|
სტატიები
|
2013-11-14
მთავარი გამოცდილებაა და არა სერტიფიკატების რაოდენობა
|
რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია
დავით კახაბერი
ესაუბრა მაკა ყიფიანი
— საუბარი მოსწავლეობის პერიოდიდან დავიწყოთ... საინტერესო პროფესიებიდან, საბოლოო არჩევანს, ფილოსოფიაზე აკეთებ, შემდეგ სასწავლებლად უცხოეთში მიემგზავრები... რამ განაპირობა პროფესიის არჩევა?
— ვსწავლობდი თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში. ჯერ კიდევ მოზარდობისას დავინტერესდი ქრისტიანული თეოლოგიით, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების შესწავლა გადავწყვიტე. პირველ კურსზე ფილოსოფიის შესავალს გავდიოდი და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ეს სფერო ჩემს პროფესიად მექცია. თავიდან დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს უნივერსიტეტი კომპეტენტური კადრებითა და მაღალი სტანდარტებით არ გამოირჩეოდა, სასწავლებლის შეცვლა გადავწყვიტე და ილიას უნივერსიტეტში გადავედი. იქ კი, სახელდობრ ფილოსოფია ავირჩიე პროფესიად. ოთხწლიანი ბაკალავრიატი სადიპლომო ნაშრომით — „ფროიდის „შემზარავის“ ასპექტები რენე ჟირარის „განტევების ვაცის“ თეორიაში“ — დავასრულე. ამის შემდეგ მაგისტრატურაში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას და საბუთები ერაზმუს მუნდუსის პროგრამაზე — „ევროფილოსოფია — გერმანული და ფრანგული ფილოსოფიები ევროპულ სივრცეში“ — გავგზავნე. დადებითი პასუხის შემდეგ სასწავლებლად ტულუზის უნივერსიტეტში წავედი.
|
ვრცლად>>> |
|
2013-11-07
ზღვარზე გასული სოციალური სამართლიანობა თუ განათლების ხელმისაწვდომობა
|
ლალი ჯელაძე
2013-2014 სასწავლო წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 650 000 მოსწავლე წიგნებს უფასოდ მიიღებს — ამის შესახებ, 2013 წლის 8 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის 145-ე საჯარო სკოლაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ასეც მოხდა!
უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგებამ, რაც ახალი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა, საზოგადოების გული უდავოდ მოიგო, რადგან მშობლებს შვილებისთვის წიგნების ყიდვა აღარ მოუხდათ. ძალიან ხშირად ისმის მათგან, რომ ხელისუფლებამ კარგი პროექტი განახორციელა. თავის დროზე, ამ სიახლეს საზოგადოების მხრიდანაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა — სოციალურ ქსელებში, ბლოგებსა თუ ბეჭდვით მედიაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები იბეჭდებოდა: „ყოველ წელს ახალი წიგნი და ახალი თავისტეხვა მშობლებისთვის, თუ როგორ და რანაირად შეუძინონ წიგნები შვილებს, თან რა ფასები ედო, ამა თუ იმ წიგნს. ბოლოს და ბოლოს მოგვარდება ეგ პრობლემა...“; „რაღაც 5 გამომცემლობის და 50 ავტორის გამო არ უნდა მოაკლდეს ამხელა შეღავათი ამდენ ოჯახს“ — ასეთი განცხადებები და კომენტარები ისმოდა და იწერებოდა საზოგადოების იმ ნაწილისგან, ვისაც უჭირდა შვილებისთვის სახელმძღვანელოების შეძენა. საკამათოც მათი მხრიდან ბევრი არაფერია, რადგან საჩუქარი უდავოდ მსუყე და დღევანდელ სოციალურ ფონზე საჭიროც კი იყო, მაგრამ ხელისუფლების ამ „მსუყე საჩუქარმა“ მისი უშუალო შემქმნელების — გამომცემლობების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია, რადგან ისინი დაბეჭდვის ეტაპამდე მისული წიგნის გარეშე დარჩნენ. უმეტესობას კი, შემდგომი წლების მარაგიც დაბეჭდილი დარჩა და დღესაც საწყობებში მაკულატურად აწყვია.
|
ვრცლად>>> |
|
2013-10-31
ორი საუკუნის შემდეგ...
|
ლალი ჯელაძე
25 ოქტომბერს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მუზეუმთა ასოციაციისა და საქართველოს ჳCჴმ-ის ეროვნული კომიტეტის თანადგომით, გიორგი ერისთავის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გამოფენა გაიხსნა — გამოფენა მართლაც გრანდიოზულია როგორც მნიშვნელობით, ისე მასშტაბითაც. სასახლეს მიახლოებულ სტუმრებს სპექტაკლ „გაყრიდან“ აჟღერებული მუსიკა უკვე ამცნობდა, რომ წინ დიდი სანახაობა ელოდათ. ეზოში დამონტაჟებულ სცენაზე კი გააცოცხლეს მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებმა „გაყრიდან“ სცენები. სიმბოლური იყო პირველი რეალისტური სპექტაკლის სცენებით იუბილეს დაწყება, სწორედ ამ ფრაგმენტების ნახვის შემდეგ იოლი მისახვედრი გახდა, თუ რამ მოხიბლა ასე იმდროინდელი ქართული საზოგადოება და რამ გამოიწვია, თავის დროზე, დიდი გამოხმაურება. სპექტაკლი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღდგა.
|
ვრცლად>>> |
|
2013-10-31
ისევ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
|
მაკა თაქთაქიშვილი
2012 წლის ოქტომბერში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, გაზეთ „ახალი განათლების“ რედაქციასთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით, ჩაატარა კონკურსი საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის — „გაიგე მეტი შენი კუთხის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“. კონკურსი მიზნად ისახავდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების მოძიებასა და წარმოჩენას, მათი დაცვის საქმეში საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართვას. კონკურსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ასზე მეტმა საჯარო და კერძო სკოლამ, განხილვის შედეგად გამოვლინდა ათი სკოლის ოცი საუკეთესო თემა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელით „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგი“ და სასაჩუქრე წიგნების კომპლექტით.
მიმდინარე წლის ნოემბერში სააგენტო და გაზეთი „ახალი განათლება“ კვლავ გეგმავენ ანალოგიური კონკურსის ჩატარებას თემაზე — „ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობა“.
|
ვრცლად>>> |
|
2013-10-31
დღეს გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს, თუ ვინ იქნები ხვალ
|
რუბრიკის სტუმარია
ზურაბ მურაკაშვილი
ესაუბრა
მაკა ყიფიანი
— ზურაბ, შენ შესახებ საუბარი მოსწავლეობის პერიოდიდან დავიწყოთ. ვიცი, რომ საკმაოდ წარმატებული და აქტიური მოსწავლე იყავი
— თავდაპირველად მსურს მადლობა მოგახსენოთ ჩემდამი გამოჩენილი ინტერესისთვის. ვერცხლის მედალზე დავამთავრე ქალაქ გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა. სწავლის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში, ვარ კონკურსის „საუკეთესო მთარგმნელი 2006“ რუსული და ინგლისური სექციების გამარჯვებული.
სკოლის დამთავრების შემდეგ, 2009 წელს, ჩავაბარე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლაში ქართულ-ბრიტანულ-უნგრულ პროგრამაზე (სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მოვიპოვე 70%-იანი სახელმწიფო გრანტი, ამას დაემატა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის შიდა გრანტი, რომელიც ანალოგიურია სახელმწიფო გრანტისა და ჯამში ჩემ მიერ მიღებულმა გრანტმა შეადგინა ყოველწლიური 3150 ლარი, ოთხი სასწავლო წლის მანძილზე). პროგრამა მოიცავს სამწლიან სწავლებას საქართველოში, ხოლო დამამთავრებელ მეოთხე
|
ვრცლად>>> |
|
2013-10-24
მათემატიკა — მოსწავლეთა მიღწევები
|
ია კუტალაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
კვლევისა და საგნობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი
2007 და 2011 წლებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაში (TIMSS). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი შედარებითი კვლევა მთელ მსოფლიოში,
|
ვრცლად>>> |
|
2013-10-23
ქმედითი ნაბიჯები მომავალშიც გაგრძელდება
|
გვესაუბრება ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
— რა სახის ცვლილებები განხორციელდა კანონში „პროფესიული განათლების შესახებ“ და შემუშავდა თუ არა პროფესიული სტანდარტები, რამაც უნდა უზრუნველყოს სისტემის გამართული მუშაობა (პროფესიული განათლების შრომის ბაზართან დაკავშირება, საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობის ზრდა, საგანმანათლებლო „ჩიხების“ აღმოფხვრა და ა.შ.)?
— მიმდინარე წელი ერთგვარი გარდამავალი წელია პროფესიული განათლების სფეროსთვის. მიმდინარეობს მზადება სისტემური ცვლილებებისათვის, რაც კოლეჯების მხრიდან ადამიანური რესურსის მაქსიმალურად მობილიზებას და პროცესში ჩართვას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, იმ კოლეჯებს, რომლებსაც ვალდებულება ჰქონდათ ავტორიზაცია წელს გაევლოთ, მათი თხოვნის საფუძველზე, ამ ვალდებულების შესრულება საკანონმდებლო ცვლილებებით ერთი წლით გადაუვადდათ. შესაბამისად, როგორც საჯარო, ისე კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა მიეცათ, კარგად გაერკვნენ დაგეგმილ ცვლილებებში და მომავალი ერთი წლის განმავლობაში მოემზადონ ავტორიზაციის პროცესისათვის.
|
ვრცლად>>> |
|
2013-10-23
განხორციელებული ცვლილებები და მიმდინარე ტენდენციები
|
ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე დოქტორანტურის დაფინანსების პროექტია.
სახელმწიფო ასი წარმატებული დოქტორანტის სწავლას დააფინანსებს. ამისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაა გამოყოფილი, ერთი დოქტორანტის დაფინანსება 21 ათასი ლარი ჯდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა შეაჯამა. მასმედიის წარმომადგენლებს ის პროექტები გააცნო, რომელთაც საფუძველი ხელისუფლების ცვლილებისთანავე ჩაეყარა —
|
ვრცლად>>> |
|
2013-10-17
აფხაზ მთავართა სათავეებიდან ომის შემდგომ თაობამდე
|
რუბრიკის სტუმარია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორიგიორგი ანჩაბაძეა
ფხაზთა უძველესი ისტორიული გვარი ერთი თვალსაჩინო აფხაზური ოჯახის ისტორია მამაჩემის ბაბუა ტარას ანჩაბაძე, თავის მამის მსგავსად, ოფიცერი იყო, რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-იაპონიის ომების მონაწილე. სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ იყო სოხუმის საქალაქო მმართველობის წევრი. ჰქონდა აგრეთვე დიდი გატაცება — ნადირობა; მის სამონადირეო თავგადასავლებს რუსმა მწერალმა ევგენი მარკოვმა მოთხრობა მიუძღვნა — „ერთი წელიწადი მთებში“. პოდპოლკოვნიკ ტარას ანჩაბაძეს, როგორც მამაცსა და სახელმოხვეჭილ მონადირეს, მოიხსენიებს კონსტანტინე მაჭავარიანიც თავის ცნობილ წიგნში: „სოხუმისა და სოხუმის ოლქის გზამკვლევი“ (1913 წ.). ტარასი წერდა აგრეთვე სასიმღერო კუპლეტებსა და სახუმარო ლექსებს რუსულ და მეგრულ ენებზე.
|
ვრცლად>>> |
|
2013-10-17
„დაინახე უხილავი. დაგვეხმარეთ ერთადდავასრულოთ ბავშვთა მიმართ ძალადობა“
|
ლალი ჯელაძემ
ბავშვთა მიმართ ძალადობა 21-ე საუკუნეშიც აქტუალურ თემად რჩება. ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო წლებში, პირველი ნაბიჯები გადადგა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად. 2007 წელს ჩატარდა ეროვნული კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ საქართველოში სხვადასხვა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განცდილი აქვს ბიჭების და გოგონების 80 პროცენტს. ამ შედეგებზე რეაგირებისა და საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის განვითარების მიზნით, 2010 წელს, მთავრობამ გამოსცა ბრძანება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის და რეფერირების შესახებ.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|