გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2015-12-17
წარუშლელი შთაბეჭდილება, რომელმაც ჩემი მომავალი გერმანიას დაუკავშირა
|
რუბრიკის სტუმარია გიორგი ბრეგაძე,
დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი
— თავდაპირველად სწავლობდი თბილისის 69-ე საშუალო სკოლაში, შემდეგ სწავლა თბილისის 191-ე საშუალო სკოლაში გააგრძელე და სრული საშუალო განათლების ატესტატიც აქ მიიღე... როგორ გახსენდება მოსწავლეობის წლები, შენი მასწავლებლები... გარკვეულწილად, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
|
ვრცლად>>> |
|
2015-12-17
ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის დახმარებას ემსახურება
|
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, პედაგოგთა თვითშეფასების კითხვარი დაამტკიცა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდა და მისი შევსება ნებისმიერ საფეხურზე მყოფი მასწავლებლისთვის სავალდებულოა. კითხვარი მასწავლებლებმა ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში უნდა შეავსონ. პედაგოგებს პასუხის გაცემა, დაახლოებით, 120 კითხვაზე მოუწევთ, ეს ყველაფერი ელექტრონულად ივსება და პასუხები ოთხი ქულით ფასდება. 1 ქულა ყველაზე დაბალ დონეს აღნიშნავს, ხოლო 4 — ყველაზე მაღალს. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საგნის მასწავლებელს ესა თუ ის პუნქტი არ შეესაბამება, ის 0-ს დაწერს.
|
ვრცლად>>> |
|
2015-12-10
მინდობითი აღზრდის მიღწევები და რისკები
|
ლალი ჯელაძე
ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვებისთვის მზრუნველობის ალტერნატიული ფორმების განვითარებაზე საქართველომ მუშაობა 1999 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ბავშვზე ზრუნვის რეფორმის შედეგად, 50-მდე დიდი ზომის სახელმწიფო სააღმზრდელო დაწესებულება დაიხურა და ამ წლების განმავლობაში, დაახლოებით, 5 ათასამდე ბავშვი დაუბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახს ან განთავსდა ალტერნატიულ ზრუნვაში — მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის სახლში. მინდობითი აღზრდა მზრუნველობის ერთ-ერთი ალტერნატივაა და გულისხმობს, სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფას, რომელსაც ექვემდებარებიან 18 წლამდე ასაკის პირები: რომლებიც არიან ობლები; რომელთა მშობელი/მშობლები სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად; რომელთა მშობლებს შეეზღუდა (თ), ჩამოერთვა (თ) ან შეუჩერდა (თ) მშობლის უფლება-მოვალეობები.
როგორ ხდება მინდობით აღმზრდელების შერჩევა, ჯეროვანია თუ არა აღმზრდელთა კვალიფიკაცია და რამდენად კარგად ხორციელდება მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებზე მეთვალყურეობა სახელმწიფოს მხრიდან? — სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში არსებული პრობლემებისა და უშუალოდ მინდობითი აღზრდის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართა დისკუსია „ფრონტლაინ ჯორჯია“ კლუბში.
ბავშვთა კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Everey Child საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი ანდრო დადიანი მიღწევად მიიჩნევს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ალბათ, ყველაზე დიდი რაოდენობა მიმღები მშობლებისა ჩვენს ქვეყანაშია და შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბავშვზე ზრუნვის ეს ალტერნატივა ყველაზე ქმედითად საქართველოშია წარმოდგენილი.
„ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ დეინსტიტუციონალიზაციის რამდენიმე ტალღის განხორციელების შემდეგ, დეინსტიტუციონალიზებული ბავშვების, თითქმის, 50 პროცენტი მინდობით აღზრდაში განთავსდა და დღეს 1000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს მინდობით აღზრდაში.
|
ვრცლად>>> |
|
2015-12-10
მთავარი გზავნილი — ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება
|
რუბრიკის სტუმარია შოთა მესხიას
ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის რექტორი
თეონა ხუფენია
— ქალბატონო თეონა, რადგან უნივერსიტეტის ბიუჯეტს, ძირითადად, განსაზღვრავს სტუდენტების რაოდენობა, უმაღლესი სასწავლებელი დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიიღოს. ხომ არ ხდება ეს ხარისხის ხარჯზე? მოგწონთ თუ არა დაფინანსების არსებული სისტემა და რამდენად აკმაყოფილებს უნივერსიტეტის მოთხოვნებს განსაზღვრული ფინანსები. არსებობს თუ არა დაფინანსების სხვა გზა ან სხვა პრინციპი? თქვენთვის რომელი იქნებოდა სასურველი?
|
ვრცლად>>> |
|
2015-12-10
სიახლე მაშინ არის კარგი, როცა რაღაცას აუმჯობესებ
|
გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის
ისტორიის ჯგუფის წარმომადგენელი
მიხეილ ბახტაძე
2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ისტორიის ტესტური დავალების ტიპები იგივე დარჩება, რაც 2015 წელს იყო. ამ მხრივ, კარდინალური ცვლილება არ იგეგმება.
2015 წელს შევამცირეთ მაქსიმალური ქულა — იყო 80 ქულა და 70-ზე ჩამოვიყვანეთ. ამ ცვლილებამ გაამართლა იმ თვალსაზრისით, რომ აბიტურიენტებმა უფრო კომფორტულად იგრძნეს თავი, რადგან მეტი დრო ჰქონდათ, დავალებების რაოდენობა კი ნაკლები იყო და უფრო მშვიდად იმუშავეს. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგით. ახლა ამის გაკეთება უკვე საჭირო აღარ არის და არც ვგეგმავთ. ქულების რაოდენობა ისევ 70 იქნება.
|
ვრცლად>>> |
|
2015-12-03
გაბედულება ჩემმა საყვარელმა წიგნებმა მომცა
|
გაბედულება ჩემმა საყვარელმა წიგნებმა მომცა
დღევანდელი ნომრის სტუმარია ასიროლოგი, ლუვენის (ბელგია)
კათოლიკური უნივერსიტეტის ცივილიზაციის, ხელოვნებისა და
ლიტერატურის ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის
ცენტრის მკვლევარი, ფილოლოგიის
დოქტორი თამარ პატარიძე
— თამარ, საუბარი საქართველოდან დავიწყოთ. გარკვეული პერიოდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდით, როგორ იხსენებთ ამ პერიოდს?
— ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. სტუდენტობის პერიოდშივე ვმუშაობდი ძველი ქართული ლიტერატურის კათედრაზე არსებულ ლაბორატორიაში. რთული დრო იყო, ოთხმოცდაათიანების ბოლო და მომდევნო წლებიც, თუმცა, იქ ბევრი კარგი ადამიანი მუშაობდა, კომპეტენტური. არსებობდა ადამიანთა ბირთვი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად თავისი საქმის სიყვარულით შრომობდა და კარგ საქმეს აკეთებდა. ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის თბილი იყო, პროფესიული თვალსაზრისითაც, უნივერსიტეტმა ბევრი რამ მომცა. ეს ყოველთვის მომყვება. სიმართლე გითხრათ, ბელგიაშიც ამჩნევენ, რომ მყარი ფილოლოგიური განათლებით ჩამოვედი, იციან, რომ საქართველოს უნივერსიტეტიდან მომყვება ეს და ამას ყოველთვის მიფასებენ.
დანანებით იმას ვნანობ, რომ მაშინ საქართველოში ინსტიტუციური მხარდაჭერა მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის დიდი არ იყო. ამის გამო, ბევრი დრო დავკარგე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, იმავე დროის გამოყენება ევროპულ უნივერსიტეტებში გაცილებით ოპტიმალურად და ეფექტურად შეიძლება. მოგვიანებით, ევროპაში რაიმე კონკურსზე ჩემს კანდიდატურას რომ ვაყენებდი, საქართველოში გამოქვეყნებული შრომებიც კი არ მეთვლებოდა, რადგან ჩვენი უნივერსიტეტების წამყვანი სამეცნიერო ჟურნალებიც კი არ იყო ცნობილი ან აღიარებული.
|
ვრცლად>>> |
|
2015-12-03
ტენდენციები, რომლებმაც დარგის განვითარება უნდა უზრუნველყოს
|
პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ, ძალზე მწირი ინფორმაცია აქვს საზოგადოებას. არადა, სფეროს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან. ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში უმაღლესი განათლების მქონე პირთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პროფესიული განათლების მქონეთა. ჩვენთან, სამწუხაროდ, პირიქითაა.
|
ვრცლად>>> |
|
2015-12-03
უფროსი მასწავლებელი — სავალდებულო და დამატებითი აქტივობები
|
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით საფეხურებზე გადანაწილებული პედაგოგებიდან 15 239-ს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. უფროს მასწავლებელს, 4 წლის განმავლობაში, გარკვეული სავალდებულო და დამატებითი აქტივობების განხორციელება მოუწევს იმისთვის, რომ სტატუსი შეინარჩუნოს ან წამყვანი მასწავლებლის პოზიციაზე გადავიდეს. რომელი
|
ვრცლად>>> |
|
2015-12-03
ელექტრონულ ფორმატთან დაკავშირებული ძირითადი ცვლილებები
|
გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის
ხელმძღვანელი დავით გოგელიძე
მაქსიმალურად ვეცადეთ, ჩვენი ტესტირება ელექტრონულ ფორმატზე მოგვერგო. ცვლილება იქნება ერთადერთი — აბიტურიენტები ტესტის ბუკლეტს მიიღებენ ელექტრონულად, ხოლო პასუხების ფურცელი კვლავინდებურად დარჩება იგივე, სადაც მათ სწორი პასუხები უნდა გადაიტანონ, ასევე ექნებათ ა3 ფორმატის შავი ფურცლები, სადაც შეუძლიათ იმუშაონ და შემდეგ გადაიტანონ პასუხების ფურცელზე. დაურიგდებათ, ტრადიციულად, საქართველოს და მსოფლიოს ფიზიკური რუკები. ბავშვებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, კიდევ ერთი დავალებისთვის — ტოპოგრაფიული რუკის ანალიზი, ასევე ქაღალდის სახით მიიღებენ ტოპოგრაფიულ რუკებს თავისი ლეგენდით, საშუალება ექნებათ ქაღალდზე იმუშაონ და ისე უპასუხონ ტოპოგრაფიული დავალების კითხვებს. ეს აბიტურიენტებს გაუადვილებს ამ რუკებთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას.
|
ვრცლად>>> |
|
2015-11-26
ცვლილება მხოლოდ ტექნიკურ-ფორმატულ განსხვავებას შეეხება
|
გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი
რუსუდან ტყემალაძე
ნაწილობრივი ელექტრონული ფორმატი მართლაც მნიშვნელოვანი, საეტაპო ცვლილებაა. ე.წ. ქაღალდზე დაწერილი ტესტის ნაცვლად, აბიტურიენტებს მოუწევთ ეკრანზე წაიკითხონ დავალებები და ისე შეასრულონ. მათ ამობეჭდილი ტესტები არ ექნებათ. ეს სიახლე უფრო მეტად ფორმატულ ცვლილებას ეხება, ვიდრე შინაარსობრივს, ანუ შინაარსობრივად ჩვენი ტესტი როგორც იყო 100-დავალებიანი და როგორი სახის დავალებებიც იყო ტრადიციულად (ბოლო ორი წელია, შემოვიტანეთ მოსმენა, როგორც პირველი დავალება და წერითი დავალება — წერილი), ისეთივე რჩება და სიახლე არ იქნება. ალბათ, არც იქნებოდა სწორი, რომ იმ ტექნიკური სიახლის გარდა, რაც ასე მნიშვნელოვანია, კიდევ შინაარსობრივი ცვლილებები შემოგვეტანა. ასე რომ, ცვლილება შეეხება მხოლოდ ტექნიკურ-ფორმატულ განსხვავებას.
უცხოური ენის გამოცდის ხანგრძლივობა იყო ორსაათ-ნახევარი. ახლა არ შემიძლია ვთქვა, ეს შეიცვლება თუ არა, რადგან მოსალოდნელია ამ ფორმატის პილოტირება. ყველაფერი ნათელი გახდება მას შემდეგ, რაც გამოიცდება ელექტრონული ფორმატი, უკვე რეალურად, მომავალ აბიტურიენტებზე. ჩვენ გავაკეთებთ სპეციალურ სავარჯიშო ტესტს და ის გვიჩვენებს, რამდენად მისაღებია ეს დრო.
თუ ბეჭდური ტესტების ერთ ფურცელზე, დავუშვათ პირველ დავალებაში, ერთად იყო მოთავსებული ათი დავალება, ახლა ეს ხუთ ელექტრონულ გვერდზეა გაშლილი. ნახეთ, როგორი ტექნიკური განსხვავებაა, შინაარსობრივად, თითქოს არაფერი, მაგრამ ის, რაც იყო ერთ გვერდზე და აბიტურიენტს არ უხდებოდა ამ გვერდის ხშირად გადაფურცვლა, ეკრანზე ხუთ გვერდზეა გაშლილი, თითოზე — ორ-ორი. ე.წ. ელექტრონული გადაფურცვლა რთული არ არის, საკმარისია ერთ ღილაკზე თითის დაჭერა, რომელიც მოსწავლეს წაიყვანს მარჯვნივაც და მარცხნივაც, მას შეუძლია გადავიდეს შემდეგ დავალებაზე ან დაუბრუნდეს წინას. რასაკვირველია, თუ ადრე ტესტი იყო, დავუშვათ, 16-გვერდიანი, ახლა 32 გვერდია, მაგრამ ამ შემთხვევაში გვერდი ძალიან პირობითია, რადგან ჩვენ ეს დავალებები ეკრანზე სპეციალურად გავზარდეთ, რომ თვალისთვის მოსახერხებელი იყოს, გავზარდეთ, ასევე, ასოების სიდიდე და ამგვარად გაშლილი დავალება უკეთ კითხვადია, ვიდრე ბეჭდურ კრებულის ფურცელზე იყო. ამას თავისი უპირატესობები, რასაკვირველია, აქვს.
როდესაც პირველი დავალება ვახსენე, მოსმენის დავალებას ვგულისხმობდი, რაზედაც აბიტურიენტებმა კარგად უნდა ივარჯიშონ იმიტომ, რომ ტესტის
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|
|
25-28(942)N |
|
|
|
|