გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2013-10-03
გამოცდები — შედეგები, პრობლემები, მიზეზები
|
დასრულდა 2013 წლის ერთიანი ეროვნული და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლებსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. ისევე როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც გამოცდების შედეგებს აჯამებენ ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები.გვესაუბრება შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის
ფიზიკის ჯგუფის ხელმძღვანელი
გოგი ჩეჩელაშვილი
|
ვრცლად>>> |
|
2013-10-03
სკოლამდელი განათლება — არამიმზიდველი რეალობა და პერსპექტივები
|
სასწავლო წლის დაწყება ისეთივე თავსატეხი რჩება ბაღის ასაკის ბავშვების მშობლებისთვის, როგორც სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის. გამუდმებულად ისმის კითხვები: სად მივიყვანო ბავშვი, რომელი ბაღი სჯობს, კერძო თუ სახელმწიფო? ბუნებრივია, ამის მიზეზი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არასაკმარისი ხარისხია, არასანდოობა, რომ მათი შვილების განვითარება ადრეულ ასაკში სათანადოდ ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მესმის მშობლების, რადგანაც სახელმწიფო ბაღები დღეს მართლაც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის განვითარებას, მათ მომზადებას სკოლისთვის.
|
ვრცლად>>> |
|
2013-10-02
თუ მზად ვართ ვაღიაროთ პრობლემები, ყველაფერი გამოსწორდება
|
გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი
— როგორ ჩაიარა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა და გაამართლა თუ არა რეგისტრაციის ახალმა მოდელმა?
— პროცედურულად ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, მინიმალური ხარვეზიც არ დაფიქსირებულა. ბუნებრივია ვღელავდით, რადგან წელს ძალიან ბევრი აპლიკანტი გვყავდა — 42 000-მდე აბიტურიენტი, 10 000-მდე მაგისტრობის მსურველი, ამდენივე სტუდენტი, რომლებიც საგრანტო კონკურსში მონაწილეობდნენ და 21 000-მდე პედაგოგი, საერთო ჯამში — 100 ათასამდე აპლიკანტი. რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ლოჯისტიკის თვალსაზრისით.
|
ვრცლად>>> |
|
2013-09-26
ბატონიშვილისეული სამართლის უცნობი ხელნაწერი
|
„პირველადვე ესრე ვთქვათ მოსამართლე უნდა იყოს დიდად გამსინჯავი, მიმხვდომი, გამომძიებელი, გონება აუჩქარებული, დაწყნარებული, გამგონე, საჩივრის ყურისმგდებელი, გამსინჯავი, მომჩივრის მომხმარე, მომცდელი, სხვისი მკითხველი და ღვთისმოშიში“ — ასეთ ჰუმანურ მოსამართლეს ითხოვს ვახტანგ ვჳ-ის სამართლის წიგნის აქამდე უცნობი ხელნაწერი ნუსხა, რომელიც თითქოს დღევანდელი დღიდან გვესაუბრება. აქამდე უცნობი ხელნაწერი პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა და მღვდელმა ზაქარია მაჩიტაძემ საქართველოს ხელოვნების სასახლეს საჩუქარად გადასცეს. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის ასზე მეტი ხელნაწერი არსებობს, ეს ნუსხა უნიკალურია და იქ წარმოდგენილი მოსამართლის მახასიათებლები დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
ვახტანგ ბატონიშვილის ბრძანებით შექმნილი საკოდიფიკაციო კომისიის მიერ, 1705-1708 წლებში, შედგენილი კანონთა კრებული შესავალსა და შვიდ საკანონმდებლო ძეგლს — სამართალი მოსესი, სამართალი ბერძნული, სამართალი სომხური, სამართალი კათალიკოსთა, სამართალი მეფის გიორგისა, სამართალი აღბუღასი, სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა — შეიცავს. ვახტანგ ვჳ-ის კანონები მალევე იქცა მთელ საქართველოში მოქმედ კანონთა წიგნად, უფრო მეტიც, ქართული სამართლებრივი და საერთოდ საქართველოს ისტორიის დიდმნიშვნელოვანი წყარო გახდა.
ბატონიშვილის სამართლის წიგნს, გასულ თვეში, უცნობი ხელნაწერის სახით, კიდევ ერთი შეემატა, სავარაუდოდ, 1843 წელს მღვდელ პავლე ჭედიას მიერ გადაწერილი.
|
ვრცლად>>> |
|
2013-06-20
სტანდარტიზებული ტესტირება ხარისხიანი განათლების წინააღმდეგ
|
(ერთი საგანმანათლებლო ინიციატივის გამო)
შესავალი
როგორც ცნობილი გახდა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი (I-VI კლასები) და საბაზო (VII-IX კლასები) საფეხურების ბოლოს წელს პირველად უნდა ჩატარდეს საცდელი ტესტირებები. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ წამოწყების ინიციატორებს განათლების ხარისხის გაუმჯობესების სურვილი ამოძრავებთ, თუმცა ვშიშობთ, რომ მათ მიერ არჩეული გზა საპირისპირო შედეგს — სწავლების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს.
პირადად ჩვენ დაწყებით საფეხურზე სტანდარტიზებული საგამოცდო მოდელის დანერგვა იმდენად საგანგაშოდ გვეჩვენება, რომ მოქალაქეობრივ ვალად და პროფესიულ პასუხისმგებლობად მივიჩნიეთ, ჩვენი მცირე წვლილი შეგვეტანა იმ საფრთხეების გამოვლენაში, რომლებსაც ეს იდეა შეიცავს.
ვფიქრობთ, ეს საკითხი საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, რადგანაც იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენი შვილების ჩამოყალიბება-განვითარების პროცესებთან. ამდენად, სასურველია, დაწყებით საფეხურზე გამოცდების დანერგვა-არდანერგვის საკითხი საჯარო განხილვის თემად იქცეს. ჩვენ პირველი ვიქნებით.
|
ვრცლად>>> |
|
2013-06-20
ვიშრომოთ დაუზარლად და სხვასაც გავუწოდოთ დახმარების ხელი
|
რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია
ნინო გვეტაძე
|
ვრცლად>>> |
|
2013-06-20
გალერეა
|
უნიკალური მოვლენა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში — მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროექტი „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“.
ქართული ენის მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პიროვნული გმირობის ფასად სამშობლოს ემსახურებიან
|
ვრცლად>>> |
|
2013-06-19
ქართული ხელნაწერი წიგნის ქრონიკები
|
საქართველო უმდიდრესი საგანძურის მფლობელია უძველესი ქართული ხელნაწერების სახით. ძირითადი ბირთვი ქართული ხელნაწერებისა სასულიერო ხასიათის ლიტერატურაა. ევოლუციის რა ეტაპები გაიარა ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა, რა პრინციპებით ფორმდებოდა, ზოგადად რა მნიშვნელობა ჰქონდა ქართული კულტურის განვითარებისთვის ქართულ ხელნაწერს და როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა წიგნის შექმნის ხელოვნება — გვესაუბრება რუბრიკის სტუმარი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ქავთარია.
— რა პერიოდიდან იღებს სათავეს ქართული ხელნაწერი წიგნი?
— ხელნაწერი წიგნი და მათ შორის ქართული ხელნაწერი წიგნი მხატვრული შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, რადგანაც მისი როლი, განსაკუთრებით ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ძალიან დიდი იყო.
ქართული ხელნაწერი წიგნის პირველი ფრაგმენტები V-VI საუკუნიდან შემოგვრჩა, თუმცა ეს ცალკეული ეტრატისგან შესრულებული ფურცლებია. ამის შემდეგ, გარკვეულწილად, ხელნაწერი წიგნის ისტორია ჩვენში ქრისტიანობის შემოღებას უკავშირდება. ამ პერიოდიდან დაიწყო მასიურად სასულიერო ხასიათის ლიტერატურული ძეგლების შემოსვლა და ყოველივე ამან განაპირობა და მოიტანა აუცილებლობა იმისა, რომ ეს წიგნები ქართულ ენაზეც ყოფილიყო ნათარგმნი და იმდროინდელი ქართველი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. სავარაუდოდ, მანამდე, რა თქმა უნდა, არსებობდა ხელნაწერები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია. ძირითადი მასალა, რითაც ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერი ნიმუშებია შესრულებული, ეტრატია. ეტრატი პერგამენტის ქართული შესატყვისი სიტყვაა, რომელიც ძირითადად ხბოს ტყავისგან მზადდებოდა, შემდეგ იჭრებოდა შესაბამის ზომაზე და საწერ მასალად გამოიყენებოდა. საინტერესოა ისიც, რომ ხელნაწერი წიგნის ორგანიზება მონასტერში ხდებოდა. მონასტერი იყო ძირითადი ადგილი, სადაც ხელნაწერი წიგნების თარგმანი, გადაწერა, გამრავლება, გადანუსხვა, შემკობა და ყდაში ჩასმა სრულდებოდა. მწიგნობარი ბერები იყვნენ ამ საქმის მწარმოებელნი. თუმცა მანამდე (ადრეული ხანის ქართული ხელნაწერი წიგნი მოღწეული არ არის) ხელნაწერი წიგნის ფორმა განსხვავებული იყო, გრაგნილის ფორმა ჰქონდა, რომელიც, ძირითადად, პაპირუსისგან იყო შესრულებული. დაახლოებით I-II საუკუნეებში პაპირუსი ეტრატმა ჩაანაცვლა. ქართული ადრეული ხანის გრაგნილები შემორჩენილი არ არის, ქრისტიანულ სამყაროში გრაგნილის ფორმა ზოგადად ჩაანაცვლა კოდექსის ფორმამ — თანამედროვე წიგნის ფორმამ. ეს დაახლოებით IV საუკაუნეში მოხდა და, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტანობას უკავშირდებოდა, მაგრამ XI საუკუნეში გრაგნილი კვლავ აღდგა, ეს იმან გამოიწვია, რომ ლიტურგიის წესები — ჟამის წირვა — სწორედ გრაგნილზე იყო გადაწერილი და როდესაც მღვდელთმსახური ამბიონზე ლოცვას კითხულობდა, კონდაკზე დახვეულ გრაგნილს ხსნიდა. გარდა ამისა, ევროპაში გრაგნილზე სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ჩანაწერებსაც აკეთებდნენ, თუმცა პაპირუსის ნაცვლად ეტრატს იყენებდნენ — ეტრატის ფურცლებს ერთმანეთს აკერებდნენ და ისე ახვევდნენ გრაგნილად. წიგნის ძირითად ფორმად მაინც კოდექსი — თანამედროვე წიგნის ფორმა მიიჩნევა, რომელიც, პრაქტიკულად, მთელ სამყაროში გავრცელდა, როგორც ერთადერთი ყველაზე მისაღები ფორმა ხელნაწერისთვის.
|
ვრცლად>>> |
|
2013-06-19
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები
|
შესავალი
2006 და 2011 წლებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS — Progress in International Reading Literacy Study), რომლის მიზანიც 9-10 წლის მოზარდების კითხვის უნარისა და მასთან დაკავშირებული ფაქტორების შესწავლაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვები სკოლაში სწავლისას იძენენ, კითხვის უნარია. ბავშვები ჯერ სწავლობენ კითხვას, შემდეგ კი კითხულობენ იმისთვის რომ ისწავლონ. სწორედ ამიტომაც სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მოსწავლეთა წიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა. მოზარდის კითხვის უნარი მისი სოციალიზაციისა და პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კვლევითი მონაცემები ცხადყოფს, რომ სოციალური, ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები კითხვის სირთულეებით გამოირჩევიან. ამიტომაც კითხვის სწავლების საწყის ეტაპზევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლის კითხვის უნარის განვითარებასა და კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ამ ასაკში კითხვის უნარის შემოწმება გულისხმობს იმის გარკვევასაც, თუ რამდენად წარმატებული იქნება ბავშვი მომავალში, შეძლებს თუ არა მაღალი კლასების სასწავლო პროგრამის დაძლევას და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოების კეთილდღეობისათვისაც.
|
ვრცლად>>> |
|
2013-06-13
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობია ქომაგები
|
5 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, კონკურსის „გაიგე, მეტი შენი კუთხის არამატერიალური მემკვიდრეობის შესახებ“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის, დაცვის, განვითარებისთვის და UNESCO-ს 2003 წელს შემუშავებული „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ კონვენციის შესრულების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ პირველი სასკოლო საპილოტე ორეტაპიანი კონკურსი — „ გაიგე მეტი შენი კუთხის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ განახორციელა. კონკურსში მონაწილეობა, საქართველოს მასშტაბით, 200-მდე სკოლამ მიიღო. გამოვლინდა არამატერიალური მემკვიდრეობის 20 საუკეთესო ნიმუში, 48 სკოლის 90 მონაწილეს და მათ პედაგოგებს კი „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის“ წოდება მიენიჭათ. კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, გაზეთ „ახალი განათლების“, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|
|
25-28(942)N |
|
|
|
|