|
სტატიები
|
2015-04-30
როცა სიბნელეს მკვეთრი ენაცვლება
|
„ის არასდროს არის იქ, სადაც პოლიტიკური მღელვარებაა, არც იქ, სადაც მსოფლიოს ცხელი წერტილია, სამაგიეროდ არის ყველგან, სადაც მარტოდ მოხეტიალე ფოტოგრაფის დაკვირვებული თვალი ზედაპირული ფორმებით არ კმაყოფილდება და ახალი სივრცეების და ახალი შინაარსების ძიებისკენაა მიმართული“ — ასე ახასიათებენ სლოვენური წარმოშობის ფრანგ ფოტოგრაფს კლაუდი სლუბანს. თანამედროვე
|
ვრცლად>>> |
|
2015-04-30
სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის
|
ანა ფირცხალაიშვილი
25 აპრილს, თბილისის N131 საჯარო სკოლაში, გაიმართა კონფერენცია თემაზე — „თანამედროვე მიდგომების გამოყენება; ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა და გამოცდილების გაზიარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის“. კონფერენცია გახსნა სკოლის დირექტორმა ხათუნა ენუქიძემ. პირველი მომხსენებელი კი დირექტორის მოადგილე მეგი როსტიაშვილი-წიკლაური იყო, რომელმაც წარმატებული სკოლის მახასიათებლების შესახებ ისაუბრა.
კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. მასში ქალაქის NN106, 49, 139, 94, 28, 216, ნორიოს საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლების — „ფესვები“, „ივერია“,
|
ვრცლად>>> |
|
2015-04-08
სიღრმისეული მენტალური რევოლუციის გარეშე უკეთეს სახელმწიფოს ვერ შევქმნით
|
რუბრიკის სტუმარია ბესო ადეიშვილი,
მაგდებურგის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული
— საუბარი მოსწავლეობის პერიოდიდან დავიწყოთ. თბილისის 103-ე საშუალო სკოლიდან სასწავლებლად მოსკოვში მიდიხარ და საშუალო სკოლასაც იქ ამთავრებ. როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი, შენი მასწავლებლები... როგორ შეადარებ ქართულ და რუსულ საშუალო სკოლებს ერთმანეთს... გარკვეულწილად, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი რუბრიკის სტუმრად არჩევისთვის. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო რუბრიკაა. უცხოეთში სწავლა, გარკვეულწილად, გამართლებაცაა და დიდი პასუხისმგებლობაც, რადგან ყველას არ ეძლევა ამის შანსი. ისინი, ვისაც ეს შესაძლებლობა მიეცემა, ყველანაირად უნდა ეცადონ, მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები და დაგროვილი გამოცდილება თანამემამულეებს გაუზიარონ.
|
ვრცლად>>> |
|
2015-04-08
მასწავლებელთა ხარისხის და ეფექტიანობის გაუმჯობესება — 21-ე საუკუნის კონკურენტუნარიანობის აუცილებელი პირობა
|
ლალი ჯელაძე
მასწავლებელთა საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების გაუმჯობესება, მასწავლებელთა სამუშაო ძალის ეფექტიანობის გაზრდა და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ახალი, ნიჭიერი კადრების მოსაზიდად — ეს ის საკითხებია, რომლებზეც მასწავლებელთა პოლიტიკის ორდღიან ფორუმზე იმსჯელეს. ფორუმი — „მასწავლებელთა ხარისხის და ეფექტიანობის გაუმჯობესება — აუცილებელი პირობა საქართველოს კონკურენტუნარიანობისთვის 21-ე საუკუნეში“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის), საქართველოში ესტონეთის საელჩოსა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარდა. ორდღიანმა ფორუმმა თავი მოუყარა უცხოელ ექსპერტებს, ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, განათლების სპეციალისტებსა და საერთაშორისო დონორებს.
|
ვრცლად>>> |
|
2015-04-01
პროფესია, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს
|
სოფელი სნო ზღვის დონიდან 1760 კილომეტრზე მდებარეობს. 2002 წლის მონაცემებით, სოფელში 418 კაცი ცხოვრობს. სოფლის დაარსება და მისი განაშენიანება-განვითარება ღუდუშაურების გვარს უკავშირდება. ღუდუშაურების პირველი საცხოვრისი სოფელი კვირაის ძალთაი ყოფილა, შემდეგ იქიდან წამოსულან და იქვე ახლოს დასახლებულან. სოფლისთვის, თავიანთი წინაპრის პატივსაცემად, სნო დაურქმევიათ, ხოლო ძველი ნამოსახლარი, მთაში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, სალოცავად
|
ვრცლად>>> |
|
2015-04-01
2 აპრილი — აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე
|
რაიმონდი ჩემი უსაყვარლესი კინოგმირია ბარი ლევინსონის ფილმიდან „წვიმის კაცი“. მართალი გითხრათ, აღარც კი მახსოვს რამდენჯერ მაქვს ნანახი.
მაშინ, როცა ფილმი კინოეკრანებზე გამოვიდა, აუტიზმის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, უფრო სწორად არაფერი ვიცოდი, არადა რაიმონდი აუტიზმითაა დაავადებული. გამოგიტყდებით, ალბათ, მაშინ ფილმის ასე გამორჩევა მასში მონაწილე მსახიობების სიყვარულმაც განაპირობა. ფილმის მთავარი გმირები — მომხიბვლელი ტომ კრუზი და უნიჭიერესი დასტინ ჰოფმანი — 17 წლის გოგონას გულგრილს ვერაფრით დატოვებდა. ფილმის ყურებისას ბრაზი მერეოდა ჩარლის უხეშ საქციელზე, მაგრამ ბოლოს, გაკეთილშობილებულ ტომ კრუზს, ამას ყოველთვის ვპატიობდი... გავიდა წლები და „წვიმის კაცი“ მაინც დარჩა იმ რამდენიმე ფილმს შორის, რომელსაც ვურჩევდი, რასაკვირველია, თუკი ვინმემ რჩევა მკითხა, აუცილებლად ენახათ. ახლა ფილმმა სხვა ღირებულება შეიძინა, ეს ჩარლის დამოკიდებულების შეცვლამ განაპირობა და იმ იმედმა, რომ ჩვენი საზოგადოებაც არსებულს ასეთივე დამოკიდებულებით ჩაანაცვლებს სტიგმის დასაძლევად, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე არსებობს.
|
ვრცლად>>> |
|
2015-03-26
ჩვენზე ერთით მეტი, მაგრამ მეგობრები ხომ ქრომოსომებს არ ითვლიან...
|
ლალი ჯელაძე
„მალე დედა გავხდები... ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემს შვილს დაუნის სინდრომი აქვს. მეშინია. ნეტავ, როგორი ცხოვრება ექნება ჩემს ბიჭუნას.“ — მომავალი დედის წერილიდან. ამ გულისამაჩუყებელი წერილის პასუხი საოცარი ვიდეორგოლია, რომელიც, შეიძლება ითქვას, საუკეთესო გზავნილია და ყველა იმ შესაძლებლობის და უნარის გახმოვანება, რაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეუძლიათ. ეს არის გზავნილი ყველა დედისთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და არა მხოლოდ მათთვის, მსოფლიო საზოგადოებისთვის და, რაც მთავარია, ამ შესაძლებლობებს თავად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ახმოვანებენ:
„ძვირფასო მომავალო დედა, ნურაფრის გეშინია. შენი შვილი ბევრი რამის გაკეთებას შეძლებს. შეძლებს,
|
ვრცლად>>> |
|
2015-03-26
ჩვენი სამშობლო მთელი საქართველოა
|
რუბრიკის სტუმარია
მუსტაფა კოლათი (ქოლოტაშვილი)
„მარმარილოს ზღვის რეგიონის
ქართველების პლატფორმის“ წევრი,
სოფელ ნურუოსმანიეს საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი
— ბატონო მუსტაფა, პირველ რიგში, მოგესალმებით საქართველოდან და გილოცავთ თურქეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამის დამტკიცების ისტორიულ ფაქტს. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?
|
ვრცლად>>> |
|
2015-03-26
ახალი საუნივერსიტეტო პროგრამები შეუვალი პრინციპით - მაღალი ხარისხი
|
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას ჩვენს გაზეთში არაერთი წერილი მიეძღვნა, თუმცა თემა იმდენად აქტუალური და მასშტაბურია, პერიოდულად ვაგრძელებთ სქემის სხვადასხვა კომპონენტებზე საუბარს. როგორც ცნობილია, სქემაზე დაყრდნობით, მომზადდა ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც კვალიფიციურ პედაგოგებს მოამზადებს.
|
ვრცლად>>> |
|
2015-03-19
ვაჟათი და რუსთველით ამაყი „მამაცი ქალის“ რეალობა
|
ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მსოფლიოში პირველი სასულიერო პირი ქალია, რომელსაც აშშ-ს პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ, გასულ წელს, „სიმამაცის“ ჯილდო გადასცა. ეს ჯილდო 2007 წელს ჰილარი კლინტონმა დააწესა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე იმ არაამერიკელ ქალებს გადასცემენ, რომლებმაც საკუთარი მოღვაწეობით სიმამაცე გამოიჩინეს. რითია ეპისკოპოსი ქალი გამორჩეული, რითაც მიიქცია ყურადღება და მისი მოღვაწეობა სიმამაცედ შეფასდა — როგორია „განსხვავებული“ ადამიანის ბედი ჩვენს ქვეყანაში?
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|