გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2012-11-26
გაიგე მეტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
|
2003 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (unesco), გენერალური კონფერენციის 32-ე სესიაზე მიიღო „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ კონვენცია. კონვენციის მიზანია ცოცხალი, ზეპირი ტრადიციის გადარჩენის გზით მსოფლიოს კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება. დღეისათვის მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყანა მიერთებულია აღნიშნულ კონვენციას და აქტიურად თანამშრომლობს ამ საერთაშორისო ველში.
კონვენციის მიღებას წინ უძღოდა 2001 წლის 18 მაისს, მსოფლიოს 19 უმნიშვნელოვანეს ნიმუშს შორის, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელთუქმნელ შედევრად ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის გამოცხადება.
2007 წელს საქართველო მიუერთდა აღნიშნულ კონვენციას. რაც გულისხმობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, შენახვას, დაცვას, პოპულარიზაციას, უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით ახალგაზრდა თაობისათვის მის გადაცემას, აგრეთვე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას.
|
ვრცლად>>> |
|
2012-11-26
განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი — რას ელიან დირექტორები
|
ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები, ბუნებრივია, ყველა სფეროზე აისახება. საზოგადოება ახალი მთავრობის მოლოდინშია, რასაკვირველია, ჩვენ განათლების სფეროს შევეხებით. მინისტრის კანდიდატურა უკვე დასახელდა. მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, რა მოლოდინი აქვთ განათლების სფეროს მუშაკებს.
რა კრიტერიუმებს უნდა აკამაყოფილებდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, როგორი ურთიერთობა უნდა იყოს განათლების სამინისტროსა და საჯარო და კერძო სკოლებს შორის — როგორი უნდა იყოს სკოლების დამოუკიდებლობის ხარისხი, რა ცვლილებებია სასურველი და რისი შენარჩუნება მიაჩნიათ გამართლებულად უკვე გატარებული რეფორმიდან — ამ კითხვებით მივმართეთ სკოლის დირექტორებს. გთავაზობთ მათ მოსაზრებებს:
|
ვრცლად>>> |
|
2012-10-25
ქართველ რომანტიკოსთა ლიტერატურული პორტრეტები
|
ალექსანდრე ჭავჭავაძე
„ალექსანდრე ჭავჭავაძეზე ფხიზლად მსჯელობა გრძნობათა დაუხმარებლად შეუძლებელია, წერდა იოსებ გრიშაშვილი, — იგი იყო დიდი გრძნობის მომღერალი, უხვი, ლაღი, ჭარბი, გულდოვლათიანი. მისი ლექსის ჯავარი — ეს არის გრძნობა“ (ჭავჭავაძე 1940; VII).
გავადევნოთ თვალი ამ გრძნობამოძალებული პოეტის ბიოგრაფიას, ორი საუკუნის მიღმა რომ იწყება, იმდროინდელი საქართველოს სვე-ბედს რომ ირეკლავს და ასერიგად ბევრს გვეუბნება ჩვენს წარსულზეც და ჩვენს ხასიათზეც.
მოგეხსენებათ, ალექსანდრე ვაჟი იყო გარსევან ჭავჭავაძისა, — რუსეთში ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩის, 1783 წელს გეორგიევსკში დადებული ტრაქტატის თანაავტორისა და ხელისმომწერის, მეგობრები გარსევანს „პატარა კახის მარჯვენა ხელს“ უწოდებდნენ, ხოლო მტრები გესლიანად ამბობდნენ, რომ „გარსევანმა საქართველოს ერთადერთი ვაჟი შესძინა და სამაგიეროდ დამოუკიდებლობა კი დააკარგვინაო“. ......
გრიგოლ ორბელიანი
იყო დრო, როდესაც ქართულ სუფრაზე რომელიმე სტუმართაგანი აუცილებლად ჩამოიღებდა კედლიდან ბანტიან გიტარას და ქალაქურ ჰანგზე წაიმღერებდა:
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ათი გზა მაქვს, ათივე შენსკენ მოდის!
ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!
(ორბელიანი 1959: 65)
დღეს, იმავ სუფრაზე, შესაძლოა ბევრმა არც კი იცოდეს, რომ ეს მუხამბაზი გრიგოლ ორბელიანს ეკუთვნის. იმ გრიგოლ ორბელიანს, რომლის კოლორიტული ფიგურის გარეშე წარმოუდგენელია XIX საუკუნის ქართული სინამდვილე.
იგი ამ საუკუნის გარიჟრაჟზე დაიბადა, 1804 წელს და უკვე თავისი წარმომავლობით იწვევდა გარეშემოთა რიდსა და ინტერესს: გრიგოლის მამა — დიმიტრი (იგივე ზურაბ) ორბელიანი, — დიდი ყაფლან ორბელისშვილის (სულხან-საბას პაპის) შთამომავალი იყო, უკანასკნელ ქართველ მეფეთა კარზე ნამსახურევი, ხოლო დედა — ხორეშანი — ასული გახლდათ მეფე ერეკლეს შვილიშვილის — ელენესი......
|
ვრცლად>>> |
|
2012-10-25
ხევსურეთის სიძველეთა არქივიდან
|
„ფიზიკურად ხევსური ჯანსაღია და მაგარი. ამასთანავე ის ამტანია და გამრჯე. ხევსური საშუალო ტანისაა, მხარბეჭიანი და კუნთებმაგარი. სახით ის გარუჯულია და პირმრგვალი. ცხვირი ხევსურს სწორი მოყვანილობისა აქვს, თვალები დიდი და ლურჯი. ქცევაში დინჯია, მოქმედებაში კი მარდი. გულადობა და გამბედაობა ხევსურს არ აკლია და თავის პიროვნების დასაცავად თავგანწირვამდის მიდის (იციან სისხლის აღება). გულზვიადი და თავმოყვარე ხევსური ზნეობრივ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ სიმახინჯეს ვერ იტანს და თვითმკვლელობასაც სჩადის. ცოტაოდენს წყენასაც არავის დაუთმობენ და არავის არ დაებრიყვებიან. დამოუკიდებლობა მათ ძლიერ უყვართ. უცხოსთან ხევსური ამაყია, მას ხევსურობით თავი მოაქვს, უცხოური არ მოსწონს და მას არც ბაძავს. ამასთანავე ხევსური ფრთხილია და ჭკვიანი. ის ადამიანს ძნელად თუ დაენდობა, მაგრამ დანდობილს ხევსური სამარემდის ჩაჰყვება და არ უღალატებს. ხევსურის ქალი ტანით ჯმუხია და ქცევით დინჯი, მას ქალური სინაზე აკლია და მამაკაცური იერი გადაკრავს. ხევსურ ქალსაც ახასიათებს სიმარდე და გულადობა. მაგრამ შრომისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ხევსურ ქალს სევდიანი და მოღუშული გამომეტყველება აქვს. მრუშობა და გარყვნილება ხევსურს ეჯავრება და მას აქ ადგილი არა აქვს.“ — ასე ახასიათებს ხევსურებს ვახუშტი ბაგრატიონი.
|
ვრცლად>>> |
|
2012-10-25
სახისმეტყველებითი განმარტებანი სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“
|
სიტყვის პოტენცია ყველაზე მეტად განსახოვნებაში ანუ სახისმეტყველებაში ვლინდება. სიტყვის სახისმეტყველებითი პოტენცია მოცემულია ენაში, ვითარცა სისტემაში. ამ აზრით ვამბობთ, რომ ენაში მოცემულია არა მხოლოდ ის, რაც იყო და არის, არამედ ისიც, რაც მომავალში გამოვლინდება.
ზოგადად ეს საერთოა ყოველი ენისათვის, მაგრამ სხვადასხვა ენაში ეს კონკრეტული სხვადასხვაობით ხდება. მეტადრე, განსხვავებანი თავს იჩენს სხვადასხვა ავტორთან. მიუხედავად ამისა, ყველასთვის საერთოა ენის განსახოვნებითი პოტენციალი.
ჰუმბოლტის ცნობილ პრინციპს როლან ბარტი ასე გადმოსცემდა (რენანის პოზიციათა განხილვისას):
„ენა მისგან წარმოშობილ შეტყობინებაზე არ დაიყვანება, მას შეუძლია ეს შეტყობინება განიცადოს და, არცთუ იშვიათად, ჩვენამდე მოიტანოს სრულიად განსხვავებული მრისხანე ხმიანობა, ვიდრე თვით შეტყობინების შინაარსია, რაღაც ისეთი, რომელიც თითქოს, ცნობიერებაზე მაღლა ლაგდება, სუბიექტის რაციონალური ხმის ზემოთ, — მბრძანებლური, დაჟინებული, დაუნდობელი ხმა თავად სტრუქტურისა, ხმა, რომელიც გვარეობითი კატეგორიით იწყებს ამეტყველებას“ (რ. ბარტი, რჩეული შრომები. სემიოტიკა. პოეტიკა. 1989. გვ. 519).
|
ვრცლად>>> |
|
2012-10-04
კეთილი ფიქრის, კეთილი სიტყვის, კეთილი საქმის საწინდარი
|
19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ტრადიციული კონკურსის „ვკითხულობთ რუსთაველს“ დასკვნითი ტური გაიმართა.
კონკურსანტებმა სასურველ ენაზე (ქართული, ინგლისური, ფრანგული, სომხური) წარმოადგინეს შერჩეული ეპიზოდები, მინი-ელექტრონული პროექტები პოემის შესახებ. კონკურსანტებმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ წიგნთა განყოფილების მიერ მომზადებულ ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ კონკურსში „ვკითხულობთ რუსთაველს“, მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ. კონკურსანტთა შეფასებისას ჟიური (თავმჯდომარე — გია მურღულია, წევრები: მირიან ხოსიტაშვილი, ლალი დათაშვილი, დავით მაჭავარიანი) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მხატვრული კითხვის ხელოვნებას, პოემის მოქმედ, ცოცხალ სიტყვაში გარდასახვას, მართლმეტყველებას — ბგერათა სწორად და გარკვევით გამოთქმას, არაქართველთა მიერ ქართული ენის ფლობის უნარს. აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსში პირველად მონაწილეობდნენ ერევნის სასწავლო კომპლექსის „მხითარ სებასტაცის“ (დირექტორი — აშოტ ბლეიანი) მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე ნინოწმინდის შოთა რუსთაველის სახელობის, განძის მე-2 საჯარო სკოლის (დირექტორი — სარქის დურგარიანი) არაქართველი მოსწავლეები.
|
ვრცლად>>> |
|
2012-10-04
სოფელ უდის სკოლა — განათლების უძველესი კერა სამცხეში
|
დაარსებიდან 130 წლისთავის გამო
უდე ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი წარსულის მქონე სოფელია სამხრეთ საქართველოში — სამცხეში. მოძიებული არქეოლოგიური მასალებით, სოფლის ხანდაზმულობა განისაზღვრება ენეოლით-ადრე ბრინჯაოს პერიოდით. უდეს, მესხეთის სხვა სოფლების მსგავსად, მოუხდა თურქთა ბატონობის მძიმე უღლის ტარება, რომლისგანაც 1828 წლის ზაფხულში განთავისუფლდა. თურქთა ხანგრძლივი ბატონობის მიუხედავად, მოსახლეობამ შეინარჩუნა ენაც და სარწმუნოებაც. ცნობილი საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ფრონელი (ყიფშიძე) ქვაბლიანის მხარეში, ახალციხის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად უდეს თვლიდა.
სოფელ უდეში აღზრდილ მამულიშვილთა შორის ღირსეული ადგილი უკავია სტეფანე აღოშაშვილს, რომელმაც ქართულად თარგმნა „მოთხრობა დაბადებისა ძველი და ახალი აღთქმისა“. სოფლის მკვიდრი იყო გრიგოლ მერაბიშვილი, რომელმაც 1834 წელს შეადგინა „ფრანგული ენის თვითმასწავლებელი“. მისი ნაშრომი საკმაოდ გვიან, 1899 წელს, გამოიცა ბათუმში. მანვე შეადგინა „იტალიურ-ქართული ენის თვითმასწავლებელი“. ეთიოპიაში წლების მანძილზე მოღვაწეობდა პეტერ მერაბიშვილი, რომელმაც ადისაბებაში დააარსა აფთიაქი „საქართველო“.
|
ვრცლად>>> |
|
2012-05-30
მე ლამაზი ადამიანების ხატვა მიყვარს!
|
ეს სიტყვები მე-20 საუკუნის ქართველ მხატვარს ლადო გუდიაშვილს ეკუთვნის. მხატვარი მემატიანე — ასე იხსენებენ საქართველოში მას. მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობა, მხატვრულ სახეთა მდიდარი სამყარო მისი შემოქმედების წარმატების მიზეზია. ლადო გუდიაშვილმა ფუნჯით გააცოცხლა ქართული ფრესკა და ჩუქურთმა, ქართული თქმულებები და ზღაპრები, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრება და ხალხური სანახაობები, ნიკო ფიროსმანიშვილის შემოქმედება და ადამიანთა ბედი, 20-30-იანი წლების რეალური სინამდვილე... ეს ის ძირითადი თემებია, რომლებსაც მხატვრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მისი მრავალფეროვანი და მომხიბვლელი ნამუშევრები ლამაზი, სათნო, კეთილშობილებითა და ამაღლებული გრძნობებით სავსე პერსონაჟებით გამოირჩევა. მხატვარმა დროს გაუსწრო, მის ტილოებზე მოციმციმე მზის სხივები, წლის ნებისმიერ დროს ათბობს ადამიანს, მასზე ბევრს წერენ და საუბრობენ... დღეს კი, მის შესახებ გვიამბობს მისი შვილი ჩუქურთმა გუდიაშვილი.
|
ვრცლად>>> |
|
2012-05-30
იროელთა გვარის ლიტერატურული ქრონიკებიდან
|
ძალიან ხშირად ახლობელი ადამიანებისგან მსმენია, რომ უჭირთ ბავშვებისთვის საკითხავი მხატვრული ლიტერატურის შერჩევა, არადა, ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში თითქოს „წიგნების წარღვნაა“. მომრავლდა ენციკლოპედიის ტიპის სქელტანიანი ილუსტრირებული გამოცემები ან, საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენი მოზარდები თარგმანების ამარა არიან დარჩენილი. რამ განაპირობა საბავშვო მწერლობის კრიზისი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, დიდი არჩევანი არ არის. ამ ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა მწერალი ნატო დავითაშვილი, რომელიც სრულიად განსხვავებული ჟანრით — ფენტეზით — შემოვიდა ქართულ საბავშვო მწერლობაში და სულ ცოტა ხანში სპატიო ადგილიც კი დაიმკვიდრა. ნატოს რომანებმა უკვე ლიტერატურული პრემიებიც მოიპოვა. ახალი ნიშა გაჩნდა მოზარდთათვის — მითოლოგიით მოთხრობილი იროელთა გვარის ქრონიკები, თუმცა სამივე რომანი — ახალი ირეალური სამყაროთი და ახალი გმირებით.
მწერალი ტრადიციას არ ღალატობს და სულ მალე, 25 მაისს, 2 საათზე, „წიგნის ფესტივალზე“ უკვე ნაცნობი გმირი ლილე იროელი კიდევ ერთი ახალი რომანით — „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“ წარდგება ჩვენ წინაშე. წიგნის წარდგინების შემდეგ, საღამოს 7 საათზე, მკითხველს საშუალება ექნება, „ლიგამუსში“ საყვარელ მწერალს შეხვდეს და რომანის გმირთან ერთად იმოგზაუროს სრულიად ახალ სამყაროში. ჩვენი გაზეთის მკითხველს კი, ვთავაზობთ ინტერვიუს მწერალ ნატო დავითაშვილთან.
|
ვრცლად>>> |
|
2012-05-10
რომანტიზმის სამყაროში...
|
ამ ცოტა ხნის წინ პროფესორ ზაზა აბზიანიძის რედაქტორობით გამოვიდა ქართული რომანტიზმისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებული, რომელიც უთუოდ მიიქცევს ჰუმანიტარ მკითხველთა ყურადღებას. ამ კოლექტიური ნაშრომისა და საკუთარი სამეცნიერო და შემოქმედებითი სიახლეების შესახებ გვესაუბრება კრებულის რედაქტორი ზაზა აბზიანიძე.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|
|
25-28(942)N |
|
|
|
|