|
სტატიები
|
2017-11-30
აგრესიული ქცევის მართვა ბავშვებში
|
ტერმინი „აგრესია“ აერთიანებს ქცევათა მრავალფეროვან ჯგუფს, რომელიც სხვისთვის ან საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენებისკენაა მიმართული. აგრესიული ქცევა მრავალგვარია და ის შეიძლება გამოხატული იყოს როგორც მსუბუქი (მაგ, ხმამაღლა საუბარი), ასევე უკიდურესად მწვავე ფორმით (დანით ან სხვა სახის იარაღით ზიანის მიყენება). აგრესიულ ქცევას მიეკუთვნება შემდეგი მოქმედებები: საკუთარი თავის ან სხვების (თანატოლები, უფროსები, ოჯახის წევრები და სხვ.) დაზიანება (ხელის ან ფეხის ჩარტყმით, ნივთების სროლით), ვერბალური მუქარა, ჟესტური მუქარა, ტანტრუმი (ალბათ, შესწრებიხართ სიტუაციას, როდესაც ბავშვი ტირის, ყვირის, კივის, ძირს წვება, ფეხებს აბაკუნებს... ამ მდგომარეობას ეწოდება ტანტრუმი), ასევე სხვების ან საკუთარი ნივთების დაზიანება. სხვადასხვა სახის აგრესიული ქცევა უფრო მეტად ვლინდება განვითარებისა და ინტელექტულური დარღვევების მქონე ბავშვებში. თუმცა, ის ტიპური განვითარების მქონე ბავშვებშიც გვხვდება. კვლევების მიხედვით, აგრესიული ქცევა უფრო მეტად ვლინდება ვაჟებში, ვიდრე გოგონებში. აგრესიული ქცევის გამოვლენა ასაკის მატებასთან ერთად მცირდება, თუმცა კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ აგრესიული ქცევა სტაბილური სახით ვლინდება მოზრდილობაშიც.
|
ვრცლად>>> |
|
2017-11-30
|
მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის კვლევითი ცენტრისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით, პროექტის „ვკითხულობთ რუსთაველს“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის 850 წლის და რევაზ სირაძის სახელობის რუსთაველის კლუბის დაარსების 5 წლის იუბილე აღინიშნა სტუდენტთა კონფერენციით — „პავლე ინგოროყვას რუსთველოლოგიური კონცეფციები“. დღეს შემოგთავაზებთ ორ თემას:
მეცნიერების რაინდი პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის
გიორგი გოგუა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მაგისტრანტი
|
ვრცლად>>> |
|
2017-11-30
მოუსმინეთ, დღეს „ბავშვები მართავენ“
|
„პროგრესის მიუხედავად, 180 მილიონი ბავშვი უფრო არასახარბიელო მომავლის წინაშე დგას, ვიდრე მათი მშობლები“ — ამ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი, 20 ნოემბერს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. იუნისეფის მიერ წარმოდგენილი ანალიზის მიხედვით, გლობალური პროგრესის მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით, ყოველი მეთორმეტე ბავშვი ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც მისი მომავლის პერსპექტივა უარესია, ვიდრე მისი მშობლების. ამავე ანალიზის თანახმად, 37 ქვეყანაში მცხოვრები 180 მილიონი ბავშვი, დღეს, უფრო მეტადაა განწირული უკიდურესი სიღარიბისთვის, სკოლის მიღმა დარჩენისთვის თუ ძალადობრივი სიკვდილისთვის, ვიდრე იყვნენ ამავე ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები 20 წლის წინ.
|
ვრცლად>>> |
|
2017-11-16
ილია და ქართველი საზოგადოების განვითარება
|
გია მურღულია
დღეს ყველა ლაპარაკობს ილიას გზაზე. ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, ვინც ჩართულია პოლიტიკაში ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ყველა გეტყვით, რომ ის არის ილიას გზის გამგრძელებელი, რაც მიანიშნებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ეს არ შეიძლება მართალი იყოს. იმდენად განსხვავდებიან ეს ადამიანები თუ პოლიტიკური ძალები ერთმანეთისგან, რომ შეუძლებელია ერთსა და იმავე ღირებულებებს ეყრდნობოდნენ ან გამოხატავდნენ. ყველა ჩვენგანმა, ალბათ, საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა — ვინ არის დღეს ჩვენთვის ილია ჭავჭავაძე, რამდენად კარგად ვიცნობთ მას? ეს ერთი. მეორე
|
ვრცლად>>> |
|
2017-11-16
ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევა ბავშვებში
|
მეტყველება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დავამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან. ენისა და მეტყველების განვითარება არის დროში განფენილი პროცესი, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია დაბადებიდან 5 წლამდე ასაკი. ბავშვი იბადება თანდაყოლილი უნარით იმისათვის, რომ იმეტყველოს, მაგრამ თუ დაბადებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, სადაც მეტყველების განვითარებისთვის უკიდურესად არასახარბიელო პირობებია, ასეთ შემთხვევაში, ამ უნარს პრაქტიკულად კარგავს. ამის მაგალითია ინდოეთში მომხდარი შემთხვევა, როდესაც იპოვეს ჯუნგლებში დაკარგული ბავშვი. მისთვის მეტყველების სწავლება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ უნარის განვითარების სენსიტიური პერიოდი უკვე განვლილი იყო.
|
ვრცლად>>> |
|
2017-11-15
სტანდარტში ასახული ადრეული და სკოლამდელი განათლება
|
დამტკიცდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის სასკოლო მზაობის, საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტები. თუ გავითვალისწინებთ სკოლამდელი აღზრდის სისტემაში წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს, ამ დოკუმენტის მიღება არა თუ დროული, დაგვიანებულიც კი არის. პრობლემა მართლაც ბევრია, მათ შორის უპირველესი, ალბათ, მაინც ბაღებში დარეგისტრირება და ადგილების სიმცირეა. ძალიან ბევრი ბავშვი რჩება ბაღს მიღმა და მათთვის სტანდარტი, თუნდაც საუკეთესო, ვერაფერს შეცვლის. მნიშვნელოვანია ასევე აღმზრდელ -პედაგოგთა კვალიფიკაცია და ბაღებში სპეცმასწავლებლის არსებობა. რამდენად შეძლებს ეს დოკუმენტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ვერ თუ არ გადაჭრილი პრობლემების მოგვარებას და ხომ არ დარჩება ახლად მიღებული სტანდარტები მხოლოდ ფურცელზე, ამას დრო დაგვანახებს.
|
ვრცლად>>> |
|
2017-11-15
„დედაენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილია!
|
ჩვენ ხელთა გვაქვს გაზეთ „ახალი განათლების“ პუბლიკაცია (26. ხ. 2017) „იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობა — მარად ახალი გამოწვევა“. სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობა ეწირება კერძო ინტერესებს... პუბლიკაციაში დასმული მთავარი კითხვა ეს არის: „რა დაეწეროს იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შედგენილ „დედაენას“ გარეკანზე: ავტორი — იაკობ გოგებაშვილი თუ „შედგენილია იაკობ გოგებაშვილის მიხედვით“.
|
ვრცლად>>> |
|
2017-11-09
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შინაარსობრივი ცვლილებები
|
6 ნოემბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა მედიის წარმომადგენლებს 2018 წლის გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
ძირითადი სიახლე ზოგადი უნარების ტესტს შეეხება — გარკვეულწილად იცვლება ტესტის სტრუქტურა. ცვლილება მხოლოდ ვერბალურ ნაწილს შეეხება. უცვლელი რჩება საგამოცდო დრო (1 საათი და 35 წუთი) და შეფასების სისტემა, ტესტის მაქსიმალური ქულა ისევ 80-ია.
|
ვრცლად>>> |
|
2017-11-09
21-ე საუკუნის ქართული სკოლის მთავარი გამოწვევები
|
2017 წლის 15 მარტს ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სამწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, საქართველოში განათლების ეროვნული სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გასაზრდელად.
ესტონეთის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი დახმარებას გაუწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში — მასწავლებელთა კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებაში, ეროვნულ დონეზე, ბავშვების ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად, და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების მაღალ აკადემიურ მოსწრებას.
|
ვრცლად>>> |
|
2017-11-09
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ თანამედროვე სკოლაში
|
„დედა ენამ“, რომლის შექმნას იაკობ გოგებაშვილმა რამდენიმე ათეული წელი შეალია, საბოლოო სახე 1912 წლის გამოცემისათვის მიიღო (ანუ 36 წლის შემდეგ მისი პირველი გამოცემიდან) და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც გამოიყენებოდა სასწავლო პროცესში. მოგვიანებით იგი სხვა წიგნებით ჩანაცვლდა, თუმცა სამართლიანად მიჩნეულია, რომ მის ბაზაზე, გოგებაშვილის მეთოდის მიხედვით მომზადდა ვალერიან რამიშვილის „დედა ენა“, რომელიც ე.წ. საბჭოთა პერიოდში ათწლეულების მანძილზე წერა-კითხვის სწავლების ერთადერთი სახელმძღვანელო იყო საქართველოში. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“,
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|