გამოდის 1998 წლიდან
2011-11-03
კარ­გია, რო­ცა არა მხო­ლოდ იმე­ო­რებ იმას, რაც წი­ნა წელს გა­კე­თე­ბუ­ლა

გვე­სა­უბ­რე­ბა გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის 
დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი


2010-11 სას­წავ­ლო წე­ლი დატ­ვირ­თუ­ლი წე­ლი იყო გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის­თ­ვის. კმა­ყო­ფი­ლი ხართ თუ არა შე­დე­გე­ბით?
მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი წე­ლი­წა­დი იყო. 2011 წელს, სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი. თა­ვის­თა­ვად რთუ­ლია CAT-ის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც და­ი­ნერ­გა გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის სა­ხით. რთუ­ლია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც შე­მო­ვი­ღეთ სრუ­ლი­ად ახა­ლი, კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა. ასე­თი მას­შ­ტა­ბის ტეს­ტი­რე­ბას მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ აქვს. რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობს გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ, გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა ყვე­ლა ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა.
რთუ­ლი იყო იმ­დე­ნა­დაც, რამ­დე­ნა­დაც პე­რი­ო­დი იყო ძლი­ან მცი­რე, სულ რა­ღაც ერთ წე­ლი­წად­ში უნ­და მოგ­ვეს­წ­რო ამ სის­ტე­მის ამუ­შა­ვე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნ­დათ ჩვენს კონ­სულ­ტან­ტებ­სა და კო­ლე­გებს ერთ წე­ლი­წად­ში სრულ­ყო­ფი­ლი და­ვა­ლე­ბა­თა ბან­კი­სა და პროგ­რა­მის შექ­მ­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ და­გეგ­მი­ლი გვქონ­და ორი პი­ლო­ტი­რე­ბა და რამ­დე­ნი­მე აპ­რო­ბა­ცია, ათ­ჯერ უფ­რო მე­ტი დაგ­ვ­ჭირ­და, რომ მა­ი­სისთვის ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლიყო (23 მა­ისს და­ვიწყეთ გა­მოც­დე­ბი). ალ­ბათ ყვე­ლას ახ­სოვს, პირ­ვე­ლი აპ­რო­ბა­ცი­ე­ბი ხარ­ვე­ზე­ბით წა­რი­მარ­თა, რაც სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი იყო, სა­ნამ სის­ტე­მა არ და­ლაგ­და და არ ამუ­შავ­და ისე, რო­გორც ეს გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში იყო. მით უმე­ტეს, იმ დროს პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სკო­ლებ­ში ნეთ­ბუ­ქე­ბის და­რი­გე­ბა, ლო­კა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის აწყო­ბა და ა.შ., ანუ მხო­ლოდ ის სა­მუ­შაო არ იყო ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რაც კონ­კ­რე­ტუ­ლად გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს ეხე­ბო­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფე­რი მიბ­მუ­ლი იყო აუცი­ლე­ბელ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას­თან, რო­მე­ლიც ყვე­ლა სკო­ლა­ში უნ­და შე­სუ­ლი­ყო. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სის­ტე­მა უბ­რა­ლოდ არ იმუ­შა­ვებ­და. ასე რომ, მარ­თა­ლია, რის­კი ძა­ლი­ან დი­დი იყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა და პი­რა­დად მე, ამ თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ეს კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბაა ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის. უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლავ­დ­ნენ.
ნო­ემ­ბერ­ში მიწ­ვე­უ­ლე­ბი ვართ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­დაც სწო­რედ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კეთ­დე­ბა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და, ალ­ბათ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სი­აც გა­ი­მარ­თე­ბა. 2012 წლის მა­ის-ივ­ნის­ში კი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვგეგ­მავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას, რად­გან უცხო­ელ კო­ლე­გებს დი­დი სურ­ვი­ლი აქვთ, ჩა­მო­ვიდ­ნენ და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხონ, რა გა­კეთ­და 2011 წლის გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებ­ზე.
ეს, ზო­გა­დად გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებს რაც შე­ე­ხე­ბა, თუმ­ცა ჩვენ არ ვართ ის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლად არ უდ­გე­ბა ნე­ბის­მი­ერ გა­დად­გ­მულ ნა­ბიჯს და არ ცდი­ლობს, თუნ­დაც მი­ზე­რუ­ლი, მაგ­რამ ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და გა­მოს­წო­რე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებს, აქ პირ­ვე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც უნ­და გა­კეთ­დეს — რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი აპ­რო­ბა­ცია. ბუ­ნებ­რი­ვია, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თ­ვის, რომ და­ვა­ლე­ბა­თა ბა­ზა სრულ­ყო­ფი­ლი იყოს. ძა­ლი­ან დი­დი სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბა მოგ­ვი­წევს. გა­მოც­დე­ბის ამ სის­ტე­მას და­ვა­ლე­ბა­თა ძა­ლი­ან დი­დი ბან­კი სჭირ­დე­ბა, რომ მარ­თ­ლაც ეფექ­ტუ­რად და სრულ­ყო­ფი­ლად იმუ­შა­ოს.
ის, რომ სის­ტე­მამ გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვა და ყვე­ლა მოს­წავ­ლემ ერ­თ­დ­რო­უ­ლად, შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­ი­ღო და­ვა­ლე­ბა და ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­და, მარ­თ­ლაც დი­დი მიღ­წე­ვაა, მაგ­რამ ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, კი­დევ ბევ­რი რამ არის და­სახ­ვე­წი და მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და ვე­ცა­დოთ ამის გა­მოს­წო­რე­ბას. 2012 წლის­თ­ვის, ტექ­ნი­კუ­რი მხა­რის თვალ­საზ­რი­სით, გა­ცი­ლე­ბით უფ­რო დამ­შ­ვი­დე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით და ფო­კუ­სი­რე­ბას მო­ვახ­დენთ ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ზე, და­ვა­ლე­ბა­თა ბან­კის სრულ­ყო­ფა­ზე.

რო­გო­რი იქ­ნე­ბა ბა­რი­ე­რი 2012 წლის გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებ­ზე, ამ თვალ­საზ­რი­სით ხომ არ გარ­თულ­დე­ბა გა­მოც­დე­ბი?
გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა სწო­რედ იმ თვალ­საზ­რი­სი­თაა უნი­კა­ლუ­რი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად ერ­გე­ბა მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და და­ვა­ლე­ბა­თა ბან­კ­ში ყვე­ლა ტი­პის და­ვა­ლე­ბა გვაქვს — ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის, რთუ­ლი და ძა­ლი­ან რთუ­ლიც კი. თუ მოს­წავ­ლე იოლად არ­თ­მევს თავს და­ვა­ლე­ბებს, მას ნელ­ნე­ლა ურ­თულ­დე­ბა სა­კითხე­ბი და თუ რთულ და­ვა­ლე­ბებს ვერ პა­სუ­ხობს, მხო­ლოდ მარ­ტი­ვი და­ვა­ლე­ბე­ბი მოს­დის. ამი­ტომ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ და­ვა­ლე­ბა­თა ბან­კ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და­ვა­ლე­ბა იყოს, რა თქმა უნ­და — აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, გა­მოც­დი­ლი. ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია. უბ­რა­ლოდ და­ვა­ლე­ბის და­წე­რა და ბან­კ­ში მო­თავ­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, არა­ერ­თხელ უნ­და იყოს გა­მოც­დი­ლი, უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს გარ­კ­ვე­ულ ფსი­ქო­მეტ­რულ კრი­ტე­რი­უ­მებს და იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ თი­თო­ე­უ­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბა, თუნ­დაც სირ­თუ­ლის თვალ­საზ­რი­სით, იყოს რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­მოც­და­ზე და­ვა­ლე­ბა­თა ბან­კ­ში შე­სუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 10%-ს თუ იყე­ნე­ბენ, ეს სავ­სე­ბით ნორ­მა­ლუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვია. 2011 წელს, ძი­რი­თა­დად, მხო­ლოდ მარ­ტი­ვი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი „გა­ი­ხარ­ჯა“ და, ბუ­ნებ­რი­ვია, ახა­ლი მარ­ტი­ვი და­ვა­ლე­ბე­ბია და­სა­მა­ტე­ბე­ლი.
გარ­თულ­დე­ბა თუ არა გა­მოც­და, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია გამ­ს­ვ­ლელ ბა­რი­ერ­ზე. პირ­ველ წელს ნამ­დ­ვი­ლად სიმ­ბო­ლუ­რი იყო გამ­ს­ვ­ლე­ლი ბა­რი­ე­რი და ამა­ში ცუ­დი არა­ფე­რია, რად­გან პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბო­და ამ ტი­პის გა­მოც­დე­ბი. მოს­წავ­ლეს, ატეს­ტა­ტი რომ აეღო, 5,2 ქუ­ლა უნ­და მი­ე­ღო სამ სა­გან­ში და და­ნარ­ჩენ ხუთ სა­გან­ში — 5,5. ბა­რი­ე­რის დად­გე­ნა უფ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა, ამი­ტომ ძნე­ლია იმის თქმა, რა იქ­ნე­ბა 2012 წელს ბა­რი­ე­რი. რო­გორც გვახ­სოვს, მი­ნის­ტ­რი დაჰ­პირ­და მოს­წავ­ლე­ებს, რომ 2012 წელს ყვე­ლა გა­მოც­დის გამ­ს­ვ­ლე­ლი ბა­რი­ე­რი იქ­ნე­ბა 5,5, მაგ­რამ და­ზუს­ტე­ბით ეს ჯერ არა­ვინ იცის. ჩვენ ვეც­დე­ბით პროგ­ნო­ზი­რე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა ბა­რი­ე­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა სუ­რათს მი­ვი­ღებთ და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ხით მი­ვა­წო­დებთ სა­მი­ნის­ტ­როს. თუ რა იქ­ნე­ბა ბა­რი­ე­რი, ეს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­მი­ნის­ტ­როს გა­და­საწყ­ვე­ტია.
კი­დევ ერ­თხელ მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა იმას, რომ გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა იყო ამ კუთხით, 2011 წე­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი იყო ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის.
რაც შე­ე­ხე­ბა სხვა გა­მოც­დებს — მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დაც წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შარ­შან მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, უცხო­უ­რი ენის და მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გებს შევ­თა­ვა­ზეთ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტეს­ტე­ბი, წელს კი თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნის პე­და­გო­გე­ბი მო­ვიწ­ვი­ეთ და სა­გან­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც საკ­მა­ოდ ვრცე­ლი გახ­ლ­დათ: ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა... მომ­ზად­და ტეს­ტე­ბი დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პე­და­გოგ­თათ­ვის. ასე რომ, ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც, ცენ­ტ­რ­მა დი­დი სა­მუ­შაო გა­წია. პი­რა­დად მე, ამ შე­დე­გე­ბი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ, იმი­ტომ რომ, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, პრო­ცენ­ტუ­ლად მეტ­მა პე­და­გოგ­მა მო­ა­ხერ­ხა ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა, რაც ძა­ლი­ან კარ­გია და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. თქვენ იცით, რომ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­ზე კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი არ გვაქვს (რო­გორც ეს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შია), საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ბა­რი­ე­რია. მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ყვე­ლა პე­და­გოგს, ვინც ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა, ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა მი­სა­ღებ გა­მოც­დებს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის, აქაც შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი გვაქვს იმ საგ­ნებ­ში, რომ­ლებ­ზეც პი­რა­დად მე ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი შარ­შან, ეს არის მა­თე­მა­ტი­კა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი. გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია პრო­ცენ­ტი იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც, მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კა­ში ვერ მო­ა­ხერ­ხეს ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა, იგი­ვე ით­ქ­მის ფი­ზი­კა-ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ა­ზე, რაც იმედს მაძ­ლევს, რომ მო­მა­ვალ წელს უკე­თე­სი სუ­რა­თი გვექ­ნე­ბა.
სა­მა­გის­ტ­რო გა­მოც­დებ­ზე წელს მა­გის­ტ­რო­ბის გა­ცი­ლე­ბით მე­ტი მსურ­ვე­ლი გვყავ­და, ვიდ­რე შარ­შან. იმ ოთხი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლი­დან, რო­მელ­შიც უნ­და გა­და­ე­ლა­ხა ბა­რი­ე­რი აპ­ლი­კანტს, პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნამ­დ­ვი­ლად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

რა სი­ახ­ლე იგეგ­მე­ბა?
კარ­გია, რო­ცა არა მხო­ლოდ იმე­ო­რებ იმას, რაც წი­ნა წელს გა­კე­თე­ბუ­ლა, არა­მედ აანა­ლი­ზებ შეც­დო­მებს და ცდი­ლობ გა­მო­ას­წო­რო. ახ­ლა ის პე­რი­ო­დი გვაქვს ცენ­ტ­რ­ში, რო­ცა თავს ვუყ­რით ყვე­ლა­ნა­ირ ხარ­ვეზს, ყვე­ლა იმ პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც ჩვენ თვი­თონ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და ვი­ცით, რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მოს­წორ­დეს. ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბე­რი გვაქვს დათ­მო­ბი­ლი, ასე ვთქვათ, ცხელ გულ­ზე, დაწყე­ბუ­ლი რე­გის­ტ­რა­ცი­ი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჩა­რიცხ­ვე­ბით (იქ­ნე­ბა ეს გა­მო­საშ­ვე­ბი, სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო, მი­სა­ღე­ბი თუ სა­მა­გის­ტ­რო გა­მოც­დე­ბი), ყვე­ლა იმ ხარ­ვეზს ვუყ­რით თავს და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვფიქ­რობთ იმა­ზე, რო­გორ გა­მო­ვას­წო­როთ ეს ხარ­ვე­ზე­ბი შემ­დე­გი წლის­თ­ვის.
პა­რა­ლე­ლუ­რად, რა თქმა უნ­და, სი­ახ­ლე­ებ­ზეც ვფიქ­რობთ. სი­ახ­ლეა ცვლი­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტ­ში. ამ სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა გახ­ლ­დათ. სხვა­თა შო­რის, ჯერ კი­დევ 2006 წელს, რო­დე­საც ლი­ტე­რა­ტუ­რის არ­ჩე­ვი­თი გა­მოც­და შე­მო­ვი­ღეთ, იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­და ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის შე­სა­ფა­სე­ბე­ლი ტეს­ტი ყო­ფი­ლი­ყო და არ იყოს აუცი­ლე­ბე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ნა­წი­ლი. თუმ­ცა, მა­შინ შეგ­ნე­ბუ­ლად ვთქვით უარი ლი­ტე­რა­ტუ­რის ამო­ღე­ბა­ზე იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. თუმ­ცა, თქვენ ალ­ბათ იცით, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წი­ლი რო­გო­რი ფორ­მით იყო შე­სუ­ლი სა­გა­მოც­დო ტეს­ტ­ში. აბი­ტუ­რი­ენტს არ სჭირ­დე­ბო­და სკო­ლა­ში ნას­წავ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტის გახ­სე­ნე­ბა. ის მო­ცე­მუ­ლი იყო ტეს­ტ­ში, მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კითხ­ვებ­თან ერ­თად. და­მე­თან­ხ­მე­ბით, მა­ინც არის უპი­რა­ტეს ვი­თა­რე­ბა­ში ის მოს­წავ­ლე, ვი­საც ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი სკო­ლის პე­რი­ოდ­ში გა­უვ­ლია, წა­უ­კითხავს და ნაც­ნო­ბი ტექ­ს­ტი ხვდე­ბა ტეს­ტ­ში, იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თან შე­და­რე­ბით, რო­მელ­საც ეს ნა­წარ­მო­ე­ბი წა­კითხუ­ლიც არ აქვს.
მას შემ­დეგ, რაც გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი შე­მო­ვი­და და ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­და ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა გახ­ლავთ, სა­დაც სწო­რედ იმ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ცოდ­ნა მოწ­მ­დე­ბა, რო­მელ­საც სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­ან, მი­ვიჩ­ნი­ეთ, რომ ამის გა­მე­ო­რე­ბა მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ იყო. მოს­წავ­ლემ წარ­მა­ტე­ბით უნ­და ჩა­ა­ბა­როს გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი, მათ შო­რის გა­მოც­და ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და ზუს­ტად ორი კვი­რის შემ­დეგ მო­დის მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე, ამიტომ ანა­ლო­გი­უ­რი კითხ­ვე­ბის დას­მა აზრს კარ­გავს. მით უმე­ტეს, რო­ცა გვაქვს არ­ჩე­ვი­თი გა­მოც­და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, სა­დაც ლი­ტე­რა­ტუ­რის ცოდ­ნა მოწ­მ­დე­ბა. ასე რომ, ტეს­ტის ფორ­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის შე­მო­ღე­ბა გახ­ლ­დათ და კი­დევ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის ცხოვ­რე­ბის მეტ-­ნაკ­ლე­ბად გა­ი­ო­ლე­ბა. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­და ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის შე­მოწ­მე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რო­გორც თა­ვი­დან­ვე ვვა­რა­უ­დობ­დით.
მე­ო­რე, რა­ზეც ახ­ლა ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, არის ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბულ ტეს­ტ­ში — ემა­ტე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი. თქვენ იცით, რომ წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და გა­მოც­და ფი­ზი­კის, ქი­მი­ი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. პირ­ვე­ლი წე­ლი­წა­დი იყო და ამის გა­მო შე­ვი­კა­ვეთ თა­ვი ამ ნა­წი­ლის ჩარ­თ­ვის­გან ტეს­ტ­ში. ახ­ლა გა­და­უ­დე­ბელ აუცი­ლებ­ლო­ბად მი­მაჩ­ნია სწო­რედ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ტეს­ტ­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი, ტექ­ნი­კუ­რი ნა­წი­ლის და­მა­ტე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი „აინ­შ­ტა­ი­ნი“, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სკო­ლე­ბის აღ­ჭურ­ვას ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით და ლო­გი­კუ­რად დგე­ბა სა­კითხი — არის თუ არა პე­და­გო­გი მზად, სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნოს ეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი. მა­თე­მა­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ქა­ღალ­დი­თა და ფან­ქ­რით შე­ას­წავ­ლო, მაგ­რამ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებს მხო­ლოდ ამ გზით ვერ შე­ას­წავ­ლი. ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია, რა თქმა უნ­და, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა, ასე­ვე, ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ექ­ს­პე­რი­მენ­ტის დად­გ­მა, ცდის ჩა­ტა­რე­ბა, შე­დე­გის მი­ღე­ბა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია და ა.შ. მე მგო­ნი, აქ სა­კა­მა­თო არა­ფე­რია, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ის სფე­როა, სა­დაც ხე­ლით თუ არ შე­ე­ხე, თვი­თონ თუ არ გა­მოს­ცა­დე, ექ­ს­პე­რი­მენ­ტი არ ჩა­ა­ტა­რე, სწავ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენც ამ პრო­ცესს ფეხ­და­ფეხ უნ­და მივ­ყ­ვეთ და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტეს­ტ­ში სწო­რედ ამ ნა­წი­ლის ჩარ­თ­ვა. ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ დრო­უ­ლად მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია პე­და­გო­გებს, რა­თა მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ გა­ი­ვარ­ჯი­შონ. ამის გა­კე­თე­ბა მათ სა­კუ­თა­რი სკო­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში შე­უძ­ლი­ათ, რად­გან თით­ქ­მის ყვე­ლა სკო­ლა­შია ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი.
ასე­ვე მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია ახალ­გახ­ს­ნი­ლი მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი. აღ­ვ­ფ­რ­თო­ვან­დი იმ ლა­ბო­რა­ტო­რი­ით, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. მათ სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, გა­იმ­ყა­რონ ცოდ­ნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. სე­რი­ო­ზუ­ლად გვაქვს მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი, პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­თან ერ­თად, სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის წი­ნა პე­რი­ო­დი — რო­გორ შე­ვუწყოთ ხე­ლი ჩვენს პე­და­გო­გებს, რომ ეს ნა­წი­ლი და­უბ­რ­კო­ლებ­ლად დაძ­ლი­ონ და შემ­დეგ უკ­ვე პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.
იგი­ვე სი­ახ­ლე შე­ე­ხე­ბა ჩვენს მოს­წავ­ლე­ებ­საც, რომ­ლე­ბიც ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. სა­სი­ხა­რუ­ლოა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­ში. მათ მნიშვნელოვანი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვთ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვა­ხერ­ხებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქი­მი­ი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­ში. ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი გახ­ლავთ ის, რომ მე­სა­მე ტუ­რის პროგ­რა­მა (რა პროგ­რა­მი­თაც უწ­ევთ მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) არა­ნა­ი­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ბევ­რი მუ­შა­ო­ბა მოგ­ვი­წევს იმის­თ­ვის, რომ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ ქი­მი­ი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­მო­ი­ჩი­ნონ თა­ვი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის მე­სა­მე ტუ­რი ქი­მი­ა­ში სწო­რედ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ნა­წილს მო­ი­ცავს და მოს­წავ­ლეს ცდე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მო­უ­წევს. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ჩვე­ნი ოლიმ­პი­ა­დის პროგ­რა­მა­ში გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი და მე­სა­მე ტუ­რის გავ­ლა მოს­წავ­ლე­ებს უკ­ვე მო­უ­წევთ არა მარ­ტო წე­რი­თი ნა­წი­ლით, არა­მედ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი­თაც. ვეც­დე­ბით, ეს სი­ახ­ლე რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მი­ვი­ტა­ნოთ სკო­ლე­ბამ­დე, მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე, რომ მსურ­ვე­ლებ­მა დრო­უ­ლად და­იწყონ მზა­დე­ბა ოლიმ­პი­ა­დის­თ­ვის.
ეს არის ძი­რი­თა­დი სი­ახ­ლე­ე­ბი, რა­ზეც გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი მუ­შა­ობს.

ესა­უბ­რა
ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

25-28(942)N