გამოდის 1998 წლიდან
2011-11-03
ერთ პატარა ოთახში დაწყებული „ქართველთ სწავლის“ ისტორია

ვა­რი­ან­ში თბი­ლი, მზი­ა­ნი შე­მოდ­გო­მის დღე იდ­გა. სკო­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, ნა­ხევ­რად ღია ჭიშ­კ­რე­ბი­დან, კარ­გად მო­ჩან­და პო­მიდ­ვ­რით სავ­სე კა­ლა­თე­ბი, ახ­ლად მო­ბერ­ტყი­ლი კა­კა­ლი, გა­სახ­მო­ბად გაყ­რი­ლი ლო­ბიო... სკო­ლის ეზო­ში სი­ჩუ­მე იყო, გაკ­ვე­თი­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შე­ნო­ბის კუთხე­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი შევ­ნიშ­ნე, ის­ხ­დ­ნენ და სა­უბ­რობ­დ­ნენ. ვი­ფიქ­რე გაკ­ვე­თი­ლი უც­დე­ბათ და მზე­ზე თბე­ბი­ან-მეთ­ქი. მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, სა­უ­ბარს ქალ­ბა­ტო­ნი წარ­მარ­თავ­და, ვა­ჟას შე­სა­ხებ სვამ­და შე­კითხ­ვებს. მივ­ხ­ვ­დი, უნე­ბუ­რად ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თილზე აღმოვჩნდი. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთ­ში ზა­რიც და­ი­რე­კა. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ქე­თე­ვან ბერ­კა­ციშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნ­და. XII კლას­ში ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის „ლა­ხათ ლუ­ქუმს“ გა­დი­ან და და­სა­წე­რად თე­მა მი­უ­ცია „ვინ ვარ მე“. გა­სა­გე­ბი გახ­და, რა­ტო­მაც და­ა­კავ­ში­რეს იმ­დღე­ვან­დე­ლი გაკ­ვე­თი­ლი ვა­ჟას­თან. „ბავ­შ­ვებ­მა მთხო­ვეს, საკ­ლა­სო ოთახ­ში ცი­ვა და ეზო­ში ჩა­ვა­ტა­როთ გაკ­ვე­თი­ლიო, უარი არ ვუთხა­რი, მარ­თ­ლაც კარ­გი შე­მოდ­გო­მა გვიდ­გას. 45 წე­ლია მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და მოს­წავ­ლე­ებ­თან კონ­ფ­ლიქ­ტი არა­სო­დეს მქო­ნია, მათ­თან ხმის აწე­ვაც არ მჭირ­დე­ბა, კარ­გად გვეს­მის ერ­თ­მა­ნე­თის. გაკ­ვე­თი­ლებს, ძი­რი­თა­დად, სა­უბ­რის, კითხ­ვა-პა­სუ­ხის, მსჯე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში ვა­ტა­რებ. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია თე­მის ანა­ლი­ზი შეძ­ლოს და აზ­რის გა­მოთ­ქ­მის კულ­ტუ­რა შე­ი­ძი­ნოს თი­თო­ე­ულ­მა მოს­წავ­ლემ. ხში­რად ვკა­მა­თობთ კი­დეც. ახ­ლაც ასე იყო...“

ერ­თ­მა­ნეთს და­ვემ­შ­ვი­დო­ბეთ და სკო­ლა­ში შე­ვე­დი. საკ­მა­ოდ მოზ­რ­დი­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ქვის შე­ნო­ბაა, მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ცი­ვა. სკო­ლას ახალ­გაზ­რ­და ქალ­ბა­ტო­ნი ლია წიკ­ლა­უ­რი უძღ­ვე­ბა. გო­რის პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­მა აქ ჯერ პე­და­გო­გად და­იწყო მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი იყო, ხო­ლო 2007 წლი­დან არ­ჩე­უ­ლი დი­რექ­ტო­რია. დღეს ვა­რი­ან­ში 241 მოს­წავ­ლის სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის საქ­მეს 24 პე­და­გო­გი ემ­სა­ხუ­რე­ბა, მათ­გან 4 სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი ინ­გა ხო­ხაშ­ვი­ლი კი 1000-ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სის მო­ლო­დინ­შია. და­ნარ­ჩე­ნე­ბი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან.
შეს­ვე­ნე­ბა დამ­თავ­რ­და. ბავ­შ­ვებ­მა საკ­ლა­სო ოთა­ხებს მი­ა­შუ­რეს. დე­რეფ­ნის ბო­ლო­ში კარ­გა მოზ­რ­დი­ლი ოთა­ხი ბიბ­ლი­ო­თე­კას უჭი­რავს. სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­უქ­მე­ბუ­ლა და მთე­ლი წიგ­ნა­დი ფონ­დი სკო­ლის­თ­ვის გა­და­უ­ცი­ათ. ახ­ლა 12000-ზე მე­ტი და­სა­ხე­ლე­ბის წიგ­ნია ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. ფონ­დი კი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ, ძი­რი­თა­დად, ძა­ლი­ან ძვე­ლი გა­მო­ცე­მე­ბით. ახ­ლა, რო­ცა სკო­ლე­ბი ბრენ­დი­რე­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან, ალ­ბათ, ბიბ­ლი­ო­თე­კის ფონ­დის გა­ნახ­ლე­ბის­თ­ვის ზრუნ­ვაც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.
ერ­თი წუ­თით პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­თა­ნაც შე­ვი­ხე­დე. ჩვიდ­მე­ტი­ვეს მერ­ხ­ზე ნეთ­ბუ­ქი და გა­დაშ­ლი­ლი „დე­და­ე­ნა“ უდევს. რო­გორ არ ჰგავს ეს გა­რე­მო იმ პა­წა­წი­ნა ოთახს (რაც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აქვს ნა­ნა­ხი გო­გე­ბაშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უმ­ში), სა­დაც ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი ვა­რი­ან­ში სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის საქ­მეს.

***
ზუს­ტად 110 წლის წინ, 1901 წელს სო­ფელ ვა­რი­ან­ში, კერ­ძოდ, წყა­რო­სუ­ბან­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლის ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში, რო­მე­ლიც თა­ვად იაკობს ეკუთ­ვ­ნო­და, მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­იხ­ს­ნა სკო­ლა სოფ­ლის გლე­ხე­ბის შვი­ლე­ბი­სათ­ვის. მას­წავ­ლებ­ლად თა­ვი­სი ძმის­შ­ვი­ლი ალექ­სან­დ­რე გო­გე­ბაშ­ვი­ლი გა­ამ­წე­სა. ხელ­ფა­სი­თა და სწავ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით სკო­ლას იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ასე რომ, ღა­რიბ ვა­რი­ანს, და არა მარ­ტო ვა­რი­ანს, სწავ­ლა­ში გრო­შიც არ ეხარ­ჯე­ბო­და. სწავ­ლის მსურ­ველ­თა რიცხ­ვი სწრა­ფად იზ­რ­დე­ბო­და. კლას­ში მა­თი მო­თავ­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, იაკობ­მა ვა­რი­ა­ნე­ლი გლე­ხის შვი­ლე­ბის­თ­ვის მა­მა-პა­პი­სე­ულ სახლს ოთა­ხე­ბი მი­ა­შე­ნა, უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­ცა ესეც არ იყო საკ­მა­რი­სი, გაკ­ვე­თი­ლე­ბი ბავ­შ­ვებს მე­ზო­ბელ ოჯა­ხებ­შიც უტარ­დე­ბო­დათ. ასე გაგ­რ­ძელ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში (ვა­რი­ა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი აქ მხო­ლოდ სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბას იღებ­დ­ნენ), ვიდ­რე 1954 წელს სო­ფელ­ში არ აიგო რა­ი­ონ­ში პირ­ვე­ლი ტი­პუ­რი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, რო­მელ­საც იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა. ახალ შე­ნო­ბა­ში გა­დას­ვ­ლის შემ­დეგ და­იწყო ზრუნ­ვა გო­გე­ბაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლ­ში მე­მო­რი­ა­ლუ­რი მუ­ზე­უ­მის გახ­ს­ნი­სათ­ვის. ახალ სკო­ლა­ში კი, დღემ­დე არ­სე­ბობს ასე­თი ტრა­დი­ცია — პირ­ვე­ლი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი პირ­ველ სა­ან­ბა­ნო გაკ­ვე­თილს იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უმ­ში არ­სე­ბულ საკ­ლა­სო ოთახ­ში ატა­რებს. სხვა მხრივ აქ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ. დან­გ­რე­ვის პი­რას მი­სუ­ლი შე­ნო­ბის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მხო­ლოდ 2005 წელს მო­ხერ­ხ­და პრო­ექტ „იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში, ამა­ვე წელს, პრო­ექტ „გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძის“ მეშ­ვე­ო­ბით, სკო­ლას 3000 ლა­რი გა­და­ე­ცა, რი­თაც ღია სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი მო­ეწყო, ხო­ლო მომ­დევ­ნო წელს, „ირ­მის ნახ­ტო­მის“ ფარ­გ­ლებ­ში — 8 კომ­პი­უ­ტე­რი (ამ­ჟა­მად სკო­ლა­ში 16 კომ­პი­უ­ტე­რია). დღე­ი­სათ­ვის სკო­ლა მთლი­ა­ნა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი ახა­ლი სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რით, თუმ­ცა შე­ნო­ბა მარ­თ­ლაც რომ ტი­პუ­რი საბ­ჭო­თა ნა­გე­ბო­ბაა, ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით. სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი იასონ ადუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ღია და და­ხუ­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი არას­ტან­დარ­ტუ­ლია, მა­შინ­დე­ლი ნორ­მე­ბი არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რე­ბელს, ამი­ტომ შე­ჯიბ­რე­ბებს კი მარ­თა­ვენ, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბე­ლი მხო­ლოდ მა­შინ ჰყავთ, რო­ცა შე­ჯიბ­რე­ბა სკო­ლის ღია სპორ­ტულ მო­ე­დან­ზე ეწყო­ბა. სკო­ლამ სპორ­ტის სა­მი სა­ხე­ო­ბა აირ­ჩია — კა­ლათ­ბურ­თი, ფეხ­ბურ­თი და ფრენ­ბურ­თი. პე­და­გო­გის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, თი­თო­ე­უ­ლი სა­ხე­ო­ბის შეს­წავ­ლას 3-3 თვე ეთ­მო­ბა, ყვე­ლა სა­ჭი­რო სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი აქვთ, რაც შე­მო­აკ­ლ­დე­ბათ, იძე­ნენ. მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბის სკო­ლებ­საც ეჯიბ­რე­ბი­ან ხოლ­მე ამ სა­ხე­ო­ბებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ბავ­შ­ვებს მოს­წონთ ამ ტი­პის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და ხა­ლი­სი­თაც ვარ­ჯი­შო­ბენ, სკო­ლას ორი სა­ქა­რთ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც ჰყავს, ოღონდ კრივ­ში — მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბი პა­ა­ტა ადუ­აშ­ვი­ლი და იოსებ აბუ­ლა­ძე.
***
სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის მცოდ­ნე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად აქ­ტი­უ­რი პე­და­გო­გი მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის აუცი­ლე­ბე­ლი მოთხოვ­ნაა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სკო­ლე­ბი გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ არი­ან ასე­თი პე­და­გო­გე­ბით, ამი­ტო­მაც იყო სა­სი­ა­მოვ­ნო ვა­რი­ა­ნის სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თან, თა­მარ და­ვი­თი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა. ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გი ორი სერ­ტი­ფი­კა­ტის მფ­ლო­ბე­ლია — ბი­ო­ლო­გი­ა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო მომ­ზა­დე­ბა­ში (ამ სა­გან­საც ას­წავ­ლის). ახ­ლა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებს სა­ხელ­მ­წი­ფო მეტ მოთხოვ­ნებს უყე­ნებს, პე­და­გოგ­საც მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის დაინ­ტე­რე­ბი­სათ­ვის. სწო­რედ ამ მიზ­ნით ჩა­ერ­თო იგი პრო­ექ­ტ­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც თა­ვად გვი­ამ­ბობს: „პირ­ველ რიგ­ში, აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ნამ­დ­ვი­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და ბი­ო­ლო­გი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნ­და და და­იტ­ვირ­თა სა­აზ­როვ­ნო პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტს, იგი 2009 წელს და­იწყო პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით და ჰქვია „ბუ­ნებ­რი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლი“. აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მარ­ტი­ვი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბით დატ­ვირ­თ­ვა­ზე და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სად­მი მიდ­გო­მა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვ­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა. კონ­კურ­სის შე­დე­გად შერ­ჩე­ულ­მა ჯგუფ­მა სა­თა­ნა­დო ტრე­ნინ­გი ვარ­შა­ვა­ში, კო­პერ­ნი­კის სა­ხე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რ­ში გა­ვი­ა­რეთ, შე­ვის­წავ­ლეთ მე­თო­დე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, უნ­და ჩა­ვა­ტა­როთ გაკ­ვე­თი­ლე­ბი. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა კო­ლე­გებს, ში­და ქარ­თ­ლის სოფ­ლე­ბის ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლებს გა­ვუ­ზი­ა­რე. ეს იყო შან­სი, სა­კუ­თა­რი თა­ვი ტრე­ნე­რის როლ­შიც მო­მე­სინ­ჯა. ამ მხრი­ვაც სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც უფ­რო გა­ფარ­თოვ­და და ჰქვია „თა­ნა­ბა­რი შან­სე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის“. იგი ით­ვა­ლის­წი­ნებს სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის შე­ტა­ნას, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბით დატ­ვირ­თ­ვით. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გორ­ში შე­იქ­მ­ნა გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ნა­ნო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ყუ­თე­ბით. პე­და­გოგს შე­უძ­ლია ცენ­ტ­რი­დან ითხო­ვოს გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­საც გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ უკან და­აბ­რუ­ნებს. პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მე­თო­დით ატა­რე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებს, სა­ჩუქ­რად იღე­ბენ ე.წ. „ჯა­დოს­ნურ ყუთს“, რო­მე­ლიც მარ­ტივ მოწყო­ბი­ლო­ბებს მო­ი­ცავს და სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­გორც თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა. ასე­თი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ძა­ლი­ან მოს­წონთ ბავ­შ­ვებს, მა­გა­ლი­თად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ მე­ა­თეკ­ლა­სე­ლე­ბი უჯ­რე­დი­დან დნმ-ის გა­მო­ყო­ფის პრო­ცესს, სა­ფუ­ა­რის სო­კოს ცხო­ველ­მოქ­მე­დე­ბას და ა.შ. დღე­ვან­დელ გაკ­ვე­თილ­ზეც ერ­თი მოს­წავ­ლე კარ­ტო­ფი­ლის ბოლ­ქ­ვე­ბი­თაა მო­სუ­ლი, მა­შა­სა­და­მე ისევ რა­ღა­ცას და­ვაკ­ვირ­დე­ბით და აღ­მო­ვა­ჩენთ. მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბაც აქე­დან იწყე­ბა“. ეს რომ ასეა, გაკ­ვე­თილ­ზეც გა­მოჩ­ნ­და. ბავ­შ­ვებს ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა ერ­თ­ბა­შად უნ­დათ, უამ­რავ შე­კითხ­ვას სვა­მენ „ჯა­დოს­ნურ ყუთ­ში“ მო­თავ­სე­ბუ­ლი ხელ­საწყო­ე­ბის შე­სა­ხებ. თა­მარ მას­წავ­ლე­ბე­ლი მოთ­მი­ნე­ბით ცდი­ლობს მა­თი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. „ერ­თი ოც­ნე­ბა მაქვს, მინ­და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი კო­პერ­ნი­კის ცენ­ტ­რ­ში მოხ­ვ­დ­ნენ. ვფი­ქ­რობ, მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა პრო­ექ­ტის მო­ფიქ­რე­ბა და ოც­ნე­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვა“, — ამ­ბობს თა­მარ და­ვი­თი­ძე.
გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლა­ლი ონი­აშ­ვი­ლი, 22-წლი­ა­ნი პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით, სი­ნა­ნუ­ლით იხ­სე­ნებს, რო­გორ „და­ჩაგ­რა“ მი­სი სა­გა­ნი ის­ტო­რი­ას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბამ. მსგავ­სი ნაჩ­ქა­რე­ვი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გია. ამ­ბობს, რომ გე­ოგ­რა­ფია ერ­თი იმ დის­ციპ­ლი­ნა­თა­გა­ნია, რომ­ლი­თაც ბავ­შ­ვის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ძა­ლი­ან იოლია, მით უმე­ტეს სო­ფელ­ში. „გაკ­ვე­თილს ხში­რად ვა­ტა­რებთ სკო­ლის გა­რეთ, გა­აჩ­ნია რა თე­მას ვხსნი, ხან ახ­ლომ­დე­ბა­რე ქე­დებ­ზე ვაწყობთ ექ­ს­კურ­სი­ას, ხან მდი­ნა­რის სიჩ­ქა­რეს ვზო­მავთ, ნი­ა­დაგს ვაკ­ვირ­დე­ბით, მხა­რე­ე­ბის გა­გე­ბას ვსწავ­ლობთ... ეს უბ­რა­ლო ექ­ს­კურ­სი­ე­ბი არ არის, სამ­ყა­როს შე­მეც­ნე­ბის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბია, რა­კი აქაც შე­დე­გი უმ­თავ­რე­სია, მე­ა­მა­ყე­ბა, რომ წლე­ვან­დელ­მა მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებ­მა, სხვა­თა შო­რის, არც ერ­თი არ ემ­ზა­დე­ბო­და, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა სწო­რედ გე­ოგ­რა­ფი­ა­ში მი­ი­ღეს“.

***
ვა­რი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის 29 მოს­წავ­ლი­დან სა­ა­ტეს­ტა­ციო გა­მოც­და­ზე მხო­ლოდ 10 გა­ვი­და, მათ­გან 8 სტუ­დენ­ტი გახ­და. და­ნარ­ჩე­ნე­ბის ბე­დი უც­ნო­ბია. სო­ფელ­ში, სა­ი­და­ნაც სა­თა­ვეს იღებს „XIX სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ველთ სწავ­ლის ის­ტო­რია“, იგი­ვე რომ არ გან­მე­ორ­დეს, სკო­ლამ ამი­სათ­ვის აქე­დან­ვე უნ­და იზ­რუ­ნოს.

ანა ფირცხალაიშვილი

25-28(942)N