გამოდის 1998 წლიდან
2010-05-19
ცხოველთა სახელების მეტაფორა ქართულ მწერლობაში

 
მეტაფორა ტროპის ძირითადი სახეა, მხატვრული გამოსახვის ისეთი სტილისტიკური ხერხი, რომლითაც ასახული შინაარსი გამოცანადაა წარმოდგენილი. მეტაფორა ერთი საგნის ან მოვლენის მეორეზე გადატანით დასაშვებს, წარმოსადგენს, პოეტურად შესაძლებელს, ამოსაცნობს ემყარება.
 
მეტაფორაში მწერალი თვითონ ქმნის ხელოვნურად საგნებისა და მოვლენების ნიშან-თვისებათა ნათესაობას. სიტყვის გადატანითი მნიშვნელობის გამოყენებით მეტაფორაში საგნებსა და მოვლენებს მიწერილი აქვთ ისეთი თვისებები, რომელიც მათ არ გააჩნიათ, მაგრამ პოეტურად დასაშვებია, ესთეტიკურია, მხატვრულად გამოსახული აზრი ემოციურია. თვისებათა მოულოდნელი გადაადგილება მეტაფორის შინაარსს ძნელად ამოსაცნობს ხდის.
 
ქართული ლიტერატურის ისტორია მეტაფორული სახეებით ცოცხლობს, მრავალფეროვნდება, იქმნება, ყალიბდება და ახალი სახე ეძლევა. მწერლები და პოეტები, ზოგადად – შემოქმედნი, ცდილობდნენ, რომ თავიანთ შემოქმედებაში პერსონაჟის სულიერებისა და ემოციური ფონის შესაქმნელად სხვადასხვა პოეტური ხერხისთვის მიეგნოთ, გამომსახველობა უფრო ინტერესის სფეროში გარდასახული ყოფილიყო.
 
`ლიტერატურა სახეებით საუბარია~, – ამბობს ერთი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე, შესაბამისად, ამ სახეების საუბრით მკითხველი ხედავს და განიცდის მოსალოდნელსა და მოულოდნელს, ასახსნელსა და გასააზრებელს, ამიტომაც გასაღები ლიტერატურისა, ძირითადად, მეტაფორის აზროვნებაშია მოქცეული.
 
ჰაგიოგრაფიული თხზულება, როგორიცაა `შუშანიკის წამება~ ბევრ ისტორიულ თუ საზოგადოებრივ-საყოფაცხოვრებო საკითხებს გვასწავლის, ავტორს პერსონაჟების დასახასიათებლად მხატვრული საშუალებები, ძირითადად, არ გამოუყენებია, მაგრამ ერთ შემთხვევაში მიზანმიმართულად იყენებს მეტაფორას – `მგელი~, როცა იგი ვარსქენ პიტიახშის დახასიათებას ჰკიდებს ხელს. ამ სიტყვაში იაკობ ხუცესი ბევრ საგულისხმო ინფორმაციას აქცევს და მკითხველს პერსონაჟის მიმართ განწყობასაც უნარჩუნებს.
 
`დაშემდგომადორისადღისამოვიდამგელიიგიტაძრადდარქუამსახურთამათ~.
 
სიტყვით მგელი – ავტორის პოზიცია პერსონაჟის მიმართ აბსოლუტურად ბუნებრივია; ვარსქენის ხასიათისა და შინაგანი სამყაროს წარმოჩენა ამ სიტყვით ნათელი გახდა. მეგლი ის მეტაფორაა, რომელიც ხასიათსა და მორალურ ფასეულობებს ზუსტად განსაზღვრავს.
 
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მწერალი ცხოველის ამ სახეს იმიტომ იყენებს ალბათ, რომ მგლური ბუნების წარმოჩენა უნდა მისით. მგელი, მართალია, ძლიერი და საშიში ცხოველია, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო სიცარიელის გამარჯვება და ზეიმია. მგელში არ სადგურობს ზნეობა, შეწყალება, პატიება, რიგ შემთხვევაში კი პრინციპი და პრინციპულობაც.
 
ლიტერატურული სახეებით მსჯელობა ბიბლიური პარადიგმების კარებთანაც ჩერდება. ბიბლიას პატივისცემითა და მოკრძალებთი ფურცლავს ყოველი ქრისტიანი და თავისი ცხოვრების ჭეშმარიტი გზის გაკვალვას იქიდან ცდილობს. სწორედ, ჭეშმარიტი გზის გაკვალვასა და გავლაზეა საუბარი მეტაფორული სახეებით `გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების~ ერთ-ერთ თავში, სადაც ავტორი აღგვიწერს გრიგოლის მოსაკლავად ხანძთაში მიმავალ მოისარ ანჩელ კაცს, რომელც სამი გრივი ფეტვის და ხუთი თხისთვის სულს ეშმაკს მიჰყიდის და მისი ქვეშევრდომი გახდება. თხა – როგორც სხვადასხვა მწერალთა და პოეტთა ნაწარმოებებიდან ვიცით, ცბიერების, ეშმაკობის, ღალატისა და წინდაუხედაობის სიმბოლოა, მეტაფორაა.
 
აღორძინების პერიოდის ქართულ ლიტერატურაშიც ჰპოვა გამოძახილი თხისმეტაფორამ, კერძოდ, `დავითიანში~, რომელშიც ავტორი უფალს სთხოვს, რომ თხა-თიკანს აარიდოს და ბოროტებას ჩამოაცილოს. მაშასადამე, თხა-თიკანი, ზოგადად, თხა, ეშმაკის სიმბოლოდაც შეიძლება ჩავთვალოთ, ანგარების, სულის წაწყმედისა და გაურკვევლობის ერთგვარ მეტაფორადაც.
 
ცხოველთა მეტაფორებით საუბრის საუკეთესო საშუალებაა `ვეფხისტყაოსანი~, რომელშიც შოთა რუსთაველი ცხოველთა მშვენიერებისა და ძალის გამოსახატავად უამრავ პოეტურ ხერხსა და ტროპულ საშუალებას მიმართავს. ჯერ კიდევ ნაწარმოების პროლოგში იყენებს იგი სიტყვას ლომი, რომელიც, ბუნებრივია, ძლიერების, სიმამაცისა და შეუდრეკელობის სახე-სიმბოლოა:
 
`ვისშვენის, ლომსა, ხმარებაშუბისა, ფარ-შიმშერისა~ – აცხადებს რუსთაველი და ლომის მეტაფორით მკითხველი რწმუნდება, რომ საქმე აქვს ძლიერების ზეიმთან, ზებუნებრივ ძალასთან, რომელიც დაუმარცხებელი და დაუმონავია.
 
რუსთველისეული ცხოველების მეტაფორებიდან გამოსარჩევიავეფხვის მეტაფორა, რომელიც ერთგვარად ცხოველის გარეგანი სილამაზის გამო სიყვარულთან, სინაზესთან და პატივისცემასთან ასოცირდება. ამიტომაც განასხვავა, ალბათ, შოთა რუსთაველმა ლომისა და ვეფხვისმეტაფორული სახეები. ტარიელი უყვება ავთანდილს ლომ-ვეფხვის დახოცვის ამბავს და აღნიშნავს, რომ ვეფხვი ისეთი ლამაზი იყო, სატრფო გამახსენა და კოცნაც კი მოვინდომეო. ამაზე ძლიერი ემოცია, რომელსაც პერსონაჟი ცხოველის გარეშანი მშვენიერების აღწერით გვეუბნება, ალბათ, ცოტა თუ მოინახება მწერლობაში.
 
რუსთაველის პოემაში ცხოველთა სახელები მრავლად გვხვდება, მაგრამ მათი სათითოად ჩამოთვლა ამ შემთვხევაში, ლომისა და ვეფხვის მეტაფორების შემდეგ, არაბუნებრივად და ზედმეტად მიგვაჩნია. თუ გავიხსენებთ ავთანდილისა და როსტევან მეფის ნადირობის სურათს, გაგვახსენდება იქ ჩამოთვლილი ნადირნი, რომელთა ხოცვაც უწევს მეფესა და სპასპეტს:
 
`მოვიდაჯოგინადირთაანგარიშმიუწვდომელი:
ირემი, თხადაკანჯარი, ქურციკიმაღლადმხტომელი~
 
რუსთველის პოემის მხატვრულ სახეებს იმეორებს გიორგი ლეონიძეც თავის ცნობილ ლექსებში, მეტაფორულად გადმოგვცემს ქალის სილამაზეს, კდემამოსილებასა და სინაზეს:
 
`შენისახერისთვისშემომეფეთა,
ხატიიყავვეფხვიდაქალებული~, – ამ მშვენიერი მეტაფორით წარმაოჩინა ავტორმა ნესტანის უკვდავი სახე, რომელიცვეფხვის მეტაფორაში მოაქცია. XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურა, ერთი მხრივ, თითქოს, მხატვრული ხერხებისგან გათავისუფლებულია, მაგრამ, მეორე მხრივ, მეტაფორა და ტროპული მეტყველების ზოგიერთი სახე აქტიურად იჩენს თავს (ასევე, ცხოველთა მეტაფორის აღმნიშნველი სახელები).
 
თვალსაჩინოებისთვის, ავიღოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი `მერანი~, რომელშიც თემა და ლირიკული გმირის განცდები მკითხველის განცდებს ემთხვევა: რატომ მაინცდამაინც – მერანი? – პასუხის გაცემა მარტივი არ არის. მაგრამ, თუ ვივარაუდებთ, რომ მერანი დაუმონაობის, მიზანსწრაფულობის, შეუდრეკელობის სიმბოლოა, მაშინ, ბუნებრივია, რატომაც აიღო ავტორმა სათაურად და ლექსის უმთავრეს ელემენტად ამ ცხოველის სახე.
 
ლექსში ნაჩვენები მერანი ძალიან დამჯდარი და ყურადმღებია ყოველგვარი განსაცდელისა, იგი ლირიკულ გმირს, თითქოს, `გულის პასუხს~ ეუბნება და თანაუგრძნობს. ამიტომაც მიმართავს ლირიკული გმირი მერანს, რომ გასწიოს და გადაიაროს ის მანძილი, რომელსაც `ბედის სამძღვარი~ ჰქვია.
 
ბარათაშვილის `მერანი~ და ადამ მიცკევიჩის `ფარისი~ – ორივე მაგალითია ბედისწერის წინაშე ბრძოლისა და თავდადებისა, ორივეს ერთი და იგივე მიზანი ამოძრავებს, მათი გულის ფეთქვა თანამედროვეობაშიც ისმის. ცხოველების ფლოქვის თქარუნი მარადისობის კანონიცაა, ახლად დაწერილი.
 
მერანის მეტაფორამ შეძლო ის, რომ გზა-კვალი გაუხსნა მომდევნო თაობებს უკეთესი მომავლის შეცნობაში.
 
აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის პოემა `განდეგილში~ გამოყენებული მეტაფორა-სიმბოლო ცხვარი, რომელიც ბიბლიური სახისმეტყველებითაა ნასაზრდოები. პოემაში ავტორი ცდილობს, რომ მკითხველს ამ ცხოველის ხსენებით გაუფანტოს ეჭვი: განდეგილი ეშმაკის გამოცდას აბარებს თუ უფლისას, რა თქმა უნდა – უფლისას, რადგანაც ცხვარი ქრისტეს სიმბოლოდ შეიძლება ჩავთვალოთ. ცხვარი ხომ ერთ-ერთი ცხოველია, რომელიც უფლისთვის შესაწირად გამოიყენება (ქრისტეს სახელს სწირავენ). იგი მშვიდი და გაწონასწორებული არსებაა, უწინარი, მის თვალებში იკითხება ყველანაირი კეთილშობილება.
 
მწყემსი ქალი, რომელსაც ცხვარი დაჰკარგვია, პოემის მიხედვით, ღვთის შვილია, ცხვარი მისი თავის რჩენის საშუალებაა, მაგრამ, როგორც გვახსოვს, დაკარგა, ბუნების `წარბშეკვრამ~ დააკარგვინა არსებობის წყარო.
 
ცხვრის მეტაფორა ქართული ლიტერატურისთვის უცხო არ არის. ამავე პერიოდის ლიტერატურისთვის მეტაფორული სახეებით საუბარი, როგორც აღვნიშნეთ, უცხო არ ყოფილა.
 
გავიხსენოთ ვაჟას პოემები, რომლებშიც ცხოველთა მეტაფორები მრავლად იყრის თავს. მაგალითად, `ალუდა ქეთელაურში~ პირველივე სტროფებიდან ცხენის, ცხვარ-ძროხისმეტაფორას ვხვდებით, უფრო საინტერესო ისაა, რომ ალუდამ იმიტომ გასწია მტრისაკენ, რომ მისიცხენი მიჰყავდათ და ეს სახელოვანი გმირისთვის შეურაცხყოფა იყო (თუ მას ცხენს წაართმევდნენ, მოკლავდნენ).
 
პოემის დანარჩენ თავებშიც ვხედავთ ცხოველთა სახეს – მაგალითად, ხატობის დღესასწაულზე ალუდამ ქისტ მუცალს კურატი შესწირა; როგორც ვხედავთ, კურატი (მამრობითი სქესის საქონელი – პატარა ხარი) სულის მოსახსენებელ ცხოველად იყო მიჩნეული (ამ ტრადიციას დღესაც ინარჩუნებს საქართველოს ზოგიერთი კუთხე).
 
რაც შეეხება პოემა `სტუმარ-მასპინძელს~, მონადირეთა ტრადიციის საუკეთესო დეტალებზეა ყურადღება გამახვილებული. პირველი ცხოველი, რომელიც პოემაში გვხვდება, ჯიხვია. ზოგიერთნი მიიჩნევენ, რომ მონადირეთათვის ჯიხვის მოკვლა ცოდვა იყო, მიუტევებელი, თუმცა, ამ გარემოებას ვაჟას პერსონაჟები ყურს არ ათხოვებენ და თავიანთ საქმეს გულმოდგინედ აკეთებენ.
 
`ჯიხვიმოსთრევდაპირთავქვე~, – ამბობს პოეტი და ვხვდებით, რომ მონადირეს გულის წადილი აუსრულებია. ჯიხვიც სილამაზისა და მშვენიერების სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს, პოეტს ეს ცხოველი ძალიან მოსწონს, მის სახეს სხვადასხვა მეტაფორითა და მხატვრული საშუალებით აღწერს:
 
`ანროცაგადაფრენილიჯიხვისრქაკლდეებსესმოდა~. ისევ ვაჟას პოემებს დავუბრუნდეთ, ისევ ჯიხვის სახე-მეტაფორით, გავიხსენოთ პოემა `გველის მჭამელი~, რომელშიც მინდია საყვედურობს ცოლს – მზიას, რადგან ჯიხვზე ანადირებდა, ბავშვებს რომ საკვები ჰქონოდათ; მინდიასთვის კი ჯიხვის მოკვლა სულში ბზარის გაჩენისა და მეტამორფოზის წინაპირობა იყო.
 
ვაჟა, როგორც მთის არწივი, ლომი და, საერთოდ, მთის კაცი, ბუნების უბადლო მხატვარი, ცდილობს ენობრივ-გრამატიკული სარჩული დაუდოს თავის ნაწარმოებებს და ტყის ბინადრებს თავიანთი გულისტკივილი ათქმევინოს. მწერლის სახელოსნოში, ნაწარმოებებში უამრავი ცხოველი იყრის თავს, რომლებიც ჰყვებიან, ამბობენ, განიცდიან და გვიამბობენ თავიანთ განსაცდელსა და ადამიანების შეუბარლებლობაზე.
 
შვლის ნუკრი, რომელიც საუცხოო მეტაფორაა სიბრალულისა და შემწყნარებლობისა, ცდილობს თავისი გულისტკივილი ჩვენ გაგვიზიაროს, გვიამბობს, რა შეუბრალებელია კაცი ცხოველის წინაშე, როგორ ცდილობს, ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს. ამ `საჩივარს~ ეხება, ფაქტობრივად, მოთხრობა, ნუკრი მარტოდ დარჩება, დედას მოუკლავენ და ობლობის ტვირთი ზურგზე დააწვება. მკითხველი ყოველივე ამას გრძნობს, განიცდის, გული უჩუყდება;
 
`მგელი~ ვაჟა-ფშაველას საუკეთესო მოთხრობაა, რომელშიც ერთდროულადაა აღწერილი და გამოცემული ცხოველის, მგლისსულიერი სამყარო, მისი ველური ბუნება და სიკვდილისწინა მდგომარეობა, მგლის სახეში იკითხება ცხოვრებისადმი უკმაყოფილება, ზიზღი, ღვთისადმი სამდურავი, ეს ყველაფერი ამ ცბიერი ცხოველის ასაკმა განაპირობა. მგელი დაბერდა, იგრძნო, რომ უკვე ყველასთვის ზედმეტი იყო და აღსარების თქმა დააპირა, თითქოს ახლა დაინახა და გაითავისა თავისი წარსული, აწმყო და მომავალი. წარსულზე ფიქრი მგლისთვის დღესდღეობით არაფრის მთქმელია, მას უარესი – მომავალზე ფიქრი აშინებს, თითქოს ხვდება და გრძნობს იმ უბედურების უფსკრულს, რომელიც მის წინ გადაშლილა, ამიტომაცაა თვალცრემლითა და შურ-ბოღმით სავსე.
 
მგლის სახეს უამრავი ნიღაბი მორგებია მისი სიცოცხლის მანძილზე, რანაირი ცოდვა არ ჩაუდენია, რანაირად არ უვლია და უოხრებია სოფელ-ქვეყანა, მაგრამ თურმე, მგელსაც კი ჰქონია გული, სული, სინდისის ქენჯნა, რომ სიკვდილის წინ ყოველივე ეს უფლისა თუ ქვეყნის სამსჯავროზე ეღიარებინა.
 
მოდით, ბიოლოგიის საკითხებში ნუ გადავიჭრებით და ნუ დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, გველი რეპტილიაა თუ ცხოველი. `გველის მჭამელში~ ამ უნატიფეს, უფაქიზეს და უღრმესი სულის ნაწარმოებში გველის მეტაფორა უაღრესად ყურადსაღები, თვალსაჩინო და თვალში საცემია. გველი აქ სიბრძნის სიმბოლოა (და არა მარტო აქ), გავიხსენოთ, როგორი გახდა სიკვდილის მძებნელი, სიცოცხლის მოსწრაფების მსურველი მინდია გველის ხორცის ჭამის შემდეგ; სიკვდილის ნაცვლად, მან ახალი ცხოვრება იპოვა, `ახალად ხორცი აიბა~ – სულ სხვაგვარად დაინახა ყველაფერი; კიდევ ვიმეორებთ, მას შემდეგ, რაც გველის ხორცი ჭამა, ანუ სიბრძნეს ეზიარა.
 
ასეთივე ეპიზოდია მოცემული კონსტანტინე გამსახურდიას მოთხრობაში `ხოგაის მინდია~, რომელშიც მინდია გველის ხორცს შეჭამს და მისი ცხოვრება ერთი-ორად სხვაგვარი ხდება, უცნაურობებით სავსე, მისი გული ოჯახს, მეუღლეს, ახლობლობას ვერ გუობს.
 
მართალია, გველეშაპი მხოლოდ ზღაპართა და თქმულებათა ბინადარი ცხოველია, მაგრამ მას უდიდესი დატვირთვა აქვს არა მარტო ხალხურ შემოქმედებაში, არამედ კლასიკური მწერლობის მარგალიტებშიც.
 
ალავერდის ყელმოღერებულ ტაძარს, რომელიც მოთხრობაში საქართველოს სიმბოლოა, უგრძესი და უსაშინლესი გველეშაპი შემოეხვევა და დაუნდობლად მუსრავს ყოველივეს (`ბაში-აჩუკი~); `ობოლ კვირიას~ სიზმარშიც გველეშაპი გამოეცხადება, ყვავილებით მორთულ მინდორზე რომ მოსრიალებს პირდაღებული და მუსრს ავლებს ყოველივეს (ვაჟა-ფშაველა `ბახტრიონი~), ორივეგან გველეშაპი ბოროტების უაღრესად მკაფიო მეტაფორაა.
 
სიბრძნე მაშინაა ძალიან საშიში, როცა იგი ბოროტების მთესველია, მაგრამ ვაჟას `ბახტრიონში~ ბოროტების სიმბოლო ყველასათვის თავზარდამცემი გველი, სიკეთის, კონკრეტულ შემთხვევაში, სამშობლოსათვის თავდადების წინაშე ქედს იხრის და კაცთა მოდგმის მტერი – ლუხუმის, ამ სასიქადულო ვაჟკაცის მკურნალ-პატრონად, გადამრჩენად გვევლინება.
 
ვაჟას წარმოდგენა ტრადიციულზე მეტია. მომაკვდავი ვაჟკაცის ხილვამ გველსაც კი ბუნება შეუცვალა (გავიხსენოთ, როგორ გაძლო დანიელ წინასწარმეტყველმა ლომებთან, ან ქართველმა უფლისწულმა დავითმა, ლაშა გიორგის ძემ, გველებთან ხაროში, ჭის მსგავსად ამოთხრილ მიწის საპატიმროში).
 
ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობაში `შელოცვა რადიოთი~ გველი ბიბლიური სიმბოლიკით გაგრძელდა. ელი ბედისწერამ დაკბინა, წამიერად დასახული ედემის გზა კაცობრიობის უძველესმა მტერმა ჩაკეტა. მოთხრობაში მარადისობას სამშობლო, წარმავლობას კი უცხოობა განასახიერებს, მაცდური (იგ. გველი), რომლის გამოისობითაც ადამიანმა მარადიული სამყარო დატოვა, უსახო ბედისწერად გარდაქმნილა და იმავე ადამიანს უკან არ აბრუნებს.
 
თითქოს, ლომისა და ვეფხვის მეტაფორას XIX საუკუნეში უნდა მიეხურა კარები, მაგრამ იგი თანამედროვე ქართველი პოეტების, ბესიკ ხარანაულის ლექსში `სად არიან შვილები, შვილები სად არიან~ ჩანს და არაკონკრეტული სახეებით ქარად ქცეულ სამშობლოში ვეფხვისმეტაფორასაც წარმოაჩენს:
 
`სადარიანვეფხვები. ლერწმიანშიარიან~, – ამბობს პოეტი, ვეფხვების მეტაფორაში იგი ქართველ ვაჟკაცებს გულისხმობს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ტკივილის, აფხაზეთის ომის მსხვერპლნი გახდნენ. ლექსის სათქმელი პირველსავე სტროფში სრულად ყალიბდება. მომდევნო სტროფები სათქმელს იმავე ფარგლებში განავრცობს. ლირიკული გმირი შვილებს დაეძებს წარმოსახვით სამყაროში.
 
აღორძინების პერიოდის ქართული ლიტერატურის ისტორია სახე-სიმბოლოებით საუბარი და მსჯელობაა, გარემოებებმა თუ ცხოვრების ამა თუ იმ საკითხმა მოიტანა ფორმის ასეთნაირად დამკვიდრება ლიტერატურაში.
 
ცხოველთა ენით მეტაფორული თქმით – გადმოცემულია გამოჩენილი ქართველი მეიგავის, სულხან-საბა ორბელიანის არაკთა წიგნი `სიბრძნე სიცრუისა~, 50-მდე არაკში, ძირითადად, ცხოველები და ფრინველები მონაწილეობენ, მაგრამ მკითხველის თვალსა და გონებაში ეს სათქმელი გაცოცხლებული რეალობა და ცხოვრებისეული ფაქტებია.
 
ცხოველები მათი ხასიათისა და ზნე-ჩვეულებების მიხედვით ჰყავს ავტორს შერჩეული. მელა, დათვი, ტურა, მგელი, ძაღლი, ლომი, კატა და უამრავი სხვა ცხოველის საშუალებით, ავტორი ადამიანთა დადებით და მანკიერ მხარეებს წარმოაჩენს, გამოაქვს უარყოფითი თვისებები სააშკარაოზე და გმობს მას. მკითხველს ქარაგმულად, იგავურად ეუბნება, მოძღვრავს, რომ ისეთ რამეში არ უნდა ჩადგა ფეხი, თავიც საწყევლი გაგიხდეს და მოდგმაცა (`მოძღვარი მელი~); მელა – სულხანის იგავების ერთ-ერთი აქტიურად გამოყენებული ცხოველის მეტაფორაა. იგი ცბიერების, ეშმაკობის, ორგულობის სიმბოლოა. ამიტომაცაა, რომ ყოველთვის თავის დაგებულ ხაფანგზე ეგება.
 
ძაღლი – ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი – იგავ-არაკებში, ერთგულების, ერთსულოვნებისა და პატიოსნების სიმბოლოა. `სიბრძნე სიცრუისას~ ფაბულაში, როცა სედრაქმა დალოცა ჯუმბერი, პირველი, რაც უსურვა, ძაღლის ერთგულება იყო. `მიეცეს ამას ერთგულება ძაღლისა~. ამდენად, ვაზირის სიტყვები, რომ უფლისწულს ძაღლის ერთგულება უნდა დაჰბედებოდა, ყურადსაღები და აღსანიშნავია.
 
ძაღლის მეტაფორულ სახეს ვხვდებით არაერთ ლიტერატურულ ტექსტში, ზეპირსიტყვიერებაშიც, კერძოდ კი – `თქმულება ამირანზე~, რომელშიც ჩანს, რომ კავკასიონის მწვერვალზე მიჯაჭვული ამირანის მშველელად და იმედის მომცემად განგებამ ძაღლი – ყურშა მოუვლინა, რომელიც დღენიადაგ ლოკავდა იმ ჯაჭვს, რომლითაც გმირი იყო მიჯაჭვული რკინის ბოძზე, უმსუბუქებდა ტანჯვას და უნერგავდა სასოებას, რომ გათავისუფლდებოდა და: `სიხარულადშეეცვლებოდადიდიხნისგასაჭირი~.
 
ძაღლის მეტაფორული სახეა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობებსა თუ რომანებში – `ჯაყოს ხიზნები~ და `ლამბალო და ყაშა~.
 
თეიმარუზ ხევისთავს, ცხოვრებისგან ზურგშექცეულს, ადამიანს ბედისწერის მარწუხებში მოქცეულს, `ძაღლის ლეში~ ჰქონდა ყელზე ჩამოკიდებული, რომელსაც დაათრევდა და ვერასდროს იცილებდა ქედიდან; კონკრეტული შემთხვევა – `ძაღლის ლეში~ – თეიმურაზის უბედური ცხოვრებაა, უიმედობაა, რწმენის დაკარგვა და სასოწარკვეთილებაში გადავარდნაა.
 
რაც შეეხება `ლამბალო და ყაშაში~ გაცოცხლებული ძაღლის მეტაფორას, აქაც სიბრალულისა და მიუსაფრობის სიმბოლდ შეიძლება იგი ჩაითვალოს; ადამიანური ერთგულება დაკარგული აქვს საზოგადოებას, ერთმანეთს შუღლობენ, მტრობენ, ძვირს ამბობენ და ყველაფერი ეს სისხლისღვრით მთავრდება. ამ ეპიზოდს მოსდევს უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ყეფა, ყმუილი, გულის წამღები ხრიალი – ამ შემთხვევაში თვითონ ადამიანები იჩენენ ულმობლობას ამ სათაყვანო და ერთგული არსებების მიმართ.
 
მეტაფორა, ჩვენი აზრით, პოეტების სიტყვის სამკაულია, სამარჯვისია. სწორედ ამიტომ გალაკტიონთან ჩვეული ვირტუოზობითაა წარმოდგენილი ტროპის ეს სახე. მაგალითისთვის `ლურჯა ცხენების~ დასახელებაც საკმარისია.
 
ლურჯა ცხენი ქათრული ფოლკლორის სახეა: გალაკტიონის ლექსში ლურჯს სხვა მისტიკური ჟღერადობა და შინაარსი აქვს, პოეტი, თითქოს, ზეცისა და რიჟრაჟის ფერადიდან სიშავეში გარდამავალ ფერს არჩევს. ლურჯი ამ ცხენების სიზმარეულობისა და წარმოსახვითობის არსებითი ნაწილია. ცხენების ქროლვა ლექსის განუმეორებელ რიტმს ერთვის, მხატვრული სახე და ლექსის რიტმი ისე ურთიერთდაკავშირებული ელემენტია, რომ გამორჩევაც კი ჭირს, რომელია პირველადი, რომელმა რომელი განსაზღვრა: – სახემ რიტმი თუ – პირიქით; ორივე აჩქარებულ, ენერგიულ მოძრაობას მოიცავს და ლექსის იდეას შესაბამისად გამოხატავს. ლურჯა ცხენები ფართო მნიშვნელობის მეტაფორაა, რომელიც შედარების, ჰიპერბოლის, ეპითეტის მნიშვნელობას მოიცავს. ლურჯა ცხენები შინაგანი ბორგვის ირეალური, თავისთავადი სახეა. ლურჯა ცხენები სიმბოლური და პირობითი ორი სამყაროს არსებებია.
 
არისტოტელე ამბობდა: `თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან, იგი გამოცანაა~, – სწორედ გამოცანის ხარისხი ქმნის მეტაფორის შინაარსის გაგების სირთულეს.
 
 
კახა გაბუჩია
ლიტერატურათმცოდნე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის 53-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, კათედრის გამგე

25-28(942)N