|
სტატიები
|
2015-10-29
სოციალური და აკადემიური უნარების გასავითარებლად
|
გვესაუბრება განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ინკლუზიური განათლების
სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე
— კანონმდებლობით ყველა სკოლა ინკლუზიური უნდა იყოს, თუმცა, ჯერჯერობით, რეალობა სხვაგვარია. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, რა ვითარებაა ამ მხრივ და რა ტიპის დარღვევის მქონე ახალგაზრდებს შეუძლიათ განათლების მიღება საჯარო სკოლებში?
— ზოგადი განათლების შესახებ კანონი არეგულირებს ინკლუზიურ განათლებას, ასევე განმარტავს ვინ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. შესაბამისად, ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო გახდა ინკლუზიური განათლების განხორციელება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: მას შემდეგ რაც მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, სპეციალური შევსებული ფორმით, მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ითხოვს მისი შვილის საგანმანათლებლო შესაძლებლობის დადგენას, მოსწავლე ხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მაძიებელი. ამის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული მულტიდისციპლინური გუნდი აფასებს მოსწავლის საგანმანათლებლო შესაძლებლობას და ადგენს მის საგანმანათლებლო საჭიროებას.
მულტიდისციპლინური ჯგუფი შედგება ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტის, ნეიროფსიქოლოგისა და სპეციალური მასწავლებლებისგან. სპეციალური ტესტების საფუძველზე გუნდი აფასებს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობას და ადგენს მოსწავლის საჭიროებას. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა ეგზავნება როგორც საჯარო სკოლას, ისე მშობელს. დასკვნას თან ერთვის რეკომენდაცია, რომელიც ეხმარება სკოლას ხელი შეუწყოს მოსწავლის ინტეგრაციას და სასწავლო გარემოს ადაპტაციას. მართალია, ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს და აძლევს შესაბამის პენსიას, მაგრამ როდესაც ის შემოდის საგანმანათლებლო სისტემაში, ჩვენთვის უკვე არ აქვს მნიშვნელობა რა ნიშნით მიენიჭა მას სტატუსი. შესაძლოა მოსწავლეს ჰქონდეს დიაბეტი და ჰქონდეს შშმ პირის სტატუსი, მაგრამ არ იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე; შეიძლება, სოციალური ფაქტორების გამო ჩამორჩებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს და სულაც არ იყოს შეზღუდული შესაძლებლობის, მაგრამ იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ანუ ინკლუზიური განათლება არ გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების განათლებას. ეს არის ყველა იმ ბავშვის განათლება, რომელიც ვერ აღწევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს და სჭირდება პროგრამის ადაპტაცია, ანუ პროგრამის გამარტივება და მის შესაძლებლობებზე მორგება. დღეისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5000-მდე სსსმ მოსწავლე ჩართულია ინკლუზიურ განათლებაში.
|
ვრცლად>>> |
|
2015-10-29
მზარდი მობილობა ლიდერი უნივერსიტეტები და ფაკულტეტები
|
გვესაუბრება სსიპ განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის
რეესტრის სამმართველოს უფროსი
ნინო წერეთელი
— რამდენ სტუდენტს მიენიჭა 2015-16 სასწავლო წლის საშემოდგომო მობილობაში მონაწილეობის უფლება, რომელ უმაღლეს სასწავლებელში და რომელ ფაკულტეტებზე გაკეთდა ყველაზე მეტი განაცხადი?
— 2015-2016 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის მობილობაზე 56 დაწესებულების მიერ დარეგისტრირებული იყო 13797 ვაკანტური ადგილი. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე მობილობაზე განაცხადი გააკეთა 5137-მა სტუდენტმა, აქედან, პორტალის მონაცემებით, მობილობის უფლება მიენიჭა 4254 სტუდენტს. დღეის მდგომარეობით, ცენტრის მიერ დადებითი დასკვნა გაცემულია 3510 სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე.
პირველ პრიორიტეტად გაკეთებული
არჩევანის მიხედვით ტოპ 5 უნივერსიტეტი ასე გამოიყურება:
1. სსიპ — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი — 948
2. სსიპ — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი — 680
|
ვრცლად>>> |
|
2015-10-29
კოსმოპოლიტური გარემო და პრაქტიკული ასპექტებით გაჯერებული პროგრამები
|
რუბრიკის სტუმარია მარიკა ქურდაძე,
ბარსელონას ავტონომიური
უნივერსიტეტის (UAB) სტუდენტი
— მარიკა, მოსწავლეობის პერიოდი ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში გაატარე. რამდენად წარჩინებული მოსწავლე იყავი და როგორ გახსენდება იქ გატარებული წლები, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— პირველ რიგში, უღრმესი მადლობა თქვენს რუბრიკას მასპინძლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია გავუზიარო საკუთარი გამოცდილება საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს და გაზეთის ერთგულ მკითხველს.
სკოლის პერიოდი ძალიან ტკბილად მახსენდება, წარჩინებით — ვერცხლის მედალზე დავამთავრე, რაც ჩემი მასწავლებლების დიდი დამსახურებაა. ჩემი სკოლა იყო ერთ-ერთი მოწინავე ახალი სასწავლო მეთოდების დანერგვის მიმართულებით. მასწავლებლები ცდილობდნენ, მეტი ყურადღება დაეთმოთ მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებისთვის, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, თვითგამოხატვა, კრეატიულობა და ა.შ.
|
ვრცლად>>> |
|
2015-10-22
პრაქტიკოსი მასწავლებლის სავალდებულო აქტივობები რას ნიშნავს 5-კრედიტიანი ტრენინგი
|
რა აქტივობების შესრულება დასჭირდებათ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭოთ — გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფიკო ლობჟანიძე.
61 318 მასწავლებელი, აქედან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 45 931 მასწავლებელს, უფროსი მასწავლებლის — 15 236-ს, წამყვანის — 151 პედაგოგს, ჯერჯერობით არ გვყავს მენტორი მასწავლებელი. დღევანდელი მონაცემებით სისტემაში სულ 68 890 მასწავლებელია, აქედან 60 581 პედაგოგი დასაქმებულია საჯარო სკოლაში, 8 309 — კერძოში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის ამოქმედების პირველი წელი საპილოტედ
|
ვრცლად>>> |
|
2015-10-22
მიწიერი სამოთხე, რომელშიც ჯერ არავინ გვიშვებს
|
მარიამ წიკლაური
— „უცნაური ბედი დაჰყვა საბავშვო მწერლობას. საბავშვო წიგნზე, ლიტერატურა იქნება ეს, ილუსტრაცია, მეთოდოლოგია თუ სხვა ასპექტი, არავინ საუბრობს და არასდროს მიმოიხილავს, თუმცა ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანს უწოდებს ამ სფეროს“ — ეს არის ამონარიდი თქვენი წერილიდან მწიგნობართა ასოციაციის ყოველწლიური ალმანახისთვის. ქალბატონო მარიამ, ეს სიტყვები 2012 წელს დაწერეთ, მას შემდეგ შეიცვალა რამე? რა მდგომარეობაშია დღეს ქართული საბავშვო ლიტერატურა?
— ეს ალმანახი სულ 100 ცალი დაიბეჭდა და პირველი ხართ, ვინც ახსენა ეს წერილი. მიკვირს. მგონია, არავინ არაფერს კითხულობს ფეისბუქსტატუსების გარდა (
|
ვრცლად>>> |
|
2015-10-22
უნივერსიტეტის წარმატებას სტუდენტების საჭიროებების ცოდნა განაპირობებს
|
რუბრიკის სტუმარია სასწავლო
ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს
რექტორი გია კავთელიშვილი
— ბატონო გია, გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტს, ძირითადად, სტუდენტების რაოდენობა განსაზღვრავს, უმაღლესი სასწავლებლები დაინტერესებული არიან რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიიღონ. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ხდება ეს ხარისხის ხარჯზე? მოგწონთ თუ არა დაფინანსების არსებული სისტემა და რამდენად აკმაყოფილებს ...
|
ვრცლად>>> |
|
2015-10-15
ქვეყნის წარმატების ამოსავალი პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეა
|
რუბრიკის სტუმარია
ანა აბესაძე,
ტალინის უნივერსიტეტის სტუდენტი
— ანა, საუბარი მოსწავლეობის პერიოდით დავიწყოთ. ვიცი, რომ სკოლაში საკმაოდ აქტიური და წარჩინებული მოსწავლე იყავი. რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში სკოლაში გატარებულ წლებს, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— ტყიბულის პირველ საჯარო სკოლაში სწავლის პერიოდი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, დატვირთული ბევრი ჩემთვის ძვირფასი მოგონებით. სკოლამ, არაჩვეულებრივი პედაგოგიური კოლექტივის დახმარებით, წარმატებით მოახერხა გამოემუშავებინა ჩემში ის უნარ-ჩვევები, რამაც განაპირობა ჩემი წარმატებულ სტუდენტად ჩამოყალიბება. ყოველთვის ფრიადოსანი ვიყავი, რის გამოც პრეზიდენტისგან კომპიუტერიც მივიღე საჩუქრად. თუმცა, არ მოგატყუებთ, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის გამო დავალებას ყოველთვის ვასრულებდი, მაგრამ მე და მათემატიკა ვერასდროს ვუგებდით ერთმანეთს.
|
ვრცლად>>> |
|
2015-10-15
დაგვიანებული „პირველი სექტემბერი“
|
ლალი ჯელაძე
ჩემი პირველი „პირველი სექტემბერი“ იმით დაიწყო, რომ სკოლაში არ მიმიღეს. მიზეზი ის გახდა, რომ ჯერ 7 წლის არ ვიყავი, ნოემბერში ვხდებოდი, არადა ფორმაც მქონდა და ჩანთაც, საპირველსექტემბროდ ლექსიც ვიცოდი, წერაც, კითხვაც და ანგარიშიც... დედაც იმავე სკოლაში მუშაობდა პედაგოგად, მაგრამ მაინც არაფერმა გაჭრა. ჩემი დაჟინებული თხოვნით, პირველ სექტემბერს, ფორმაში გამოწყობილი, სკოლაში წამიყვანეს — ომახიანად ვთქვი ლექსი ნამდვილ პირველკლასელებთან, წიგნებით ჩანთა გავივსე და შევუდექი ვითომ პირველკლასელობას. ჩემი „კლასელი“ ჩემი ძმა იყო და ასე ვისწავლე, მასთან ერთად, ერთი წელი არაფორმალურად. შემდეგი წელი კი ჩემთვის მეორე, ანუ ნამდვილი პირველი სექტემბერი იყო, რომელიც არც თუ ისე საინტერესო აღმოჩნდა... ამ ამბავმა წლევანდელი პირველკლასელობის
|
ვრცლად>>> |
|
2015-10-08
|
გვესაუბრება აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი ღავთაძე
— ბატონო გიორგი, რადგან უნივერსიტეტის ბიუჯეტს, ძირითადად, განსაზღვრავს სტუდენტების რაოდენობა, უმაღლესი სასწავლებელი დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიიღოს. ხომ არ ხდება ეს ხარისხის ხარჯზე? მოგწონთ თუ არა დაფინანსების არსებული სისტემა და რამდენად აკმაყოფილებს უნივერსიტეტის მოთხოვნებს განსაზღვრული ფინანსები. არსებობს თუ არა დაფინანსების სხვა გზა ან სხვა პრინციპი? თქვენთვის რომელი იქნებოდა სასურველი?
|
ვრცლად>>> |
|
2015-10-08
სერიოზული შანსი და მოტივაცია პედაგოგებისათვის
|
მიმდინარე წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის განათლების სფეროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ადრე დაწყებული პროექტები გრძელდება და ვითარდება, იცვლებიან და კონკურსის წესით ინიშნებიან ახალი დირექტორები, იცვლება პრიორიტეტები და გამოწვევები, დროდადრო თავს იჩენს პრობლემებიც.
ახალი, 2015-16 სასწავლო წელი კი, ნამდვილად გამორჩეული იქნება ჩვენი პედაგოგებისათვის, მათივე კარიერული ზრდის თვალსაზრისით. ბუნებრივია, გამონაკლისი ამ მხრივ არც მარნეულელი პედაგოგები იქნებიან. რესურსცენტრის უფროსი, რუსლან გაჯიევი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პროფესიული განვითარების სქემა სერიოზული შანსი და მოტივაციაა თითოეული პედაგოგისთვის, აიმაღლოს კვალიფიკაცია და,
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|