|
სტატიები
|
2018-05-31
წერტილოვანი ნახატებით შექმნილი იდუმალი სამყარო
|
შავ-თეთრი წერტილოვანი ნახატები თავის თავში მოიცავს ფანტასტიკისა და ილუზიის ელემენტებს, მაგრამ ამავე დროს არ არის დაკარგული ის რეალისტური შეგრძნება, რომელიც მხატვარმა ჩადო ნახატების შექმნისას. მხატვრის შთაგონების წყარო ყოველდღიური ცხოვრებაა, სწორედ ამიტომაც მის ნამუშევრებში ყველაზე ხშირად გვხვდება ის ნივთები თუ მოვლენები, რომლებიც ჩვენ გარშემოა. მხატვარი დიდ ყურადღებას უთმობს უმცირეს დეტალებსაც კი, ყოველი ნახატის შექმნას რამდენიმე დღეს ანდომებს. ამ შრომატევადი პროცესის შედეგად ჩვენ თვალწინ ცოცხლდება მისი შემოქმედების თითოეული ჩანაფიქრი. რეზო მირიანაშვილი ქართველი თვითნასწავლი მხატვარია.
|
ვრცლად>>> |
|
2018-05-24
დღევანდელი საგამოცდო მოდელი დახვეწას საჭიროებს
|
რამდენად მომზადებული ხვდებიან უფროსკლასელები გამოცდებს, რომელ უნივერსიტეტებსა თუ მიმართულებებს ანიჭებენ უპირატესობას და ამზადებს თუ არა სკოლა მათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის — ამ თემებზე მოსაზრებებს გვიზიარებენ მეთორმეტეკლასელები.
გიორგი გიორგობიანი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლა
სამწუხაროდ, გამოცდებს სათანადოდ მომზადებული ვერ ვხვდები, რადგან არ მქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რაც, ალბათ, აისახება კიდეც ჩემი ტესტირების შედეგზე.
საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვრის გადალახვა მართებულად მიმაჩნია, ადრე არსებული მოდელი, რომლის დროსაც ქულა იწერებოდა, არ იყო ცოდნის სწორად შემფასებელი და ვფიქრობ, უსამართლოც იყო. ახალი მეთოდი უფრო კორექტულია და ზედმეტ კრიტერიუმებს არ შეიცავს
|
ვრცლად>>> |
|
2018-05-24
გარე დაკვირვება — გამოწვევა და შესაძლებლობა
|
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში დაგეგმილისავალდებულო და დამატებითი აქტივობების განხორციელება შესაძლებლობას აძლევს თითოეულ მასწავლებელს, შეაფასოს საკუთარი პრაქტიკა, განსაზღვროს საჭიროებები და იზრუნოს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
სქემა განსაზღვრავს მასწავლებლის ოთხ სტატუსს: პრაქტიკოსი მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებელი, მენტორი მასწავლებელი.
მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის მოპოვება ან შენარჩუნება დამოკიდებულია მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების შედეგებზე.
ამჟამად მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებელს სტატუსის მინიჭების რამდენიმე გზას სთავაზობს.
2011 წლიდან, როცა ნებაყოფლობითი
|
ვრცლად>>> |
|
2018-05-17
მოსწავლეთა უფლებების დაცვის მეტი ეფექტურობისთვის
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილეს ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც მოსწავლეთა უფლებების უკეთ დაცვას, ასევე კონტროლის გაუმჯობესებას სასწავლო დაწესებულებებში, მანდატურის სამსახურის მეტ ეფექტურობას. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად, 2018-2019 წლებში, 10.6 მილიონი ლარი დაიხარჯება.
დაგეგმილ სიახლეებზე გვესაუბრება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე კონსტანტინე ანჯაფარიძე:
|
ვრცლად>>> |
|
2018-05-17
რამდენად უზრუნველყოფს სკოლა საბაზო უნარის განვითარებას
|
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წიგნიერების საერთაშორისო კვლევის — ჵჳRლS-ის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 9-10 წლის მოსწავლეებში კითხვის უნარს იკვლევს. კვლევის თანახმად, 2006 წელთან შედარებით მოსწავლეებმა შედეგები მცირედით, მაგრამ მაინც გააუმჯობესეს, შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც მინიმალურ დონეზეც არ აქვთ განვითარებული წაკითხულის გააზრების უნარი. თუმცა კვლევაში ჩართულ 6000-მდე მოსწავლეს შორის წაკითხულის გააზრება 14%-ს მაინც უჭირს. გარდა ამისა, სიახლეა ისიც, რომ კვლევაში პირველად მონაწილეობდნენ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთა შედეგებიც ქართველ მოსწავლეებზე დაბალია.
საგანგაშოა თუ არა კვლევით გამოვლენილი მაჩვენებელი 9-10 წლის მოსწავლეთა 14 პროცენტი, რომელსაც მინიმალურ დონეზე არ აქვს განვითარებული კითხვის უნარი და რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც შედეგების მკვეთრად გაუმჯობესებას უშლის ხელს — ამის შესახებ გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია კუტალაძე.
|
ვრცლად>>> |
|
2018-05-17
ცვლილებები, რომელსაც ახალი კანონი მოითხოვს
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა, ჩვენთან ინტერვიუში პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის მიღების შესახებ ისაუბრა. ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლო წლების განმავლობაში აქტიური შეხვედრები იმართებოდა არსებულ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით. დაინტერესებული ჯგუფები განსაკუთრებულ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ იმ მუხლის მისამართით, რომელიც ცხრაკლასდამთავრებულ პროფესიულ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას უზღუდავდა, საკამათო იყო პედაგოგების სტატუსი და ბევრი სხვა საკითხი.
რატომ გადაწყდა საბოლოოდ არა ჩასწორებების შეტანა, არამედ ახალი კანონის შემუშავება და რა გავლენას მოახდენს ახალი რეგულაციები სისტემის ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე, ამის შესახებ გვესაუბრება პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახაბერ ერაძე.
|
ვრცლად>>> |
|
2018-05-10
ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას
|
„12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ“ — ასე ჰქვია სამოქმედო გეგმას, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებსა და მედიას გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა უკვე მიმდინარე თუ სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე. განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა განათლების ყველა დონეზე ხარისხის ამაღლებას ემსახურება, რაც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია და გარკვეული კომპონენტების განხორციელება უკვე დაწყებულია. „დღევანდელი პრეზენტაციის და ზოგადად, ჩვენი სამინისტროს სტრატეგიის ამოსავალი პრინციპი გახლავთ ხარისხი, ხარისხზე ზრუნვა. ეს ეხება განათლების ყველა საფეხურს, მეცნიერებას და ახალგაზრდობის მიმართულებას.“
|
ვრცლად>>> |
|
2018-05-10
პირველი კვლევა მაუთჰაუზენის ქართველ ტყვეებზე
|
„ქერჩის ბრძოლების დამთავრების შემდეგ, შეწყდა მიმოწერა ბაბუასა და ოჯახს შორის. შეტყობინება მისი სიკვდილის შესახებ არ მოსულა და ამიტომ ყველა ამ იმედს იყო ჩაბღაუჭებული, იქნებ სადმე ცოცხალი ყოფილიყო.“ — იასონ და ელიზა ტყეშელაშვილები
„...ბებიას და ბაბუას მშობლებს აცნობეს, რომ ბაბუა ჟენევაში გარდაიცვალა. დღემდე ასე ვიცოდით. იმდენი ვიტირეთ მე და ჩემმა დამ, როცა თქვენი სტატია წავიკითხეთ და სიაში ბაბუას სახელი და გვარი ამოვიკითხეთ.“ — მანანა წოწორია
ეს წერილები მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების შათამომავლებს ეკუთვნით, რომლებიც, სულ რამდენიმე ხნის წინ, ავსტრიაში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა, მარიკა ბექაურმა და სალომე სალაძემ, აღმოაჩინეს.
|
ვრცლად>>> |
|
2018-05-10
სასკოლო განათლება მხოლოდ გამოცდებზე ორიენტირებული არ უნდა იყოს
|
წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, თუმცა ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან გამოსაშვები გამოცდები სურათს, გარკვეულწილად, შეცვლის. მეთორმეტეკლასელთა დაძაბულობა ნელ-ნელა პიკს აღწევს, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, წინ საატესტატო გამოცდების ჩაბარება ელით და თანაც შეცვლილი ფორმატით — მოსწავლე ეკრანზე, ტესტირების დასრულებისას, ქულის დანახვის ნაცვლად, შეტყობინებას მიიღებს, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი მიიღო თუ ნაკლები. ამ ცვლილებამ უფროსკლასელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ნაწილი მიიჩნევს, რომ საატესტატო გამოცდები საკმაოდ ზედაპირულია და ქულას მოსწავლის მოტივაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ნაწილს კი მოსწონს ეს გადაწყვეტილება, რადგან მოსწავლეებს შორის „გაჯობე-ვერგაჯობეს“ პრინციპი მოისპობა. რამდენად მომზადებული ხვდებიან უფროსკლასელები გამოცდებს, რომელ უნივერსიტეტებსა თუ მიმართულებებს ანიჭებენ უპირატესობას და ამზადებს თუ არა სკოლა მათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის — ამ თემებზე მოსაზრებებს დღეს 24-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები გაგვიზიარებენ. შემდეგ ნომრებში,
|
ვრცლად>>> |
|
2018-05-03
ახალ კანონს რეფორმის ახალი ტალღა მოჰყვება
|
გასულ წელს დამტკიცდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი — განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია (2017-2021), რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პროფესიულ განათლებას; წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობას წარედგინა ახალი კანონპროექტი პროფესიული განათლების შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნა. თუმცა, ბოლო წლებში, მოქმედი კანონმდებლობის პირობებშიც, ბევრი რამ შეიცვალა სისტემაში სხვადასხვა მიმართულებით. მათ შესახებ ჩვენი გაზეთიც წერდა და მომავალშიც ასე იქნება. ამჯერად, დავინტერესდით, ამ დოკუმენტების ფონზე, როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა პროფესიულ განათლებასთან და იმ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, რაც მომავალი პროფესიული სტუდენტისთვის იქნება საინტერესო.
გვესაუბრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|