|
სტატიები
|
2018-02-14
ნახევარ საუკუნეზე მეტი უნივერსიტეტში
|
ქართული მეცნიერების, სულიერებისა და კულტურის უმთავრეს კერას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, წელს დაარსებიდან ერთი საუკუნე უსრულდება. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთი საუკუნიდან, ორმოცდაათ წელზე მეტი ჩემი ცხოვრებისა გატარებული მაქვს უნივერსიტეტში და, ამდენად, უნივერსიტეტი ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სასწავლო დაწესებულება.
|
ვრცლად>>> |
|
2018-02-14
რამ განაპირობა რელიგიის ისტორიის არჩევით საგნად შემოტანის აუცილებლობა
|
ლალი ჯელაძე
სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხი საზოგადოებაში დიდი ხანია, სადავო თემადაა ქცეული. რელიგიის სწავლების შემოტანა ჯერ კიდევ წინამორბედი მინისტრების დროს განიხილებოდა, მაგრამ „სვლა“, რომელიც სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების არჩევით საგნად შემოსვლას გულისხმობს, ამჟამინდელმა მინისტრმა დააანონსა და მას წინ პატრიარქის ქადაგებაში გაჟღერებული აზრი უძღოდა. „მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი, ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ“ — განაცხადა ცოტა ხნის წინ მიხეილ ჩხენკელმა.
გადაწყვეტილების მიმღებთა აზრით, ეს ნაბიჯი მიმართულია სკოლებში ძალადობის პრევენციისკენ. ბუნებრივია
|
ვრცლად>>> |
|
2018-02-08
უნივერსიტეტის დაარსების კამპანია
|
***
1917 წლის თებერვლიდან ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის დაარსებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. პეტერბურგში, ლახტინის ქუჩაზე, თავის ბინაზე შეკრიბა უნივერსიტეტის დაარსებით დაინტერესებული ქართველი მეცნიერები: იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე და სხვები. კრების მონაწილეთა დიდმა ნაწილმა გაიზიარა იდეა, თუმცა მას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. მაგალითად, ისეთი დიდი მოღვაწე, როგორიც იყო ნიკო ნიკოლაძე. იგი ასაბუთებდა, რომ უნივერსიტეტამდე თბილისში პოლიტექნიკუმი უნდა შექმნილიყო, რომელიც საინჟინრო და სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებს აღზრდიდა. სერიოზული პოლემიკის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, უნივერსიტეტის მომხრეებმა გაიმარჯვეს და დაიწყო ბრძოლა უნივერსიტეტის დაარსებისთვის.
|
ვრცლად>>> |
|
2018-02-08
ცვლილებების პროექტი მიზანი — მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მანდატური
|
ქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით, მომზადდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. ცვილებები შეეხება როგორც სკოლებში მანდატურების დანიშვნის წესს, ასევე მათ უფლება-მოვალეობებს. რა შეიცვლება მანდატურის სამსახურში, რას სთავაზობს კანონპროექტი სკოლებს, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაიზრდება თუ არა მანდატურის უფლებამოსილება და როგორ განისაზღვრება მისი უფლება-მოვალეობები, შევა თუ არა სკოლაში საპატრულო პოლიცია — ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კანონპროექტის მიხედვით:
|
ვრცლად>>> |
|
2018-02-08
„ჯანსაღი ცხოვრება“ — პილოტირების შედეგები
|
ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გაგაცანით თბილისის სამ საჯარო სკოლაში — 86-ე, 212-ე და მე-11 — ჩატარებული პილოტირების შედეგები. შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა, ორგანიზაცია „თანადგომის“ დახმარებით, საბაზო საფეხურის „მოქალაქეობის“ სტანდარტიდან, მე-7 კლასის პროგრამიდან, ერთ-ერთი თემის — „ჯანსაღი ცხოვრება“ პილოტირება ჩაატარა.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტმა შალვა მეკრავიშვილმა, ჩვენთან საუბრისას, აღნიშნა, რომ პილოტირების დაწყებამდე საგანგებოდ შემუშავდა წლიური პროგრამის ნიმუში — ძირითადი რეკომენდაციები, სარეკომენდაციო საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო აქტივობები და ა.შ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი გაიწერა იმ სკოლების წარმომადგენელი მასწავლებლების მონაწილეობით, რომლებიც პილოტირებისთვის შეირჩა. ისინი თავად იყვნენ იმ სასწავლო რესურსის შექმნის მონაწილეები, რომლის პილოტირებაც უნდა განეხორციელებინათ. გაკვეთილები შემაჯამებელი დავალებით სრულდებოდა, სადაც უნდა გამოჩენილიყო, რა შედეგები გამოიღო ამ გაკვეთილებმა. „ძალიან კარგი შედეგები მივიღეთ იმიტომ, რომ მოსწავლეებმა ზუსტად გაიგეს და აითვისეს ის ძირითადი ასპექტები, რაც ამ გაკვეთილებით გვინდოდა მათთვის გადაგვეცა.“ — განაცხადა ბატონმა შალვამ.
|
ვრცლად>>> |
|
2018-02-07
ნიკო ცხვედაძის ნაღვაწი. მომავალი უნივერსიტეტის შენობის აგება
|
ჩვენი წარსული ცხოვრების მეტად საგულისხმო პერიოდის — ხჳხ საუკუნის 60-90-იანი წლების მოწმე და თვითმხილველი, ჟურნალისტი და ლიტერატორი იაკობ მანსვეტაშვილი ავტორია 1985 წელს, „საბჭოთა საქართველოს“ მიერ, ქართული მემუარული ლიტერატურის ეგიდით გამოცემული წიგნისა „მოგონებები“. იგი ნაკლებად ცნობილია ფართო მკითხველისათვის, თუმცა ფასდაუდებელია მისი ღვაწლი იმ პერიოდის ქართველ საზოგადო მოღვაწეთა სახელების უკვდავყოფისა და ქვეყნის წინაშე გაწეული მათი დამსახურების შთამომავლობისათვის გადაცემის საქმეში. გარდა იმისა, რომ იაკობ მანსვეტაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში და მეგობრობდა თითქმის ყველა საზოგადო მოღვაწესთან,
|
ვრცლად>>> |
|
2018-02-01
ახალი სასწავლო გეგმა — მეგობარი დოკუმენტი მომხმარებლებისთვის
|
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა, ორგანიზაცია „თანადგომის“ დახმარებით, თბილისის სამ საჯარო სკოლაში — 86-ე, 112-ე და მე-11 — განახორციელა საბაზო საფეხურის „მოქალაქეობის“ სტანდარტიდან, მე-7 კლასის პროგრამიდან, ერთ-ერთი თემის — „ჯანსაღი ცხოვრება“ პილოტირება. მართალია, სამი სკოლა არ არის ბევრი, მაგრამ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ძალიან საინტერესო შედეგები გამოვლინდა. ორგანიზაცია „თანადგომის“ და დეპარტამენტის თითო-თითო წარმომადგენელი, წყვილში, ყველა გაკვეთილს ესწრებოდა, შემაჯამებელი გაკვეთილის ჩათვლით. „მე პირადად, 86-ე სკოლაში ვესწრებოდი გაკვეთილებს — ამბობს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სამოქალაქო განათლების ექსპერტი შალვა მეკრავიშვილი — ორგანიზაცია „თანადგომა“, მართლაც დიდ თანადგომას გვიწევს ხოლმე სხვადასხვა საკითხების პილოტირებაში. ალბათ გახსოვთ საგანი „მე და საზოგადოება“, მისი ერთი კომპონენტის — „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ — პილოტირებაც ამ ორგანიზაციის დახმარებით განვახორციელეთ“. რომელ კლასებში ჩატარდა და რა შედეგი გამოიღო ჯანსაღი ცხოვრების წესის გაკვეთილებმა, რა საჭიროებები გამოიკვეთა და როდის შევა ახალი სასწავლო გეგმა სკოლებში — გვესაუბრება ექსპერტი შალვა მეკრავიშვილი.
|
ვრცლად>>> |
|
2018-01-25
დამტკიცდა სტანდარტი პედაგოგის განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად
|
მომავალი სასწავლო წლიდან პედაგოგის განათლების ახალი საუნივერსიტეტო პროგრამა ამოქმედდება. 300-კრედიტიანი ორსაფეხურიანი პროგრამა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მასწავლებლის მომზადების პირველი მცდელობაა ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში. 5-წლიანი პროგრამის კურსდამთავრებული მაგისტრის ხარისხს მიიღებს და სკოლაში უფროსი მასწავლებლის პოზიციას დაიკავებს.
პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების შექმნაზე საბჭომ მუშაობა დაასრულა და შეიქმნა დოკუმენტი, რომელმაც გარკვეულ სტანდარტში მოაქცია საუნივერსიტეტო 300-კრედიტიანი პროგრამა. დოკუმენტი გახდება საფუძველი იმ უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ პედაგოგების ახალი საუნივერსიტეტო პროგრამების სააკრედიტაციოდ მომზადებას.
|
ვრცლად>>> |
|
2018-01-25
G-PriEd-ის წარმატებული პროგრამა — ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში
|
მაკა ყიფიანი
18 იანვარს, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში, შედგა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) — ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის დასკვნითი კონფერენცია. მისი მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშის წარდგენა. მომხსენებლებმა ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილების ჩატარების შედეგად, 2015-2018 სასწავლო წლებში, მიღწეული შედეგები მიმოიხილეს და მადლიერება გამოხატეს პროექტში ჩართული თითოეული სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, მოსწავლის, ასევე კერძო სექტორის მოხალისეების მიმართ, რომლებიც უსასყიდლოდ უძღვებოდნენ გაკვეთილებს და მოზარდებს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებდნენ.
|
ვრცლად>>> |
|
2018-01-24
რეფორმირებული სისტემის მთავარი ორიენტირები
|
2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. რეფორმა, საწყის ეტაპზე, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა, 2014 წლიდან კი გაფართოვდა და მოიცვა დანაშაულის შედეგად დაზარალებული და მოწმე ბავშვები, ასევე ბავშვები, რომლებიც მონაწილეობენ ოჯახურ ან სხვა სამოქალაქო დავებში, ან უწევთ ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან საკუთარი უფლებების დასაცავად.
განრიდების და მედიაციის პროგრამის დანერგვა რეფორმის ერთ-ერთი წარმატებული
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|