|
სტატიები
|
2013-06-06
ამერიკაში პრიორიტეტული კარიერის გაკეთებაა
|
— ქეთი, შენც იმ იღბლიან სტუდენტთა შორის ხარ, რომლებსაც საშუალება მიეცათ საზღვარგარეთ ცოდნის გასაღრმავებლად წასულიყვნენ. მიამბე შენ შესახებ, რატომ გადაწყვიტე მაგისტრატურა საზღვარგარეთ გაგევლო?
დავამთავრე თბილისის 126-ე საშუალო სკოლა და ჩავაბარე ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, სადაც ინგლისურ ენაზე ვსწავლობდი ყველა საგანს. მეორე კურსიდან ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციებში. საბოლოოდ, სამუშაო გამოცდილება და ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომი დაფინანსების მოპოვებაში დამეხმარა. პირველი მაგისტრატურა ნოტერ დამის უნივერსიტეტში, კონფლიქტოლოგიის განხრით, გავიარე. სწავლის დასრულების შემდეგ 6 თვე ამერიკაში ვმუშაობდი, პარალელურად, ჩავაბარე მაგისტრატურაზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით, მთლიანი დაფინანსებით. მაგისტრატურაში ჩაბარებისთვის აუცილებელიაTOEFL-ის და GRE-ის ტესტები, ასევე დიდი ყურადღება ექცევა სამუშაო გამოცდილებას და მოტივაციას, რატომ გინდა საზღვარგარეთ სწავლა მაგისტრატურაში.
— დამეთანხმები, რომ საზღვარგარეთ განათლების მიღება საკმაოდ ძვირია. ალბათ, სტიპენდიის მოპოვება და შენარჩუნებაც რთულია. ზოგიერთ ქვეყანაში სტიპენდიები ნიჭიერი სტუდენტებისთვის საკონკურსო საწყისებზე უშუალოდ სასწავლო დაწესებულების მიერ გამოიყოფა. შენ შემთხვევაში როგორ მოხდა, რა ღირს სწავლა და რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები?
ერთი წლის ღირებულება სავარაუდოდ 30,000 დან 50, 000 დოლარამდეა. მე მქონდა სწავლის სტიპენდია და საცხოვრებლის დასაფარავად მიხდებოდა პროფესორებთან მუშაობა, როგორც კვლევების ასისტენტს. პირველი რამდენიმე თვე განსაკუთრებით ძნელია, სანამ იქაურ სწავლის და მუშაობის გიჟურ რიტმს შეეჩვევი.
სტიპენდიის მოსაპოვებლად ძალიან კარგი ატესტატი უნდა გქონდეს და სასურველია მაღალი ქულები TOEFL-ის და GRE-ის ტესტებში, ასევე წაგადგება სამუშაო გამოცდილება. სტიპენდიის შესანარჩუნებლად, სწავლის განმავლობაში, აუცილებელია შეინარჩუნო კარგი ნიშნები, ანუ საშუალოდ B (from A to C scale).
|
ვრცლად>>> |
|
2013-06-05
წერილები, რომლებიც დიდხანს ელოდა მკითხველს
|
შესაძლოა საქართველომ არ მიიღოს რობაქიძე, მაგრამ საქართველოს ისტორია უთუოდ აღნიშნავს, რომ იგი უღელტეხილი იყო (ლექსში, პროზაში, პრობლემის წამოყენებაში). ეს ფაქტია, ვწერ ჩემს თავზე როგორც მესამე პირი“ — ეს ფრაზა გრიგოლ რობაქიძის მიერ 1922 წლის 9 ოქტომბერს კოტე მაყაშვილთან გაგზავნილი ბარათიდანაა. გრიგოლ რობაქიძე მართლაც იტევს XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ყველა პრობლემასა და წახნაგს. თუ არა მისი შემოქმედების სიღრმისეული ანალიზი, სრულყოფილი ვერ იქნება ქართული ლიტერატურის ისტორია. ამგვარი კვლევა შეუძლებელია დოკუმენტური მასალის გარეშე. ცოტა ხნის წინ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დასრულდა გრიგოლ რობაქიძის პირად არქივზე მუშაობა, რომელიც 378 ერთეულს მოიცავს. მასალა დალაგებულია თემატურად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით — ბიოგრაფიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა, შემოქმედება და მიმოწერა. მწერლის არქივი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ფილოლოგიის დოქტორმა ეთერ ქავთარაძემ დაამუშავა. ქალბატონი ეთერი ჩვენი რუბრიკის სტუმარია, რომელიც წერილებით აღმოჩენილი „უცნობი რობაქიძის“ შესახებ გვესაუბრება.
|
ვრცლად>>> |
|
2013-05-30
პორტრეტები ბაზალეთის ტბის ფონზე
|
ბანალური იქნება ახლა მასწავლებლების გაზეთში დავიწყო იმის მტკიცება, თუ რა ადგილი აქვს ადამიანის ცხოვრებაში მასწავლებელს, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მასწავლებელს პიროვნების ჩამოყალიბებაზე, ამიტომ ზოგად სენტენციებს თავს ავარიდებ და შემოგთავაზებთ რამდენიმე ჩემი კოლეგის პორტრეტს. ქართული ენის იმ მასწავლებლებს გაგაცნობთ, რომლებიც ჩვენი პროგრამის „ასწავლე ქართული, როგორც მეორე ენა“ ფარგლებში ასწავლიან ქართულს აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებში. მაისის დასაწყისში პროგრამის მონაწილეებს გვქონდა ტრადიციული კონფერენცია, რომელიც ბაზალეთის ტბის დასასვენებელ კომპლექსში ჩატარდა და რომლის თემა იყო „პრობლემები ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებაში“. აქ გვქონდა საშუალება კიდევ ერთხელ გველაპარაკა ჩვენ პრობლემებზე და გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის ამ პრობლემების ჩვენეული გადაჭრის გზები...
|
ვრცლად>>> |
|
2013-05-29
მე, თოვლი და ორჰან ფამუქი
|
ვუძღვნი დედის —
ზაირა ჩხენკელი-ბაგრატიონის ხსოვნას
მოგესალმები,
ჩემო ერთგულო მკითხველო!
საპასუხისმგებლოა ასეთი აუდიტორიის სამსჯავროზე საკუთარი ნაფიქრალის გამოტანა, თუმცა ყოველთვის მიყვარს საკუთარი ხედვის მეგობრებისთვის, საინტერესო ადამიანებისთვის გაზიარება. თქვენ კი, უპირობოდ, საინტერესო ადამიანები ხართ და ის, რომ თქვენი უმრავლესობა პედაგოგია, გვაახლოებს კიდეც ერთმანეთთან.
წინამდებარე წერილი არ არის დაწერილი, როგორც საგაზეთო სტატია. ეს არის რომანის კითხვის დროს გაკეთებული ჩანაწერები, რომლებმაც შემდეგ ფეისბუკის სტატუსებად გადაინაცვლეს, ახლა კი, საგაზეთო სტატიად გაერთიანდნენ.
მოხარული ვიქნები, თუ ვისაც წაკითხული გაქვთ რომანი, თქვენს აზრს და ხედვას გაგვიზიარებთ, ისინი კი, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ეს წიგნი, აუცილებლად წაიკითხავენ.
პატივისცემით, ინგა ბაგრატიონი
|
ვრცლად>>> |
|
2013-05-29
ჰარვარდდამთავრებული ბრიყვებიც არსებობენ და უნივერსიტეტიდან გარიცხული გენიოსებიც
|
რუბრიკის სტუმარია მარიამ დეკანოზიშვილი
— მარიამ, შენ შესახებ საუბარი თავიდან დავიწყოთ. სწავლობდი თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში, შემდეგ უმაღლესში. საზღვარგარეთ სწავლის გასაგძელებლად, სხვადასხვა დროს, რამდენიმე ქვეყანაში მოგიწია წასვლა. მიამბე, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
|
ვრცლად>>> |
|
2013-05-02
IYIPO — ნორჩ გამომგონებელთა ფორუმი
|
25 აპრილს, სასტუმრომ „შერატონ მეტეხი პალასი“ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VII საერთაშორისო ოლიმპიადას (IYIPO) უმასპინძლა. საქართველოში IYIPO პირველად 2005 წელს ჩატარდა და საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 2007 წლიდან ოლიმპიადამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, იზრდება ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების რიცხვი. წლევანდელ ოლიმპიადაში 270 მოსწავლე 27 ქვეყნიდან 125 პროექტით მონაწილეობდა. პროექტები წარმოდგენილი იყო ექვს კატეგორიაში: მათემატიკა, ქიმია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბიოლოგია, ინჟინერია და ფიზიკა.
|
ვრცლად>>> |
|
2013-04-25
დადიანების განძის თბილისური დღეები
|
გრაფ ოლდენბურგის თბილისის სასახლე ზუგდიდის დადიანების სასახლეს მასპინძლობს. ოდესღაც დიდი სიყვარულით გაჟღენთილ, ლეგენდად ქცეულ ზამბახებისა და ოქროსფერ დარბაზებში გამოფენილი უნიკალური ექსპონატები დადიანების ცხოვრებაში გვამოგზაურებს.
|
ვრცლად>>> |
|
2013-04-25
ამერიკელი პროფესორები ოპტიმისტები არიან, ავსტრიელები კი — პესიმისტები
|
— თამთა, შენ შესახებ საუბარი მოსწავლეობის პერიოდიდან დავიწყოთ...
მეთერთმეტე კლასამდე ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ბოლო წელს სასწავლებლად მე-13 საჯარო სკოლაში გადავედი. წარმატებული მოსწავლე ვიყავი, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და ასპროცენტიანი დაფინანსებაც მოვიპოვე. ჩავირიცხე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში — ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.
— გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად ამერიკაში იყავი. როგორც ვიცით, საქართველოში არსებული გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობას, გამარჯვების შემთხვევაში კი, საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებას სთავაზობს. კონკურსანტთა რაოდენობა მაღალია, განსხვავებულია შერჩევის კრიტერიუმები. შენ შემთხვევაში როგორ მოხდა?
|
ვრცლად>>> |
|
2013-04-25
ისევ რამდენიმე სიტყვა ჩვენი პროგრამის შესახებ - საქართველო არის ესე
|
მოგესალმებით, ჩემო კოლეგებო!
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ — მომენატრეთ!
ელემენტარულ თავმდაბლობას თუ დავივიწყებ, გეტყვით, რომ იმედი მაქვს, ძალიან მოკრძალებული იმედი, რომ თქვენც ელოდით ჩემ გამოჩენას.
ჩვენი პროგრამის „ქართული, როგორც მეორე ენა“ (ხელმძღვანელი — მაკო ჭილაშვილი) უმთავრესი მიზანია არა მხოლოდ ქართულის სწავლება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის, არამედ მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში, ანუ მათ უნდა გაითავისონ, რომ საქართველოს შვილები არიან, რომ მათაც იგივე უფლებები და თავისუფლებები აქვთ ამ სახელმწიფოში, რაც ქართველებს; რომ ეს პარკები, გზები, უნივერსიტეტები, სავაჭრო ცენტრები და, საერთოდ, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მათაც ელოდება, მათთვისაც მუშაობს. უნდა იგრძნონ და გაითავისონ, რომ ეს სახელმწიფო ზრუნავს მათზე, როგორც თავის შვილებზე, თავის მიწა-წყალზე დაბადებულებზე და გაზრდილებზე. მათ სხვებისგან არ გამოარჩევს და სწორედ იმისთვის, რომ ისინი ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები იყვნენ, სჭირდებათ ერთი რამ — ქართული ენის შესწავლა, რადგან თუ ენა არ იცი, საზოგადოების სხვა წევრებთან კონტაქტი შეუძლებელი იქნება.
|
ვრცლად>>> |
|
2013-04-18
სამინისტროს საქმიანობის ხუთი თვე
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი პროექტის — „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ — ფარგლებში, ჟურნალისტთა კორპუსს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა 2013 წელს განხორციელებულ სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა მოკლედ შეაჯამა სამინისტროს საქმიანობის ხუთი თვე.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|