაციის საკითხები, უმაღლესი განათლების კომპონენტიდან დაწყებული, მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის და მათი შეფასების კრიტერიუმებით დასრულებული. შეფასების სისტემა, სერტიფიცირებაზე ბევრად ეფექტურია. ამ სისტემაში მოვაქციეთ სახელფასო პოლიტიკაც, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან სახელფასო პოლიტიკის დარეგულირების გარეშე, რეფორმის ეფექტურობაზე საუბარიც ზედმეტია.
|
ვრცლად>>> |
|
2016-02-25
სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა
|
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევა (TALIS) — პირველი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს და საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ, რა გავლენას ახდენს კვლევაში მონაწილე ქვეყნების საგანმანათლებლო პოლიტიკა სასწავლო გარემოზე სკოლებში. კვლევის მიზანია დაეხმაროს კვლევაში მონაწილე ქვეყნებს მასწავლებლის პროფესიის განვითარებაზე ორიენტირებული ეფექტიანი პოლიტიკის დანერგვაში.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|