|
სტატიები
|
2015-02-18
ვისურვებდი, სწორედ ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები იყოს საქართველოს სამომავლო განვითარების ფუნდამენტი და ამოსავალი წერტილი
|
რუბრიკის სტუმარია ლერი ხუფენია,
მალმეს უნივერსიტეტის სტუდენტი
— ლერი, როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი და საქართველოში გატარებული სტუდენტური წლები?
— მივესალმები თქვენს მკითხველს და უღრმეს მადლობას გიხდით, რომ მომეცა თქვენთან საუბრის საშუალება. ჩემი ოჯახი 90-იან წლებში, ასობით ათას ქართველთან ერთად, იძულებით გაასახლეს აფხაზეთიდან, ამგვარად, მე და ჩემი ძმები დავიბადეთ და გავიზარდეთ თბილისში. ვსწავლობდი 51-ე საჯარო სკოლაში, თუმცა ბოლო 4 წელი გავატარე სკოლა-ლიცეუმ „ენკა“-ში, სადაც ნამდვილი პროფესიონალი და დიდებული ადამიანები მასწავლიდნენ. სკოლაში ყოფნის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი სპორტულ და
|
ვრცლად>>> |
|
2015-02-18
წიგნიერების კომპეტენციის განვითარება თანმხლები ხარვეზების ფონზე
|
ლალი ჯელაძე
ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, მოსწავლეებმა კვირაში ერთი საათი სხვადასხვა ლიტერატურის კითხვას უნდა დაუთმონ. მოზარდები საკითხავი მასალის არჩევანში შეზღუდულები არ არიან — მათ შეუძლიათ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მწერლების ნაწარმოებები წაიკითხონ. სამინისტროს ინიციატივა ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით: კითხვის ტექნიკის გაძლიერება; წაკითხულის განხილვა-გააზრება; მსჯელობის უნარის განვითარება; პრეზენტაციის და შემოქმედებითი უნარების განვითარება და ა.შ.
|
ვრცლად>>> |
|
2015-02-11
სინას მთაზე განახლებული სამეცნიერო ექსპედიცია
|
ლალი ჯელაძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სინას მთაზე წარმოებული სამეცნიერო ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ასევე მოეწყო ფოტოებისა და სინას მთასთან დაკავშირებული ხელნაწერების გამოფენა, რომელსაც მოწვეულ საპატიო სტუმრებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო.
თამარ სანიკიძე: „ჯერ კიდევ 2002 წლიდან მიმდინარეობდა მსჯელობა ამ კოლექციის შესწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ იყო გადაუჭრელი საკითხები, ძირითადად, ფინანსურ მხარესთან დაკავშირებული, რომელიც აფერხებდა კვლევებს. 2014 წელს გამოიყო თანხა და ჩატარდა ექსპედიცია, რომელიც შესწავლას გავაგრძელებთ“.
|
ვრცლად>>> |
|
2015-02-11
სასკოლო მზაობა — მშობლებისა და ფსიქოლოგების განსხვავებული აქცენტები
|
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგებმა და ექიმებმა, სასკოლო სწავლების დაწყების ასაკთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართეს, რომელზედაც მოწვეული იყვნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები და ყველა დაინტერესებული პირი. შეხვედრის მიზანი — ყველა მხარეს, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით, სპეციალისტებისაგან მიეღო სრული ინფორმაცია.
მშობლები და ფსიქოლოგები სკოლისთვის მზაობაში განსხვავებულ აქცენტებს აკეთებენ. თუ მშობელთა უმრავლესობისთვის წერა-კითხვის ცოდნა ბავშვის სკოლაში ადრე შეყვანის მიზეზია, ფსიქოლოგები აქცენტს სოციალურ, ემოციურ, ინტელექტუალურ მზაობაზე, ასევე მოტორიკის განვითარების დონეზე აკეთებენ. შესაბამისად, ფსიქოლოგების რეკომენდაციებსა და მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევებზე დაყრდნობით, სასკოლო სწავლების დაწყების ასაკად 6 წელი განისაზღვრა. აქვე აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, ფსიქოლოგები სასკოლო ოპტიმალურ ასაკად 7 წელს მიიჩნევენ. შესაბამისად, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, პოლონეთსა და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში სასკოლო ოპტიმალურ ასაკად 7 წელია განსაზღვული. ასევე 7 წელია სწავლის დაწყების ასაკი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
|
ვრცლად>>> |
|
2015-01-29
საერთაშორისო ჟურნალისტის პროფესია საშუალებას მომცემს, საქართველო უკეთ გავაცნო მსოფლიოს
|
რუბრიკის სტუმარია ლიკა ჭიპაშვილი,
მონტენის სახელობის ბორდოს უნივერსიტეტის სტუდენტი,
საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში
— ლიკა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წითელ დიპლომზე დამთავრების შემდეგ, არჩევანს უცხოეთზე აკეთებ. რატომ აირჩიე განათლების მისაღებად ქალაქი ბორდო?— პროფესიული არჩევანი ჯერ კიდევ ბავშვობაში გავაკეთე, ერთადერთი რაც მომწონდა, მხოლოდ ჟურნალისტიკა იყო. ვფიქრობ, არ არსებობს სხვა პროფესია უფრო სიცოცხლისუნარიანი, სიახლის მქონე, საინტერესო და ჰუმანური, ვიდრე ჟურნალისტიკაა. თსუ-ს ჟურნალისტიკის სპეციალობაზე სწავლისას გატარებულმა ოთხმა წელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ჩემი პიროვნულობის
|
ვრცლად>>> |
|
2015-01-29
გზა დამოუკიდებლობისკენ
|
19 იანვარს, პრაღის ისტორიულ ვაცლავის მოედანზე მდებარე ლუცერნის სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნა ფოტოგამოფენა — „გზა დამოუკიდებლობისკენ: აზერბაიჯანი, საქართველო, ლიტვა“, რომელიც მიეძღვნა1989-90-91 წლებში განვითარებულ მოვლენებს და იმ მძიმე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს, რომელიც განვლო დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა სამმა სახელმწიფომ: საქართველომ, აზერბაიჯანმა და ლიტვამ. გამოფენის ორგანიზატორებმა ჩეხ მოქალაქეებსა და დამთვალიერებლებს თბილისში, ბაქოსა და ვილნიუსში მომხდარი ისტორიული მოვლენების ამსახველი 40 ფოტო წარუდგინეს (1989 წლის 9 აპრილი — საქართველოში, 1990 წლის 20 იანვარი — ბაქოში და 1991 წლის 13 იანვარი — ვილნიუსში). გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ: აზერბაიჯანელ სტუდენტთა კავშირი, ქართველ სტუდენტთა გაერთიანება ჩეხეთის რესპუბლიკაში და ლიტვის საელჩო.
|
ვრცლად>>> |
|
2015-01-29
პატიმრობა, როგორც უკიდურესი ზომა
|
ლალი ჯელაძე
არასრულწლოვანებისთვის მართლმსაჯულების ახალი კოდექსი მზადდება, რომელიც 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. კოდექსი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და საერთაშორისო ექსპერტების, სფეროს სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების ჩართულობით მომზადდა. მასზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი კომპლექსური დოკუმენტია და მოიცავს საკითხებს, რომლებიც ეხება კანონთან კონფლიქტში მყოფ და დანაშაულის მსხვერპლ ან მოწმე ბავშვებს ისევე, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაში მონაწილე ბავშვებს.
|
ვრცლად>>> |
|
2015-01-22
გადავარჩინოთ ხაიში ჩაძირვას
|
„ყველამ დავიცვათ ჩვენი წილი საქართველო!“ — კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის მოწოდება
ჩვენ ირგვლივ, წარმატებებთან ერთად, ნაკლიც ბევრია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო მათი გამოსწორება ჩვენს ძალებს აღემატება. ამიტომ ავირჩიეთ საკითხი, რომლის მეშვეობითაც საქმის წინ წაწევა შეიძლება — ზრუნვა გარემოზე, ეკოლოგიური საკითხებით ახალგაზრდების დაინტერესება, ისტორიული ადგილების შესწავლა, სტრატეგიული ადგილის მნიშვნელობის ახალგაზრდების გაგებამდე დაყვანა, რაც საბოლოო ჯამში ადამიანის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საპატიო საქმეს ემსახურება. ჩემ მიერ დაგეგმილი დაშქრობა-გაკვეთილის მიზანიც ეს იყო. ლაშქრობისას ბავშვებს 555 წელს აჯანყებული სვანების მიერ ბიზანტიის იმპერიის ერთი გარნიზონის გაწყვეტის ადგილს ვაჩვენებ და ვუყვები, ზუსტად იმავე ადგილზე აჯანყებულმა სვანებმა როგორ გაანადგურეს 1921 წელს საქართველოს დამპყრობი წითელი არმიის ერთი ასეული. იმავე ადგილას, 1941-1945 წლების გერმანიის წინააღმდეგ ომში, როგორ მზადდებოდა გერმანელთა სამარე იმ შემთხვევისათვის, თუ კავკასიონის ქედის უღელტეხილზე ამოსულები სვანეთში ნენსკრის სათავიდან დაეშვებოდნენ. ზუსტად იმავე ადგილზე, ახლა უკვე მეოთხედ, 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის დროს, დადგნენ რუსული ტანკები. დასავლეთ საქართველოს ცადაზიდულ მწვერვალებს შორის მდებარე ეს პატარა სოფლები — ხაიშ-ტობარი — რამდენჯერ გამხდარა შორეული უცხო ძალების დაპირისპირების ადგილი. ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს ვრცელი ინფორმაციის მიღება ამ სტრიქონების ავტორისგან შეუძლიათ. ჩემი აზრით, ხაიშ-ტობარი აუცილებლად უნდა გადაურჩეს ჩაძირვას, რაც გარემოს დაცვის აუცილებლობითაა ნაკარნახევი.
|
ვრცლად>>> |
|
2015-01-22
ახალი რეგულაციებით დაწესებული მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომები და სახდელები
|
ლალი ჯელაძე
მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი მასწავლებლებისათვის ახალ რეგულაციებს აწესებს, რომელთა გადაცდომის შემთხვევებში პედაგოგებს დისციპლინური სახდელი დაეკისრებათ. წესი 1 იანვრიდან ამოქმედდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹167/ნ ბრძანების თანახმად, რომელიც 2014 წლის 30 დეკემბერს გამოიცა, მასწავლებელთა დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა: „მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
|
ვრცლად>>> |
|
2014-12-18
კითხვა, ანუ სიყვარული ბრძანებითი კილოს გარეშე
|
ლალი ჯელაძე
5 დეკემბერს, მწერალთა სახლში, IUNISEF-ის ორგანიზებით, საჯარო დისკუსიამ — „მწერლები უკეთესი განათლებისათვის“ განათლების გულშემატკივარი მწერლები და ის ადამიანები გააერთიანა, ვისაც აღელვებს ეს პრობლემა. შეხვედრა ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავს მიეძღვნა, რომელიც, 2014 წლის ნოემბერში, საერთაშორისო საზოგადოებამ აღნიშნა. კონვენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ბავშვთა განათლებაა, თემა მით უფრო აქტუალური ხდება ჩვენს ქვეყანაში, რადგანაც, კვლევების თანახმად, საქართველოში 15 წლის ასაკის
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|