|
სტატიები
|
2012-03-28
ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საქართველო — თითოეული ბავშვის უფლების რეალიზაციისათვის
|
„საქართველო და ბავშვის უფლებათა კონვენცია“ — განახლებული მონაცემები საქართველოს ბავშვთა მდგომარეობის შესახებ — მორიგი პუბლიკაცია გაეროს ბაშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამ გასული წლის ბოლოს მოამზადა და ერთგვარად შეაჯამა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებასა და ათასწლეულის განვითარების მიზნებს უკავშირდება. გამოცემაში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთაც საქართველომ მიაღწია ბოლო პერიოდში ბავშვების საკეთილდღეოდ. მტკიცებულებები ცალსახაა: საქართველოში 10 წლის წინ დაბადებული ბავშვი მნიშვნელოვნად უარეს პირობებში იყო, ვიდრე დღეს. კონკრეტულად, რა გაუმჯობესდა ბავშვთა მდგომარეობის მხრივ, ამის შესახებ გვესაუბრება გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში.
|
ვრცლად>>> |
|
2012-03-21
გურჯები ოსმალთა იმპერიაში - „გადარჩენილი და ერთგული ერი“
|
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „მუსლიმი ქართველები“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სტამბულის არქივებში დაცული ოსმალი ქართველების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები და ხელნაწერები. გამოფენა, ინფორმაციულობის თვალსაზრისით, მართლაც ბევრისმომცველია, რადგანაც წარმატებული გურჯების ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწეობას ასახავს, ასეთები კი, როგორც ჩანს, სამკაოდ ბევრნი ყოფილან. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გურჯები კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ და, როგორც პროფსიონალები, ფასობდნენ.
|
ვრცლად>>> |
|
2012-03-21
გზა თავისუფლებისაკენ
|
„დაძრა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. სამ დღეს იარეს უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი“ (გამ.15:22).
ხალხის გზა თავისუფლებისაკენ მეწამული ზღვის გადალახვით არ დასრულებულა. მეტიც, საბოლოოდ მონობის შეგრძნებიდან თავის დახსნა არც მაშინ მიიღწევა, როდესაც ერთგვარი სულიერი „ნათლობის“ რიტუალი შესრულებულია და ერს წინ თავად უფალი მიუძღვის. საოცარია, ადამიანებმა, რომლებმაც უფლის სასწაულები იხილეს და ეგვიპტელთა სამართლიანი დასჯის მომსწრენი იყვნენ, მყისვე დაივიწყეს ჭეშმარიტება, უფლის ყოვლისშემძლეობა და ურწმუნოების სენით შეპყრობილებს უკმაყოფილება დაეუფლათ. ...კვლავ აღელდა ხალხი, რადგან მიადგნენ მარას წყალს და ვერ დალიეს. მწარე წყალი იყო მარაში, ამიტომაც ეწოდა მარა (მწარე). „შესჩივლა ხალხმა მოსეს და უთხრა: რა დავლიოთ?“ (გამ.15:24). აღსანიშნავია, რომ ხალხი უფალს კი არ საყვედურობს, არამედ მოსეს. მოსემ კი, როგორც ჭეშმარიტმა მორწმუნემ, შეჰღაღადა უფალს. „დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა უფალმა ხალხს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი“ (გამ.15:25).
|
ვრცლად>>> |
|
2012-03-14
განვითარებისა და სწავლის თეორიები
|
მარია მონტესორი
(1870-1952)
მონტესორის სკოლა
მარია მონტესორი, იტალიელი ჰუმანისტი, პედაგოგი, პირველი ექიმი ქალი მე-19 საუკუნის იტალიაში, ცნობილია, როგორც ახალი პედაგოგიური მეთოდიკის ავტორი. 1898 წლიდან მონტესორი გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვების სკოლის დირექტორი იყო. ამ პერიოდში დაიწყო მან თავისი თეორიის პრაქტიკაში დანერგვა და სწავლების მეთოდების შემუშავება, რომელიც დღეს ცნობილია მონტესორის თეორიის სახელით. ამ პერიოდის მოღვაწეობის შედეგი იყო ის, რომ გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე 8 წლის მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები წერა-კითხვაში და საშუალოზე მაღალი ქულებიც მიიღეს. მაშინ „მონტესორის სასწაულზე“ მთელი იტალია ალაპარაკდა. 1907 წელს მონტესორიმ რომში დააარსა სკოლა „ბავშვების სახლი“ ყველა ტიპის ბავშვისათვის. მონტესორის სამჯერ მიანიჭეს ნობელის პრემია პედაგოგიკაში განსაკუთრებული წვლილისა და მსოფლიოში ბავშვთა უფლებების დაცვის გამო. დღეს მონტესორის სკოლა და მისი მეთოდი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.
|
ვრცლად>>> |
|
2012-03-07
თანაბარი პირობები ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომად
|
განათლების სფერო საზოგადოებაში ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მით უფრო, რომ ბოლო წლებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდა. მიმდინარე რეფორმას ყოველწლიურად ახალი მიმართულებები და პრიორიტეტები ემატება. რა მიმართულებებს მოიცავს ამჟამად განათლების რეფორმა და რა სიახლეები განხორციელდება წელს, ამის შესახებ ჩვენს კითხვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პასუხობს.
|
ვრცლად>>> |
|
2012-02-22
პასექი და ეგვიპტიდან გასვლა
|
„უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში: თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში. ასე უთხარით ისრაელის მთელს საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამის სახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე“ (გამ.12:1-3). საუბარია ნისანის თვეზე, რაც აქადეველთა კალენდარის მიხედვით, დაახლოებით, აპრილს აღნიშნავს და სიმბოლოა გაზაფხულის — როგორც ბუნების, სამყაროს განახლების, გამოღვიძებისა და ისრაელის, როგორც ერის განახლების, რელიგიური თვალსაზრისით — ახლიდან დაბადების.
|
ვრცლად>>> |
|
2012-02-22
„ქართული ლუვრის“ ჯანსაღი ამბიცია
|
ესაუბრა ლალი ჯელაძე
თბილისში, კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე „სიყვარულის სასახლის“ მოჩვენებაზე ამ ბოლო დროს აქტიურად ალაპარაკდნენ — აქ თურმე ღამღამობით ქალის ლანდს ხედავდნენ და მისი მომხიბლავი კისკისი ესმოდათ... რაც, ბუნებრივია, ისედაც მომხიბვლელ შენობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. თუმცა, სასახლისადმი გაძლიერებული ინტერესი, რასაკვირველია, მხოლოდ მოჩვენებას არ უკავშირდება. ბოლო რამდენიმე წელია, „ხელოვნების სასახლემ“ საზოგადოებას არაერთი გამოფენითა თუ პროექტით შეახსენა თავი. „სიყვარულის სასახლე“ 1895 წელს პრინც ოლდენბურგს ქართველი სატრფოსთვის, აგრაფინა ჯაფარიძისთვის სიყვარულის უკვდავსაყოფად აუშენებია. აქ, გასულ საუკუნეში, 1927 წელს, დავით არსენიშვილის მიერ დაარსებულმა „ხელოვნების სასახლემ“ დაიდო ბინა. თბილისში შემორჩენილი ერთადერთი ისლამური გოთიკის შენობა განადგურების პირას იყო მისული. ამ უნიკალური არქიტექტურისა და ისტორიის მქონე შენობის რესტავრაცია, კულტურის სამინისტროსა და მერიის თანადგომით, 2009 წლიდან, დაიწყო და მუზეუმი სრულ განადგურებას გადარჩა.
|
ვრცლად>>> |
|
2012-02-22
საგანმანათლებლო კერების ჩამოყალიბების ისტორია სენაკის რაიონის ტერიტორიაზე
|
ძველი სენაკი ისტორიულად აღმოსავლეთ სამეგრელოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ და კულტურულ დაბას წარმოადგენდა. აქ გზაჯვარედინს ქმნიდა არგუეთიდან კლისორისაკენ და ფოთიდან მარტვილისაკენ მიმავალი გზები. ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით, ბერებს ეკლესიასთან ახლოს პატარა სახლაკები (ქოხები) და სამარტვილო ოთახები ჰქონდათ, აქვე იყო სტუმართა მოსასვენებელი ქოხები (სულხან-საბას განმარტებით სენაკი პატარა სახლაკს ნიშნავს). მიაჩნიათ, რომ აქედან წარმოიშვა სახელწოდება „სენაკი“.
დაბის ძირი სახელწოდება სწორედ სენაკია, მაგრამ ეპითეტი „ძველი“ მას შემდეგ გაჩნდა, როცა სოფელ თეკლათის ტერიტორიაზე, ახალი ქალაქური სტილის დასახლება, სახელწოდებით „ახალი სენაკი“ აღმოცენდა. ახალი სენაკის ქალაქად ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანამ და ამ ტერიტორიაზე რკინიგზის სადგურის აშენებამ.
ძველ სენაკს დიდხანს არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, მაგრამ ახალი სენაკი უფრო პრივილეგირებული გახდა. რუსულ მმართველობასთან ერთად გადმოვიდა სხვა სამსახურები. 1921 წელს ახალ სენაკს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. დროთა ვითარებაში ხმარებიდან ამოვარდა სიტყვა ახალი და დღეს იწოდება სენაკად.
|
ვრცლად>>> |
|
2012-02-22
არ შეუშინდეთ რისკს და წაგებას
|
„გლობალური ლიდერის“ ამერიკული დღიურები
ესაუბრა მაკა ყიფიანი
— ნინუცა, მე-12 კლასიდან სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრე, როგორ მოხვდი GHSEP პროგრამაში, მიამბე, ამ პროგრამის შესახებ...
— დავამთავრე თბილისის ¹55 საჯარო სკოლა, ვერცხლის მედალზე. მე-12 კლასი ამერიკაში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ტიფტონში გავიარე. ყველაფერი 15-წუთიანი ტესტირებით დაიწყო, დაახლოებით 7 თვეში კი, ვაშინგტონის აეროპორტში ვიყავი. ალბათ, გაინტერესებთ როგორ მოვხვდი „ერთხელ ამერიკაში“.
უკვე მეოცე წელია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX შესაძლებლობას აძლევს ქართველ მოსწავლეებს, ისწავლონ ამერიკულ სკოლებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები“. ...
|
ვრცლად>>> |
|
2012-02-08
მამასთან შეხვედრის ნატვრაში გალეული ბავშვობა
|
საბჭოთა იმპერია ნაბიჯ-ნაბიჯ სპობდა საქართველოს თვითმყოფადობას: გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ქართული წირვა-ლოცვა რუსულით შეიცვალა; გაიძარცვა საეკლესიო სიწმინდეები, განადგურდა ძეგლები; რუსული ენა დამკვიდრდა მმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლებლებში; განგებ აღვივებდნენ ეთნიკურ შუღლს საქართველოში მცხოვრებ ხალხთა შორის; რუსეთში გადაასახლეს ბევრი გამოჩენილი მამულიშვილი, ვინც ხმა აიმაღლა იმპერიის პოლიტიკის წინააღმდეგ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პიროვნება იყო გრიგოლ ლორთქიფანიძე, რომელსაც განსაკუთრებული როლი მიუძღვის დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი ცხოვრება, მოღვაწეობა და ის მძიმე ხვედრი, რომელიც საპატიმროებსა და გადასახლებაში ერგო, საბჭოთა პერიოდში ბნელით იყო მოცული. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში მისი პიროვნება შეუმჩნეველი იყო ან შეგნებულად გვერდავლილი. ტაბუდადებულმა საოჯახო არქივმა, რომელიც მრავალი წელი საიდუმლოდ, ერთ პატარა თვითნაკეთ ჩემოდანში ინახებოდა, მრავალი წლის შემდეგ ბევრ კითხვას გასცა პასუხი. გრიგოლ ლორთქიფანიძის ღვაწლის, მოღვაწეობისა და ცხოვრების შესახებ მისი შვილი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ბატონი თეიმურაზ ლორთქიფანიძე გვიამბობს.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|