გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2012-02-08
განვითარებისა და სწავლის თეორიები
|
ჯერომ ბრუნერი 1915
ჯერომ სეიმურ ბრუნერი — ამერიკელი ფსიქოლოგი, კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1952-72 წლებში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, 1972-1980 წლებში კი — ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი განვითარებისა და სწავლის თეორია კონსტრუქტივიზმის პრინციპებს ეფუძნება. ბრუნერის მიხედვით, სწავლა აქტიური სოციალური პროცესია, როდესაც ბავშვი, თავისი გამოცდილების საფუძველზე, ახალი ცოდნის კონსტრუირებას ახდენს. ამ თვალსაზრისით, ცოდნაც პროცესია და არა პროდუქტი. მის თეორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ლ. ვიგოტსკის იდეებმა.
ბრუნერის აღმოჩენებით სწავლის თეორია კოგნიტურ თეორიებს მიეკუთვნება. კოგნიტური თეორიების მიზანი შემეცნებითი პროცესების (გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ანალიზი, სინთეზი, შეფასება, დამახსოვრება) სტრუქტურისა და ფსიქოლოგიური მექანიზმების აღწერაა. ზოგიერთი კოგნიტური თეორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებისათვის, რადგან ნათელ და თვალსაჩინო პედაგოგიურ მეთოდებსა და მოდელებს გვთავაზობს.
კოგნიტური ფსიქოლოგია იკვლევს, როგორ იღებს მოსწავლე ინფორმაციას გარემოდან, როგორ ახდენს ამ ინფორმაციის ორგანიზებასა და ინტერპრეტაციას, როგორ იყენებს ცოდნას.
|
ვრცლად>>> |
|
2011-12-21
განვითარებისა და სწავლის თეორიები
|
ჯონ დიუი
(1859-1952)
ჯონ დიუი — ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების რეფორმატორი. დიუი ამერიკული პრაგმატიზმის# წარმომადგენელი და ინსტრუმენტალიზმის# ფუძემდებელია. ის არის ავტორი ცნობილი ნაშრომისა „დემოკრატია და განათლება“ (1916). დიუი თვლიდა, რომ კარგი განათლება არის ის, რაც ეხმარება ადამიანს საზოგადოებისათვის სასარგებლო წევრად ჩამოყალიბებაში. დიუის არ შეუქმნია სწავლების თეორია, მაგრამ მისმა შეხედულებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა განათლების მიზნისა და პრინციპების თანამედროვე მიდგომებზე.
დიუის მიხედვით, განათლების პრინციპები გამოცდილების თეორიას უნდა ეყრდნობოდეს. მისი გამოცდილების თეორიაში ორი ცენტრალური ცნებაა: 1. უწყვეტობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დაბადებიდან გამოცდილების მიღების საშუალებით სწავლობს, ეს კი გავლენას ახდენს მის შემდგომ ქცევაზე. უწყვეტობა გულისხმობს იმას, რომ წინა გამოცდილება ადამიანის შემდგომი გამოცდილებისა და ცოდნის განმაპირობებელია.
2. ინტერაქცია აღწერს და ხსნის იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებს წარსული გამოცდილება აწმყო სიტუაციაზე ახალი გამოცდილების შესამუშავებლად. დიუის ჰიპოთეზის მიხედვით, ჩვენი აწმყო გამოცდილება წარსული, შენახული გამოცდილების ფუნქციაა, რომელიც ზემოქმედებს მიმდინარე სიტუაციაზე და ახალი გამოცდილების საფუძველი ხდება.
შესაბამისად, სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წარსული გამოცდილების ცოდნა და მისი დაკავშირება ახალ მასალასთან. ამ გზით მასწავლებელი აზრიანს და მოსწავლისათვის მნიშვნელოვანს ხდის ახალ ინფორმაციას და ამით ხელს უწყობს მის ეფექტიან დასწავლას.
|
ვრცლად>>> |
|
2011-12-21
განვითარებისა და სწავლის თეორიები
|
ლევ ვიგოტსკი
(1896-1934)
ლევ ვიგოტსკი, რუსი ფსიქოლოგი, მოსკოვის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი. მისი დაფუძნებულია დეფექტოლოგიის ინსტიტუტი მოსკოვში. ვიგოტსკის ეკუთვნის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების კულტურულ-ისტორიული თეორია, ასევე, თავის ტვინში ფსიქიკური ფუნქციების სისტემური ლოკალიზაციის თეორია. მანვე ჩამოაყალიბა ბავშვის განვითარების სოციალურ-კულტურული თეორია. ვიგოტსკიმ მისცა დასაბამი მეტყველებისა და აზროვნების ურთიერთმიმართების ექსპერიმენტულ კვლევას განვითარების ჭრილში.
რადგან ბავშვი კონკრეტულ სოციალურ და კულტურულ გარემოში იბადება, მის ფსიქიკურ განვითარებას განსაზღვრავს სოციალური ურთიერთობები და კულტურული მონაპოვარი, მაგ., დამწერლობა, რიცხვითი სისტემა და სხვ. შესაბამისად, ბავშვის აზროვნებისა და, ზოგადად, შემეცნებითი (კოგნიტური) სფეროს განვითარებაც კონკრეტულ სოციალურ-კულტურულ გარემოში ხდება, ბავშვისათვის მნიშვნელოვანი უფროსის (ავტორიტეტის) საშუალებით. ბავშვის ფსიქიკური განვითარებისათვის სოციალური ურთიერთობები წამყვან როლს ასრულებს. ვიგოტსკი ბავშვის განვითარებაში ყოველ ფსიქიკურ ფუნქციას ორ დონეზე განიხილავს: პირველია სოციალურ-ინტერფსიქოლოგიური დონე, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ფსიქიკა სხვებთან სოციალურ ურთიერთობებში ყალიბდება; მეორეა ინდივიდუალური დონე – ინტრაფსიქოლოგიური, ანუ ამ ეტაპზე ბავშვის გარემოსთან ურთიერთობით მიღებული გამოცდილება შიდა პლანზე გადადის, რაშიც წამყვან როლს მეტყველება ასრულებს.
ვიგოტსკის თეორია ოთხ ძირითად პრინციპს ეფუძნება:
|
ვრცლად>>> |
|
2011-12-21
რას ნიშნავს საქართველო ჩემთვის
|
სოხუმიდან დაწყებული, ლტოლვილობა დამებედა!
აფხაზეთის განათლების განყოფილების თანამშრომელთა შემცირების შემდეგ თბილისის ¹44 საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, ამ უკანასკნელის დახურვის შემდეგ —კერძო სკოლა „თამარიონში“; აქაც არ გამიმართლა: ისიც სხვა კერძო სკოლას შეუერთდა და კვლავ უადგილოდ აღმოვჩნდი (თუმცა სერტიფიცირება კი გავიარე), ახლა რუსულ კერძო სკოლაში ვარ. ჩემთვის მთავარია, საქართველოში ვიყო და თან სკოლაში, სხვას ყველაფერს ეშველება!
ძალიან საინტერესოა სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის ბავშვებთან მუშაობა. ასე მგონია, დიდი მისია დამეკისრა: ვასწავლო ქართული მათ და ამავე დროს, საქართველო და მისი კულტურაც შევაყვარო. თუმცა, ჩვენს ქვეყანას თავისი მაგიური ძალა აქვს. ახლახან აკაკი წერეთლის „განთიადი“ გავიარეთ IX კლასში და მოსწავლეებს კლასშივე დასაწერად მივეცი თემა: „რას ნიშნავს საქართველო ჩემთვის“. ძალიან მომინდა, ზოგიერთი მათგანი თქვენთვისაც წამეკითხვინებინა, რათა კიდევ ერთხელ მივმხვდარიყავით ყველა, რომ საქართველოს მხოლოდ სიყვარული გადაარჩენს, ის სიყვარული, ასე ძალუმად რომ აქვს გამჯდარი ძვალსა და რბილში აქ მცხოვრებ ყველა ეროვნების წარმომადგენელს.
აზა ქადარია
სკოლა „ინტელექტის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
|
ვრცლად>>> |
|
2011-12-21
ისტორიოგრაფია დროსთან თამაშია და მე ეს ძალიან მომწონს
|
რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია ბრისტოლის უნივერსიტეტის სტუდენტი გრიგოლ გეგელია.
— გრიგოლ, ჩვენი ინტერვიუ დავიწყოთ თავიდან — სასწავლებლად გაემგზავრე დიდ ბრიტანეთში. მიამბე, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება და როგორ ჩაირიცხე ბრისტოლის უნივერსიტეტში?
პირველ რიგში, გმადლობთ ინტერესისათვის. დიახ, ბრიტანეთში გამომგზავრებამდე, ათი წლის განმავლობაში ვსწავლობდი თბილისის მეორე გიმნაზიაში (ამჟამინდელი 195-ე საშუალო სკოლა). როდის დაიწყო ყველაფერი? კარგი კითხვაა. ზუსტად არ მახსოვს.
ინგლისში სწავლა ჩემი უდიდესი ოცნება იყო — ინგლისი ბავშვობიდან უზომოდ მიყვარდა. უფრო კონკრეტულად, ყველაფერი ალბათ მაშინ დაიწყო, როდესაც კერძო გარემოებებმა საშუალება მომცეს, უფრო რეალურად მეფიქრა ინგლისში სწავლის შესახებ.
ამის შემდეგ, თითქმის მთელი წელი გავატარე კოლეჯების პროფილების შესწავლაში: ვსტუმრობდი ათასგვარ ვებგვერდს, რეიტინგებს და ა.შ. საბოლოოდ, 2006 წელს, ლონდონის ათამდე კოლეჯში გავიარე ინტერვიუ. ათივემ მიმიღო, თუმცა აქედან ათივე უფასო კოლეჯი იყო, ბრიტანეთის საელჩომ კი მკაფიოდ განმიმარტა, რომ არაევროკავშირელ სტუდენტზე სტუდენტურ ვიზას მხოლოდ მაშინ გასცემდა, თუ სტუდენტი სწავლის გარკვეულ საფასურს იხდის. საბოლოოდ, შედარებით იაფიან კოლეჯზე შევაჩერე ყურადღება და იქ მოვეწყვე. აღსანიშნავია, რომ კოლეჯში ქართული სკოლის შეფასების საფუძველზე, გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად მოვხვდი. გასახარია, რომ ქართული საშუალო სკოლის შეფასებას ბრიტანული კოლეჯები აღიარებენ.
|
ვრცლად>>> |
|
2011-12-14
სასწავლო პროცესის ცენტრში მოსწავლე უნდა იდგეს
|
ლეილა ქოჩორაშვილი
დაიბადა ყვარელში, 1958 წლის 22 ოქტომბერს
განათლება: 1975 წელს დაამთავრა ყვარლის ¹2 საშუალო სკოლა.
1976-1981 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე.
სამუშაო გამოცდილება: 1981-84 წლებში მუშაობდა თბილისში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში „მიონი“, ინჟინერ-ტექნოლოგად.
1984 წლიდან მუშაობს ყვარლის ¹2 საჯარო სკოლაში, ფიზიკის მასწავლებლად.
2005 წელს დაინიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
2007 წლიდან არჩეული დირექტორია.
ინტერესთა სფერო: თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები
სკოლის შესახებ
ყვარლის ¹2 საჯარო სკოლა არსებობის 74 წელს ითვლის. ამჟამად, სკოლაში 486 მოსწავლე სწავლობს, რომელთაც ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ იყვნენ წარმატებულნი. მოსწავლეებს, რომელთა საცხოვრებელიც რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული სკოლიდან, სასკოლო ავტობუსი ემსახურება. 2006 წელს, პროგრამა „იაკობ გოგებაშვილის“ ფარგლებში, სასკოლო შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა; სრულიად განახლდა სასკოლო ინვენტარი, ბიბლიოთეკა; ფუნქციონირებს კომპიუტერული კლასი ინტერნეტში ჩართული 40 კომპიუტერით, ტექნიკით აღჭურვილი ინგლისური ენის კაბინეტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტი; სულ ახლახან სკოლაში გაიხსნა ჯეოსელის კლასი „წარმატებული მომავლისათვის“, რაც სიამაყის გრძნობასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს ყველა მეორესკოლელს.
სკოლა ბრენდირებულია, 8 ვარსკვლავის მფლობელი. გასულ სასწავლო წელს, საერთო შედეგების მიხედვით, წარმატებულ 20 სკოლას შორის მოვხვდით.
|
ვრცლად>>> |
|
2011-12-14
სკოლა - სოფლის სიცოცხლის აუცილებელი პირობა
|
ვანის რაიონში დღეისათვის 31 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 4500 მოსწავლითა და 650 პედაგოგით, რომელთა შორის 30 უკვე სერტიფიცირებულია. სწავლების ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი გარანტი ესეცაა, თუმცა არსებობს სხვა კომპონენტებიც, რომელთა ერთობლიობაც ხარისხიანი ცოდნის მიღების აუცილებელი პირობაა და სახელმწიფოს თანადგომას ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასეთი თანადგომის მაგალითები ვანის სკოლებშიც თვალსაჩინოა, მაგრამ საერთო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა მაინც გაჭირდება. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ბატონი ივანე კორძაძე საკუთარ კაბინეტში, რუკაზე მიჩვენებდა მცირეკონტინგენტიან სკოლებს. სამწუხაროდ, მათი რიცხვი არც ისე ცოტაა — გადიდი, ონჯოხეთი (8 მოსწავლე), ზედაგორა, დუცხუნი... ინაშაურიც ერთ-ერთი მათგანია, თუმცა სხვებთან შედარებით, აქ ვითარება უკეთესია — 33 ბავშვი სწავლობს საბაზო სკოლაში. გავლილმა 20-წლეულმა საქართველოს ყველა სოფლის სკოლას დაასვა ეს დაღი. რიგ შემთხვევაში სწორედ ეკონომიკური მდგომარეობის გამო დაცლილი სოფლები გახდა სკოლების ოპტიმიზაციის მიზეზი. ბევრგან, მათ შორის ვანის მაღალმთიან სოფლებში, ასეთი გაერთიანებები შეჩერებულია რელიეფური პირობების გამო. ჩვენთან საუბარში ინაშაურელებიც იხსენებენ, როგორ შიშობდნენ, რომ მათი სკოლაც არ მიეერთებინათ ამაღლების საჯარო სკოლისთვის, მაშინ ხომ ფეხით 5-6კმ-ის გავლა მოუწევდათ ყოველდღე მოსწავლეებს, თუ არადა ტრანსპორტის ფული კიდევ ერთი პრობლემა იქნებოდა მათი ოჯახებისთვის. კარგია, რომ ეს ასე არ მოხდა, იმედია არც მომავალში შეიცვლება რამე, მით უმეტეს, რომ სკოლა ახალ, მყარად ნაშენებ შენობაში 1976 წლიდან გადმოვიდა სულ 1კმ-ით მოშორებული ძველი შენობიდან. მაშინ 8-წლიან სკოლაში 154 მოსწავლე და 25 მასწავლებელი ირიცხებოდა. დღეს 9-კლასიან საბაზო სკოლაში 33 მოსწავლე და 15 პედაგოგია. სკოლის იმედი 3 პირველკლასელი და კიდევ ის 3 პატარაა, რომელიც მომავალ წელს შეაღებს სკოლის კარს, უფრო შორეული პერსპექტივითაც ამდენი (იქნებ 1-2-ით მეტი) პირველკლასელი ეყოლება ინაშაურის სკოლას. სოფლის უმთავრესი საყრდენიც ესაა.
|
ვრცლად>>> |
|
2011-12-14
განვითარებისა და სწავლის თეორიები
|
ალბერტ ბანდურა
ალბერტ ბანდურა დაიბადა 1925 წელს, კანადაში. იყო სტენფორდის დ. ჯორდანის სახელობის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების კათედრის პროფესორი და ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ბანდურამ თავის თეორიას სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორია უწოდა, რადგან, მისივე განმარტებით, „სოციალური“ ხაზს უსვამს ადამიანის შემეცნებისა და ქცევის სოციალურ წარმომავლობას, ხოლო „კოგნიტური“ — ადამიანის ემოციაზე, მოტივაციასა და ქმედებებზე შემეცნებითი პროცესების ზემოქმედებას.
ბანდურას თეორიის ძირითადი თემა არის დაკვირვების გზით დასწავლა. მის თეორიაში ხაზგასმულია, რომ ადამიანმა შეიძლება შეიძინოს ახალი გამოცდილება, ახალი ქცევა, არა მხოლოდ უშუალოდ ამ ქცევის განხორციელების გზით, არამედ სხვა ადამიანების (ე. წ. მოდელების) ქცევაზე დაკვირვებით და მიბაძვით. ეს პრინციპულად ახალი მიდგომა გამოარჩევს ბანდურას თეორიას დასწავლის სხვა თეორიებისგან. იგი მიიჩნევს, რომ დასწავლა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ადამიანი პირდაპირ არ იმეორებს „მოდელის“ ქცევას. თავისი პოზიციის გასამყარებლად მას შემდეგი მაგალითი მოჰყავს:
|
ვრცლად>>> |
|
2011-12-12
განვითარებისა და სწავლის თეორიები
|
ბერას ფედერიკ სკინერი (1927-1987)
ამერიკელი ფსიქოლოგი ბერას ფრედერიკ სკინერი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1945-1948 წლებში იყო ინდიანას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე, მოღვაწეობდა ჰარვარდში. მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკაში, ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სკინერმა ყველა დროის ფსიქოლოგთა შორის მერვე, ხოლო თანამედროვე ფსიქოლოგთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
სკინერი „რადიკალური ბიჰევიორიზმის“* მიმდევარი და განმავითარებელი იყო. ამ მეცნიერული მიდგომის მიხედვით, ფსიქიკური პროცესების მეცნიერული ახსნა და ზუსტი ინტერპრეტაცია შეუძლებელია, ვინაიდან ისინი ადამიანის „შიგნით“ მიმდინარეობს და ხანდახან თვითონ ადამიანსაც არ ძალუძს, ბოლომდე გააცნობიეროს მათი არსი. მეცნიერებისათვის შესაძლებელია ისეთი ფენომენის ახსნა, რომელზეც დაკვირვება და რომლის შემოწმებაც შესაძლებელია. ასეთად სკინერს ქცევა მიაჩნია. შესაბამისად, ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს ორგანიზმის ქცევა და ამ ქცევის შედეგები. თუ ბიჰევიორისტული დასწავლის ზოგიერთი თეორეტიკოსი ადამიანის ან ცხოველის ქცევის ასახსნელად ხშირად იყენებს ტერმინებს, როგორიცაა: „მოთხოვნილება“, „მოტივაცია“, ანუ ისეთ ფენომენებს, რომლებზეც პირდაპირ დაკვირვება შეუძლებელია, ის არ არის მნიშვნელოვანი „რადიკალური ბიჰევიორიზმისთვის“.
ქცევის ექსპერიმენტული ანალიზი სკინერის ტერმინია და ასახავს ქცევასთან დაკავშირებული სამი ცვლადის ანალიზს. ეს ცვლადებია:
|
ვრცლად>>> |
|
2011-12-08
თანადგომით გადალახული სიძნელეები
|
დღევანდელ საქართველოში ბავშვების დიდი რაოდენობა უდედ-მამოდ ან ერთ მშობელთან ერთად იზრდება. ვანის რაიონის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის 215 მოსწავლიდან, დაახლოებით 60% სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. არიან ბავშვები, რომელთაც 7-8 წელია მშობელი არ უნახავთ, ერთი ისეთიცაა საერთოდ რომ არ იცნობს დედას. მშობლები ასეთ მძიმე გადაწყვეტილებას შვილებზე ზრუნვით ხსნიან, აი, შვილებს კი განსხვავებული აზრი აქვთ — მათ ყველაზე მეტად დედ-მამა სჭირდებათ. პედაგოგები ამბობენ, რომ უმშობლოდ დარჩენილები აშკარად ატარებენ განშორებით გამოწვეულ სევდას და მათ განსაკუთრებული მიდგომა და თანადგომა სჭირდებათ, რომ სამუდამო დაღად არ ექცეთ ბავშვობისდროინდელი განცდები.
ამ მძიმე ფონზე უკვე ნაკლებად შემაშფოთებელი ჩანს ამავე სკოლის 63 სოციალურად დაუცველი ბავშვის არსებობა, რომლებიც სახელმწიფოსა თუ კეთილი ადამიანების ქველმოქმედების იმედად, მაგრამ საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად, უმკლავდებიან ყოველდღიურ სიძნელეებს, უფრო ბედნიერებიც კი მგონია, ვიდრე ისინი, ვისაც ხშირად მოსდით სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან ტანისამოსითა თუ ათასგვარი საჩუქრებით სავსე ამანათები...
რაც შეეხება სკოლას, პარადოქსია, მაგრამ იგი სულაც არ ჰგავს ასეთი გაჭირვებული სოფლის სკოლას. არ ჰგავს არც შენობითა და ეზოთი, რომელიც სანიმუშოდაა მოვლილი, არც მოსწავლეებისა და მასწავლებლების გარეგნობით და, რაც ყველაზე მთავარია, არც ხალისიანი და ღიმილიანი შეხვედრით, რომელიც ასე დამახასიათებელია, ზოგადად, იმერეთში და ასე აუცილებელია ადამიანთა ურთიერთობისთვის.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|
|
25-28(942)N |
|
|
|
|