|
სტატიები
|
2014-09-25
ინიციატივა ინდივიდზე მორგებული სათანადო მომსახურებებით
|
ლალი ჯელაძე
მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, ჩვენს ქვეყანაში, ფეხი მოიკიდა „ქუჩის ბავშვების“ ფენომენმა, რისი მიზეზიც ქვეყანაში მიმდინარე მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები იყო. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ უცვლელი დარჩა ქუჩაში ხელგამოწვდილი ბავშვების მდგომარეობა, მეტიც, დღითი დღე მათი რიცხვი გაიზარდა და უფრო მასშტაბური, ორგანიზებული სახე მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ თვალშისაცემია თბილისის ქუჩებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში „ქუჩის ბავშვების“ მზარდი რაოდენობა, დღეისთვის არც ერთი სტრუქტურა ზუსტ მონაცემებს არ ფლობს. „მათხოვრობა“ არც ახალია და არც ვინმეს გაკვირვებას გამოიწვევს, მაგრამ პრობლემა რომ სერიოზულად დგას, ფაქტია, რაზეც პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს ეკისრება. სამწუხაროდ, ხშირად ბავშვებს მშობლები უშვებენ ქუჩაში სამათხოვროდ. ამ შემთხვევაში, მშობელია მოძალადე, თუმცა ამის სამართლებრივად დადგენა, როგორც ჩანს, შეუძლებელია. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მინიმუმ, ორი ფაქტორი იკვეთება
|
ვრცლად>>> |
|
2014-09-18
პროფესიული განათლების თანამედროვე კერა
|
ანა ფირცხალაიშვილი
საზოგადოებრივი კოლეჯი „ორიენტირი“ ერთადერთია პროფესიულ სასწავლებელთა შორის, რომელმაც სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო. იგი ხანგრძლივმოქმედი ფასიანი სასწავლებელია საქართველოში,
|
ვრცლად>>> |
|
2014-09-18
„ხილულს მიღმა“ UNICEF-ის ახალი გლობალური მონაცემები ბავშვის მიმართ ძალადობის მკვეთრ ზრდას ასახავს
|
ლალი ჯელაძე
ბავშვის მიმართ ძალადობის ამსახველი მონაცემების ყველაზე სრულყოფილი კრებული, რომელიც 2014 წლის 4 სექტემბერს ნიუ-იორკში გამოქვეყნდა, ბავშვის მიმართ ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობის გასაოცარ ხარისხს ასახავს და გამოავლენს დამოკიდებულებას, რომელიც უკვდავყოფს და ამართლებს ძალადობას, რაც ნებისმიერ ქვეყანაში და მსოფლიოს ნებისმიერ საზოგადოებაში „ხილულს მიღმა“ რჩება. მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვების 60% ფიზიკურად ისჯება; 190 ქვეყნის მონაცემების მიხედვით, ბავშვთა მიმართ ძალადობა უნივერსალურია და მას ყველგან შეხვდებით. არ აქვს მნიშვნელობა გეოგრაფიულ, ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ და სოციოეკონომიკურ საზღვრებს. მშობლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი დისციპლინა ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა. მსოფლიოს მასშტაბით, 10-დან 6 ბავშვი ფიზიკურად ისჯება, 15-დან 19 წლამდე მოზარდი გოგონების თითქმის მეოთხედს კი განუცდია ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ, რაც 15 წლის გახდა.
|
ვრცლად>>> |
|
2014-09-18
ტრენინგსისტემიდან უწყვეტი პროფესიული განვითარების კონცეფციის დანერგვაზე
|
წლევანდელი სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბევრი სიახლით იწყება. ბუნებრივია, „სასურველი“ სიახლეები სასკოლო ცხოვრებაში ძალიან დიდი სტიმულია როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისა და მშობლებისათვის. თუმცა, არის სიახლეები, რომელიც პედაგოგების მხრიდან რთულად და საშიშადაც კი აღიქმება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე არსებობს „მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის “ სისტემის ჩარჩო. ამ სისტემის მარეგულირებელი დოკუმენტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
|
ვრცლად>>> |
|
2014-09-18
ტრენინგსისტემიდან უწყვეტი პროფესიული განვითარების კონცეფციის დანერგვაზე
|
წლევანდელი სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბევრი სიახლით იწყება. ბუნებრივია, „სასურველი“ სიახლეები სასკოლო ცხოვრებაში ძალიან დიდი სტიმულია როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისა და მშობლებისათვის. თუმცა, არის სიახლეები, რომელიც პედაგოგების მხრიდან რთულად და საშიშადაც კი აღიქმება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე არსებობს „მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის “ სისტემის ჩარჩო. ამ სისტემის მარეგულირებელი დოკუმენტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
|
ვრცლად>>> |
|
2014-06-26
როგორ გავათავისუფლოთ შშმ ბავშვები დისკრიმინაციისა და სტიგმისაგან
|
ლალი ჯელაძე
გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლის თარიღი განსხვავებული ღონისძიებით წარმოადგინა — „აქტიური საუბრები“ — საინტერესო და ინოვაციური იდეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დასაცავად. საუბრები შესაძლებლობას იძლევა, თითოეულ ქვეყანაში, ისე როგორც გლობალურ დონეზე, მოხდეს მოქალაქეების ფართო სპექტრის მობილიზება და შემოღებულ იქნას აზროვნების ახალი სტილი ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელთა მოგვარება ვერ მოხერხდა ბოლო 25 წლის განმავლობაში. „აქტიური საუბრები“ მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების მთავარი ნაწილია. მისი მიზანია თავი მოუყაროს მოტივირებულ სპიკერებს, რომლებიც, თავის მხრივ, შეეცდებიან საზოგადოებას გაუზიარონ ის ინოვაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველაზე დაუცველი ბავშვების წინაშე მდგარი პრობლემების მოსაგვარებლად. ქვეყანაში კი, სამწუხაროდ, ასეთი ბავშვი საკმაოდ ბევრია — 9000 შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვია რეგისტრირებული, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს, რადგანაც არსებობენ ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ოჯახებში, მათ ვერავინ ამჩნევს და ყურადღების მიღმა რჩებიან. 2012 წლის გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში მოსახლეობის 40 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სტიგმა აქვს. „ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელიც 25 წლის წინ მიიღეს, არის უნივერსალური, რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ სტანდარტებს ნებისმიერი ბავშვისთვის და იმ მინიმალურ უფლებებს, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სერიოზული პროგრესი დავინახეთ უფლებებისა და სტანდარტების მიღწევის კუთხით, მაინც უამრავი ბავშვი დარჩა ამის მიღმა. საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი დისკრიმინაციის, სტიგმის მსხვერპლია. ბევრი მათგანი მძიმე სოციალური მდგომარეობის, რელიგიური ან ეთნიკური განსხვავებულობის გამო სკოლაშიც ვერ ახერხებს სიარულს. პარლამენტის მიერ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებას მივესალმებით, თუმცა მთავრობას მოვუწოდებთ, რომ შშმ ბავშვთა სამი დიდი ინსტიტუცია და ჩვილ ბავშვთა სახლი დაიხუროს და მას ალტერნატიული ზრუნვის სისტემა ჩაენაცვლოს, — განაცხადა „იუნისეფის“ წარმომადგენელმა საქართველოში საშა გრაუმანმა. — იფიქრეთ საკუთარ როლზე, რისი გაკეთება შეგიძლიათ კონკრეტულად. იფიქრეთ იმაზეც, როგორ წამოვწიოთ ერთად წინა პლანზე ამ ბავშვებზე მიმართული ინოვაციები, როგორ გავათავისუფლოთ ისინი დისკრიმინაციისა და სტიგმისაგან“. ღონისძიების წამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი იყო.
|
ვრცლად>>> |
|
2014-06-19
სტუდენტობის ყოველი დღე უნიკალური და განუმეორებელია
|
რუბრიკის სტუმარია ლაშა ნავერიანი, პრაღის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტის სტუდენტი
ესაუბრა მაკა ყიფიანი
„ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ უცხოეთში სწავლა და ცხოვრება ადვილია, სინამდვილეში ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამ სირთულეების დაძლევის შემდეგ ხვდები, რომ სრულიად დამოუკიდებელი ხარ და შენი თავი შენ გეკუთვნის. ყველა სტუდენტს ვურჩევ, ნუ შეგეშინდებათ სიახლეების, პირიქით, ყოველ წუთს მზად იყავით, მიიღოთ სიახლე, მისცეთ მას სწორი ინტერპრეტაცია, რადგან ეს მოგცემთ ბიძგს განვითარებისკენ და პროგრესისკენ. სტუდენტობის ყოველი დღე უნიკალური და განუმეორებელია.“
— ლაშა, განათლების მიღება საზღვარგარეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს თავის პერსონალურ რეზიუმეში „ოქროს ასოებით“ შეავსოს განათლების გრაფა, არჩევანს უცხოეთზე აკეთებს. მიამბე, რა გზა გაიარე საქართველოდან ჩეხეთის რესპუბლიკამდე და რატომ აირჩიე განათლების მისაღებად მაინცდამაინც პრაღა?
|
ვრცლად>>> |
|
2014-06-12
მალნუტრიცია შერყეული ჯანმრთელობა და განათლების დაბალი დონე
|
ლალი ჯელაძე
საქართველოს, დაახლოებით, 500 000 მოქალაქე, უმეტესად ქალი და ბავშვი, კვების დეფიციტის რომელიმე ფორმას განიცდის. ამის გამო, ისინი ვერ გამოიყენებენ სრულად თავიანთ შესაძლებლობებს როგორც მოსწავლეები, პროფესიონალები, მოქალაქეები ან მშობლები.
იუნისეფის კვლევა „ჯანდაცვის გაუმჯობესება და კეთილდღეობის ზრდა“, 2013 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული, ასახავს საქართველოში კვების მწვავე დეფიციტის ეკონომიკურ დანახარჯებს, ასევე მის მძიმე ზეგავლენას ადამიანების სიცოცხლეზე.
განმავლობაში.
|
ვრცლად>>> |
|
2014-06-12
იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა
|
მზიანი და ნისლიანი დღეებით შეფერილი საუკუნოვანი
სკოლის ისტორია
ხან მზიანი, ხან ნისლიანი, ხანაც თოვლიანი, დარდითა და სიხარულით სავსე დღეები გაუვლია სკოლას, რომელთა შორის ყველაზე მტკივნეული იყო 1987 წელი, როცა დიდთოვლობით გამოწვეული სტიქიის გამო სოფლის დიდი ნაწილი გადასახლდა და სკოლა ერთბაშად დაიცალა, განახევრდა. ძნელი გახდა კადრების მოძიება, მაგრამ ისევ გამოჩნდნენ გულანთებული ადამიანები და ნელ-ნელა სკოლა კვლავ ფეხზე დადგა, მზის სხივები აინთო დერეფნებში, ჟრიამული მოედო ფანტელებით მოფენილ ეზოს.
|
ვრცლად>>> |
|
2014-06-05
ვისწავლოთ განსხვავებული აზრის და შეხედულებების პატივისცემა
|
რუბრიკის სტუმარია დეუსთოს უნივერსიტეტის სტუდენტი
ქეთი ჩადუნელი
— ქეთი, მიამბე რა გზა გაიარე საქართველოდან ესპანეთამდე და რატომ აირჩიე განათლების მისაღებად ესპანეთი?
— სწავლა და საფუძვლიანი განათლების მიღება, შემიძლია თამამად ვთქვა, ჩემი ოჯახის ერთ-ერთი ძირეული ფასეულობაა. შესაბამისად, ბავშვობიდან ჩანერგილი მქონდა განათლების აუცილებლობა და ყოველთვის მსურდა, საინტერესო, მრავალფეროვან და წარმატებულ გარემოში მესწავლა.
დავიბადე და გავიზარდე ხაშურში. ხ კლასის ჩათვლით ვსწავლობდი ხაშურის მე-3 საჯარო სკოლაში, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჩემი ოცნებების ასრულება,
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|