გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2014-12-18
განათლება თანამედროვეობის მხარდამხარ ლალი თვალაბეიშვილი
|
თბილისის 128-ე საჯარო სკოლაში, პირველ სემესტრში, საგნობრივ კათედრებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექციამ დაგეგმა მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია — „განათლება თანამედროვეობის მხარდამხარ“, რომლის მიზანი იყო: მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების განვითარება და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირება, საუკეთესო პროექტებისა და ნაშრომების გამოვლენა და წახალისება. ამ იდეამ უფროსკლასელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათ სხვადასხვა დისციპლინებში აირჩიეს თემები, მოიძიეს და დაამუშავეს მასალა, შექმნეს თვალსაჩინო რესურსი, ჩაატარეს ექსპერიმენტები. სულ საკონფერენციოდ, საგნობრივ სექციებში, 100-მდე ინდივიდუალური თუ ჯგუფური პროექტი მომზადდა. 1-5 დეკემბერს საბუნებისმეტყველო, ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის, რუსული ენის, მათემატიკისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრებმა სექციური სხდომები
|
ვრცლად>>> |
|
2014-12-18
ვეცადოთ შევქმნათ რაიმე ღირებული ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ
|
რუბრიკის სტუმარია ირაკლი გოგუა, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტი
— ირაკლი, გვიამბე მშობლიური სკოლისა და მასწავლებლების შესახებ, რამდენად წარმატებული მოსწავლე იყავი. განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი მომავალი და პროფესიული არჩევანი? — უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა თქვენს რუბრიკაში მოწვევისთვის. ვეცდები, მკითხველს საინტერესოდ გავუზიარო საკუთარი გამოცდილება. განათლება, ჩემთვის, უკვე სკოლიდანვე იყო პრიორიტეტული. მოგეხსენებათ, განათლებული საზოგადოება ქმნის ქვეყნის, ასევე საკუთარ მომავალს, მაშინ ეს ყველაფერი კარგად მქონდა გააზრებული. აქტიურად ვიყავი ჩართული საერთაშორისო კონკურსებში. ერთ-ერთ წელს გავხდი საერთაშორისო მათემატიკური კონკურსის გამარჯვებული რეგიონში, ეს ჩემი პირველი წარმატება იყო სკოლაში, რომლის სერტიფიკატსაც დღემდე ვინახავ. წარჩინებით
|
ვრცლად>>> |
|
2014-12-04
პროფესიული განვითარების ლაბორატორიის იუბილე
|
ლალი თვალაბეიშვილი
10 წელია, რაც ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლაში (დირექტორი — მაია ლაგვილავა) პედაგოგთა პროფესიული განვითარების ლაბორატორია მუშაობს. 7 წელია, პედაგოგთა პროფესიული განვითარების ლაბორატორიას მანანა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს. საიუბილეო თარიღს მიეძღვნა მასწავლებელთა კონფერენცია, რომელზეც პედაგოგებმა მათ მიერ მომზადებული დამხმარე სასწავლო რესურსები — პოსტერები, წიგნები, თემატური გზამკვლევები, სამუშაო რვეულები, მულტიმედიური პრდუქტები და ა.შ. — წარმოადგინეს, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, პროფესიული განვითარების ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა. ყველა პრეზენტაცია კონკრეტულ რესურსზე იყო მიბმული, რამაც მოხსენებები მსმენელთათვის უფრო საინტერესო და თვალსაჩინო გახადა.
მოწვეული იყვნენ: აკადემიური წრეების წარმომადგენლები — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (რომელთანაც სკოლა აქტიურად თანამშრომლობს), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, ხარისხის მართვის სამსახური, გამომცემლობები და კერძო სკოლები.
მანანა ბოჭორიშვილი, პედაგოგთა პროფესიული განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი: „2014 წელი საიუბილეო წელია, ჩვენს ლაბორატორიას 10 წელი შეუსრულდა. რადგან კონფერენცია საიუბილეო იყო, გადავწყვიტეთ სკოლაში ჩაგვეტარებინა. ჩვენი დარბაზის სივრცე თავისუფალი დასწრების საშუალებას არ გვაძლევდა (შარშან ჩვენი სკოლის მასწავლებელთა კონფერენცია მასწავლებელთა სახლში ჩატარდა და იქ თავისუფალი დასწრება გვქონდა, რადგან ფართი იძლეოდა ამის საშუალებას). მოსაწვევები დავუგზავნეთ კერძო სკოლებს, რომლებიც მოsკლებული არიან ამ ტიპის კონფერენციებში მონაწილეობას. როგორც წესი, სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენციები უმეტესად საჯარო სკოლების მას­იყო.
|
ვრცლად>>> |
|
2014-12-04
ინოვაცია ყველა ბავშვისთვის - ხელახლა წარმოვიდგინოთ მომავალი
|
ლალი ჯელაძე
ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავზე მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი ანგარიში ადგენს გეგმას ცვლილებებისთვის.
„სასწრაფო მოქმედებაა საჭირო, რომ მილიონობით ბავშვი არ დარჩეს ინოვაციებით მოტანილი სარგებლის მიღმა“ — აღნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავზე გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. ბავშვთა ფონდის თანახმად, კავშირებსა და თანამშრომლობას შეუძლია ახალი, გლობალური ქსელების სტიმულირება, რათა არსებული ინოვაციები ყველა ბავშვამდე მივიდეს.
ანგარიშში მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობის შესახებ იუნისეფი მოუწოდებს მთავრობებს, განვითარების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, ბიზნესმენებს, ადამიანის უფლებათა აქტივისტებს და თემებს, რომ ერთად იმუშაონ ახალი იდეებისთვის ბავშვების წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემების გადასაჭრელად და ახალი გზების გამოსაძებნად, რომ საუკეთესო და პერსპექტიული ადგილობრივი ინოვაციები უფრო მასშტაბური გახდეს — „ხელახლა წარმოვიდგინოთ მომავალი: ინოვაცია ყველა ბავშვისთვის.“
|
ვრცლად>>> |
|
2014-12-04
სტუდენტური წლების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოსაგონარი ბიბლიოთეკაში გატარებული დროა
|
რუბრიკის სტუმარია თეონა ვარშალომიძე,
ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის სტუდენტი,
საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთში
— თეონა, როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი... გარკვეულწილად, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ რუბრიკაში მოწვევისთვის. შესანიშნავი რუბრიკაა, რომლის საშუალებითაც საზღვარგარეთ მყოფი ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ მომავალ თაობებს, კიდევ უფრო დიდ მოტივაციას უქმნიან, თავადაც მიიღონ განათლება უცხოეთში და იქ მიღებული ცოდნა, ადრე თუ გვიან, საქართველოს მოახმარონ. მოსწავლეობის პერიოდში რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე, ჯერ ბათუმის ¹6 და ¹1 საჯარო სკოლებში ვსწავლობდი, შემდეგ რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში გადავედი, ბოლოს კი ხელვაჩაურის ილია ჭავჭავაძის სახელობის საშუალო სკოლა დავამთავრე. ყველა სკოლამ, მასწავლებლებმა და მეგობრებმა ჩემში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. სწორედ ბავშვობისდროინდელი მრავალფეროვანი გარემოა მიზეზი დღევანდელი ჩემი მრავალფეროვანი ცხოვრებისა. მომავალი პროფესიის არჩევა ზუსტად არც კი ვიცი რამ განსაზღვრა, ბავშვობიდანვე გადაჭრით ვამბობდი, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახში ცდილობდნენ სამედიცინო გადამეფიქრებინა და იმ დროისთვის ძალიან პოპულარული „ბიზნესის მენეჯმენტი“ ამერჩია, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ შემაცვლევინეს — 2003 წელს ჩავაბარე უმაღლეს სამედიცინო სკოლა „აიეტში“ (დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი) მედიცინის ფაკულტეტზე. 2010 წლიდან სწავლა თურქეთში გავაგრძელე. ამჟამად ანკარაში, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში, ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ.
|
ვრცლად>>> |
|
2014-11-27
ჩემთვის ცხოვრება აწმყოა, ცოდნა — დღესასწაულია... თანამედროვე განათლება ძნელად ჯდება ამ მოდელში...
|
ცირა ბარბაქაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სემიოტიკის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს, რომლის მიზანია უნივერსიტეტში და, ზოგადად, ქართულ ჰუმანიტარულ სივრცეში, ახალი სამეცნიერო მიმართულების შემოტანა და ამ მიმართულებით კვლევის გააქტიურება. მისი სალექციო კურსები ძალიან საინტერესო თემებს მოიცავს — რა არის პოეზია, პოეტები და მუზები; მეტაფორების სამყარო და სამყარო მეტაფორებში; რიტორიკა, სემიოტიკა. სტუდენტების საყვარელი ლექტორი ინტერვიუში თავად ისაუბრებს ამ და სხვა მიმართულებებზე.
— მრავალმხრივ საინტერესო ადამიანი ხართ, ამიტომ მიჭირს თემის არჩევა, რომლითაც საუბარს დავიწყებთ. მოდი, სემიოტიკით დავიწყოთ — პირველ რიგში, რა არის სემიოტიკა? „შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში“ — ეს თქვენი სიტყვებია და გვირჩიეთ, ეს როგორ გავაკეთოთ?
|
ვრცლად>>> |
|
2014-11-26
კახა ბენდუქიძე
|
ოკუპაციის 200 წელი
საქართველოს სკოლებში — ალბათ მომავალი წლიდან — მასწავლებლები შეძლებენ გამოიყენონ დამხმარე სახელმძღვანელო „ოკუპაციის 200 წელი“.
პირველად როცა გავიგე ამ ჯერ არარსებული წიგნის შესახებ, ძალიან შემეშინდა, რომ გამოვიდოდა პრიმიტიული აგიტპროპი, თავისი შეთქმულების თეორიებით და ქართველობის გაბუქებით.
მერე მივხვდი — შეიძლება ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი იყოს. და არა მარტო მოწაფეებისათვის.
რატომ?
თუ თქვენ თვლით, ვერაგმა რუსეთმა უდრეკი ქართველი ხალხი მიიერთა, მაგრამ ვერ დაიმონა, და 200 წელი ჩვენ ყველა გმირულად ვიბრძოდით თავისუფლებისათვის, და სრულად შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, სარწმუნოება, მთლიანობა, მაშინ ზღაპრების მომყოლი გჭირდებათ, და წიგნი არც დაიწეროს, უკეთესია.
თუ გინდათ გაიგოთ, როგორ გავფარჩაკდით, დავკარგეთ ბევრი რამ, შევიძინეთ რაღაც, უფრო სიმახინჯე, ვიდრე სილამაზე, მაინც გადავრჩით, და ახლა ხელახლა უნდა საკუთარი თავი შევქმნათ, და აგერ ლექსიც ამაზე:
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და
მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი,
მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და
ლმობიერი;
თვალაბმული,
|
ვრცლად>>> |
|
2014-11-13
მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკა
|
ლალი ჯელაძე
მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება ეტაპობრივად, 2015-2017 წლების განმავლობაში დაიგეგმა. ამ თემაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საქართველოს საჯარო სკოლების 300-მდე პედაგოგს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე მოწვეული პედაგოგები, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, ახალ სახელფასო პოლიტიკას გაეცნენ.
2015-2016 აკადემიურ წელს სკოლის პედაგოგის ხელფასის ზრდა განხორციელდება ორჯერ. 2015 წლის ზრდა გათვალისწინებულია „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის
|
ვრცლად>>> |
|
2014-11-13
მოსწავლეთა საჭიროებაზე მორგებული საპილოტე სამედიცინო პროგრამა
|
ანა ფირცხალაიშვილი
ახალი სასწავლო წლიდან განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივ პროექტს ახორციელებენ, ესაა საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირების აღდგენა. შერჩეული 100 საპილოტე სკოლიდან რამდენიმეს მონახულებამ დაგვარწმუნა, რა დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ორივე უწყება ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ესაა ექიმის კაბინეტების პროგრამით გათვალისწინებული პარამეტრების დაცვით მოწყობა; მეორე — მისი სათანადო ინვენტარითა და მედიკამენტებით აღჭურვა — ესეც ქვეპროგრამის დანართით ზუსტად არის გაწერილი. რაც შეეხება თავად ექიმს, მას მეტად სერიოზული და საპასუხისმგებლო ფუნქცია დაეკისრა, ჩამონათვალი ასეთია: მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი
|
ვრცლად>>> |
|
2014-11-06
პროგრესი იმისთვის გვჭირდება, რომ თავისუფალი ევროპული ქვეყანა გავხდეთ
|
რუბრიკის სტუმარია სოფო ხოშტარია,
II პანთეონ-ასასის უნივერსიტეტის სტუდენტი
— სოფო, როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი, შენი მასწავლებლები... განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი
პროფესიული მომავალი? — დავამთავრე სენტ-ეგზიუპერის სახელობის ფრანგულ-ქართული კოლეჯი. დარწმუნებული ვარ, ეს სკოლა ყველა მისი
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|
|
25-28(942)N |
|
|
|
|