|
სტატიები
|
2018-01-24
საპილოტე მოდელის გამოწვევები და რისკები
|
ლალი ჯელაძე
პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში, სკოლის დირექტორებისა და პროექტში ჩართული განათლების სპეციალისტების მონაწილეობით, პირველი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ მიზანია ქართული სკოლებისთვის თვითშეფასებისა და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავება, საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. პროექტში 15 სკოლაა ჩართული და სამ ეტაპად ხორციელდება.
|
ვრცლად>>> |
|
2017-12-21
ციფრული სამყაროს გავლენა ბავშვებზე
|
ლალი ჯელაძე
„უზრუნველვყოთ ციფრული სამყაროს უსაფრთხოება და გავზარდოთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის“ — ამ განცხადებას გაეროს ბავშვთა ფონდი აკეთებს და აქვეყნებს ანგარიშს ციფრულ ბარიერებზე და აანალიზებს ინტერნეტისა და სოციალური მედიის გავლენას ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხებზე.
|
ვრცლად>>> |
|
2017-12-21
რა ცვლილებები იგეგმება სქემაში 2018 წელს
|
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რეალურად, ერთი წელია, რაც სრული დატვირთვით მუშაობს. სქემის ფარგლებში, გარდა იმისა, რომ განხორციელდა მასწავლებელთა საფეხურებრივი წინსვლა და სისტემაში გაჩნდა უფრო მეტი უფროსი და წამყვანი მასწავლებელი, უკვე 9 მენტორი პედაგოგიც გვყავს, რომელთა რაოდენობა სასწავლო წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება. ასევე, სკოლებში მასწავლებლის შეფასების სრულიად ახალი სისტემა ჩამოყალიბდა და სქემა მოქმედებს, როგორც პედაგოგთა პროფესიული განვითარების დამხმარე სისტემა.
|
ვრცლად>>> |
|
2017-12-21
მხოლოდ სკოლის მანდატურის სამსახურის გაძლიერებით სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ
|
საზოგადოებაში გრძელდება მსჯელობა იმაზე, თუ რა და როგორ შეიცვალოს განათლების სისტემაში, რომ მსგავსი ტრაგედიები (ვგულისხმობთ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას) აღარ განმეორდეს, რა პრევენციული ზომები იქნება ეფექტური მოსწავლეების ძალადობისგან დასაცავად. ამ საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრებას შემოგთავაზებთ.
დათო ტურაშვილი მწერალი
|
ვრცლად>>> |
|
2017-12-14
|
67 წლის ასაკში, ხანმოკლე, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის „პრესტიჟის“ ორდენის კავალერი, „მაყურებლის სიმპათიის“ პრიზის მფლობელი, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ათეულობით წლების განმავლობაში, 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.
დიმიტრი ჯაიანი დაიბადა 1950 წელს სენაკში, პედაგოგების ოჯახში. სენაკის საშუალო სკოლის
|
ვრცლად>>> |
|
2017-12-14
უბედურება ის არის, რომ ერთ საქმეზე ìკონცენტრაცია მხოლოდ რამდენიმე დღე შეგვიძლია
|
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულიდან ორი კვირა გავიდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების რეაგირება ნელ-ნელა მინელდა.
ამ ეტაპზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე და სამომავლოდ, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე საუბრობენ; მანდატურის სამსახურმა „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“ გამოსცა, რომელშიც მოცემულია სკოლაში დარღვევათა და სხვადასხვა გადაუდებელ, კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების ინსტრუქცია.
|
ვრცლად>>> |
|
2017-12-14
მასწავლებლები არ უნდა დავტოვოთ მხოლოდ მათივე ინიციატივებისა და ინტუიციის ამარა
|
ბოლო დროს სკოლებში მომძლავრებული ბულინგის შემთხვევები სერიოზული შფოთვისა და საუბრის თემა გახდა ქართულ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ხორავას ქუჩაზე და სოფელ ოფშკვითში მომხდარმა ტრაგედიამ, როცა თანატოლებმა ერთმანეთი სასიკვდილოდ გაიმეტეს, ძალადობა იმ მწვავე გამოწვევად აქცია, რომელსაც, წლების განმავლობაში, სკოლები და, ზოგადად, სისტემა, მიუხედავად პრობლემის არსებობისა, სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებდა.
|
ვრცლად>>> |
|
2017-12-07
|
ორი მოზარდის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის შესახებ, რამდენიმე დღეა, მთელი ქართველი საზოგადოება შეშფოთებული ლაპარაკობს. როგორ მივედით ასეთ ტრაგედიამდე, წლების წინ ხომ „უსაფრთხო სკოლის პროგრამამ“ შედარებით გაანეიტრალა სკოლებში შექმნილი ვითარება, რა შეიცვალა მას შემდეგ და რატომ — უარესობისკენ?
|
ვრცლად>>> |
|
2017-12-07
იპოვეთ საკუთარი ადგილი არაფორმალურ განათლებაში
|
ლალი ჯელაძე
კოალიციის „განათლება ყველასათვის — საქართველოს“ ორგანიზებით, 1 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიაში, გამოფენა-კონფერენცია „სკოლა და არაფორმალური განათლება“ გაიმართა, რომლის მიზანი ზოგადი განათლების სფეროში არაფორმალური განათლების შესახებ გამოცდილების გაზიარება და სკოლებთან მომუშავე არაფორმალური განათლების მიმწოდებელთა პრაქტიკის გაცნობა იყო.
|
ვრცლად>>> |
|
2017-11-30
ეროვნული ბიბლიოთეკის საუკუნის პროექტი
|
მაკა ყიფიანი
17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში, თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ, კავკასიაში უდიდესი და საქართველოში პირველი წიგნის მუზეუმი გაიხსნა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც ვიზუალური, ისე თვისობრივი თვალსაზრისით. წიგნის მუზეუმი ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში დაცულ 19 ათასზე მეტ რარიტეტულ წიგნს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იშვიათ გამოცემათა ფონდის მესაკუთრეა, რომელიც ბეჭდური წიგნის და მათ შორის, ქართული ნაბეჭდი გამოცემების ისტორიას ქმნის. მუზეუმში ყველა ის უნიკალური გამოცემა გამოიფინება, რომელიც იშვიათ გამოცემათა ფონდშია დაცული. წიგნის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება როგორც მუდმივი ექსპოზიციები, ასევე თემატური გამოფენები, კერძო კოლექციებში დაცული თუ ბიბლიოთეკის საცავში შენახული უნიკალური ნაბეჭდი წიგნები. ასევე, დამთვალიერებელს საშუალება ექნება,
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|