|
სტატიები
|
2016-02-25
მისი ნაწერი განძად დაშთების
|
„ხელი საბრალო მწერლისა მიწათა შინა ლპების,
ხოლო ნაწერი მის ჰგიეს ჟამთა ვიდრე უკუნისამდე!“
იღუმენი ექვთიმე კერესელიძე
ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში, თავისი განვითარების ყოველ საფეხურზე, მიუხედავად თავსდამტყდარი უამრავი ქარტეხილისა, ქმნიდა როგორც მატერიალურ, ასევე ინტელექტუალურ ფასეულობებს, ამდიდრებდა ერის სულიერ ღირებულებებსა და ეროვნულ-კულტურულ საგანძურს. ღვთითკურთხეული ქართული ანბანი კი ერის უდიდესი მონაპოვარია, რომელიც მსოფლიოში ცნობილ 14 ანბანს შორის ერთ-ერთი უძველესია.
|
ვრცლად>>> |
|
2016-02-25
როგორ მოვიპოვოთ მასწავლებლობის უფლება გაზრდილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ფონზე
|
მასწავლებლის პროფესიაში შესვლა ახალი სქემის მიხედვით გართულებულია, ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს არ შეუძლია გახდეს მასწავლებელი. მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა პროფესიაში შესვლის დივერსიფიცირებულ გზებს განსაზღვრავს. ერთ-ერთი გზა საუნივერსიტეტო განათლებაა, რომელიც მასწავლებლის მომზადებას მიმდევრობითი და პარალელური პროგრამებით განახორციელებს. რას გულისხმობს ეს პროგრამები, რა გზები არსებობს მსურველებისთვის პროფესიაში შესასვლელად და ვის შეუძლია მასწავლებლობის უფლების მოპოვება, ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფიკო ლობჟანიძე
|
ვრცლად>>> |
|
2016-02-18
„პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში“ 14-მილიონიანი პროექტი მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის
|
ლალი ჯელაძე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, „ათასწლეულის განვითარების ფონდი — საქართველოს“ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის განხორციელებას იწყებს.
14 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მიზნად ისახავს STEM პროფესიების — საბუნებისმეტყველო, მათემატიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის VII-XII კლასების მასწავლებელთა, ასევე სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების გზით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და სკოლის მართვის ხარისხის დახვეწას.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ეს არის ამერიკის მხრიდან საქართველოს დახმარების ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა, რადგან 140-მილიონიანი გრანტი პირდაპირი ინვესტიციაა საქართველოს მომავალში.
ვიდრე პროექტის კონკრეტულ დეტალებზე გადავალთ, მკითხველს გავაცნობთ რატომ შეირჩა STEM პროფესიები და რატომ ჩადო მილენიუმის კორპორაციამ საქართველოში ამ დარგების განვითარებაში უპრეცედენტო ინვესტიცია. STEM — 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტერმინი ტექნოლოგიურ, საინჟინრო, საბუნებისმეტყველო დარგებს აერთიანებს. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეპოქაში კი მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა მაღალი დონის განათლება მიიღონ ტექნიკურ დარგებში. თანამედროვე სამყაროში STEM სპეციალობებზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება, ბბC-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ელექტრული ინჟინრები, ბიოქიმიკოსები და პროგრამისტები მოთხოვნადი პროფესიების სიაში მოწინავე რიგებს იკავებენ. საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან, გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე, როგორ განსხვავდება ზოგადად საშუალო ხელფასის მაჩვენებლები ელექტრული ინჟინრის საშუალო ხელფასისგან — 27 195 ევრო/ 43 711 ევრო. მსგავსი ვითარებაა აშშ-ში, სადაც STEM ფაკულტეტების კურსდამთავრებულებზე დიდი მოთხოვნაა. მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა ათასწლეულის განვითარების ფონდმა საქართველოში SSTEM დარგების განვითარება, მათ შორისაა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პროექტიც.
პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატემ სუმარი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი.
|
ვრცლად>>> |
|
2016-02-18
ძველ სქემაში ჩართული 5 266 მასწავლებელი შეფასდა
|
2011-14 წლებში მოქმედი პროფესიული განვითარების სქემის შეფასების აპელაციის პროცესი დასრულდა. განმეორებით შეფასების მსურველი მასწავლებლების მიერ სააპელაციოდ სულ 1226 განცხადება შევიდა. აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის მიმართულებით, წარმატებულად შეფასებული მასწავლებლების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა. სასწავლო რესურსების შექმნის მიმართულებით, შედეგები 7%-ით გაუმჯობესდა, ასევე 7%-ით გაიზარდა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მიმართულებით წარმატებულად შეფასებული მასწავლებლების რაოდენობა. მთლიანობაში, ძველ სქემაში ჩართული, შეფასების მსურველი 5266 მასწავლებლიდან, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის მიმართულებით, 70%-მა მიაღწია წარმატებას; სასწავლო რესურსების შექმნის მიმართულებით, წარმატებულია მთლიანი რაოდენობის 39%, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მიმართულებით — 55%. შეფასებულთა 28%-მა კი მიიღო 6 კრედიტი. სულ წარმატებით შეფასდა მასწავლებლების 81% — 4 247.
შეფასების შედეგებით, მასწავლებელთა ნაწილი უკმაყოფილო დარჩა. რა პრობლემები გამოიკვეთა შეფასებისას და რამ გამოიწვია მათი უკმაყოფილება — გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი.
|
ვრცლად>>> |
|
2016-02-04
განვლილი პირველი ეტაპი თანმხლები სირთულეებითა და დამაიმედებელი ტენდენციებით
|
2015-16 სასწავლო წელს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა და საპილოტე წელი პედაგოგებისთვის ბევრი სიახლით დაიწყო. როგორ წარიმართა სქემით გათვალისწინებული აქტივობები, რა სირთულეები გამოიკვეთა და სასწავლო წლის დასრულებამდე კიდევ რა აქტივობების განხორციელება იგეგმება, ამის შესახებ გვესაუბრება უწყვეტი პროფესიული განათლებისა და კარიერული წინსვლის პროგრამის ხელმძღვანელი ირინა სამსონია.
— რა აქტივობების განხორციელებას გულისხმობდა სქემის საპილოტე წელი და რა ეტაპია ახლა?
— სქემის პირველი წლის აქტივობები დაიწყო იმით, რომ სკოლებმა აირჩიეს მასწავლებლის პროფესიული — ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია, ამასთან ნაადრევიცაა. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაგეგმა და ჩაუტარა ტრენინგები სქემაში ჩართული ყველა საჯარო და კერძო სკოლის ფასილიტატორებს. ამ ტრენინგების მიზანი იყო მათი მომზადება თვითშეფასებაში, რათა სათანადო დახმარება გაეწიათ თავიანთი პროფესიული ზედამხედველობის
|
ვრცლად>>> |
|
2016-02-04
მარტივია ეთანხმებოდე ვაჟას, მაგრამ რთულია გულწრფელად იზიარებდე მის ნაფიქრს
|
ნომრის სტუმარია სალომე რაზიკაშვილი
„... თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი, ყველა წოდება იქნება თავისუფალი, ე.ი. ბედნიერი თავისუფლება და ბედნიერება სინონიმებია. ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა, არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსებისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება. მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.“
ვაჟა-ფშაველა
|
ვრცლად>>> |
|
2016-01-27
წამყვანიდან მენტორამდე
|
ახალი სქემის მიხედვით, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მხოლოდ 184-მა პედაგოგმა მიიღო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში ვარაუდობენ, რომ სწორედ წამყვანი მასწავლებლები, რომლებმაც 2011-2014 წლის პროფესიულ განვითარების სქემაში მიიღეს კრედიტქულები დამატებით აქტივობებში, სავარაუდოდ, იქნებიან პირველი მენტორები, ამავდროულად, უფროსი მასწავლებლების ნაწილს ასევე დაუგროვდა დამატებით აქტივობებში კრედიტქულები, რაც მათ საშუალებას მისცემს, 2016-2017 სასწავლო წელს სავალდებულო აქტივობების შესრულებით, წამყვან მასწავლებელთა რიგებს შეუერთდნენ. წამყვან მასწავლებლებს
|
ვრცლად>>> |
|
2016-01-21
პედაგოგისთვის მთავარი გამოწვევა სისტემაში მიმდინარე სიახლეებია
|
ვაგრძელებთ საუბარს პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამჯერად პედაგოგთა პროფესიული განვითარების საკითხებს შევეხებით. გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სახელმწიფო პროგრამის მენეჯერი ნინო ელბაქიძე.
|
ვრცლად>>> |
|
2015-12-23
ვახუშტის დღეები
|
ლალი ჯელაძე
17-18 დეკემბერს მწერალთა სახლმა ვახუშტი კოტეტიშვილის 80 წლის იუბილე ღონისძიებებით აღნიშნა. ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელის, პუბლიცისტისა და ფოლკლორისტის დღეები მწერალთა სახლში მისი შემოქმედებითი საღამოთი დაიწყო და „სონეტების კრებულში“ ასახული მისი ბოლო წლების შემოქმედების პრეზენტაციით გაგრძელდა. ამ სახით სონეტების კრებული პირველად გამოიცა, მწერალთა სახლის ინციატივითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ვახუშტი
|
ვრცლად>>> |
|
2015-12-23
სკოლის მიღმა დარჩენილები — რა უშლის ხელს მათ სასკოლო სივრცეში ინტეგრაციას
|
ლალი ჯელაძე
საქართველოში ჯერ კიდევ არიან ბავშვები, რომლებიც სასკოლო განათლებას ვერ იღებენ. რა აფერხებს სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების სასკოლო სივრცეში ინტეგრაციას და მათი ზოგადი განათლების უზრუნველყოფის პროცესს — ამ თემაზე „ფრონტლაინში“ დისკუსია გაიმართა. ზუსტი მონაცემები სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების არ არსებობს, თუმცა, ვინც ამ ფუნდამენტურ უფლებას მოკლებულია, მათი რიცხვი ძალიან დიდი არ არის, მაგრამ რაც არის,
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|