გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2010-12-17
ირაკლი ფარჯიანი - გამოფენა „ესკიზი, ილუსტრაცია“
გამოფენა „ესკიზი, ილუსტრაცია“ ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების ყველაზე ვრცელ, ფარულ და ჩვენთვის უცნობ მონაკვეთს წარმოაჩენს. პირველად გამოიფინება ესკიზები სურათებისათვის. გამოფენა შესაძლებლობას მოგვცემს თვალი გავადევნოთ ირაკლი ფარჯიანის ცნობილი სურათებისა და სერიული ნამუშევრების შექმნის პროცესს.
როგორ იქმნებოდა სხვადასხვა სერიის სურათები, რელიგიური კომპოზიციები და ილუსტრაციები? ..
ვრცლად>>>
2010-12-08
აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი - 170 -
საქართველო იყო ორი ბუმბერაზი მოაზროვნის, აკაკი წერეთლისა და იაკობ გოგებაშვილის სალოცავი ხატი, მისი ნათელი მერმისისათვის ბრძოლის, შრომის, შემოქმედების, სათავე.
`თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ~ _ ამბობდა აკაკი. `ჩემი სიცოცხლე, მთელი ჩემი ძალები და ცოდნა ეკუთვნის ჩემს სამშობლოს~ _ აღნიშნავდა იაკობი. ისინი თავად იძლეოდნენ სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარულისა და მისთვის თავდადების ნათელ მაგალითს. გულის ტკივილამდე განიცდიდნენ მამულის მწარე ხვედრს. როგორც იაკობს, ასევე აკაკის ხალხის მდიდარი და უტყუარი განძის, ქართული ენის გადარჩენისათვის ბრძოლა საკუთარ მისიად მიაჩნდათ.
პროფესორი უშანგი ობოლაძე შენიშნავდა, ამ ორი დიდებული ადამიანის ურღვევ მეგობრულ კავშირს, მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ისიც, რომ აკაკიცა და იაკობიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მარტოხელანი იყვნენ. თუმცა აკაკის ცოლიც ჰყავდა და შვილიც _ ალექსი, მაგრამ ოჯახური სიამტკბილობა არ ჰქონდა. აკაკიმ ვერ დაიყოლია მეუღლე საქართველოში გადმოსულიყო. იგი ალექსისთან ერთად ძირითადად რუსეთში ცხოვრობდა, დიდი მგოსანი კი მარტოხელა კაცის მძიმე ცხოვრებით სასტუმროებში, ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან ათენებდა და აღამებდა. რაც შეეხება მუდმივ სახელმწიფო თუ სხვა სახის სამსახურს, ამაზე აკაკიმ თავიდანვე კატეგორიული უარი თქვა იმ მოტივით, რომ ხელს შეუშლიდა თავისუფლად მიჰყოლოდა საკუთარი მრწამსის, გონებისა და გულის კარნახის აღსრულებას, ხელს შეუშლიდა შეენარჩუნებინა მოქმედების თავისუფლება. სწორედ ამას გულისხმობდა იაკობ გოგებაშვილი, როცა წერდა:
`აკაკის თავისი ცხოვრების გზაზე თურმე ბევრი მაცდური სირინოზი ხვდებოდა. ერთი მათგანი ჩინ-მედლებსა და უზრუნველ ცხოვრებას ჰპირდებოდა მგოსანს, ჰპირდებოდა დიდ წინსვლას ბიუროკრატიული კიბის მაღალ საფეხურზე, მეორე კიდევ ოქრო-ვერცხლის მთებს სთავაზობდა თუ მგოსანი კაპიტალისტთა ბანაკს შეუერთდებოდა. აკაკიმ ორთავეს ფიცხლავ ზურგი აბრუნა და მწუხარე, ფერმიხდილ სირინოზს მიუგდო ყური, რომელიც ჩასჩურჩულებდა: `მე ვარ მოციქული შენი პატარა, დაჩაგრული, გაღარიბებული, უკიდურესად შევიწროებული სამშობლოსი. თუ შენ საოცარ ნიჭს შესწირავ შენს უბედურ სამშობლოს, გზა ცხოვრებისა შენისა ეკლით იქნება სავსე: შენ არ მოგაკლდება არც შიმშილი, არც წყურვილი, არც სიტიტვლე და არც სხვაგვარი ტანჯვა-წვალება. მაგრამ სამაგიეროდ შენ დაიმსახურებ მთელი შენი ერის მხურვალე და უაღრეს სიყვარულს~. სწორედ ეს ეკლიანი გზა აირჩია აკაკიმ, შეუდრეკელი გულით გაჰყვა მას და სამშობლოს აყვავებას, აღდგენას, უანგაროდ და შეუსვენებლად ემსახურება.~
ცხოვრების ასეთივე გზას ადგა თავადაც. არც მან ათხოვა ყური მაცდურ სირინოზს და მწუხარე სირინოზის მიერ ნაჩვენებ ნარ-ეკლიან გზას გაჰყვა.
ვრცლად>>>
2010-12-08
იყალთოს აკადემია
XI-XII საუკუნეები ქართული სახელმწიფოს აღმავლობის და გაძლიერების ხანაა. პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური აყვავების შედეგად ქვეყანაში დიდად დაწინაურდა კულტურის თითქმის ყველა დარგი, უპირველეს ყოვლისა, ქართული მეცნიერება.
საქართველოში მეცნიერება სახელმწიფო პოლიტიკის რანგამდე იყო აყვანილი. ქართველი მეფეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო და მეცნიერული კერების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქვეყნის შიგნით ერთ-ერთი ასეთი კერა იყალთოს აკადემიაა.
კომპლექსი ისტორიულ წყაროებში IV საუკუნიდან მოიხსენიება. ამასვე ადასტურებს სოფელში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებიც. თავდაპირველად, მოსახლეობა დღევანდელი იყალთოს ზემოთ, მთის კალთებზე იყო დასახლებული, თუმცა, თანდათან, ქვემოთ დაიწყეს ჩასვლა. ახლა კი სოფლის ძირითადი ნაწილი თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის გარშემო ცხოვრობს.
ვრცლად>>>
2010-12-08
განახლებული ქაშუეთი 100 წლისაა
თბილისში, რუსთაველის გამზირისა და ჯორჯაძის ქუჩის გადაკვეთაზე, იქ, სადაც დღეს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დგას, ძალიან დიდი ხნის წინათ, თურმე დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი ყოფილა, რომელიც XVIII საუკუნეში, 1753 წელს, გივი ამილახვრის მიერ აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა, რასაც ქვემო ტაძრის კარიბჭის მარცხენა კედელში დატანებული წარწერა ადასტურებს. XIX საუკუნის მიწურულს ეს ეკლესია დაზიანებულა. ქალაქის მაშინდელ წინამძღვარს მარკოზ ტყემალაძეს და ტაძრის მესვეურებს ახალი შენობის აგება გადაუწყვეტიათ და ძველი ეკლესიის ადგილას, 1904 წლის 12 ნოემბერს, ახალი ტაძრის მშენებლობა დაუწყიათ.
`ქვაშვ. წმ. გიორგის ეკლესიის კომიტეტის თავმჯდომარეს, თ. ამილახვარს, თ. მუხრანსკის, არჯევანიძეს და ეკკლესიის კრებულს სურვილი ჰქონდათ გაედიდებინათ ხსენებული ეკკლესია და რადგან ქვაშვეთის ეკკლესიის კედლები საკმაოდ დახეთქილია რამდენსამე ადგილას, ამისთვის კომიტეტმა მოიწვია მაღალ-ყოვლად უსამღვდელოესი ფლაბიანე, ხუროთ-მოძღვარნი: ბუტკევიჩი, ტატიშჩევი, შიმკევიჩი, რაგოისკი და ბილფელდი, იმ მიზნით, რომ შეემოწმებინათ _ შეიძლებოდა თუ არა ქვაშვეთის ეკლესიას სიდიდე მომატებოდა, ისე რომ დაზიანებული კედლები საშიში არ ყოფილიყვნენ. ხსენებულ ხუროთ-მოძღვართ განაცხადეს, რომ კედლები ძალზედაა დაზარალებულიო, რის გამოც, თათბირის შემდეგ, დაადგინეს ერთ ხმივ: სრულიად დაინგრეს ახლანდელი შენობა და ახალი ეკლესია აშენდეს საუკეთესო გეგმაზედ~ (`ცნობის ფურცელი~, 1903 წელი, N2173, გვ 3).
ვრცლად>>>
2010-12-02
გვესაუბრება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი

_ საუბარი ჩვენი რუბრიკის ტრადიციული კითხვით დავიწყოთ: ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, რა დონის პირველკურსელები მოდიან თქვენს უნივერსიტეტში?
_ სპეციფიკური უმაღლესი სასწავლებელი ვართ და ამიტომ, გარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა, ჩვენთან მოსახვედრად საშემსრულებლო სპეციალობებზე აბიტურიენტებს უწევთ შიდა გამოცდის ჩაბარება _ შემოქმედებითი ტურის გავლა. ეს ეხება სამსახიობოს, ყველა სარეჟისოროს _ ტელე, დრამის, მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმის, საოპერატოროს, საერო და საეკლესიო გუნდის რეჟისურას, დამდგმელ ქორეოგრაფს და ა.შ. ეს უფლება შემოქმედებით უმაღლესებს `უმაღლესი განათლების შესახებ~ კანონით აქვთ მინიჭებული. შიდა გამოცდებით მოწმდება, პირველ რიგში, ახალგაზრდის ნიჭი, ის საწყისი მონაცემები, რაც აუცილებელია ამ სპეციალობისათვის, შემდგომში პროფესიულ ცოდნას სტუდენტი უმაღლესში შეიძენს. ასე რომ, ჩვენთან მოხვედრის მსურველები ჯერ შიდა გამოცდას გადიან, ხოლო შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. ეს, როგორც გითხარით, ეხება საშემსრულებლო სპეციალობებს. რაც შეეხება თეორეტიკოსებს _თეატრმცოდნეებს, ხელოვნებათმცოდნეებს, კინოთმცოდნეებს _მათთვის არ არის შიდა გამოცდები და პირდაპირ ერთიანი ეროვნული გამოცდებით აბარებენ. იშვიათად, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა შიდა გამოცდებით მაღალქულიანი აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილან. ეს საერთო სურათს ვერ ცვლის.
ვრცლად>>>
2010-12-02
შეხვედრა მეთორმეტეკალსელებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა თბილისის სკოლების 200-მდე მეთორმეტეკლასელს ელექტრონული საგამოცდო ტესტის ნიმუში წარუდგინეს და საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრის დაწყებამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტებისთვის განმარტებები გააკეთეს:
ვრცლად>>>
2010-12-02
რამდენიმე დამაფიქრებელი ტენდენცია
წელს, ეროვნულ გამოცდებზე, კონკრეტულად ქართული ენის გამოცდაზე გამოიკვეთა ახალი ტენდენცია _ ბავშვები არაადეკვატურ პარალელებს ავლებდნენ ნაწარმოებებს შორის; უხვად იყენებდნენ უცხო სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობა აშკარად არ ესმოდათ; მწირი იყო მათი ლექსიკური მარაგი... ამის შესახებ ჩვენი გაზეთის ფურცლებზე საუბრობდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართულის, როგორც მეორე ენის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია. მისივე რჩევით გთავაზობთ იმ პედაგოგების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც გასწორების პროცესში მონაწილეობდნენ. საუბარი შემდეგ ნომერშიც გაგრძელდება.
ვრცლად>>>
2010-11-24
პროფესიის მოტივაციით დაძლეული "მოდურობა"
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
ზურაბ ვადაჭკორია

– რა სურათი მოგვცა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა პირველკურსელთა მომზადების დონის თვალსაზრისით; როგორი მომზადებულები მოდიან პირველკურსელები?
– რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, სამედიცინო დონემ აიწია, მოდიან უფრო მეტად მომზადებული სტუდენტები, ვიდრე ეს იყო მანამდე და, რაც მთავარია, ახალგაზრდები მეტად მოტივირებულები არიან. ყველაზე მეტად რაც გამოიკვეთა ამ ბოლო წლების განმავლობაში, ეს მობილობის მსურველთა რიცხვის ზრდაა – მატულობს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ჩვენს უნივერსიტეტში გადმომსვლელ სტუდენტთა რიცხვი. შეიძლება ითქვას, ეს ამ მოდელის ერთადერთი მსუბუქი "ნაკლია". თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. 2010 წლიდან სხვა სამედიცინო სასწავლებლებიდან გადმომსვლელების რიცხვს, აბსოლუტურად განსხვავებული პროგრამებიდან გადმომსვლელებიც დაემატა. ანუ შესაძლებელია, პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდანაც გადმოვიდნენ სტუდეტები, მაგრამ ისინი, ყველა შემთხვევაში, პირველი კურსიდან იწყებენ სწავლას. ეს კიდევ უფრო გამოხატავს ამ ახალგაზრდების სურვილს ექიმობის პროფესიის დაუფლებისა. იმდენად დიდია მათი სურვილი ისწავლონ სამედიცინო უნივერსიტეტში, რომ მზად არიან მესამე და მეოთხეკურსელებმა პირველი კურსიდან დაიწყონ სწავლა ჩვენს უნვერსიტეტში. ბუნებრივია, ეს გრანტიანი სტუდენტების ფინანსურ მხარეზე სერიოზულად აისახება, მაგრამ არც ამას უფრთხიან.
ვრცლად>>>
2010-11-24
უფლებამოსილების გადამეტება თუ უსაფუძვლო ეჭვი?
სკოლებში მანდატურების შესვლამ საზოგადოებაში არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია. თბილისის რამდენიმე სკოლიდან მასწავლებლების გათავისუფლებას უამრავი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამბობენ, დირექტორებმა პედაგოგები სკოლიდან მანდატურების ზეწოლის გამო გაუშვესო. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციებიდან, ძირითადად, პრეტენზიებს მანდატურების მიმართ მასწავლებლები გამოთქვამენ. ისინი ამბობენ, რომ მანდატურები გაკვეთილების მიმდინარეობისას სისტემატურად აყურადებენ საკლასო ოთახებს და ამ მეთოდით აკონტროლებენ სიტუაციას. სკოლაში ტოტალური დასმენაა, ამის გამო მრავალი მასწავლებელი სამსახურის დატოვებას აპირებს. დირექტორებსა და პედაგოგებზე მეტი უფლებებით მანდატურები სარგებლობენ, მანდატურის ინსტიტუტის შემოღებით პოლიტიკური ხელისუფლების შექმნა სურთ სკოლაში.
ვრცლად>>>
2010-11-22
რეალისტი სიცოცხლის ბოლომდე
"იყო დღეები, როცა იგი მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე მუშაობდა და არც კი სადილობდა. უკან დავდევდი ხოლმე, როგორც პატარა ბავშვს და ვეხვეწებოდი, ან ერთი ჭიქა რძე დაელია, ან მაწონი ეჭამა." (მიულბაუმი-გაბაშვილისა) უდიდესი ქართველი მხატვრის – გიორგი (გიგო) გაბაშვილის დაბადებიდან 148 წელი გავიდა. ის 1862 წლის 9 ნოემბერს დაიბადა – თბილისის დეპუტატთა პალატის თანამშრომლის ივანე გაბაშვილისა და მდაბიო მოქალაქის თამარ ნარეკლიძის უკანონო შვილი იყო. ექვსი წლისას, მამა გარდაეცვალა, ოჯახს საშინლად გაუჭირდა. დედა ხელსაქმით არჩენდა გიგოს და მის უმცროს ძმას – ილიას. გიგო საკმაოდ თავნება და რთულად აღსაზრდელი ბავშვი ყოფილა
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59] > [60] > [61]
25-28(942)N