გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2014-03-06
კაცი, რომელიც ეძებდა გამგებს...
|
ლალი ჯელაძე
***
ამონათდნენ იები -
ჩემი სიმპათიები...
ჩემი მილიარდები -
გაიფურჩქნენ ვარდები...
- ტყეო, როგორ გიკითხო?
- მთებო, როგორ ბრძანდებით?
შაბურა არაბული
24 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, შაბურა არაბულის პოეზიამ მისი თაყვანისმცემლები გააერთიანა. გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ, მეგობრებმა, თანაკურსელებმა გადაწყვიტეს, საზოგადოებისთვის ერთი მოკრძალებული პოეტის — კაცის, „რომელიც ეძებდა გამგებს“ — ლექსების სამზეოზე გამოტანა.147-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნატო შარაშიძემ მეგობრების იდეას შაბურა არაბულის ხსოვნის საღამო უწოდა და მისი მოსწავლეების (ჳხ-ხჳ კლასები) მიერ მომზადებული ელექტრონული ჟურნალი — „შაბურა არაბულის პოეზია“ — წარადგინა.
|
ვრცლად>>> |
|
2014-03-06
„მოძრავი ბიბლიოთეკის“ მსვლელობა გრძელდება
|
მაკა ყიფიანი
არასამთავრობო ორგანიზაცია — ასოციაცია „ზეკარის“ პროექტი „სოფლის სკოლის ბიბლიოთეკა წიგნიერების შანსია“ — გრძელდება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სასტუმრო „სილოვანის“ საკონფერენციო დარბაზში, ასოციაცია „ზეკარმა“, ორგანიზება გაუკეთა ჳ-ჳვ კლასის მოსწავლეებისთვის „მოძრავი ბიბლიოთეკის“ გამოფენას და საბავშვო მწერალ — თამარ ადამიასთან შეხვედრას. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამბროლაურის პირველი და მეორე სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები და პედაგოგები, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი და თანამშრომლები. თებერვლის თვეში ასოციაცია „ზეკარის“ „მოძრავი ბიბლიოთეკა“ ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტების სოფლის სკოლებს (ორბელი, ალპანა, უწერა და შეუბანი) სტუმრობდა. მოსწავლეებისთვის ერთნაირად საინტერესო იყო „მოძრავი ბიბლიოთეკის“ წიგნების გაცნობა და შეხვედრა საბავშვო მწერალთან. ონის, ამბროლაურის და ცაგერის რესურსცენტრების უფროსებმა უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა სასკოლო აქტივობებში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სასკოლო ვიზიტები და „მოძრავი ბიბლიოთეკის“ პრეზენტაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის, წესის და ნიკორწმინდის საჯარო სკოლებიდან დაიწყო.
|
ვრცლად>>> |
|
2014-02-13
სპორტის აკადემია შეცვლილი სახელითა და გაზრდილი სტატუსით
|
ირაკლი თავაძე
1935 წელს, იმჟამინდელ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზკულტურის კათედრად ჩამოყალიბებული, 1938 წლიდან კი ცალკე უმაღლეს სასწავლებლად დაარსებული სპორტის ყოფილი აკადემია „ვარდების რევოლუციას“ შეწირული ერთ-ერთი პირველი გლობალური ინსტიტუტი აღმოჩნდა (მით უფრო — განათლების სფეროში). თავის დროზე ეს ფაქტი, რასაც მაშინ რეორგანიზაცია დაარქვეს, საზოგადოებაში ხმაურიანი აქციების საფუძვლად იქცა — ჭავჭავაძის გამზირზე, აკადემიის შენობის წინ, თვეების განმავლობაში იდგა კარავი, სადაც მოშიმშილეები ღამეებს ათევდნენ, პარალელურად კი ხან კანცელარიის, ხანაც პარლამენტის ან განათლების სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციები ეწყობოდა. მართალია, ორგანიზატორებმა ამ ხმაურით აკადემიის აღდგენას ვერ მიაღწიეს, თუმცა ის შენობა რომ არ გაიყიდა (არადა, მოარული ხმებით, მთელი ის რეორგანიზაცია ამ მიზნით წამოიწყეს), შეიძლება, მათ ერთ-ერთ მთავარ დამსახურებად მივიჩნიოთ...
თუმცა, რაც უნდა ყოფილიყო აკადემიის რეორგანიზაციის და გაუქმების მიზეზი, ფაქტი იყო, რომ ილიას უნივერსიტეტი, რომელსაც სპორტის ფაკულტეტის სტატუსით გადასცეს ეს უმაღლესი სასწავლებელი, ვერ შეასრულებდა ქართული სპორტის წინაშე არსებულ ამოცანებს — თავიდან ამ ფაკულტეტზე მხოლოდ 20 მსურველს იღებდნენ სამწვრთნელო განხრით, რაც მეტისმეტად ცოტაა, თუმცა, დროთა განმავლობაში, ესეც შემცირდა. სამწუხაროდ, რეფორმის მესვეურთ დაავიწყდათ, რომ რეორგანიზაცია არსებულის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და არა გაუქმებას. „ამ აკადემიის გაუქმება იყო დანაშაული ქართული სპორტის წინაშე და არა შეცდომა — გვეუბნება იმ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, სადღეისოდ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და აგრძელებს — ილიას უნივერსიტეტი — ეს პიარის ნაწილი იყო, რომ საპროტესტო ტალღა ჩაეცხროთ, თორემ მისი ხელმძღვანელობა იმთავითვე სკეპტიკურად იყო განწყობილი. ამას ისიც მოწმობს, რომ ეს ფაკულტეტი დღეს მილევად რეჟიმშია, იქ სპორტის მიმართულება აღარ არსებობს, თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ ის ვერც გაწვდებოდა ქვეყნის მასშტაბებს.
საბედნიეროდ, ვერ მოხერხდა იმ ბაზის გაყიდვა, რაც ამ უმაღლესი სასწავლებლის გაუქმების მოტივაცია იყო. აკადემია კი მიუერთეს ილიას უნივერსიტეტს, მაგრამ მაშინ მას მთელი ინფრასტრუქტურით უნდა გადასცემოდა, რაც არ მოხდა. ეს იმიტომ, რომ ამ ტერიტორიის გაყიდვა იყო ჩაფიქრებული, რასაც ხელი შევუშალეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც აქციებში მონაწილეობდა. განსაკუთრებით — კურსდამთავრებულებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ. პროფესორ-მასწავლებელთა პროტესტი თუ გასაგებია — მათ სამსახური დაკარგეს და ამიტომ გავიდნენ აქციებზე, ეს ხალხი არაფერს კარგავდა, მაგრამ მაინც დაგვიჭირეს მხარი“.
|
ვრცლად>>> |
|
2014-02-13
უყურადღებოდ მიტოვებულების ხმაურიანი მონიტორინგი
|
ლალი ჯელაძე
ცოტა ხნის წინ საზოგადოების სერიოზული ყურადღების ქვეშ მოექცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია დRჳ-ის შშმ ბავშვთა და მოზრდილთა შესახებ 2010-2013 წლებში ჩატარებული კვლევის — „უყურადღებოდ მიტოვებულები“ — შედეგების გამოქვეყნება.
DRI-ის ანგარიში — „უყურადღებოდ მიტოვებულები“ — ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის აღმოფხვრის მსოფლიო კამპანიის ნაწილია: „ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ საშიშროებებზე, რომელიც დაწესებულებაში მოთავსებისას ნებისმიერ ბავშვს ემუქრება. ეს არის პრაქტიკა, რომელიც იწვევს ქმედუუნარობას, შემაშფოთებელი რაოდენობის ბავშვების დაღუპვას და მივყავართ მილიონობით შშმ ადამიანის სეგრეგაციამდე. ბავშვები ხვდებიან დაწესებულებებში სიღარიბის, შეზღუდული შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გამო“.
|
ვრცლად>>> |
|
2014-02-06
„საგანმანათლებლო კრიზისი“ სკოლის გარეშე დარჩენილი 57 მილიონი ბავშვი
|
ლალი ჯელაძე
იუნესკოს მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, 57 მილიონ ბავშვს სკოლაში სწავლის შესაძლებლობა არ აქვს — ეს სავალალო მონაცემები, ბუნებრივია, მსოფლიოს სერიოზულად დასაფიქრებლად მოუწოდებს. კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ინოვაციურ სამიტზე, იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ირინა ბოკოვამ განაცხადა, რომ: „მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება, ჩნდება ახალ-ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები. ყოველი მესამე ადამიანი ინტერნეტით სარგებლობს, 7 მილიარდი ადამიანი მობილურ ტელეფონს იყენებს, თუმცა ამის ფონზე არსებობს ძალზე მწვავე და რთული გამოწვევები, პრობლემები. დღეისათვის, 57 მილიონ ბავშვს სკოლაში სწავლის საშუალება არ აქვს. უხარისხო განათლების გამო კი — 250 მილიონ მოზარდს წერა-კითხვა არ შეუძლია. ამ ყველაფრის ფონზე, განათლების მიღება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ეს უფლება კი, მრავალ ქვეყანაში ირღვევა“
|
ვრცლად>>> |
|
2014-02-06
აპრობაციის შედეგად მოდიფიცირებული ტესტი
|
გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხო ენებისჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე:
2014 წლის ეროვნულ გამოცდებზე სამი სიახლე იქნება უცხო ენის გამოცდაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია მოსმენის კომპონენტის დამატება. 2005 წლიდან, ტრადიციულად, ჩვენი ტესტი მხოლოდ კითხვის და წერის ელემენტებისგან შედგებოდა. უცხო ენის ცოდნა კი გულისხმობს ოთხ ნაწილს — წერა, კითხვა, ლაპარაკი და მოსმენა. ამიტომ ჩვენი ძველი ტესტი დაუბალანსებელი იყო, დიდი ნაწილი ეთმობოდა კითხვას, შედარებით მცირე — წერას, არ იყო მოსმენა და ლაპარაკი. ტესტი უფრო პროფესიული, საერთაშორისო სტანდარტთან დაახლოებული რომ ყოფილიყო და უკეთ შეემოწმებინა აბიტურიენტების ცოდნა, დავამატეთ მოსმენა.
|
ვრცლად>>> |
|
2014-02-06
თავისუფალ აზროვნებაზე დამყარებული ცოდნა აბიტურიენტის ადეკვატურად შერჩევის ხერხი ესაუბრა
|
გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ხუნდაძე:
2014 წლიდან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის დამატებით ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნების ნუსხაში, აბიტურიენტებს და ასევე უმაღლეს სასწავლებლებს საინტერესო სიახლეს სთავაზობს. ვფიქრობთ, ეს ერთნაირად საინტერესო იქნება უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული ფაკულტეტებისთვის და მით უფრო სახელოვნებო მიმართულებებისთვის — ეს გამოცდა სტუდენტების ადეკვატურად შერჩევაში დაეხმარება მათ.
|
ვრცლად>>> |
|
2014-01-30
რეფორმირებული მანდატურის ინსტიტუტი და მანდატურების პროტესტი
|
ლალი ჯელაძე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მანდატურის სამსახურის რეფორმირებას იწყებს — ამის შესახებ სამინისტრომ ოფიციალურად იანვრის დასაწყისში გაავრცელა ინოფორმაცია. მანამ კი საზოგადოება ინფორმირებული იყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიურ სამსახურად გარდაქმნის შესახებ, სახელი შეეცვალა სკოლის მანდატურებსაც და მათ ბავშვთა დაცვის ოფიცრები დაერქვათ. გარკვეული ცვლილებები მოჰყვა მანდატურის — ბავშვთა დაცვის ოფიცრის ასაკობრივი ზღვრის დადგენასაც — თუ მანდატურად პირის დანიშვნა 20 წლის ასაკიდან იყო შესაძლებელი, ბავშვთა დაცვის ოფიცრები 23 წლის ასაკიდან დაინიშნებიან.
|
ვრცლად>>> |
|
2014-01-30
შეფასების სიზუსტის ზრდით შემცირებული შემთხვევითობა
|
შეფასების სიზუსტის ზრდით შემცირებული შემთხვევითობა
შეფასებისა და გამოცდების ცენტრი, 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აბიტურიენტებს სიახლეებს სთავაზობს.
ლალი თვალაბეიშვილი.
შემუშავდა მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტი, რომლის მიხედვითაც იმ აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გაიგივების შედეგად მოხდება. ამ ცვლილებით ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც შედარებით რთული ვარიანტი წერეს, ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ზღვართან მიახლოებული ქულა მიიღეს. ცვლილება შეეხება არჩევითპასუხიან დავალებებს. ამ და სხვა სიახლეებზე გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე.
|
ვრცლად>>> |
|
2014-01-23
არ მიყვარს შეუსაბამო ოცნებები და მიზნები, რომლებიც ფიზიკურად მიუღწეველია
|
რუბრიკის სტუმარია ანანო ჩომახიძე
ესაუბრა
მაკა ყიფიანი
— ანანო, საზღვარგარეთ სწავლის მისაღებად მეათე კლასიდან გერმანიაში გაემგზავრე, როგორ გაიხსენებ მშობლიურ მე-6 გიმნაზიას და ჰანოვერის გიმნაზიაში გატარებულ პერიოდს?
— პირველ რიგში, მივესალმები თქვენი გაზეთის მკითხველს და მადლობას გიხდით ამ რუბრიკაში მოწვევისთვის.
დავიბადე და გავიზარდე თბილისში, დავამთავრე მეექვსე გიმნაზია, ცნობილი გერმანული სკოლა ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩაზე. მეც, ისევე როგორც ალბათ ყველას, ვინც ამ სკოლაში სწავლობდა, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ, რაც განპირობებულია ურთიერთობებით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, მიდგომით სწავლისადმი და, რა თქმა უნდა, პედაგოგების პროფესიონალიზმით, რომელთა დიდი ძალისხმევითაც მეექვსე გიმნაზიამ დაიმკვიდრა სახელი და დღემდე ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლად ითვლება ქალაქში. გარდა ამისა, ასევე აღსანიშნავია გერმანელი პედაგოგების მონდომება და თავდადება, რომელთა წყალობითაც მეექვსე სკოლის მოსწავლეები გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში ახერხებენ სასწავლო სემესტრის გავლას, რაც, დამეთანხმებით, ნებისმიერისთვის დიდი გამოცდილებაა. გერმანული ენა ყოველთვის ძალიან მომწონდა, შესაბამისად, კარგადაც ვსწავლობდი. ამიტომ, მეათე კლასში მომეცა საშუალება გავმგზავრებულიყავი ქალაქ ჰანოვერში და უფასოდ მესწავლა ერთი სემესტრის განმავლობაში იქაურ გიმნაზიაში. იქ გატარებული დრო არაჩვეულებრივად მახსენდება, დღემდე მაქვს ურთიერთობა ჩემს მიმღებ ოჯახთან და გერმანელ კლასელებთან. გარდა სასიამოვნოდ გატარებული დროისა, ეს იყო უდიდესი გამოცდილება ჩემთვის როგორც ცხოვრებისეული, ასევე ცოდნის გაღრმავების მხრივ. ჰანოვერში გატარებული სემესტრი ძალიან დამეხმარა სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებაში, რომელიც ყოველ წელს ტარდება მეექვსე სკოლელებისთვის გერმანულ ენაში. ამ გაცვლითი პროგრამის შემდგომ გადავწყვიტე, აუცილებლად დავბრუნებულიყავი გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად და სწორედ ამიტომ ჩავაბარე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში — ალმა მატერში, როგორც მას ხშირად ვუწოდებთ ხოლმე.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|
|
25-28(942)N |
|
|
|
|