|
სტატიები
|
2015-03-19
ქართველი ახალგაზრდები არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული სახელმწიფოზე, ვეცადოთ შევქმნათ პერსპექტივა იმ რესურსით, რაც გაგვაჩნია
|
რუბრიკის სტუმარია მიხეილ სარჯველაძე,
კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი,
საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში
— მიშა, შენი მოსწავლეობის პერიოდში, 90-იან წლებში, საქართველოში საკმაოდ რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება იყო. სწავლობდი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საშუალო სკოლაში. როგორ გახსენდება იქ გატარებული წლები, შენი მასწავლებლები, გქონდა თუ არა სათანადო პირობები იმისთვის, რომ წარჩინებული მოსწავლე ყოფილიყავი და განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი მომავალი?
|
ვრცლად>>> |
|
2015-03-19
მასწავლებლებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, საიდან სად მიდიან
|
გია მურღულია
კერძო სკოლა „ლოგოსის“
დამფუძნებელი, ფილოლოგიის დოქტორი
ასეთი დოკუმენტის არსებობის აუცილებლობას ყოველთვის პრინციპულად ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ. მასწავლებლის პროფესია უნდა ცნობდეს კარიერულ წინსვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მკვდარი პროფესია. არაერთხელ მითქვამს, რომ შორეულ 1976 წელს რომ დავამთავრე უნივერსიტეტი და დიპლომში ჩამიწერეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მას შემდეგ არავინ დაინტერესებულა ჩემით. განვითარდა სკოლა, შეიცვალა პროგრამები, შეიცვალა საზოგადოება, წიგნები, ბავშვები და ყველაფერი, მაგრამ რა მომივიდა მე, შევიცვალე და განვვითარდი თუ არა, აქამდე არც საზოგადოება დაინტერესებულა და არც სახელმწიფო. პირველი მცდელობა 90-იანი წლების მეორე ნახევარში გვქონდა, მასწავლებელთა ატესტაცია რომ ჩატარდა. ძალიან კარგად ვიცი, რა ხარვეზები ახლდა ამ პროცესს. სხვათა შორის, მაშინ არავინ არ ეხმარებოდა ამ სისტემას,
|
ვრცლად>>> |
|
2015-03-19
უნარების გამოცდა აზროვნებისა და მსჯელობის შემაფასებელი გამოცდაა და არა ცოდნის
|
ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებიდან ყველაზე აქტუალური, ალბათ, ზოგადი უნარებია. მასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს და შეკითხვებიც ბევრია. მრავალგზის განმარტების მიუხედავად, კვლავ ხშირად გაისმის შეკითხვა — უნდა მოემზადოს თუ არა აბიტურიენტი ზოგად უნარებში? ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელთან, სოფო დოლიძესთან და, შეძლებისდაგვარად, უნარების გამოცდასთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიგვიღია. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ აბიტურიენტებს ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის რჩევებს, რომელთა გათვალისწინება მათ გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება.
|
ვრცლად>>> |
|
2015-03-12
სასკოლო მზაობის ოპტიმალური ასაკის ძიებაში
|
ლალი ჯელაძე
ზოგადი განათლების შესახებ კანონში სასკოლო ასაკის განსაზვრის შესახებ ცვლილება ახალი სასწავლო წლიდან ძალაში შევა. დოკუმენტის თანახმად, ბავშვი პირველ კლასში სწავლას ვერ დაიწყებს, თუ სასწავლო წლის დაწყების დღეს 6 წლის არ არის. პროფესიული შეხედულება ასეთია: გონებრივი და ფიზიკური მზადყოფნისთვის აუცილებელია, მოსწავლეს 6 წელი შეუსრულდეს. კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ამოქმედებას განსაკუთრებული უკმაყოფილებით ხვდება მშობელთა ის ნაწილი, რომელთა შვილებიც
|
ვრცლად>>> |
|
2015-03-12
სევდიანი ანეტას გმირული ისტორია
|
1916 წლის 30 მარტს (ძველი სტილით — 17 მარტს) „პორტუგალს“ ბუქსირით მოჰყავდა რამდენიმე ბრტყელძირიანი ნავი, რათა სანაპიროდან დაჭრილები აეყვანა ხომალდზე. ქალაქ რიზესთან, შავი ზღვის თურქეთის სანაპიროსთან, ხომალდი შეჩერდა, რადგან ერთი პატარა ნავი იძირებოდა და მისი შეკეთება გახდა აუცილებელი. იმ დროისთვის „პორტუგალზე“ არ იყვნენ დაჭრილები, მაგრამ იყვნენ წითელი ჯვრის ექიმები და მედდები და, გემის მომსახურე პერსონალი. ხომალდის ეკიპაჟი ხედავდა, რომ გემს პერისკოპი მიუახლოვდა, მაგრამ „პორტუგალი“
|
ვრცლად>>> |
|
2015-03-12
პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო
|
შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირთა დასაქმების თაობაზე დამსაქმებელთა დამოკიდებულების კვლევის შედეგებს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები გაეცნენ. შეხვედრის მიზანი იყო შშმ და სსსმ პირთა დასაქმების მხარდასაჭერად რელევანტური სერვისების ამოქმედება.
|
ვრცლად>>> |
|
2015-03-05
ვიფიქროთ არა იმაზე, თუ რას გვაძლევს სამშობლო, არამედ თავად რას ვაძლევთ მას
|
რუბრიკის „ქართველი სტუდენტები
უცხოეთში“ სტუმარია
ალექსანდრე პეტრიაშვილი,
პრაღის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის სტუდენტი
— ალექსანდრე, როგორ გახსენდება სკოლაში გატარებული წლები, შენი მასწავლებლები... რამდენად წარმატებული მოსწავლე იყავი... განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენს გაზეთში სტუმრად მოწვევისთვის. არ შემიძლია, არ გამოვხატო დიდი სიმპათია თქვენი გაზეთისადმი, თქვენდამი და იმ საქმისადმი, რასაც ემსახურებით. ჩემი აზრით, განათლების სფერო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ქვეყნისთვის. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: „ბედი იმისია, ვინც ძლიერია, ძლიერი მხოლოდ მცოდნე კაცია“.
ვსწავლობდი თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში. სიმართლე გითხრათ, ეს სკოლა სახელით შეიძლება პირველ კლასიკურ გიმნაზიას ვერ შეედაროს, მაგრამ იქ, დღემდე, საქართველოში საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიან. მათი დამსახურებით, ბავშვობიდანვე ჩამომიყალიბდა
|
ვრცლად>>> |
|
2015-03-05
G-PRIED ამ სკოლაში ყველგან და ყველაფერში იგრძნობა
|
ლალი ჯელაძე
ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილები, მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა და მშობელთა მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ხელშეწყობით, საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე დანერგილი სიახლეების დემონსტრირება.
***
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)) წარმოადგენს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების შემოღებასა და დანერგვას. პროექტების სამიზნე ჯგუფს
|
ვრცლად>>> |
|
2015-02-26
თურქეთი ჩემი სამშობლოა, დედა სამშობლო კი — საქართველო!
|
ნომრის სტუმარია
ქევსერ რუჰი (ქეთი ხანთაძე), წარმოშობით ქართველი,ენათმეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი
თურქეთის სახელმწიფოსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2014 წლის სექტემბერში, დამტკიცდა „ქართული ენის სასწავლო პროგრამა“, რომელიც თურქეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლებას იტვალისწინებს. ამ გადაწყვეტილებით რეალობად იქცა ქართული წარმოშობის თურქი მოქალაქეების მრავალსაუკუნოვანი ოცნება.
პროგრამის ავტორია დღევანდელი ნომრის სტუმარი ქალბატონი ქევსერ რუჰი (ქეთი ხანთაძე), წარმოშობით ქართველი, ენათმეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი.
მასთან ერთად, პროგრამის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელს, ერდალ ქუჩუქს (ელიზბარ ციმნარიძე), პროგრამის თარგმნაში მონაწილეობდნენ პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი მარიამ გაფრინდაშვილი.
|
ვრცლად>>> |
|
2015-02-26
გზა პრაქტიკოსი მასწავლებლიდან მენტორობამდე
|
ლალი ჯელაძე
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელი დოკუმენტები სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ შეიმუშავა და 19 თებერვალს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ახალი სქემა წარუდგინა.
სქემა ერთიანი სისტემაა, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია პედაგოგის მომზადება პროფესიისთვის. დოკუმენტში ასახულია, როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო პროგრამა, პროფესიაში შესვლის გზები და როგორ უნდა შეუწყონ ხელი პედაგოგს კარიერულ წინსვლაში.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|