|
სტატიები
|
2014-11-06
სოციალური პოლიტიკის ხარვეზები და შშმ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა
|
ლალი ჯელაძე
შშმ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა და მათი ოჯახები, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, რა კეთდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მიმართ არსებული სტიგმისა და მათი საზოგადოებისაგან იზოლირების დაძლევის თვალსაზრისით, არის თუ არა საკმარისი იმ სკოლებისა და სათემო ცენტრების რაოდენობა, სადაც შესაძლებელია შშმ ბავშვების ჩართვა — ამ თემებზე გაიმართა დისკუსია „ფრონტლაინ ჯორჯია“ კლუბის და ჟურნალ „ლიბერალის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერი გაეროს ბავშვთა ფონდია.
|
ვრცლად>>> |
|
2014-10-30
CERN-თან თანამშრომლობის ახალი ფაზა — გრიდის კლასტერი და მასშტაბური ერთობლივი პროექტები
|
ლალი ჯელაძე
CERN-ის ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოში უმსხვილეს სამეცნიერო პროექტს წარმოადგენს, რომლის ასოცირებულ წევრად ჩვენი ქვეყნის გახდომის საკითხი განიხილება. ცერნის გენერალურმა დირექტორმა როლფ ჰოიერმა და ცერნის სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელმა სერხიო ბერტოლუჩიმ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი, იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, დადებითად
|
ვრცლად>>> |
|
2014-10-23
ყველაზე ქართველი ბრიტანელი — 150
|
ლალი ჯელაძე
ხელოვნების სასახლეში ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, გამოიფინა ბრიტანელი დიპლომატისა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, სერ ოლივერ უორდროპის უნიკალური და აქამდე უცნობი საარქივო მასალა, რომელიც მუზეუმის ხელმძღვანელობამ ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოიტანა. ღონისძიებას დაესწრნენ: ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის წევრი ფრიდონ საყვარელიძე, ოლივერ უორდროპის სტიპენდიანტი სტივენ ჯონსი და სხვა მოწვეული სტუმრები.
***
ბრიტანელი დიპლომატის, მწერლის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწის, ოლივერისა და მისი დის, მარჯორი უორდროპების სახელი ქართული საზოგადოებისთვის ფართოდაა ცნობილი. მათ დიდი დამსახურება და ღვაწლი მიუძღვით ევროპის ქვეყნებში საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციაში. 1886 წელს, ლონდონში, ოლივერ უორდროპის ავტორობით გამოიცა წიგნი „საქართველოს სამეფო“, 1894 წელს კი გამოვიდა სულხან-საბა ორბელიანის „წიგნი სიბრძნე სიცრუისას“ ინგლისური თარგმანი. იმავე წელს დაიბეჭდა მარჯორი უორდროპის „ქართული ხალხური ზღაპრები“. განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა მარჯორი უორდროპის მიერ შესრულებულმა
|
ვრცლად>>> |
|
2014-10-23
აუცილებელია იცოდე სად, რატომ და რისთვის მიდიხარ
|
რუბრიკის სტუმარია არჩილ ბეგიაშვილი, გრონინგენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
— გამარჯობა არჩილ, საუბარი დავიწყოთ მოსწავლეობის პერიოდიდან. როგორ გახსენდება სკოლაში გატარებული წლები, მასწავლებლები... განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი? — პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა იმ საკითხებზე, რაზეც ხშირად მიფიქრია, ამიტომ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებს სიამოვნებით ვუპასუხებ. გავეცანი გაზეთის წინა ნომრებს და ვთვლი, რომ დიდ საქმეს ემსახურებით. ჩემი პირველი სკოლა გერმანული პროფილის მქონე „ქართული სასწავლებელი“ იყო. ის ასევე ცნობილია, როგორც „ფისოს სკოლა“ და 34-ე საჯარო სკოლა.
|
ვრცლად>>> |
|
2014-10-16
სსსმ ბავშვების სწავლების პროცესის გაადვილების პირველი ცდა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები და სწავლების მოქნილი მეთოდები
|
ლალი ჯელაძე
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ქართულისა და მათემატიკის დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა. პირველი მცდელობის ავტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ცირა ნარმანიაა. პროექტი საქართველოს ბანკის მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ფონდმა „სიცოცხლის ხე“ მიმდინარე წელს დააფინანსა, სამომავლოდ, დაგეგმილია წიგნების მეორე დონის გამოცემა. აღნიშნული წიგნები განკუთვნილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებისთვის, რომლებსაც, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე, ეროვნული სასწავლო გეგმის დაძლევა უჭირთ და ინდივიდუალურ
|
ვრცლად>>> |
|
2014-10-16
სასერტიფიკაციო გამოცდა — აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა
|
ესაუბრა
ლალი თვალაბეიშვილი
წელს ზოგადი უნარების გამოცდაში 36 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობდა, გამოცდა ისევ ოთხ ენაზე მოვამზადეთ — ქართულად, რუსულად, აზერბაიჯანულად და სომხურად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსულენოვანი აბიტურიენტების რიცხვი საგრძნობლად იკლებს და შედარებით იზრდება აზერბაიჯანულენოვანი ტესტის ჩამბარებელთა რაოდენობა, წელს მათი რაოდენობა ოდნავ მეტიც კი აღმოჩნდა რუსულენოვანებთან შედარებით. რაც შეეხება თვითონ პროცედურას, გამოცდამ ზოგად უნარებში ძალიან მშვიდად ჩაიარა, ისევე როგორც სხვა საგნებში.
წელს აბიტურიენტებს ორი ცვლილება შევთავაზეთ: ერთი — მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მეორე — მეხუთე სავარაუდო პასუხების დამატება ანალოგიებისა და ლოგიკის დავალებებში. ეს ორივე ცვლილება გაზომვის სიზუსტის ზრდას ემსახურებოდა. ჩვენი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტად შეგვეწყო ხელი იმისათვის, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადაელახათ და კონკურსში დარჩენილიყვნენ აბიტურიენტები, რომლებიც ამას მართლაც საკუთარი უნარების წყალობით აღწევენ და არა — შემთხვევითობის. სამწუხაროდ, აქამდე, შემთხვევითობის წილი ჩვენს ტესტში ძალიან დიდი იყო და ამ ცვლილებით შევეცადეთ ის მინიმუმამდე დაგვეყვანა.
|
ვრცლად>>> |
|
2014-10-09
ცხოვრებაში ყველა მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილება რეალიზებადია
|
დარინა გამხიტაშვილი რეგენსბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი
— დარინა, მოსწავლეობის პერიოდი მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის საჯარო სკოლაში გაატარე, როგორ გახსენდება იქ გატარებული წლები, შენი მასწავლებლები... გარკვეულწილად, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი? — უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩემი პიროვნებით და მომეცით შესაძლებლობა, ვიყო თქვენი გაზეთის ძალიან საინტერესო რუბრიკის სტუმარი. მოსწავლეობის პერიოდი ჩემთვის, ასე ვთქვათ, ტკბილ-მწარე მოგონებაა, რადგან ჩემს მშობლიურ სოფელში, მოსწავლეთა სიმცირის გამო, მხოლოდ დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებდა. მუხრანის საჯარო სკოლაში, გაკვეთილებზე დასასწრებად, სრული შვიდი წელი, ყოველდღე, 8 კილომეტრის ფეხით გავლა გვიხდებოდა. მყავდა თბილი, ყურადღებიანი, თავისი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები. თქვენი გაზეთის საშუალებით დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ჩემს პედაგოგებს. ყველა საგანს ერთნაირი მონდომებით ვსწავლობდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა ერთნაირად მაინტერესებდა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი ქართულ და გერმანულ ენებს, საქართველოს და საზღვარგარეთის ისტორიას. სკოლაში სიღრმისეული ზოგადი განათლება მივიღე, რომელიც დღემდე მეხმარება, თუმცა ჩემს პროფესიულ მომავალზე სკოლაზე მეტად დიდი გავლენა დედამ მოახდინა, რომელსაც კარგად ესმოდა, რომ უცხო ენების შესწავლა და საზღვარგარეთ განათლების მიღება, წარმატებული მომავლის შეუცვლელი წინაპირობაა.
|
ვრცლად>>> |
|
2014-10-09
მომავლის თაობამა
|
მაკა ყიფიანი
1 ოქტომბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია HP International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ჲSაჳდ) დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორები არიან: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი; სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და 11 რეგიონული პარტნიორი ორგანიზაცია. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და, სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, 480 სკოლას გაუწევს დახმარებას. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისთვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.
შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი. სკოლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ისაუბრა პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა, მარინა უშვერიძემ: „მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო განათლება რამდენიმე წელია სკოლებში შევიდა, მაინც ახალ დისციპლინად
|
ვრცლად>>> |
|
2014-10-02
ეროვნული გამოცდების მოდელი — სახელმწიფოსა და საზოგადოების დაკვეთა თუ უმაღლესი სასწავლებლის გადარჩენის გზა
|
წელს სკოლის გამოსაშვებმა გამოცდებმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის — უფროსკლასელთა, პედაგოგთა და მშობელთა — უკმაყოფილება გამოიწვია. პარალელურად, იყო შიში, რომ 2014 წელს ეროვნულ გამოცდებზე შეტანილი რამდენიმე სიახლე ბევრ აბიტურიენტს დატოვებდა უმაღლესი სასწავლებლის მიღმა. ჩვენ ვესაუბრეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს და შევეცადეთ, გაგვერკვია, რა იყო გამოსაშვები გამოცდებით უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი და გამართლდა თუ არა შიში, ეროვნული გამოცდების შემთხვევაში.
გამოსაშვები გამოცდები
რადგან უკმაყოფილება გამოითქვა, ჩვენ შევხვდით მოსწავლეებს, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო,
|
ვრცლად>>> |
|
2014-09-25
შვილად აყვანის პროცედურებში ცვლილებები იგეგმება
|
ლალი ჯელაძე
საქართველოში შვილად აყვანის გახანგრძლივებული პროცედურები მსურველებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. მათი რიცხვი, დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით, 3000-ზე მეტია, ხოლო გასაშვილებელი
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|