|
სტატიები
|
2015-10-08
|
***
მანდატურმა დამიკაკუნა კარზე:
— გისმენ.
— მშობელი გელოდებათ, დირექტორის ნახვა მინდაო, ბავშვი მოჰყავს ამ სკოლაში.
— არ მაქვს ადგილები.
— შემოვიდეს? ვუთხარი, რომ ვერავის მიიღებთ, სავსეა კლასები და მაინც თქვენს ნახვას მოითხოვს.
— შემოვიდეს.
მორიდებული იერით, გამხდარმა, თაგვისფერთმიანმა ქალმა შემოაბიჯა. არ ჰგავდა ჩვეულებრივ მთხოვნელს, ზოგი საჩხუბრად შემართულია, მიზეზს ეძებს სიტყვაზე ჩაგეჭიდოს. მეტწილად რიდი იგრძნობა, თითქოს ბავშვობიდან გადმოჰყვათო დირექტორის მიმართ პატივისცემა.
დაბნეული იდგა, შევთავაზე სკამი, კიდეზე ჩამოჯდა
|
ვრცლად>>> |
|
2015-10-08
ემოციური უსაფრთხოების პრობლემა ქართულ სინამდვილეში
|
სუიციდი ადამიანური ცივილიზაციის თანმდევი უძველესი და უდავოდ მასშტაბური პრობლემაა. მსოფლიოში, ყოველწლიურად, მილიონამდე ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მცდელობების რაოდენობა კი გაცილებით მეტია. ამ მოვლენას განსაკურთებულ ტრაგიზმს ის გარემოება სძენს, რომ მსოფლიოში თვითმკვლელთა დიდი უმრავლესობა 15-24 წლისაა. „ჰუმან რაითს ვოთჩის“ მონაცემებით, 2008 წელს, საქართველო, 106 ქვეყანას შორის, ბოლოდან მეორე ადგილზე იყო თვითმკვლელობის შემთხვევებით. თუმცა,
|
ვრცლად>>> |
|
2015-10-01
წარმატებისთვის დასჯილი
|
ირაკლი თავაძე
სამწუხაროდ, დიდ სპორტში ჩაბმული სტუდენტებისა თუ მოსწავლეებისთვის ისევ ძალიან დიდ პრობლემად რჩება სწავლისა და სპორტული კარიერის შეთავსება, რის გამოც ბევრი იძულებულია, სპორტს თავი დაანებოს. მართალია, პირიქითაც ხდება, თუმცა ეს პრობლემის სიმწვავეს ოდნავადაც არ ამცირებს — მათ არჩევანის გაკეთება უწევთ, ოქროს შუალედის დაჭერას კი მოქმედი კანონმდებლობის გამო, უმეტესად, ვერ ახერხებენ. არადა, მსოფლიომ დიდი ხნის წინ გადაჭრა ეს პრობლემა და ასეთი დილემის წინაშე არ აყენებს თავის მოქალაქეებს — აძლევს საშუალებას, თავისი ნიჭი სრულად განავითარონ. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს მთავრობას ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება და უკვე აპრობირებული მიდგომების გათვალისწინება მართებს, ამ პრობლემის მოგვარებას არა და არ დაადგა საშველი. ვფიქრობთ, ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, იზრუნოს თავის მოქალაქეებზე და კანონში შეიტანოს ელემენტარული შესწორება, რაც გარკვეულ გამონაკლისს დაუშვებს სპორტულ შეჯიბრებებზე ყოფნისას ან მოსამზადებელ პერიოდში გაცდენილი საათების გამო კლასში ან კურსზე არ ჩატოვონ სპორტსმენი და გაცდენილი საათების ანაზღაურების საშუალება მისცენ.
|
ვრცლად>>> |
|
2015-10-01
თავგადასავალი „მასწავლებლურ სამოთხეში“
|
რუბრიკის სტუმარია უწერის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი, რომელიც რაჭის მაღალმთიან სოფელში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამით „ასწავლე საქართველოსთვის“ ჩავიდა, რადგან მისთვის ეს პროგრამა კეთილშობილური მიზნის მქონე მოვლენას წარმოადგენს საგანმანათლებლო სისტემაში. რამდენიმეწლიანმა მუშაობამ მაღალმთიან სკოლაში მას წელს კიდევ ერთი კეთილშობილური ნაბიჯი გადაადგმევინა — წელს უწერის სკოლის ერთადერთი პირველკლასელი სწორედ მისი შვილი აღმოჩნდა — „ცხოვრება ხანდახან გვთავაზობს გამოწვევას, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღო“ — ამბობს ის.
|
ვრცლად>>> |
|
2015-09-24
გამოცდების ცენტრი მზად არის, გადავიდეს ელექტრონული ფორმატის ტესტირებაზე
|
გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
მაია მიმინოშვილი
— როგორ ჩაიარა ეროვნულმა გამოცდებმა?
— გამოცდებმა ნორმალურად ჩაიარა, პროცესი მშვიდ ვითარებაში დასრულდა. ბუნებრივია, ვგულისხმობ არა მარტო საგამოცდო, არამედ გასწორებისა და აპელაციის პროცესს, შემდეგ კი — ჩარიცხვების და გრანტის განაწილების. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, 28 ათასზე მეტი სტუდენტი გვყავს, რაც თავისთავად ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ.
— მაგრამ მაინც დადგა მეორადი ჩარიცხვების საკითხი... შედგა შეხვედრა რექტორებთან და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნა მიღებული. საინტერესოა, როგორი იყო რექტორების პოზიცია?
— ამ საკითხთან დაკავშირებით რექტორებთან დეტალურად ვისაუბრეთ. მათ მეორადი ჩარიცხვების ისტორია შევახსენე.
|
ვრცლად>>> |
|
2015-09-24
სქემის პირველი დატვირთული წელი, ანუ პროცესების გამოცდა
|
ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა. სქემის ამოქმედებას წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა — პედაგოგთა პროფესიული სტანდარტის სამუშაო ვერსიას ყველა დაინტერესებული პირი გაეცნო. წლის ბოლომდე არაერთი ღონისძიება და აქტივობა უნდა განხორციელდეს, რომელიც სტრატეგიულ გეგმაშია გაწერილი. „წელს მართლაც დატვირთული წელი გვექნება“ — ასეთ განცხადებას აკეთებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი. რა იგულისხმება ამ დატვირთულ წელში და
|
ვრცლად>>> |
|
2015-09-24
„ელსევიერის“ ბაზაში ქართული ჟურნალები გამოჩნდება
|
ლალი ჯელაძე
მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონულ ბაზასთან თანამშრომლობა, გასულ წელს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ბაზების მომწოდებელ კომპანია „ელსევიერს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაიწყო. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება სამეცნიერო-კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს, უფასოდ ისარგებლონ უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურით. ელექტრონული ბიბლიოთეკა 5 მილიონ ჩანაწერს მოიცავს. მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა არა მხოლოდ
|
ვრცლად>>> |
|
2015-09-17
გამორიცხული მექანიკური პასუხები და ობიექტურად შეფასებული პროფესიული პასუხისმგებლობა
|
ლალი ჯელაძე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ფარგლებში, პედაგოგთა თვითშეფასების კითხვარი დაამტკიცა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება. კითხვარის შევსება მასწავლებლებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მოუწევთ და სასწავლო წლის დაწყების შემდეგ დაურიგდებათ. პედაგოგებს პასუხის გაცემა დაახლოებით 120 კითხვისთვის მოუწევთ, ეს ყველაფერი ელექტრონულად ივსება და პასუხები ოთხ დონედ იყოფა. 1 ყველაზე დაბალი დონეა, ხოლო მე-4 — ყველაზე მაღალი. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული საგნის მასწავლებელს ესა თუ ის პუნქტი არ შეესაბამება, ის 0-ს დაწერს.
პედაგოგთა თვითშეფასების კითხვარი
|
ვრცლად>>> |
|
2015-06-25
ახალგაზრდობის წლები სავსე უნდა იყოს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტით
|
რუბრიკის სტუმარია
იოსებ ჟორჟოლიანი,
ვაშინგტონისა და ჯეფერსონისკოლეჯის სტუდენტი,
საქართველოს ახალგაზრდა ელჩი
ამერიკის შეერთებულ შტატებში
— რამდენად წარჩინებული მოსწავლე იყავი და როგორ გახსენდება სკოლაში გატარებული წლები, მასწავლებლები, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
|
ვრცლად>>> |
|
2015-06-11
„ბავშვთა ქორწინებით“ გამოწვეული პრობლემები და ქვეყანაში არსებული სამართლებრივი რეგულაციები
|
ლალი ჯელაძე
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, 18 წელს მიუღწეველი, დაახლოებით, 14 მილიონი გოგო ქორწინდება ერთი წლის განმავლობაში, 38 000 — ერთ დღეს, 13 გოგონა კი — 30 წამში, მათი დიდი ნაწილი — იძულებით. ეს არასახარბიელო სტატისტიკა ბავშვთა ქორწინებას, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ერთ-ერთ უმწვავეს საკითხად წარმოაჩენს. გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 15-დან 19 წლის ასაკის, დაახლოებით, 16 მილიონი გოგონა აჩენს ბავშვს.
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება და ორსულობა საქართველოშიც პრობლემაა — 15-19 წლის ყოველი 1000 გოგონადან, საშუალოდ, 39
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|