|
სტატიები
|
2014-06-05
50 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღატაკეს განიცდის
|
ლალი ჯელაძე
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქი კონცერტებმა და გასართობმა ღონისძიებებმა მოიცვა, ქუჩები ბავშვებზე ხელჩაკიდებული მშობლებით აივსო, გაბრწყინებული პატარები გასართობ ღონისძიებებზე მიიჩქაროდნენ. მათ წინ, სანახაობების შემდეგ, როგორც წესი, „სურვილების ასრულება“ ელოდათ — ატრაქციონები, ტკბილეული, ნაყინი, ბუშტები,
|
ვრცლად>>> |
|
2014-05-29
მომავლის ბაღი თანაბარუფლებიანი და ინკლუზიური თავისი ბუნებით
|
ლალი ჯელაძე
„ადრეულ ასაკში სწავლის დაწყება ხელს უწყობს სწავლას მომავალში, ხოლო ადრეული წარმატებები იწვევს წარმატებას მომავალში ისევე, როგორც ადრეული მარცხი იწვევს მარცხს მომავალში. წარმატება ან მარცხი ამ ეტაპზე საფუძველს უყრის წარმატებას ან მარცხს სკოლაში, რაც, თავის მხრივ, იწვევს წარმატებას ან მარცხს სკოლის შემდგომ სწავლის პროცესში“.
ჯეიმს ჯ. ჰეკმანი
2000 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკურ მეცნიერებებშ
|
ვრცლად>>> |
|
2014-05-29
სამუზეუმო საქმიანობის ახლებური ხედვა
|
ლალი თვალაბეიშვილი
ორი წელია, რაც ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში, კულტურულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო ცენტრი — მედიათეკა — გაიხსნა, პროექტის ხელმძღვანელია ზიზი თორთლაძე; კოორდინატორები — სოფიო ფანჩულიძე და გოდერძი შარაშია; პროექტის დამფინანსებელი — ფონდი „ღია საზოგადოება — საქართველო“; მხარდამჭერები: კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება, დირექტორი — გივი მელაძე; ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი — მარინე კოშაძე, ანა ბაისონაშვილი.
პროექტი „მედიათეკა“ მიზნად ისახავდა: მუზეუმის ცხოვრების გაცოცხლებას, მოსწავლე ახალგაზრდობის მოზიდვას, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას, მოსწავლეებში ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც მომავალში მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს; მუზეუმის დაახლოებას სკოლებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, ასევე ბაღებთან. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა და ხოვლეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი კონფერენციები, სემინარები, კულტურულ-საგანმანათლებლო შეხვედრები, სპორტული შეჯიბრებები, ვორკშოპები, სასწავლო-შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში — საქართველოს ისტორიულ ძეგლებზე გასვლითი ტურები; მულტიმედიური საშუალებების დახმარებით არაერთი კინოჩვენება გაიმართა. მედიათეკასთან არსებული არტკლუბი ბავშვებს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარა.
|
ვრცლად>>> |
|
2014-05-21
სტუდენტი ბიბლიოთეკაში გათენებული ღამეების გარეშე ვერაფერს მიაღწევს
|
რუბრიკის სტუმარია ნინო შარაშიძე
ესაუბრა მაკა ყიფიანი
— ნინო, გვიამბე შენი მოსწავლეობის პერიოდზე...
— ვსწავლობდი თბილისში, მე-7 გიმნაზიაში (ახლანდელი 63-ე საჯარო სკოლა), ყველა საგანი თანაბრად მაინტერესებდა და, სწავლის პარალელურად, სხვადასხვა სასკოლო კონკურსებში ვმონაწილეობდი. უფროს კლასებში უკვე აღარ მაკმაყოფილებდა ის განათლება, რომელსაც საქართველოში ვიღებდი და ამიტომ სასწავლებლად უცხოეთში წასვლაზე ვფიქრობდი.
|
ვრცლად>>> |
|
2014-05-15
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა თუ ბარიერი
|
დავით ფერაძე
ისტორიკოსი, პედაგოგი
პროფესიული სტანდარტით უწყვეტი პროფესიული განვითარების „ლეგიტიმაციისთვის“ მასწავლებლებს შესაბამის სქემაში ჩართვა მოგვეთხოვება. თუ პედაგოგი ამ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ანუ თუ პროფესიონალიზმს სქემატურად არ დაადასტურებს, მისი გენიოსობაც კი ამაო იქნება. მასწალებელთა პროფესიული განვითარებისთვის „ზრუნვა“ ერთ-ერთია იმ მრავალ მემკვიდრეობიდან, რომელიც შინაარსობრივადაც და მიზნობრივადაც შაშკინიზმის ეპოქიდან, თითქმის, უცვლელად შემორჩა. მაშინაც და ახლაც სქემის ამოქმედებას უნდა „დაემტკიცებინა“ მასწავლებელთა არაპროფესიონალიზმი და, აქედან გამომდინარე, მათი დაბალი სახელფასო ანაზღაურების მართებულობა.
|
ვრცლად>>> |
|
2014-05-08
საქართველოში სასკოლო განათლების სისტემა შესაცვლელია
|
რუბრიკის სტუმარია გრაცის კარლ-ფრანცის სახელობის უნივერსიტეტის პირველი
კურსის სტუდენტი სოსო შაყულაშვილი
— სოსო, როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი და რამდენად წარმატებული მოსწავლე იყავი?
— მოსწავლეობის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. ვერცხლის მედალზე დავამთავრე თბილისის კერძო სკოლა-კომპლექსი „სადუნი“. საკმაოდ წარმატებული მოსწავლე ვიყავი. სკოლის პერიოდში
|
ვრცლად>>> |
|
2014-05-01
ორიენტირი — მხოლოდ შედეგი
|
რუბრიკის სტუმარია თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ლალი კვინიხიძე
ბავშვის სამყაროს შეცნობის სურვილით გაკეთებული არჩევანი
მასწავლებლობა არასოდეს ყოფილა ჩემი ბავშვობის ოცნება, ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე სკოლაში დავიწყებდი მუშაობას. თუმცა ძალიან მსურდა, ახლო ურთიერთობა მქონოდა ბავშვებთან. მინდოდა, ჩავწვდომოდი მათ სამყაროს, მეტი გამეგო მათ შესახებ. უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის დროს დავრწმუნდი, რომ არა მხოლოდ ზოგადად ადამიანის, არამედ ბავშვის ფსიქოლოგია და მათი სამყარო ძალიან მაინტერესებდა. მივხდი, რომ ამის საშუალებას სკოლა მომცემდა. სწორედ მასწავლებლობით მივიღებდი იმას, რაც მაინტერესებდა. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე მასწავლებლობა. მუშაობის პროცესში კი დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
|
ვრცლად>>> |
|
2014-04-17
ფესტივალი — „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“
|
ლალი ჯელაძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, უკვე მეორედ გაიმართა ფესტივალი — „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“. ღონისძიების ფარგლებში, ერთ სივრცეში განთავსდა საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტების ნამუშევრებით გაფორმებული სტენდები, აქვე იყო წარმოდგენილი პრაქტიკის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულებები.
|
ვრცლად>>> |
|
2014-04-17
ჩემი მომავალი მხოლოდ საქართველოში მესახება
|
რუბრიკის სტუმარია ნათია სესკურია
— ნათია, დამეთანხმები ალბათ, რომ განათლების მიღება საზღვარგარეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს, პერსონალურ რეზიუმეში ოქროს ასოებით შეავსოს განათლების გრაფა, არჩევანს უცხოეთზე აკეთებს. მიამბე, რა გზა გაიარე საქართველოდან ინგლისამდე და რატომ აირჩიე განათლების მისაღებად ინგლისი?
— უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენს რუბრიკაში მოწვევისთვის და გამოვხატო დიდი სიმპათია თქვენი გაზეთისადმი, იმ საქმისადმი, რასაც ემსახურებით. მიმაჩნია, რომ განათლების სფერო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ქვეყნის წინსვლასა და განვითარებასთან. რაც შეეხება უცხოეთში განათლების მიღებას, ჩემი აზრით, საზოგადოების ინფორმირება ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებელია, რადგან ხშირად ხდება დაინტერესებული პირების დეზინფორმირება და გარკვეული სტერეოტიპების ჩამოყალიბება, რაც სინამდვილეში სიმართლეს არ შეესაბამება.
|
ვრცლად>>> |
|
2014-04-10
გადაწყვეტილების შეცვლის ხმაურიანი მცდელობა
|
ანა ფირცხალაიშვილი
განათლების სამინისტროს წინ, ტრადიციულად, განაწყენებული პედაგოგები პროტესტის გამოსახატავად და მინისტრთან შესახვედრად შეიკრიბნენ. უფრო მშვიდობიანი გზით მსგავსი კომუნიკაცია, კარგა ხანია, ჩვენთან ვერ ხერხდება. არადა, უახლესი წარსული მაგალითია იმისა, რომ დიალოგით, ოპონენტთა მოსაზრების გათვალისწინებით თუ არა, დაინტერესებით ბევრი საკითხი სიმწვავეს მაინც დაკარგავდა თუ არ მოგვარდებოდა. დასანანია, რომ წარსულის გაკვეთილები მალე გვავიწყდება, საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ.
ამჯერადაც ასე მოხდა. 53-ე სკოლის პედაგოგებს მაშინ შევხვდით, როცა ისინი განათლების სამინისტროს მოპირდაპირე ეზოში სკამებზე ჩამომსხდარნი, განერვიულებულები, მინისტრთან შეხვედრაზე თანხმობას ელოდნენ. პასუხის მოლოდინში რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|