|
სტატიები
|
2014-01-23
უცნაური გადაწყვეტილებით ნაპოვნი „ნამდვილი საქმე“
|
ლალი მარგიანი
შარშან, მეგობრების დაჟინებული თხოვნით, გადავწყვიტე საჯარო სამსახურში მეცადა ბედი. რესურსცენტრში ქალბატონმა დარეჯან ნიგურიანმა სამი სკოლა შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსია მულახშიც იყო, არჩევანი ლახამულაზე შევაჩერე. ცოტა არ იყოს, ჩემი გადაწყვეტილება უცნაურად ეჩვენა ქალბატონ დარეჯანს და მკითხა, თუ ვიცნობდი ვინმეს ლახამულაში.
— დირექტორს ვიცნობ-მეთქი — ისეთი დამაჯერებელი კილოთი ვუპასუხე, თავად გამიკვირდა.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ნაზი ჭიღლაძე რომ ლახამულაში ასწავლიდა. მასზე საგაზეთო და რადიოწერილებიც მქონდა იმ წლებში გაკეთებული. თუმცა, მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ შევხვდი და არც მიფიქრია, ოდესმე მასთან თანამშრომლობის ბედნიერება თუ მხვდებოდა წილად. ჩემი გადაწყვეტილება არც ჩემს საახლობლოს დაუტოვებია უკომენტაროდ, მაგრამ აზრი არ შემიცვლია.
|
ვრცლად>>> |
|
2013-12-26
ჩემი მიზანი სწავლის შემდეგ თბილისში დაბრუნებაა
|
რუბრიკის სტუმარია ლუკა კალანდარიშვილი
ესაუბრა მაკა ყიფიანი
— ლუკა, დღიურებში წერ, რომ იელის უნივერსიტეტი შენი ახირება იყო. როგორი რეაქცია გქონდა, როცა მსოფლიოს საუკეთსო უნივერსიტეტიდან ჩარიცხვისა და სრულად დაფინანსების შესახებ შეტყობინება მიიღე?
— დიდი მადლობა, რომ თქვენს საგაზეთო რუბრიკაში მომიწვიეთ. უცხოეთში სწავლა ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საინფორმაციო ეპოქაში ვცხოვრობთ და ინტერნეტის წყალობით ნებისმიერი ცნობის მოპოვება შეიძლება, მაინც მგონია, რომ ბევრმა არ იცის საქართველოში იმ უნიკალური შესაძლებლობების შესახებ, რასაც ამერიკული საგანმანათლებლო სისტემა სთავაზობს უცხოელ სტუდენტებს. ამიტომ შევეცდები, რაც შეიძლება ამომწურავად, გავცე პასუხი თქვენს კითხვებს.
x
|
ვრცლად>>> |
|
2013-12-26
ვწერ თავისუფალ თემას
|
ვწერ თავისუფალ თემას
მაკა ყიფიანი
21 დეკემბერს, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში (დირექტორი — ამირან ჯამაგიძე) კონკურსის — „ვწერ თავისუფალ თემას“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი, რომლის ინიციატორია თბილისის კერძო სკოლა „ლოგოსის“ დირექტორი — გია მურღულია, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული უფროსკლასელებისთვის, სამ ეტაპად ჩატარდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან პარტნიორობით.
როგორც კონკურსის ინიციატორმა, ბატონმა გია მურღულიამ განაცხადა, სულ მალე გამოიცემა კონკურსში მონაწილეთა საუკეთესო თხზულებების კრებული, რომელიც უფასოდ გადაეცემა წარმატებულ მონაწილეებს, მათ პედაგოგებსა და სკოლებს. მონაწილეებს შეთავაზებული თემებიდან უნდა აერჩიათ ერთი. წარმოდგენილ თემებს შორის იყო: „ცხოვრების საზრისის პრობლემა ლიტერატურაში“; „სიყვარული პოეზიაში“; „ქართული იდეა — „ჩვეულებისაებრ მამულისა სლვა“; „ის, რაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა ბიბლიიდან“;
|
ვრცლად>>> |
|
2013-12-19
მიხაკო წერეთლის უცნობი არქივიდან
|
ლალი ჯელაძე
მიხაკო წერეთლის აქამდე უცნობი პირადი არქივის გამოფენა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის საზეიმოდ გადაცემის ცერემონია, 11 დეკემბერს, ღვინის კაფე-ბარ „ხარებაში“ გაიმართა. მიხაკო წერეთლის პირადი საარქივო მასალა მოიცავს პირად წერილებს, ფოტოებს, საბიბლიოთეკო ნაწილსა და სხვ. უნიკალური მასალა, რომელიც კერძო კოლექციონერს ეკუთვნოდა, „მეღვინეობა ხარებამ“ შეიძინა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საზეიმოდ გადასცა. მიხაკო წერეთელმა, ემიგრანტი ქართველების განსაკუთრებულმა წარმომადგენელმა, თავისი მოღვაწეობა პოლიტიკით დაიწყო, მაგრამ შემდეგ, მეცნიერულ მუშაობას შეუდგა. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში. საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ იძულებული გახდა სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა. 1900-1907 წლებში მიხაკო წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. საზღვარგარეთ მეცნიერულ მუშაობასთან ერთად პოლიტიკურ საქმიანობასაც აწარმოებდა. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ მოძრაობაში, ამასთან, ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა.
|
ვრცლად>>> |
|
2013-12-12
ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, სახელმწიფოსა და მოყვასის წინაშე
|
რუბრიკის სტუმარია გივი ლომიძე
მაკა ყიფიანი
— გამარჯობა გივი, პირველ რიგში, გაგვაცანი შენი ბიოგრაფია...
— უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემდამი ინტერესისათვის, თქვენს გაზეთში რუბრიკის სტუმრად რომ მომიწვიეთ. ჩემი მოკლე ბიოგრაფია ასეთია: 2000 წელს დავამთავრე ხარაგაულის ¹3 საჯარო სკოლა. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით, კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლობას გადავუხდი ჩემი სკოლის საყვარელ მასწავლებლებს.
|
ვრცლად>>> |
|
2013-12-06
TIMSS 2011 — ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე მათემატიკაში
|
ია კუტალაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და საგნობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მეორე ნაწილი
სწავლებაზე დახარჯული დრო. საგაკვეთილო საათებთან დაკავშირებული ძირითადი რეგულაციები მოცემულია ეროვნულ სასწავლო გეგმებში. ქვეყნების უმეტესობა მე-4 კლასისთვის მათემატიკას უთმობს მთლიანი კურიკულუმის დაახლოებით 13-22%-ს, მე-8 კლასში კი — 10-18%-ს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყნები, მათემატიკის სწავლებისთვის დათმობილი დროის მიხედვით, საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მათემატიკის სწავლებაზე წელიწადში დახარჯული დროის მიხედვით, საქართველო ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს როგორც მე-4, ასევე მე-8 კლასში. თუმცა მე-4 კლასის
|
ვრცლად>>> |
|
2013-12-05
„ვეფხისტყაოსანი“ — ხელნაწერი მემკვიდრეობა
|
ლალი ჯელაძე
ქართული რენესანსული კულტურის წიაღში შექმნილი „ვეფხისტყაოსანი“ კარგა ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს საგანძურში. პოემის მნიშვნელობა ქართველი კაცისთვის განსაკუთრებულია და სახარებასა და „ქართლის ცხოვრებასთან“ ერთად, მან განსაზღვრა ჩვენი ხასიათი და ცხოვრების წესი. ჟამთა სიავით სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებს ეს ბრძნული წიგნი, როგორც სულიერი საზრდო, თან მიჰქონდათ.
უდიდესი პოპულარობის გამო, ძველ საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ ბევრი ხელნაწერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძნელბედობის ჟამს, რომელიც თამარ მეფის ბრწყინვალე ეპოქას მოჰყვა, განადგურდა პოემის ხელნაწერები ისევე, როგორც მატერიალური კულტურის სხვა ძეგლები. ამიტომაც „ვეფხისტყაოსნის“ შექმნიდან მომდევნო სამი საუკუნის (ხჳჳჳ, ხჳვ, ხვ ) არც ერთ ხელნაწერს არ მოუღწევია ჩვენამდე. მეტ-ნაკლებად სრული ხელნაწერები მოგვეპოვება ხვჳჳ საუკუნის, ორიოდე ხელნაწერი მათზე ძველია, საინტერესოა, აგრეთვე თითო-ოროლა სტროფითა და ტაეპით შემონახული მინაწერები (ძველ ხელნაწერებზე) და ერთადერთი ეპიგრაფიკული წარწერა ვანის ქვაბებში.
|
ვრცლად>>> |
|
2013-12-05
TIMSS 2011 — ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე მათემატიკაში
|
ია კუტალაძე
შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის
კვლევისა და საგნობრივი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი
პირველი ნაწილი
მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS), მათემატიკაში მოსწავლეთა მიღწევების შეფასებასთან ერთად, იმ ფაქტორებს შეისწავლის, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსწავლეთა მიღწევებზე. კვლევის ფარგლებში, ხდება მათემატიკის სწავლისა და სწავლების ეროვნული, სოციალური და საგანმანათლებლო კონტექსტის ანალიზი. ამ მიზნით კვლევაში რამდენიმე კითხვარი იყო გამოყენებული: მათემატიკის სასწავლო გეგმის კითხვარი; მოსწავლის კითხვარი; მათემატიკის მასწავლებლის კითხვარი; სკოლის კითხვარი (დირექტორებისათვის). ამ კითხვარების საშუალებით შეიკრიბა კვლევისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, განისაზღვრა ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მათემატიკის სწავლა-სწავლების პროცესისათვის. ამჯერად სწორედ იმ ფაქტორების მოკლე აღწერას წარმოგიდგენთ.
|
ვრცლად>>> |
|
2013-11-28
ოჯახი ყველა ბავშვისთვის — რეფორმის ძირითადი მიღწევები და შემდგომი ნაბიჯები
|
ლალი ჯელაძე
„ყველა ბავშვს აქვს ოჯახურ გარემოში ცხოვრების უფლება“ — გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიერ აღიარებული ეს უფლება, ბუნებრივია, მხოლოდ ფურცელზე დაწერილ უფლებად არ უნდა დარჩეს იმ 193 ქვეყნისთვის, რომლებმაც, ამ კონვენციაზე მიერთებით, მისი შესრულების ვალდებულება აიღეს. ეს ვალდებულება საქართველომ 1994 წლიდან აიღო და, შესაბამისად, სახელმწიფო ცდილობს მის შესრულებას, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა. არსებული პრობლემების მიუხედავად, ბავშვზე ზრუნვის რეფორმის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესია. ამჟამად, საქართველოში სახელმწიფო მმართველობაში მყოფი მხოლოდ სამი დიდი ზომის ინსტიტუციაა მაშინ, როდესაც 2009 წელს ჯერ კიდევ 41 იყო. იქ მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა 4600-დან 109-მდე შემცირდა. რეფორმა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ჲSაჳდ), გაეროს ბავშვთა ფონდის (ჲnicef) და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით.
რა მიღწევებია ამ წლების განმავლობაში და რა გამოწვევები რჩება ხელისუფლების წინაშე — ამ კითხვებს გასცა პასუხი, 26-27 ნოემბერს, საერთაშორისო კონფერენციამ, რომელიც ორგანიზებული იყო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, იუნისეფისა და ჲSაჳდ-ის მიერ. მონაწილეებმა ბავშვზე ზრუნვის რეფორმის მიღწევები მიმოიხილეს, კონფერენციის სახელწოდებაც სწორედ ბავშვთა ოჯახურ გარემოში ცხოვრების უფლებას ეხებოდა. ვრცლად განიხილეს ყველა ასპექტი, თუ როგორ ასრულებს სახელმწიფო ბავშვზე ზრუნვის რეფორმას.
|
ვრცლად>>> |
|
2013-11-28
გერმანელებმა იციან, რომ მათი უფლებები იქ მთავრდება, სადაც შენი უფლებები იწყება
|
რუბრიკის სტუმარია მანია ხუციშვილი
ესაუბრა მაკა ყიფიანი
— გამარჯობა მანია, გაგვაცანი შენი ბიოგრაფია.
— დავიბადე 1974 წელს თბილისში. 1991 წელს დავამთავრე რუსთავის 21-ე საშუალო სკოლა; 1996 წელს კი — თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და უცხო ენების მეორადი განყოფილება. ამჟამად ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი-მაგისტრანტი ვარ.
— ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია, საინტერესოა მისი ისტორია...
— უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობ, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის (1767-1835) ინიციატივითაა დაარსებული და 1946 წლიდან მისივე სახელს ატარებს (ვილჰელმი დაიბადა ოჯახში, რომელიც პრუსიის სამეფო კართან იყო დაახლოებული — მისი ძმა, ალექსანდრე, მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ მეორეს ნათლული იყო). მან და მისმა ძმამ შესანიშნავი დაწყებითი განათლება მიიღეს შინ. ალექსანდრე უფრო საბუნებისმეტყველო დარგებით იყო გატაცებული, ვილჰელმს კი ენა, კულტურა, პოლიტიკური თეორიები და სახალხო განათლების პრობლემები აღელვებდა. იგი მეგობრობდა გოეთესთან, შილერთან და სხვა მრავალ, არა მხოლოდ გერმანელ, ინტელექტუალთან. გერმანული კლასიკის ცენტრალური საყრდენი — ჰუმანიზმი, რომელიც ადამიანის შესაძლებლობების განვითარების მაქსიმუმზე და მის გაკეთილშობილებაზე იყო ორიენტირებული,
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|