გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2011-04-20
სასულიერო სასწავლებელი
სასულიერო განათლების ერთ-ერთ ძირითად კერას საქართველოში სასულიერო სასწავლებლები წარმოადგენდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის მთავრობა და უწმინდესი სინოდი დასავლეთ საქართველოში სასულიერო განათლებით დაინტერესებას უწყობდა ხელს. ღარიბ მოსწავლეებს უფასო სწავლებით იზიდავდნენ და სასწავლებლის ბიუჯეტიდან გაღებული თანხით აფინანსებდნენ. ამას ხელს უწყობდა მოსახლეობის დაინტერესებაც, რადგან აქ, ძირითადად, სწავლა-განათლებას მშობლიურ — ქართულ ენაზე იღებდნენ.
ქუთაისში სასულიერო სასწავლებლის არსებობა 1821 წლის 6 თებერვლიდან დაიწყო, იმერეთის ეპისკოპოსის სოფრონის ინიციატივით. პირველად სამრევლო კლასის პირველი ჯგუფი ნაქირავებ ბინაში მოათავსეს. სასწავლებლის ზედამხედველად და რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა მიხეილ კოლოუბინსკი. 1822 წლისათვის პირველ კლასში უკვე 82 მოსწავლე იყო, მათგან უმრავლესობა — მაღალი მოსწრებისა, ამიტომ ამავე წელს დღის წესრიგში დადგა მეორე კლასის გახსნის საკითხი.
1822 წლის 14 მარტის ცირკულარი გვამცნობს, რომ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა დანიელ გოლუბევი, ხოლო კოლოუბინსკი გადაიყვანეს რუსული ენის მასწავლებლად მეორე კლასში. პირველი კლასის მასწავლებლად გამოიგზავნა თბილისის სასულიერო სემინარიის სიტყვიერების კლასის მოსწავლე პანტელეიმონ წინამძღვრიშვილი. ქართული ენის მასწავლებლად სოფრონმა დანიშნა არქიდიაკონი ანტონი, ხოლო საღვთო სჯულის მასწავლებლად — დანიელ გოლუბევი.
„1822 წლისათვის ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის უმდაბლეს განყოფილებაში ირიცხებოდა 18 მოსწავლე, უმაღლეს განყოფილებაში — 20, სულ — 38 მოსწავლე. მათ შორის სასულიერო უწყების შვილები —17, სხვადასხვა უწყებისა — 21“.
იმავე წელს ონის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად გადაყვანილ იქნა პანტელეიმონ წინამძღვაროვი. ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდნენ: დავით ფურცელაძე, იოვანე სავანელი და ანტონ დიაკონი.
1829 წლის 3 აგვისტოს განკარგულებით, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაემორჩილა თბილისის სასულიერო სემინარიის მმართველობას. ამ დროს სასწავლებელს მიხეილ კანდელაკოვი ზედამხედველობდა.
ვრცლად>>>
2011-04-20
პრეტესტი - მარტივი, საშუალო თუ რთული?
როგორ აფასებენ მეთორმეტეკლასელები პრეტესტს

თბილისის N24 საჯარო სკოლა
ნინო მაჩაიძე: პრეტესტში მონაწილეობა მივიღე, ეს ნამდვილად კარგი საშუალება იყო იმისათვის, რომ გავცნობოდი საგამოცდო სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს. ჩემთვის საკმაოდ რთული იყო ბიოლოგიის ტესტები, განსაკუთრებით — ანატომიის ნაწილი. ასევე რთული იყო ფიზიკისა და ქიმიის ტესტები, არასაკმარისი დროის გამო, ამ საგნებში სათანადოდ ვერ ვემზადები. მართალია, სკოლაში აბიტურის გაკვეთილები ტარდება, მაგრამ კვირაში ერთხელ სააბიტურო გაკვეთილზე დასწრება საკმარისი არ არის.
ნაკა ქურდაძე: სიმართლე გითხრათ, მეგონა პრეტესტი გაცილებით მარტივი იქნებოდა. რაც შეეხება პრეტესტის ჩატარების პრინციპს, არც ისე დახვეწილი იყო. საცდელი ტესტირების ჩატარების მიზანი, როგორც გვითხრეს, გამოსაშვები გამოცდების კომპიუტერული სისტემის გამოცდა იყო, სამწუხაროდ, სისტემა საკმაოდ გაუმართავად მუშაობდა. ყველა საგანში ძალიან დიდი დატვირთვით ვმეცადინეობ, თუმცა, მაინც მეშინია ქიმიის. რთულია, ერთ წელიწადში, სხვა საგნებთან ერთად, ქიმიაში ისე მოემზადო, რომ ტესტში მოცემულ საკმაოდ რთულ შეკითხვებს გასცე პასუხი და ბარიერი გადალახო.
ვრცლად>>>
2011-04-20
აი ია - ყველაზე ძალმოსილი შედევრი ქართული ცნობიერების ისტორიაში
1990 წლიდან 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება, რასაც 1978 წლის 14 აპრილის ცნობილი მოვლენები დაედო საფუძვლად — საქართველოს მოსახლეობამ სწორედ ამ დღეს გააპროტესტა ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. საპროტესტო აქციებმა მოიცვა საქართველო, ათიათასობით ადამიანი ხელისუფლებისაგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას ითხოვდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და მაშინდელი კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა. ასე მოვიპოვეთ 14 აპრილი და დავამკვიდრეთ დედაენის დღეც.
ვრცლად>>>
2011-04-20
პუბლიკაციები, რომლებსაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დიდი ხანია ელოდნენ
სკოლამდელი განათლების ინიციატივების მხარდამჭერი პროექტის“ ფარგლებში, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ოთხი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მოამზადა: „საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო“, „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა“, „სკოლამდელი განათლების პროგრამა“, „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის გზამკვლევი“. პუბლიკაციების მომზადებაში, ცენტრის ექსპერტებთან ერთად, ჩართული იყვნენ: ფსიქოლოგები, პრაქტიკოსი პედაგოგები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორები, სხვადასხვა დარგის (ხელოვნება, მუსიკა, ფიზაღზრდა და სხვ.) სპეციალისტები.
ახალი პუბლიკაციები დაეხმარება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სწორად დაგეგმვაში, ასევე აღსაზრდელთა სათანადოდ მომზადებაში, რომ სკოლაში მისულ პირველკლასელს არ გაუჭირდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ვრცლად>>>
2011-04-20
ფოტოქრონიკით მოთხრობილი „წითელი ისტორია“
8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსებიდან 93 წლის იუბილე „წითელი ისტორიის“ ფოტოგამოფენით აღნიშნა. პირველად იხილა საზოგადოებამ გასული საუკუნის წითელი ისტორიის ამსახველი ფოტოქრონიკა, დოკუმენტური მასალა, რომელიც უნივერსიტეტის მიერ განვლილ მძიმე და რთულ გზას ასახავს.
გამოფენა შსს-ს საარქივო სამმართველოსა და უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.
ვრცლად>>>
2011-04-14
ოპტიმიზმის საფუძველს დინამიკა უფრო მაძლევს, ვიდრე მიღწევები
სამეურვეო საბჭოებისა და სკოლის დირექტორების არჩევნები განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი იმ სიახლეთაგანია, რომელსაც საზოგადოებისაგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ეს ბუნებრივიცაა, თუნდაც იმიტომ, რომ დრომ კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩინა ის ხარვეზები, რაც საარჩევნო პროცესს თან ახლდა.
არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენი გაზეთის მკითხველს რამდენიმე ახლად არჩეული დირექტორიც გავაცანით, მათ შორის, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის ¹42 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის დირექტორი ალუდა გოგლიჩიძე, რომელიც 2010 წლის საუკეთესო დირექტორად დასახელდა. იგი ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარია.

— ბატონო ალუდა, თქვენი მიზანი იყო შეგექმნათ წარმატებული სკოლის მოდელი. წინ კიდევ სამი წელია, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მიზნის მიღწევას?
— ცოტა ამბიციური განცხადებაა, მაგრამ სხვა შემთხვევაში დირექტორობის სურვილი არც გამიჩნდებოდა. წინასაარჩევნო პროგრამიდან არ გადამიხვევია, მნიშვნელოვნად არაფერი შემიცვლია და გარკვეულ შედეგებზე ნამდვილად შეიძლება საუბარი. ეს არის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი ხასიათის შედეგები. რაც მთავარია, სკოლა განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც შედეგები უფრო და უფრო ხილული ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გარე მომხმარებლისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, ისაა, რომ სკოლა 2009-10 სასწავლო წლების ოლიმპიადების გამარჯვებულია. ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის, მთავარი ფაქტორი ისაა, რომ მარტო ფიზიკასა და მათემატიკაში კი არა, ჩვენს მოსწავლეებს, ფაქტობრივად, ყველა საგანში მაღალი შედეგები აქვთ. ჩვენი სტრატეგიაა ვიმუშაოთ არა ვარსკვლავებზე (თუმცა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია), არამედ წარმატებებისთვის კლასის და სკოლის დონეზე.
ვრცლად>>>
2011-04-14
მითიდან რეალობამდე „ერთად დავარღვიოთ სტიგმითა და უიმედობით გაჯერებული დუმილი“
სამყარო მათთვის ხალხის, ადგილებისა და მოვლენების გროვაა... რომლის აღსაქმელადაც იბრძვიან, აღქმის პროცესმა კი შეიძლება დიდად ააღელვოს ისინი. „განსხვავებულები“ არიან, თუმცა შეიძლება გაუკვირდეთ კიდეც, რატომ არიან „განსხვავებულნი“? თუნდაც იმის ფონზე, რომ ხალხის გაგება და მათთან ურთიერთობა, ასევე ყოველდღიურ ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებაც კი, შეიძლება გაუჭირდეთ. ამ კატეგორიის ადამიანებს სამედიცინო ენაზე მოიხსენიებენ, როგორც აუტიმზმის მქონეთ, ხოლო პოპულარულ ენაზე მათ ჩვენ „განსხვავებულებს“ ვეძახით.
ვრცლად>>>
2011-04-14
პირმშოება და კურთხევა იაკობისა და ესავისა
რებეკას, ისააკის მეუღლეს კარგა ხანს შვილი არ უჩნდებოდა, მაგრამ ისააკის განუწყვეტელმა ლოცვა-ვედრებამ სძლია ბუნებას და მეორმოცე წელს, მას შემდეგ, რაც ისააკმა პირველად შეიყვანა იგი თავის კარავში, რებეკა დაფეხმძიმდა და ტყუპების მოლოდინში დედობის პირველ შეგრძნებას ეზიარა. გარდა დედობრივი ინსტიქტებისა სარას მსგავსად, რებეკასაც მიჰმადლა უფალმა წინასწარ ჭვრეტის უნარი და შობამდე ამცნო მას: „...ორი ხალხია შენს მუცელში, ორი ტომი გამოვა შენი საშოდან. ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება. უფროსი უმცროსს დაემორჩილება“ (დაბ. 25:23). უფროსი პირმშო, რომელიც წინასწარმეტყველებისამებრ უმცროსს უნდა დამორჩილებოდა, ესავი იყო: „სულ მთლად წითელი და თითქოს ტყავ-ფუჩით შემოსილი“ (დაბ.25:25). ესავი პირველი დაიბადა, შესაბამისად, პირმშოებაც მას ეკუთვნოდა. „მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; ...სახელად იაკობი“ (დაბ. 25:26). როგორც იოანე ოქროპირი აღნიშნავს, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ერთი შეხედვით სუსტი, ძლიერს დაამარცხებს.
ვრცლად>>>
2011-04-14
რომანტიკული ფერები
იმ თავისებურებათა შორის, რომლებიც განსაზღვრავენ მწერალთა ინდივიდუალობას, გარკვეული ადგილი უკავია ფერთა გამოყენებას. რომანტიკოსთა შემოქმედებაში ფერები, როგორც წესი, ახდენენ საგანთა კონტურების ნიველირებას; დამახასიათებელია აგრეთვე მკვეთრი კონტრასტის პრინციპი. იტალიელი ხელოვნებათმცოდნე ვენტური აღნიშნავს: „რომანტიკულმა ფერწერამ სტატიკას დინამიკა დაუპირისპირა, უკიდურეს დამთავრებულობას — დაუმთავრებლობა, ობიექტურობას — ჭარბი სუბიექტურობა, სიმკვრივეს — ჰაეროვნება, საგნებს — განათების ეფექტი, გაქვავებულს — მუდმივი ცვალებადობა. ფერწერის მთავარი პრობლემა გახდა ფერი, რომელმაც ბოლო მოუღო პლასტიკურ ფორმას და უარყო სკულპტურული მოდელი“ (Л. Вентури, Художники нового времени, М., 1956, с.54). ეს თვალსაზრისი, გამოთქმული გოიასა და დელაკრუას, კოროსა და ტერნერის და მათ თანამედროვე მხატვართა შესახებ, არსებითად რომანტიკოს პოეტთა ფერთამეტყველებაზეც ვრცელდება.
ვრცლად>>>
2011-04-14
„ოლიმპოს მწვერვალი“ ქართულ სასკოლო სივრცეში
25 მარტს, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს, კერძო სკოლა „ოლიმპმა“თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების (კერძო და საჯარო) დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებისათვის ყოველწლიური საგაზაფხულო სასკოლო ფესტივალი „ოლიმპოს მწვერვალი“ დააფუძნა. ფესტივალის იდეა სკოლა „ოლიმპში“ დაიბადა, „ამით „ოლიმპი“ განუცხადებს საზოგადოებას, რომ ის არა მხოლოდ სპორტული აქტივობების სასწავლებელი, არამედ უპირატესად და უპირველესად აკადემიური, მაღალაკადემიური სასწავლო პროცესის დამამკვიდრებელი და ამავე დროს ესთეტიკური და სახელოვნებო მიმართულებების განმავითარებულია სასკოლო საზოგადოებაში — განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა და სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლელა წიქარიშვილმა — დღეს არის ფესტივალის წარდგენა, რომელშიც მონაწილეობს 50-მდე მოსწავლე, მათ საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, ბერძნული ფონდი „ჰიპოკრატე“, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მუშაობს, სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს. ფესტივალის მიზანია ზოგადად მარვალსაუკუნოვანი ბერძნული კულტურის პოპულარიზება ქართულ სასკოლო სივრცეში“.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59] > [60] > [61]
25-28(942)N