გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2013-04-11
ისევ რამდენიმე სიტყვა ჩვენი პროგრამის შესახებ - მე მიყვარს საქართველო!
|
მოგესალმებით!
ვინც ჩემი წინა წერილი წაიკითხეთ, გეხსომებათ, ვისაც არ წაგიკითხავთ მოგახსენებთ, რომ ვარ პროგრამის „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ (ხელმძღვანელი — მაკო ჭილაშვილი) რიგითი მასწავლებელი და ვმუშაობ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის სომხურენოვან სკოლაში. წინა წერილში მოგახსენეთ იმ ობიექტური თუ სუბიექტური პრობლემების შესახებ, რომლებიც ზოგადად არის ყველა იმ სოფელში, სადაც ჩვენი პროექტის მასწავლებლები მუშაობენ.
დღეს სხვა რამეზე მინდა გესაუბროთ.
|
ვრცლად>>> |
|
2013-04-11
ინკლუზიური განათლების ერთიანი ხედვა
|
ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რამდენიმე წელია დაიწყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიქმნა, რომლის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სტრატეგია 2013-2016 წლებს მოიცავს და აქცენტი ინკლუზიური განათლების ახლად ჩამოყალიბებული სისტემების ინსტიტუციონალიზაციაზე, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინკლუზიური განათლების მასშტაბის ზრდაზე კეთდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების 2013-2016 წლების სტრატეგიისა და საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირების 3 სტანდარტიზებული ინსტრუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
განათლების პროცესის უკეთ დაგეგმვის მიზნით, მნიშვნელოვანია სსსმ მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება. აღნიშნული პროცესის დახვეწისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს ცხრა რეგიონის საჯარო სკოლებში“, USAID-ის, Save the Children-ის და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისოდ გამოყენებადი შეფასების 3 ინსრტრუმენტი განხორციელდა: ბავშვთა ემოციური დარღვევების შეფასების მეთოდი (EDDT), Viland-ის ადაპტური ქცევის სკალა და ფართო პროფილისა და ადაპტური უნარების ტესტის WRAT-4 სტანდარტიზაცია.
როგორ განხორციელდება აღნიშნული სტრატეგია და რა ტიპის სამუშაოები უძღვის წინ ამ პროცესებს – ამის შესახებ გვესაუბრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ჯოხაძე:
|
ვრცლად>>> |
|
2013-04-04
რამდენიმე სიტყვა ჩვენი პროექტის შესახებ
|
მართალია, რამდენიმე სიტყვა არ გამომივა, რადგან მეორე წელია ამაზე ვფიქრობ და ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ მაინც ვეცდები სიტყვა არ გამიგრძელდეს.
2 წლის წინ გავიგე, რომ ჩვენს განათლების სისტემაში მოქმედებდა პროექტი „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ და ამ პროექტში ჩართული მასწავლებლები საკმაოდ სოლიდურ ხელფასს —1000 ლარს ღებულობდნენ. ჩვეულებრივი მასწავლებლის 300 ლართან შედარებით 1000 ლარი სერიოზული განაცხადია. გამიჩნდა სურვილი, მეც შევერთებოდი ამ პროგრამის მასწავლებლებს და გამიმართლა. მეც ვარ იმ 100-მდე მასწავლებელს შორის, რომელთაც ბევრი მასწავლებლის საოცნებო ხელფასი აქვს. მართალია, ამ წერილის წერა ხელფასზე სალაპარაკოდ არ დამიწყია, მაგრამ იმის გამო, რომ ეს საკითხი ბევრის ინტერესის საგანია, მაინც ვიტყვი რამდენიმე სიტყვას.
|
ვრცლად>>> |
|
2013-03-27
„მოდით, ერთად მივცეთ მათ უკეთესი მომავლის შანსი“
|
„ვუძღვნი ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და ადამიანების სითბო აკლიათ, მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისაც აკლდა ბევრი და ყველაზე მთავარი — ოჯახური სითბო, განათლება და პირობები. მეც მინდა თქვენნაირი ვყოფილიყავი, ჩვეულებრივი წევრი. მე დღეს მათი სახელით გელაპარაკებით, იმ ბავშვების, ვინც ცხოვრობენ ჩვენგან შორს, ქუჩაში, ოჯახში ან ბავშვთა სახლში და რომელთაც გული სტკივათ იმის გამო, რომ არ არიან ისეთები, როგორც ყველანი, რომელთაც სულ პატარა სითბო და ადამიანური ყურადღება ენატრებათ, მაგრამ იმედით აგრძელებენ ცხოვრებას იმის იმედით, რომ გაჩნდებიან ერთ დღეს მათ ცხოვრებაში ადამიანები, ვინც ხელს მოკიდებენ და გზის გაკვლევაში დაეხმარებიან. ეს ადამიანები თქვენ ხართ. მოდით, ერთად მივცეთ მათ უკეთესი მომავლის შანსი, რადგან მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით შეიძლება მოხდეს სასწაული მათ ცხოვრებაში.“ — ეს წერილი პავლე კონდრატევს ეკუთვნის, რომელმაც ფოტოკოლაჟი მიუძღვნა „ამ სასწაულის“ მომლოდინე ასობით მოწყალების მისაღებად ქუჩაში გამოსულ თანატოლს.
|
ვრცლად>>> |
|
2013-03-21
ხედვები, რომელმაც პროფესიული განათლების ხარისხი უნდა გააუმჯობესოს
|
პროფესიული განათლების პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება რუბრიკის სტუმარი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი
– სპეციალისტთა აზრით, „კანონი პროფესიული განათლების შესახებ“ არ არის სრულყოფილი. როგორ ფიქრობთ, რა არის მისი ძირითადი ნაკლი, რაში გამოიხატება კანონის პრობლემურობა და შეიცვლება თუ არა რაიმე ამ მიმართულებით?
– კანონი ასახავს არსებულ სისტემას და არეგულირებს მის ფუნქციონირებას. ამიტომ გასული თვეების განმავლობაში ჩვენ სწორედ სისტემის დადებით თუ ნაკლოვან მხარეებს ვსწავლობდით. ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვნები საშუალებას მოგვცემს, გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი ხედვები, ვიმუშაოთ, რომ რეალობასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ პროფესიული განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა.
|
ვრცლად>>> |
|
2013-02-14
კომპლექსური ცვლილებები კანონმდებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს
|
განათლების სისტემის ერთ-ერთი ხარვეზი სპორტული აღზრდაცაა. სამწუხაროდ, საგანმანათლებლო სფეროს უკლებლივ ყველა სეგმენტში — საბავშვო ბაღებში, სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში ამ მხრივ კატასტროფული ვითარებაა. ცნობისათვის — სპორტში ჩაბმულ მოსწავლეთა რაოდენობა 6 პროცენტიც არაა, რაც საგანგაშო ციფრია. არადა, დასავლურ სამყაროში ფიზიკური აღზრდა ბავშვობიდან იწყება, რითაც თავშივე უყრიან საფუძველს ჯანსაღი, ჯანმრთელი საზოგადოების მიღებას. დასავლეთისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია — ჯანმრთელი პიროვნება ხომ, უპირველესად, ქვეყნის თავდაცვისუნარიან მოქალაქეს ნიშნავს. თან, საზოგადოებაში რაც უფრო მეტია ჯანმრთელი ადამიანი, სახელმწიფოსაც მით ნაკლები ეხარჯება სოციალური დაცვის პროგრამებზე. სამწუხაროდ, სპორტის ამგვარი გათავისებისგან ჯერ კიდევ ძალზე შორს ვართ.
ახალ მთავრობას, ბევრ სხვა იმედთან ერთად, ამ სფეროს მოწესრიგებაც უკავშირდება. მით უფრო, ძალიან ბევრი პრობლემა საკანონმდებლო ხარვეზებითაა გამოწვეული. კურიოზია, მაგრამ ფაქტია — დღევანდელი კანონი არანაირ შეღავათს არ აძლევს სპორტში ჩაბმულ მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს. უკვე არაერთი ფაქტი იყო იმისა, როცა სპორტული შეკრებებით თუ შეჯიბრებებით გამოწვეული გაცდენებისთვის ისინი ფულადი თანხით დაჯარიმდნენ ან კიდევ უარესი — იმავე კლასში თუ კურსზე დატოვეს. ასეთი შეუსაბამობის გამო პრობლემა უფრო შორსაც მიდის და ბევრი მოზარდი თავს ანებებს სპორტს. დღევანდელი კანონმდებლობით, სპორტისა და სწავლის შეუთავსებლობა შეუძლებელია და ის არანაირ შეღავათს არ აძლევს სპორტსმენს.
საინტერესოა, რა რეფორმები იგეგმება ამ კუთხით. მით უფრო, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობიდან ბევრი, წლების განმავლობაში, მუშაობდა ამ თემაზე. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძეა, რომელსაც ზურგს საერთაშორისო გამოცდილებაც უმაგრებს — წლების განმავლობაში ევროსაბჭოს შესაბამის კომისიაში მუშაობდა სპორტის ექსპერტად და კარგად იცნობს დასავლურ გამოცდილებას. მასთან საუბარი მოსწავლე სპორტსმენთა თემით დავიწყეთ, მიეცემათ თუ არა მათ შეღავათი ტურნირებსა თუ შეკრებებზე, ზოგადად მზადების პერიოდში გაცდენილი გაკვეთილებისთვის.
|
ვრცლად>>> |
|
2013-01-31
ასი წლის გადასახედიდან
|
1911 წლის 4 დეკემბერს ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში გამართულმა კრებამ მიიღო დადგენილება, რომ ქუთაისში შექმნილიყო ისტორიისა და ეთნოგრაფიის დამოუკიდებელი საზოგადოება. 1912 წლის 17 ივნისს მთავრობამ დაამტკიცა წესდება, რომლის თანახმადაც დაარსებულ იქნა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება (საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებლებად ითვლებიან: იოსებ ოცხელი, სიმონ ოცხელი, ტრიფონ ჯაფარიძე, სამსონ ყიფიანი, კონსტანტინე ჯორჯიკია). არჩეულ იქნა საზოგადოების გამგეობა 13 კაცის შემადგენლობით. გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს ტრიფონ ჯაფარიძე, მუზეუმის გამგედ — გრიგოლ გველესიანი, თავმჯდომარის ამხანაგად — სამსონ ყიფიანი.
|
ვრცლად>>> |
|
2013-01-10
ბიბლიოთეკა, როგორც კულტურული ბრენდი
|
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნების 3-დან 4 მილიონამდე ერთეულს იცავს, უფრო ზუსტად — 3 641 456 მილიონი. დღესდღეობით ბიბლიოთეკაში აქტიურად მხოლოდ 10-მდე დარბაზი მუშაობს და ამ პირობებში დღეში 2000-მდე მკითხველს მასპინძლობს, აქედან 400-500 ადამიანი სტაბილური, ერთგული მკითხველია. მართალია, დღეს, როგორც შევიტყვეთ, ბიბლიოთეკა მკითხველების ნაკლებობას არ უჩივის, რადგან, სხვა ბიბლიოთეკებისგან განსხვავებით, აქ ისეთი წიგნები ინახება, ინტერნეტშიც რომ ვერ მოიძიებს მკითხველი, მაგრამ ახალგაზრდობის კიდევ უფრო მეტად დასაინტერესებლად ხელმძღვანელობა, ბევრ სხვა ორგანიზაციასთან ერთად, აწყობს საინტერესო შეხვედრებს, პოეზიის საღამოებს, დისკუსიებს, გამოფენებს, პრეზენტაციებს. ბიბლიოთეკის აქტივობები ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა, უცხოეთში ბიბლიოთეკის ფილიალები გაიხსნა ქართული დიასპორისთვის. როგორ ცხოვრობს ეროვნული ბიბლიოთეკა, რას ინახავს და იცავს, რა აქტივობებს ახორცილებს — ამ თემებზე გვესაუბრება პოეტი, ესეისტი, ტელეპროექტების ავტორი, lib.ge-ს და caulib.com-ის დამფუძნებელი, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
|
ვრცლად>>> |
|
2012-12-19
ვახტანგ კოტეტიშვილის ნაკვალევზე
|
საქართველოს ფოლკლორის ცენტრმა ქართველი მეცნიერისა და ფოლკლორისტის ვახტანგ კოტეტიშვილის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კვირეულს უმასპინძლა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ფოლკლორის ცენტრში გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით — „ვახტანგ კოტეტიშვილის ნაკვალევზე“. ფოლკლორისტებმა — ეთერ თათარაიძემ და ამირან არაბულმა, ლიტერატურის მუზეუმის არქივის შესწავლისას, ვახტანგ კოტეტიშვილის ამ დრომდე უცნობი ფოტოები აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ფოტოები, ქართველი საბავშვო პოეტის მაყვალა მრევლიშვილის გადაღებულია, რომელიც ექსპედიციაში თან ახლდა ვახტანგ კოტეტიშვილს. უნიკალურ ფოტო და დოკუმენტურ მასალას მკვლევარები 5 თვის განმავლობაში, სხვადასხვა არქივებში აგროვებდნენ. ექსპონატებს შორის არის პირად კოლექციებში დაცული ხელნაწერები. მასალა, რომელიც ქართველმა მკვლევარებმა შეკრიბეს, ვახტანგ კოტეტიშვილის ცხოვრებისა და ტრაგიკული აღსასრულის ახალ დეტალებს ხდის ფარდას.
|
ვრცლად>>> |
|
2012-12-19
ტანკა ჩვენი სიცოცხლესავით პატარაა, მაგრამ სიცოცხლესავით სავსე...
|
წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული, პოეტ იაკი კაბეს ახალი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. საინტერესო ის არის, რომ მინიმალისტური ლექსების — ქართულად დაწერილი ტანკების ავტორი იაკი კაბე ქართველი პოეტი ირაკლი კაკაბაძეა.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|
|
25-28(942)N |
|
|
|
|