|
სტატიები
|
2015-11-26
პრიორიტეტი — სწავლის ხარისხი და უცხოეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა
|
რუბრიკის სტუმარია გრიგოლ რობაქიძის
სახელობის უნივერსიტეტის რექტორი
მამუკა თავხელიძე
— ბატონო მამუკა, რადგან უნივერსიტეტის ბიუჯეტს, ძირითადად, განსაზღვრავს სტუდენტების რაოდენობა, უმაღლესი სასწავლებელი დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიიღოს. ხომ არ ხდება ეს ხარისხის ხარჯზე?
— რა თქმა უნდა, არა. ვფიქრობ, უნივერსიტეტს, რომელიც არ ზრუნავს ხარისხისთვის, მომავალი არ აქვს. ჩვენ სწავლის საფასურიც კი შევამცირეთ, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა სწავლა ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის. უფრო მეტი, მათთვის სხვადასხვა ბონუსიც კი დავაწესეთ. მაგალითად, აბიტურიენტებს, რომელთა სკალირებული (ანუ საბოლოო) ქულა, ეროვნულ გამოცდებზე, 2000-ს აღემატება,
|
ვრცლად>>> |
|
2015-11-26
26 წლის პედაგოგი 5-წლიანი გამოცდილებით
|
გიორგი ავთანდილაშვილი
თბილისის მე-4 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი
დოქტორანტურის სტუდენტი, ისტორიის და სამოქალაქო განათლების სერტიფიცირებული პედაგოგი, პროფესიით — ეთნოლოგი, არაერთი ექსპედიციიის მონაწილე და ხელმძღვანელი, სამეცნიერო ნაშრომებისა და სტატიების ავტორი და თანაავტორი — ეს არის მოკლე ჩამონათვალი გიორგი ავთანდილაშვილის ბიორგაფიიდან. ანთროპოლოგიის დოქტორანტურის სტუდენტს წინ დიდი გეგმები აქვს, თუმცა არც სკოლა და მოსწავლეები რჩებიან მისი გეგმების მიღმა. ჩემი რესპონდენტი ამბობს, რომ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად შემთხვევით მისული 21 წლის ახალგაზრდასთვის ვინმეს რომ ეთქვა, მასწავლებელი მოწოდებით უნდა იყოო, გაიცინებდა, მაგრამ ახლა თავადაც ასე მიიჩნევს და მეტიც, ახალგაზრდებს მოუწოდებს, რაღაც აღმოაჩინონ საკუთარ თავში და იპოვონ მიზეზი, რომ გახდნენ პედაგოგები. ამბობს, მასწავლებლობის პროცესში ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ „ვხედავ, რაღაცას ვცვლი და ვგრძნობ, რომ იმ დროს იქ ვარ საჭირო...“
|
ვრცლად>>> |
|
2015-11-19
შვედეთმა მომცა ცოდნა, რომელმაც ჩემი მომავალი განსაზღვრა
|
რუბრიკის სტუმარია ნათია გამყრელიძე,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი
— რამდენად წარჩინებული მოსწავლე იყავი სკოლაში და როგორ გახსენდება იქ გატარებული წლები, მასწავლებლები, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— თბილისის 124-ე საჯარო სკოლაში გატარებული წლები სასიამოვნოდ მახსენდება. ვფიქრობ, ადამიანები გაყვარებენ იმ ადგილს, სადაც იმყოფები. შესაბამისად, თანაკლასელებმა და მასწავლებლებმა მოახერხეს ის, რომ სასიამოვნოდ გამხსენებოდა მოსწავლეობის პერიოდი. წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, მასწავლებლების სიყვარული და სითბო არასდროს მომკლებია. განსაკუთრებით მახსენდება ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი გულნაზ კაკაბაძე, რომელიც 3 წელი მასწავლიდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა მომცა, არამედ ცხოვრებისეული. მისი გაკვეთილები, ძირითადად, დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა, ხელს უწყობდა ლოგიკურ მსჯელობას, საკუთარი აზრის დაფიქსირებას და ყველასგან გამოირჩეოდა. მახსოვს, ერთხელ იკითხა,
|
ვრცლად>>> |
|
2015-11-19
ინკლუზიური განათლების სპეციალისტთა კომპეტენციების ასამაღლებლად
|
გვესაუბრება ჟანა კვაჭაძე, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის ინკლუზიური და სპეციალური
განათლების კონსულტანტი
— რა მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ ინკლუზიურ განათლებაში მასწავლებლის სახლის საქმიანობა?
— ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცენტრმა 2009 წლიდან დაიწყო მუშაობა. პირველი, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, შეიქმნა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. მოგეხსენებათ, რომ ცენტრი, ზოგადად, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებზე მუშაობს და უზრუნველყოფს ტრენინგებს, პროგრამებს იმისათვის, რომ პედაგოგებმა სტანდარტების შესაბამისი კომპეტენციები შეიძინონ.
ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცენტრის პასუხისმგებლობაა მასწავლებლების კომპეტენციების ამაღლება — როგორც ზოგადად საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების, ასევე სკოლის ადმინისტრაციის,
|
ვრცლად>>> |
|
2015-11-12
თანადგომის გარეშე დარჩენილები — 18+
|
ლალი ჯელაძე
სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბავშვების მომავალი, სრულწლოვანების შესრულების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვანია. ყოველწლიურად 100-მდე მზრუნველობას მოკლებული ახალგაზრდა 18 წლის ხდება. მათგან ბევრს არ უმართლებს, ზოგი იღბლიანია და მათ შემდგომ ცხოვრებაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ზრუნავენ. სახელმწიფო კი, ჯერჯერობით, არაფერს სთავაზობთ და ისინი ყოველგვარი თანადგომის გარეშე, მარტო რჩებიან პრობლემის წინაშე — სად წავიდნენ, რა გააკეთონ, როგორ იცხოვრონ, როგორ გადაირჩინონ თავი18 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ნაწილი არასწორ გზას ირჩევს. სრულწლოვანების შესრულების შემდეგ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბავშვების მომავალი, ხშირ შემთხვევაში,
|
ვრცლად>>> |
|
2015-11-12
2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება
|
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა ჟურნალისტებისთვის 2016 წელს გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარებასთან დაკავშირებით.
„დღეს იმ სიახლეებზე მინდა გესაუბროთ, რაც 2016 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის გვაქვს დაგეგმილი. მნიშვნელოვანი სიახლეა და გვინდა, რაც შეიძლება დროულად გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი აპლიკანტები მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ ახალ ფორმატს, რომელსაც 2016 წელს შევთავაზებთ. აპლიკანტებში ვგულისხმობ არა მხოლოდ აბიტურიენტებს. მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის საგამოცდო პროცესში მონაწილეობენ არა მხოლოდ აბიტურიენტები, არამედ მაგისტრობის მსურველები, სტუდენტები, რომლებიც საგრანტო კონკურსში მონაწილეობენ და, რაც ყველაზე მთავარია, პედაგოგები, რომლებიც საგნობრივ გამოცდებს აბარებენ.
|
ვრცლად>>> |
|
2015-11-05
ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში
|
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები დამტკიცდა, რომელიც ითვალისწინებს: განახლებული არჩევითი საგნების ნუსხას; კლასის გაყოფის ახალ წესს; წლიური გამოცდის ჩატარების წესს; ეთნიკურ უმცირესობათა ენების სასწავლო გეგმას. ცვლილებების შესახებ გვესაუბრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა:
|
ვრცლად>>> |
|
2015-11-05
საგანმანათლებლო ტრადიციები და თანამედროვე გამოწვევები
|
მარტვილი, იგივე ჭყონდიდი, დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. ჯერ კიდევ ხ საუკუნეში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფები — იოანე მინჩხი და სტეფანე სანანოიძე; იწერებოდა და ვრცელდებოდა უნიკალური სასულიერო თუ საერო ნაწარმოებები, სწორედ ამ მიწაზე, მწიგნობართუხუცესის, გიორგი ჭყონდიდელის ზედამხედველობითა და მისივე იდეებით, აღიზარდა დავით აღმაშენებელი; ამ კერას უკავშირდება ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის მოღვაწეობაც.
|
ვრცლად>>> |
|
2015-11-05
კარგ სტუდენტს დასაქმების პრობლემა არ აქვს
|
რუბრიკის სტუმარია საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორი,
არჩილ ფრანგიშვილი
— ბატონო არჩილ, რადგან უნივერსიტეტის ბიუჯეტს, ძირითადად, განსაზღვრავს სტუდენტების რაოდენობა, უმაღლესი სასწავლებელი დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიიღოს. ხომ არ ხდება ეს ხარისხის ხარჯზე? მოგწონთ თუ არა დაფინანსების არსებული სისტემა და რამდენად აკმაყოფილებს უნივერსიტეტის მოთხოვნებს განსაზღვრული ფინანსები. არსებობს თუ არა დაფინანსების სხვა გზა ან სხვა პრინციპი? თქვენთვის რომელი იქნებოდა სასურველი?
|
ვრცლად>>> |
|
2015-11-04
საზოგადოების ჩაკეტილობას სკოლის ასაკიდან უნდა ვებრძოლოთ
|
„აგ სტუმარი“ ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის, ვფიქრობ, ერთ-ერთი საინტერესო რუბრიკაა. ვცდილობთ, მათი ცნობისმოყვარეობა ცნობილ, საინტერესო ადამიანებთან ინტერვიუებით დავაკმაყოფილოთ. დღევანდელი ნომრის სტუმარი მინდა განსაკუთრებულად წარვადგინო — ის ჩემი, უფრო სწორად, რედაქციის განსაკუთრებული რესპოდენტია, რადგან გაზეთმა სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო გამოსვლა და დღემდე იმ წამოწყების ერთგულ გამგრძელებლად დარჩა, რაც ჩვენი პერიოდიკის ყველაზე ღირებული მონაპოვარია — მაქსიმალური კორექტულობა და სანდო ინფორმაცია, რომელიც არც ერთ გადაუმოწმებელ და არაზუსტ ფაქტს არ შეიცავს. გარდა ამისა, პაატას დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, დღემდე, ჩემთვის საუკეთესო მაგალითია,
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|