|
სტატიები
|
2015-06-04
საქართველოს ახალი იდეები, ახალი სახეები, ახლებურად განვითარება სჭირდება
|
რუბრიკის სტუმარია ჯაბა მესხიშვილი,
კობეს უნივერსიტეტის დოქტორანტი
— ჯაბა, გვიამბე მოსწავლეობის პერიოდზე, რამდენად წარმატებული მოსწავლე იყავი, გარკვეულწილად, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— მოსწავლეობის პერიოდი თბილისის მე-5 საშუალო სკოლაში გავატარე. სკოლაში ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი, ჩემი აზრით, არაფრით გამორჩეული სხვა მოსწავლეებისგან. ვსწავლობდი საშუალო დონეზე, ოღონდ მქონდა ჩემი „უცნაურობები“, იმ საგნების სწავლით, რომლებიც არ მიყვარდა (ძირითადად ტექნიკური საგნები), დიდად თავს არ ვიწუხებდი. ყველაზე მეტად მიყვარდა ისტორია-გეოგრაფია, ამიტომ ამ საგნებს განსაკუთრებული მონდომებით ვსწავლობდი, კლასგარეშე ლიტერატურასაც დიდი ინტერესით ვკითხულობდი. ჩემი პროფესიული არჩევანი სკოლას ნამდვილად არ განუსაზღვრავს და არჩევანი დამოუკიდებლად გავაკეთე. წავიკითხე რამდენიმე წიგნი იაპონიის შესახებ და წაკითხულმა იმდენად
|
ვრცლად>>> |
|
2015-05-28
ინოვაციური საფეხური — სასკოლო მზაობის პროგრამის ხმაურიანი დასაწყისი
|
ლალი ჯელაძე
პირველკლასელთა რეგისტრაცია 14 ივნისამდე გრძელდება და წელს სკოლაში ის ბავშვები მიიღებიან, ვისაც სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდება 6 წელი — ამ ახალ რეგულაციას მშობელთა საყოველთაო მღელვარება მოჰყვა. ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატმა კობა სუბელიანმა მოამზადა. დოკუმენტის თანახმად, 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე დაბადებულ პატარებს სწავლის დაწყების უფლება უნდა მიეცეთ, ამ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში ორი მოსმენით უყარეს კენჭი — პირველ მოსმენაზე მან დეპუტატების მხარდაჭერა მოიპოვა, მეორე კენჭისყრზე კი ჩავარდა. 27 მაისს, პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მესამე მოსმენა გაიმართება. თუკი პარლამენტი ამ ცვლილებას დაამტკიცებს, იმ 20 ათას ბავშვს, ვისაც 14 სექტემბრის შემდეგ, წლის ბოლომდე, უსრულდება 6 წელი, მიეცემა შანსი გახდეს პირველკლასელი. მოქმედი კანონით
|
ვრცლად>>> |
|
2015-05-28
მოთხრობითი ბრუნვის ფორმის სწავლების ასპექტები სომხურენოვან სკოლებში
|
დოდო (ზამირა) კობიაშვილი
წალკის მუნიციპალიტეტის სოფ.
ოზნის საჯარო სკოლის
კონსულტანტი მასწავლებელი
ქართულის, როგორც მეორე ენის პრაქტიკოსი მასწავლებლები დამეთანხმებიან, რომ, ზოგადად, არაქართველი მოსწავლეების მიერ ქართული ენის ათვისება უფრო შედეგიანია დაწყებით კლასებში, ვიდრე უფროსკლასელებში, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის — მეტი მოტივაცია და პასუხისმგებლობა უმცროსი ასაკის მოსწავლეებში და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სმენითი და მხედველობითი მეხსიერების აქტიური განვითარება
|
ვრცლად>>> |
|
2015-05-21
ნაადრევად დაანონსებული ცვლილებები და მათ განსახორციელებლად არსებული რეალური შესაძლებლობები
|
შეიცვლება თუ არა სკოლის დირექტორების დანიშვნის წესი და გაერთიანდება თუ არა გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები — ეს საკითხები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული მედიასემინარის ძირითად სიახლეებად მივიჩნიეთ (მასწავლებელთა გარე დაკვირვების მოდელთან ერთად, რომლის შესახებაც ჩვენი გაზეთის წინა ნომერში შემოგთავაზეთ მასალა) და დღევანდელ წერილში სწორედ ამ საკითხებზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. საჯარო სკოლის
|
ვრცლად>>> |
|
2015-05-21
სამოქალაქო განათლება — კავშირი ევროპულ მომავალთან
|
ანა ფირცხალაიშვილი
16 მაისს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მეოთხე წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH Internationalკონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. კონფერენცია-გამოფენის მხარდამჭერია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, ხოლო პროგრამის („მომავლის თაობა“) ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
პროგრამა „მომავლის თაობის“ წლის შედეგები და საქმიანობა წარადგინა პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. მან
|
ვრცლად>>> |
|
2015-05-21
ქართული სკოლების შვედური მოდელი
|
სამშაბათს, სასტუმრო „თორსში“, საინტერესო მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციასა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) სპორტისა და ტურიზმის ექსპერტებთან. პროექტი სამწლიანია — მოიცავს 2015-2018 წლებს და განკუთვნილია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.
სამწუხაროდ, სპორტი ქართული სკოლებისთვის „აქილევსის ქუსლად“ იქცა, ვერა და ვერ შემუშავდა ისეთი მოდელი, რომელიც განაპირობებს სპორტში მოსწავლეთა მასობრივად ჩაბმას, სპორტი კვლავაც „გერის“ როლში რჩება. არადა, ფიზიკური აქტივობა საუკეთესო საშუალებაა მოზარდი თაობის გაჯანსაღებისთვის. და არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არამედ, სულიერი და მორალურ-ფსიქოლოგიური გაკაჟებისთვის. მარტივი ჭეშმარიტებაა — ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!
|
ვრცლად>>> |
|
2015-05-14
გაუწოდეთ ბავშვს ხელი და არა ფული
|
ლალი ჯელაძე
სამი წლის წინ, საქართველოში, ქუჩაში მყოფი ბავშვების დასახმარებლად შეიქმნა პროგრამა, რომლის მიზანი ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის სახელმწიფო მექანიზმებისა და სერვისების შემუშავება და ამოქმედება იყო. პროექტისთვის ევროკავშირმა 750 ათასი ევრო გაიღო, ხოლო იუნისეფმა — 75 ათასი. პროექტის დასაწყისი — 2012 წლის აგვისტო, ხოლო დასასრული 2015 წლის მაისია. „ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე, განსაკუთრებით ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე“ — ამ ინიციატივის ძირითადი ამოცანა ბავშვების ჰარმონიული განვითარება და სოციალური ინტეგრაციაა.
|
ვრცლად>>> |
|
2015-05-14
უფროსი მასწავლებლობის გარანტი ვიდეოგაკვეთილები (+5 კრედიტი)
|
ლალი ჯელაძე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა პედაგოგებს ოთხ კატეგორიად ჰყოფს. თითოეული კატეგორიის მინიჭებასა და მის შენარჩუნებას სხვადასხვა აქტივობებით ამყარებს. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილებაც უფროს მასწავლებელს კატეგორიის შესანარჩუნებლად მოუწევს, 19 კრედიტის დაგროვებაა, აქედან გარე დაკვირვებას 5 კრედიტი ენიჭება. როგორ უნდა გაიაროს პედაგოგმა გარე დაკვირვება, რომელიც ვიდეოგაკვეთილის შედეგად უნდა შეფასდეს და როგორ აიღოს19 კრედიტიდან მისთვის განკუთვნილი 5 კრედიტი? ეს ინფორმაცია, ალბათ, არა მხოლოდ ამჟამად ამ საფეხურზე გადამსვლელებს, არამედ ყველას დააინტერესებს, რადგანაც მისი გავლა ერთხელ ნებისმიერ პედაგოგს მოუწევს, ვინც ამ სისტემაშია.
|
ვრცლად>>> |
|
2015-05-06
ჩვენ ვართ ერი, რომელსაც განათლების დიდი კულტურა და ისტორია აქვს
|
რუბრიკის სტუმარია გიორგი ლომიძე
ექსეტერის უნივერსიტეტის სტუდენტი,
საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დიდ ბრიტანეთში
— გიორგი, როგორც ვიცი, თბილისის კერძო სკოლა — „შპს სინათლე“ — წარჩინებით დაამთავრე, წარდგენილი იყავი ოქროს მედალზე. როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— კარგი სკოლის არჩევა ყველა ბავშვისათვის
|
ვრცლად>>> |
|
2015-05-06
ქართველი ახალგაზრდების რეალობა და საჭიროებები
|
ახალგაზრდებს საქართველოში მწირი ცოდნა აქვთ თავიანთი უფლებების შესახებ და ნაკლებად აქტიურები არიან.“ — აღნიშნულია „ახალგაზრდების ეროვნულ კვლევაში“, რომელიც ჩაატარა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან (იუნისეფთან) და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (ჲნფჵა) მჭიდრო თანამშრომლობით.
„ქცევა, რომელიც სათავეს იღებს მოზარდობის პერიოდში, კრიტიკულ გავლენას ახდენს ახალგაზრდის ცხოვრების ფორმირებაზე და ზოგადად, საზოგადოების მომავალზე, — აღნიშნავს საშა გრაუმანი, გაეროს
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|