გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2010-09-22
"პეტის სკოლა" ოცდამეერთე საუკუნეში
ვითანამშრომლოთ და შევძლებთ! ეს სლოგანი ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის ლოგოზე ამოვიკითხე, თანამშრომლობით მიღწეულით დავინტერესდი და წერილის დაწერაც გადავწყვიტე. აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა მეცხრამეტე საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს და საუკუნოვანზე მეტი ისტორიით დღემდე მოღწეული სასწავლებელი  ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიას ინახავს. სკოლის ისტორია გურიის თავადაზნაურთა წინამძღვრის კოწია ერისთავის ეზოში, მისი ძმის პეტრე (პეტი) დავითის ძე ერისთავის მიერ 1884 წელს სკოლის მშენებლობით იწყება. ე.წ. "პეტის" სკოლად წოდებული სასწავლებელი მალევე ორკლასიანი სწავლებიდან  7-წლიან სწავლებაზე გადადის, ხოლო 1993 წლიდან ათწლედი იხსნება. 1934 წლიდან სკოლას აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის №1 სანიმუშო-საცდელ საშუალო სკოლად მოიხსენიებენ, ოთხი წლის შემდეგ კი სკოლისთვის ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება, 70-იან წლებში მას ახალი კორპუსიც მიემატა, რის შემდეგაც სკოლას რემონტი არ ჩატარებია. 2006 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეაბილიტაციის პროგრამით, სკოლა, რომელსაც ქალბატონი მანანა ჯინჭარაძე უდგას სათავეში, თითქმის თავიდან აშენდა.
ვრცლად>>>
2010-06-17
”კაცსა ფიცნი გამოსცდიან”
საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში ერთადერთხელ იყო საუკეთესო. მაშინ კაცი კაცობდა, ქალი ქალობდა და ქვეყანა ქვეყანას ჰგავდა. მაღალი იყო ზნეობა და მორალი, იყვნენ ბრწყინვალე რაინდები და მშვენიერი ქალბატონები. მათი სიტყვა, აზრი და საქმე ერთი იყო. ყოველივე ეს `ვეფხისტყაოსანში~, XII საუკუნის ქმნილებაში, აისახა. ნაწარმოებში უამრავი საინტერესო რამაა გადმოცემული, ჩემი ყურადღება კი ფიცმა მიიქცია. `ვეფხისტყაოსანში~ ხშირად გვხვდება დაფიცება. ამ პოემაში ფიცს საკუთარი სიმართლის, სიტყვების და ქმედებების დასამტკიცებლად იყენებენ. მაგრამ რა არის ზოგადად ფიცი და რა მნიშვნელობა აქვს მას ამ პოემაში? ფიცი არის ღვთის წინაშე დამტკიცება სიტყვისა, რომელსაც კაცი წარმოთქვამს. დაფიცებით კაცი ადასტურებს ღმერთის წინაშე, რომ ის მართალია და დაპირებულს შეასრულებს. ღმერთზე დაფიცება, რომელიც ხშირად გვხვდება `ვეფხისტყაოსანში~, გულისხმობს რომ ღმერთი არის ამ თქმის გამგონე და თანამოწმე და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში კაცი პასუხს აგებს ღვთის წინაშეც. სწორედ ამიტომ არის ტყუილი ცოდვა. ანუ ფიცი წმინდა სიტყვაა, რომელიც განსაკუთრებული სიფრთხილით წარმოითქმება. მის გამტეხს სასჯელი მოელის ამქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ რელიგიაზე ვსაუბრობთ - ქრისტიანულ და ისლამურ სამყაროშიც ფიცი წმინდაა და მისი გატეხა ცოდვაა.
ვრცლად>>>
2010-06-17
სსიპ - საჯარო სკოლის დირექტორის სამართლებრივი აქტები
(ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი)
პატივცემულო მკითხველო, ვაგრძელებთ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისათვის საინტერესო და პრობლემური საკითხების გაშუქებას. ამჯერად შევეხებით საჯარო სკოლების ხელმძღვანელთა (დირექტორი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემის საკითხებს.
• უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, რომ დირექტორის სამართლებრივი აქტებია: 1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; 2. შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი და სხვა სამართლებრივი აქტები.
ვრცლად>>>
2010-06-17
”დაწყევლილი თაობის” ფოტოქრონიკა
ქართველი ფოლკლორისტები, მეცნიერები, ეთნომუსიკოლოგები, ლოტბარები, მომღერლები, მოცეკვავეები, ქორეოგრაფ-ქორეოლოგები, ზეპირისტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები, სასულიერო პირები - ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომელთა ცხოვრების ამსახეველი ფოტოქრონიკა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გამოფინა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთ ნიშნულში გააერთიანა საბჭოთა რეჟიმმა - სამშობლოს მოღალატეებად შერაცხულნი რეპრესიებს ემსხვერპლნენ სხვადასხვა სახით. დამთვალიერებელმა ნახა საბჭოთა სახელმწიფოში მოწყობილი არაადამიანური რბევის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა, ნაკვალევი, რომელმაც მართლაც უმძიმესი   შედეგები დატოვა. ”საბჭოთა რეპერსიები და ქართული ფოლკლორი” - გამოფენის იდეა ფოლკლორის სახელმწფო ცენტრის დირექტორს გიორგი უშიკიშვილს ეკუთვნის:
ვრცლად>>>
2010-06-14
ირაკლი ფარჯიანი - 60
ირაკლიმ, ჩვენმა თანამედროვემ (შეიძლება ახალი თაობისთვის ის იმდენად ცნობილი არ არის და ძალიან შორეული წარსული ჰგონიათ, მაგრამ ჩვენთვის ეს აწმყოა, ყოველ შემთხვევაში - ჩემი თაობის აწმყო) იმ რთულ დროს, იდეოლოგიური ზეწოლის, ძალიან ბევრი აკრძალვის, ძალიან ბევრი დეფიციტის პირობებში, ყველა ამ სირთულის მიუხედავად, შეძლო, ეპოვა საკუთარი თავი და ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით არ ეღალატა საკუთარი პრინციპისთვის და მრწამსისთვის. 21 წლის იყო, როცა უდიდესი სულიერი ტრავმა მიიღო. ასეთი ტრავმა ძლიერ პიროვნებას ან ძალიან ბევრს შესძენს ან პირიქით, დათრგუნავს და გაანადგურებს. ირაკლის პირადი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის, რომ მათ დეპრესიაში კი არ ჩაიგდონ თავი, არამედ გადალახონ სირთულეები და დაძლიონ ის პრობლემები, რაც მათ წინაშე დგას, რადგან ღმერთს, განგებას (რაც გნებავთ ის დავარქვათ) ამ განსაცდელით უნდა, მათგან რაღაც კარგი გამოადნოს, ანუ იმ კარგმა და დადებითმა, რაც ადამიანშია ჩადებული, სირთულეებთან ბრძოლის შედეგად უნდა იჩინოს თავი. ასე რომ, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ირაკლის მაგალითი. მე არ მალაპარაკებს მეუღლის განდიდების სურვილი, ეს არასოდეს მდომებია და არც დღეს მინდა, არამედ ის, რითიც მე დღემდე ვარ აღტაცებული, აღფრთოვანებული და განცვიფრებული. გაოცების შეგრძნება ირაკლის გაცნობის პირველი დღიდან დღემდე არ მშორდება. აი, ეს არის ყველაზე დიდი განცდა ირაკლის მიმართ - საოცარი გაოცება. ასმათ ფიცხელაური-ფარჯიანი
ვრცლად>>>
2010-06-12
საგანმანათლებლო კერები - თბილისი
თბილისი ქართულ საისტორიო წყაროებში თავდაპირველად მოხსენიებულია IV საუკუნის 60-იანი წლების ამბებთან დაკავშირებით, როცა სასანიანთა ირანის სახელმწიფო ქართლში პოლიტიკური ბატონობის განმტკიცებისათვის იბრძოდა. ეს ცნობა საისტორიო თხზულების "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ანონიმ ავტორს ეკუთვნის, რომლის მოღვაწეობის ხანა VII (ან IX) საუკუნით თარიღდება. ფეოდალური ხანის საქართველოს ქართული საისტორიო წყაროები ჩვენს დედაქალაქს საერთოდ ტფილისს უწოდებენ, ტფილისი ეწოდება მას VI საუკუნის ანონიმის "ევსტათე მცხეთელის მარტვილობაში" და მომდევნო ხანის სხვა თხზულებებში.
ვრცლად>>>
2010-06-12
სადაკო - მშვიდობის ელჩი
24 მაისს, სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში, მოსწავლეთა ნახატების კონკურსის ` სადაკო - მშვიდობის ელჩი~ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. პროექტი განახორციელა სამშვიდობო ორგანიზაცია `სადაკომ~, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ქალაქ თბილისის მერია და თელავის მუნიციპალიტეტი. გამოფენა-კონკურსი ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თანადგომით.   ღონისძიებას საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწია გაზეთმა "ახალი განათლება".
ვრცლად>>>
2010-06-03
ფართომასშტაბიანი კვლევა სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების გასაუმჯობესებლად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა საქართველოს მასშტაბით ჩაატარა ეროვნული შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კერძოდ, კითხვის მიმართულებაში იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც საბაზო საფეხურზე დაასრულეს სწავლა.   ეროვნულ შეფასებაში მონაწილეობდა 5385 მეცხრეკლასელი 231 საჯარო სკოლიდან, ასევე, ამ სკოლების დირექტორები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, სულ 324.   შედეგების გაანალიზებაზე მუშაობდნენ როგორც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები, ასევე დარგის 61 მოწვეული სპეციალისტი.   ეროვნული შეფასება ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომელიც სახელმწიფო დონეზე ხორციელდება და რომლის მიზანია შეაფასოს, თუ რამდენად წარმატებულია სწავლა-სწავლების პროცესი ქვეყანაში. კვლევა ერთგვარი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ხდება საგნობრივი პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და, შესაბამისად, სწავლების პროცესის დახვეწა. უმთავრესი მიზანი სწორედ სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაა. განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის საშუალებაა ეროვნული სასწავლო გეგმა.   ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება: 1. შესავალი, რომელშიც წარმოდგენილია საგნის სწავლების კონცეფცია, მიზნები და ამოცანები; 2. სტანდარტი, რომელშიც საგნის სწავლების მიზნები კონკრეტული შედეგების სახითაა მოცემული. ეს პროცედურული ცოდნაა, რომლის ფლობაც მოეთხოვება მოსწავლეს თითოეული კლასისა თუ საფეხურის დასრულების შემდეგ; 3. პროგრამის შინაარსი, ანუ დეკლარატიული ცოდნა, რომელიც მოსწავლეს ამ შედეგების მისაღწევად სჭირდება. ამ ტიპის კომპეტენციებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს სხვადასხვა ქვეყნებში `შინაარსობრივ სტანდარტს~ უწოდებენ და მათი შეფასება მხოლოდ სტანდარტზე დაფუძნებული ტესტის საშუალებითაა შესაძლებელი.
ვრცლად>>>
2010-06-03
არ აგრძნობინოთ განსხვავებულობა
ინკლუზიურისწავლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად, ასევე, გულისხმობს სსსმ მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.   სამინისტრო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონედ განსაზღვრავს ბავშვებს: ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევით; მხედველობისა და სმენის დარღვევით; მეტყველების, ქცევისა და ემოციური განვითარების დარღვევით; რომელთაც აქვთ გრძელვადიანი მკურნალობის/ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; რომლებიც წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობებს; რომლებიც არიან სოციალურად დაუცველნი; რომელთაც სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების გამო საგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვა ემუქრებათ.
ვრცლად>>>
2010-06-03
წმინდა სამება
ქრისტიანული ეკლესიის ღმერთი ღმერთია, რომლის რწმენაც და რომლის შესახებ ცოდნაც კაცობრიობამ ისტორიული გამოცდილების შედეგად მოიპოვა. ეს არ არის არსება, რომელსაც ადამიანმა მხოლოდ აბსტრაქტული ფილოსოფიური ვარჯიშებითა და გონების ჭვრეტით მიაკვლია. სწორედ ეკლესიურმა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ღმერთი ერთ გამორჩეულ მონად (ბერძ. Monas - ერთეული; განუყოფელი) ან ინდივიდუალურ ბუნებად კი არ წარმოგვიდგება, არამედ ის არის სამება: სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული იპოსტასი ანუ პიროვნება და ამავე დროს, საერთო ნებითა და მოქმედებით გაერთიანებული ერთიანი ბუნება, ერთი არსება.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59] > [60] > [61]
25-28(942)N