გამოდის 1998 წლიდან
2011-11-03
ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­ცა ქვე­ყა­ნას ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ჰყავს

24-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სა­ი­უ­ბი­ლეო წლი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა სა­ხელ­წო­დე­ბით — „ვა­ჟა რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში“. X-XI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დახ­მა­რე­ბით, გა­ეც­ნენ პო­ე­ტის პი­რად არ­ქივს, ოჯა­ხურ წე­რი­ლებს. სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, უფ­რო ახ­ლოს გაც­ნო­ბოდ­ნენ პო­ე­ტის პი­როვ­ნე­ბას. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოს­წავ­ლე­ებ­მა მათ მი­ერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თე­მე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს, იმ­ს­ჯე­ლეს ვა­ჟას პუბ­ლი­ცის­ტურ წე­რი­ლებ­ზე, მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტეს თავი­ან­თი აზ­რი და პო­ზი­ცია.
თა­მარ ბა­რი­საშ­ვი­ლი, 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წლე­ვან­დე­ლი წე­ლი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას წლად არის გა­მოცხა­დე­ბუ­ლი. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სას­წავ­ლო წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი დაგ­ვეთ­მო პო­ე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ო­ბის, მი­სი, რო­გორც პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბის ავ­ტო­რი­სა და რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის დი­დაქ­ტი­კო­სის მი­მართ. დღე­­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თ­ვის მოს­წავ­ლე­ებ­მა ვა­ჟას პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბი მო­ამ­ზა­დეს. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუტ­ში იმუ­შა­ვეს, გა­ეც­ნენ ვა­ჟას წე­რი­ლებს, ხელ­ნა­წე­რებს, და­ათ­ვა­ლი­ე­რეს არ­ქი­ვი. მა­სა­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­არ­ჩი­ეს წე­რი­ლე­ბი. ისი­ნი მსჯე­ლობ­დ­ნენ, პა­რა­ლელს ავ­ლებ­დ­ნენ დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან — რო­გორც სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, არის თუ არა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა დღე­საც სა­ინ­ტე­რე­სო; მის მი­ერ დას­მუ­ლი სა­კითხე­ბი არის თუ არა სადღე­ი­სოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რი. თავ­და­პირ­ვე­ლად, შე­მოქ­მედ­ზე ფიქ­რი თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილ­მის „ვედ­რე­ბა“სკო­ლა­ში ჩვე­ნე­ბით და­ვიწყეთ. ამ ფილ­მ­ზე ფიქ­რ­მა მიგ­ვიყ­ვა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, კი­ნოს, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­სა და მუ­სი­კის მუ­ზე­უმ­ში. აქ მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ეც­ნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თენ­გიზ აბუ­ლა­ძი­სად­მი მი­წე­რილ უამ­რავ წე­რილს, სა­დაც ისი­ნი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლა­ვენ ფილ­მის გა­მო. დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე  VII-IX კლასების მოს­წავ­ლე­ებ­მა ასე­ვე წარ­მო­ად­გი­ნეს ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბის თე­მა­ტი­კა­ზე შექ­მ­ნი­ლი ნა­ხა­ტე­ბი (ხატვის პედაგოგს — ნინო იოსავა). დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ხელ­ნა­წე­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს — მა­რი­ამ ყი­ფი­ანს, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, კი­ნოს, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­სა და მუ­სი­კის მუ­ზე­უმს, დახ­მა­რე­ბი­სა და თა­ნად­გო­მი­სათ­ვის.
ქე­თე­ვან ოდი­შა­რია, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: პროგ­რა­მუ­ლად მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში ვსწავ­ლობთ რო­მან­ტი­კო­სებს. რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­გეს, რომ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა უნ­და გვეს­წავ­ლა, ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რეს. ისი­ნი ჯერ ისე ღრმად არ იც­ნო­ბენ პო­ეტს და აინ­ტე­რე­სებთ მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ პრო­ექ­ტ­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლად იმუ­შა­ვეს, უამ­რავ შე­კითხ­ვას სვამ­დ­ნენ, რო­გორც შე­მოქ­მე­დის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წი­სა და პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ვა­ჟას სა­ო­ჯა­ხო არ­ქივ­ზე მუ­შა­ო­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მათ, სულ სხვა კუთხით და­ე­ნა­ხათ პო­ე­ტი. ისი­ნი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­დ­ნენ, ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რებ­დ­ნენ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს. ახალ­გაზ­რ­დო­ბას ვა­ჟა მარ­თ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს.
თა­კო ხუნ­და­ძე, XI კლა­სის მოს­წავ­ლე: გა­ვე­ცა­ნი და მო­ვამ­ზა­დე ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლი — „ცო­ტა რამ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ავ-კარ­გი­სა“. პირ­ველ რიგ­ში, რაც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, ის არის, რომ ვა­ჟა თა­მა­მად აკ­რი­ტი­კებს იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბას, ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩენს მა­შინ­დელ პრობ­ლე­მებს. ძა­ლი­ან გან­მაც­ვიფ­რა იმ ფაქ­ტ­მა, რომ მა­ში­ნაც და დღე­საც ერ­თი და იმა­ვე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას სა­ზო­გა­დო­ე­ბა. თუნ­დაც ის, რომ დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მშობ­ლე­ბი კო­მერ­ცი­უ­ლი თვა­ლით უყუ­რე­ბენ შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბას და იმი­ტომ ას­წავ­ლი­ან, რომ შემ­დეგ, რო­გორც ვა­ჟა ამ­ბობს — „ჩინოვ­ნი­კი“ გა­მო­ვი­დეს.
ვკითხუ­ლობ­დი წე­რი­ლებს და გან­ც­ვიფ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მწერ­ლის ჰუ­მა­ნუ­რო­ბით. 1888 წლი­დან ჩარ­გალ­ში ცხოვ­რობ­და, სხვა გლე­ხე­ბი­ვით ხნავ­და მი­წას, უვ­ლი­და სა­ქო­ნელს და ნა­დი­რობ­და. მთის ხალ­ხ­ში დი­დი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­და. იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და ბა­რად. ფშა­უ­რი ზამ­თ­რის გრძელ ღა­მე­ებ­ში და­ი­წე­რა მი­სი გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მე­ბი, მოთხ­რო­ბე­ბი და ლექ­სე­ბი. ვა­ჟას­თ­ვის სუ­ლერ­თია: ვინ თა­ვა­დია, ვინ გლე­ხი, იგი პი­როვ­ნე­ბას აყე­ნებს წინ. ისიც ჩვე­ნი შვი­ლია, ჩვე­ნი სხე­უ­ლის ნა­წი­ლი. ეს წე­რი­ლი ნი­შან­დობ­ლი­ვია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის. მა­გა­ლი­თის მომ­ცე­მია პო­ე­ტის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, მი­სი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა, მრწამ­სი. მწე­რა­ლი ოპ­ტი­მის­ტია და ჩვენც მოგ­ვი­წო­დებს მუ­დამ ვე­ძე­ბოთ გზე­ბი უკე­თე­სო­ბი­სა­კენ.
ქე­თი ბურ­ჭუ­ლა­ძე, X კლა­სის მოს­წავ­ლე: გა­ვე­ცა­ნი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას რამ­დე­ნი­მე სა­ო­ჯა­ხო წე­რილს. გან­სა­კუთ­რე­ბით ჩა­მა­ფიქ­რა ლუ­კა რა­ზი­კაშ­ვი­ლის მი­ერ ძმი­სად­მი მი­წე­რილ­მა წე­რილ­მა, სა­დაც იგი თე­დოს დედ-მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს ატყო­ბი­ნებს და სთხოვს, დაბ­რუნ­დეს სო­ფელ­ში, რა­თა მი­ხე­დოს ობ­ლად დარ­ჩე­ნილ ძმას და ოჯახს. წე­რილ­მა ნათ­ლად და­მა­ნა­ხა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას მტკი­ცე ხა­სი­ა­თი — მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ დი­დი უბე­დუ­რე­ბა და­ატყ­დათ თავს, დედ-მა­მა ერ­თ­დ­რო­უ­ლად და­ე­ხო­ცათ, იგი მო­უ­წო­დებს ძმას, სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში არ ჩა­ვარ­დეს, დედ-მა­მა უნ­და და­ი­ხო­ცოს და შვი­ლე­ბი უნ­და დარჩნე­ნო. ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სრულ შე­მოქ­მე­დე­ბას, სკო­ლის პროგ­რა­მით, მო­მა­ვალ­ში ვე­ზი­ა­რე­ბი. ვფიქ­რობ, მი­სი პი­როვ­ნე­ბის გაც­ნო­ბა მხო­ლოდ და­საწყი­სია შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის.
თა­კო საღ­რიშ­ვი­ლი, X კლა­სის მოს­წავ­ლე: პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, გავ­ც­ნო­ბო­დი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ოჯა­ხურ წე­რი­ლებს, რომ­ლებ­მაც ჩემ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს. სულ სხვა კუთხით და­ვი­ნა­ხე ეს ბუმ­ბე­რა­ზი პო­ე­ტი. ვა­ჟას მი­ერ ძმე­ბი­სად­მი მი­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი სავ­სეა მათ­და­მი სიყ­ვა­რუ­ლით, კე­თილ­გან­წყო­ბით, მო­ნატ­რე­ბით, ერ­თად ყოფ­ნის უსაზღ­ვ­რო სურ­ვი­ლით. წე­რი­ლე­ბი­დან ნათ­ლად ჩანს, მი­უ­ხე­და­ვად დუხ­ჭი­რი ცხოვ­რე­ბი­სა, რა­ო­დენ ხელ­გაშ­ლი­ლი და სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რეა ვა­ჟა. სარ­ჩოს გა­ყო­ფა და წი­ნას­წარ შეტყო­ბი­ნე­ბა იმი­სა, რომ თუ­კი მას­თან სტუმ­რად ჩავ­ლენ, ლუკ­მაპუ­რი არ და­აკ­ლ­დე­ბათ, წარ­მო­ა­ჩენს ვა­ჟას დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბას. ამა­ვე დროს ვა­ჟა ძა­ლი­ან გუ­ლის­ხ­მი­ე­რია, წე­რილ­ში ძმას და რძალს ახ­სე­ნებს, რომ გარ­დაც­ვ­ლი­ლი დედ-­მა­მის საფ­ლა­ვებს მო­ნა­ხუ­ლე­ბა უნ­და, რად­გან კავ­ში­რი არ უნ­და გაწყ­დეს ხორ­ცი­ე­ლად და­კარ­გულ ადა­მი­ა­ნებ­თან.

წე­რი­ლე­ბი
ძმაო სან­დ­რო!
„რო­გორ კარ­გად გამო­მა­ტა­რა იმო­დე­ნა გზა შენ­მა მო­ცე­მულ­მა ბუ­დილ­ნიკ­მა. დუ­შე­თამ­დე ეტ­ლით ჩა­მო­ვე­დი. დუ­შე­თი­დამ კი ცხე­ნით. ცხე­ნით რო­ცა გა­ვემ­გ­ზავ­რე, მოვ­მარ­თე ბუ­დილ­ნი­კი და ჩა­ვიდ­ვი ხურ­ჯინ­ში, სახ­ლამ­დენ სულ დაკ­ვ­რით ჩა­მო­ვე­ლი. ისე სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიმ­გ­ზავ­რე, რომ დაღ­ლა არ გა­მი­გია.
სახ­ლ­შიც კარ­გად დამ­ხ­ვ­დ­ნენ, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო. სან­დ­რო, აბა შენ იცი, რო­გორ ჩემს სურ­ვილს შე­ას­რუ­ლებ და ამ ზაფხულ­ში წა­მოხ­ვალთ მთა­ში. ბა­ბოც წა­მო­იყ­ვა­ნეე, აქ არა­ფე­რი გა­გი­ჭირ­დე­ბათ, ხუ­თი ძრო­ხა იწ­ვე­ლის ჩვე­ნი. ქათ­მე­ბი, — რამ­დე­ნიც გინ­დათ. ჩარ­გ­ლუ­ლა კალ­მა­ხით სავ­სეა. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში იმ­დენს და­ი­ჭერ, რომ ვერც კი შეს­ჭამთ. სა­ხინ­კ­ლეც არ მო­გაკ­ლ­დე­ბათ. აბა, გე­ლით უეჭ­ვე­ლად, თუ გინ­დათ, რომ მე კი­დევ ფან­დუ­რი გა­გა­ტა­ნოთ აქე­დან — ჩემს რძალს უყ­ვარს. თე­დო­საც შე­ატყო­ბი­ნე, იქ­ნებ ეგეც წა­მო­ვი­დეს.
წა­მო­დით ძმაო, დედ­მა­მის საფ­ლა­ვის ნახ­ვა მა­ინც არ მო­გინ­დათ? რო­ცა და­ა­პი­როთ წა­მოს­ვ­ლა, წი­ნას­წარ მა­ცო­დი­ნეთ, რომ ცხე­ნე­ბი და­გახ­ვედ­როთ დუ­შეთ­ში აუცი­ლებ­ლად, რომ არ გას­წამ­დეთ. ესე სან­დ­რო, იყა­ვით კარ­გად.
1890 წე­ლი

***
თეა შა­ვი­ძე, XI კლა­სის მოს­წავ­ლე: ვი­მუ­შა­ვე ვა­ჟას პუბ­ლი­ცის­ტურ წე­რილ­ზე „ფიქ­რი­ა­ნი“, რო­მე­ლიც მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წე­რი­ლია. ეს არ არის მხო­ლოდ ერ­თხელ წა­სა­კითხი წე­რი­ლი, აქ უნ­და იმ­ს­ჯე­ლო, იფიქ­რო და იაზ­როვ­ნო.
სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორ ნა­წი­ლად იყო­ფა — ფიქ­რი­ა­ნად და, თუ ვა­ჟას და­ვე­სეს­ხე­ბით — „უფიქ­რე­ლად“. ფიქ­რი­ა­ნი კა­ცის­თ­ვის მარ­თ­ლაც რომ აზ­რი აქვს ცხოვ­რე­ბას. რო­გორც ვა­ჟა ამ­ბობს: „ფიქ­რი უცოდ­ვე­ლია მა­ნამ, სა­ნამ რა­მეს იტყ­ვის. ენა მყვი­რა­ლაა, ფიქ­რი კი — ჩუ­მი“. ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ვი­ან — ტკბილ სიტყ­ვებს არ იშუ­რე­ბენ, მაგ­რამ საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბა, მტრო­ბენ ერ­თ­მა­ნეთს. ვა­ჟას უკ­ვირს, რა­ტომ ეუბ­ნე­ბა გამარ­ჯო­ბას კა­ცი თა­ვის მტერს, თუ მი­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბა და კარ­გად ყოფ­ნა უნ­და, მა­შინ რად მტრობს? ფიქ­რი­ან­მა კაც­მა მარ­თ­ლაც ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა.
ქე­თი ას­ტა­მა­ძე, XI კლა­სის მოს­წავ­ლე: გა­ვე­ცა­ნი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას წე­რილს — „რას ჰქვი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბა“. წე­რილ­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ანა­ლი­ზია, თუმ­ცა დღე­საც მწვა­ვე და აქ­ტუ­ა­ლუ­რი. მწერ­ლის აზ­რით, ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი იბა­დე­ბა, თუმ­ცა მა­შინ იზღუ­დე­ბა მი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­ცა უფ­რო­სე­ბი ერე­ვი­ან მის ცხოვ­რე­ბა­ში. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ორ­ნა­ი­რია: „ბრი­ყუ­ლი და გო­ნივ­რუ­ლი“ — ამ­ბობს ვა­ჟა. „ბრი­ყუ­ლია“, რო­ცა ადა­მი­ა­ნი მარ­ტოდ­მარ­ტო თა­ვის თავ­ზე ზრუ­ნავს, ფიქ­რობს: „მე ვირ­გო და სხვა წყალ­მა ზი­დოს, მე მქონ­დეს უფ­ლე­ბა სხვა შე­ვუ­რაცხ­ვ­ყო და სხვას კი არა ჰქონ­დეს ნე­ბა პა­სუ­ხი მომ­თხო­ვოს“, გო­ნივ­რუ­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­ცა არ ავიწყ­დე­ბა ადა­მი­ანს მე­ო­რე მხა­რეს მდგო­მი — მო­ვა­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც სწორ გზა­ზე გვა­ყე­ნებს.
და­თო ჯა­ლა­ღა­ძე, X კლა­სის მოს­წავ­ლე: 1892 წელს ვა­ჟამ გა­უგ­ზავ­ნა თა­ვის ძმას — სან­დ­როს წე­რი­ლი, სა­დაც ნათ­ლად ჩანს, რო­გორ უჭირს მას მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, მაგ­რამ პო­ე­ტი მხნე და შე­უდ­რე­კე­ლია. ზო­გა­დად, რო­ცა ამ წე­რი­ლებს ვეც­ნო­ბო­დი, მივ­ხ­ვ­დი, რომ იმ დრო­ში ადა­მი­ა­ნებს მე­ტი სიყ­ვა­რუ­ლი, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა აკავ­ში­რებ­დათ ერ­თ­მა­ნეთ­თან, რაც სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დელ დრო­ში ნაკ­ლე­ბად იგ­რ­ძ­ნო­ბა. ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბას ჯერ ნა­წი­ლობ­რივ ვიც­ნობ, პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ კი­დევ უფ­რო დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მი­ჩი­ნა ამ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­სად­მი.

წე­რი­ლე­ბი
ჰა, ბე­ჩავ სან­დ­როს კვნე­სა­მე!
რო­გორ ხართ და რას კე­თილ-გუ­­ნე­ბას? მე კარ­გად არა ვარ. გუ­ლის ტკი­ვი­ლი დამ­ჩემ­და. მო­გე­ლით თქვენ­ცა და აღარ კი მოს­დი­ხართ. სიტყ­ვა სხვაა, საქ­მე სხვაა, — ეს რა ამ­ბა­ვია! შენ და გა­ჩე­ჩი­ლა­ძე რო­გო­რა ხართ? გაძ­ლევს ფულს თუ არა, მომ­წე­რე. ან ში­ოს საქ­მე რო­გორ არის? დე­მუ­რი ნა­ხე და უთხა­რი, რომ სა­მი თუ­მა­ნი თუმც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, ორი თუ­მა­ნიც გა­მო­მიგ­ზავ­ნოს. ფუ­ლი ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ჭი­როა. აღ­ლა­ძეც ნა­ხე და უთხა­რი რომ „კაი ყმი­სა“ ფუ­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნოს. ჰა, ბე­ჩავ ბალ­ღო, კაი ყმავ, წა­ი­კითხე კარ­გად, დე­დის კვნე­სა­მე, გამ­ზ­დ­ლი­სა, ამ ლექსს რომ წა­ი­კითხავ, თორ­მე­ტი ყუ­რი შა­ი­ბი, თორ­მე­ტი გუ­ლი ჩა­ი­დევ, ხო­ლო თვა­ლებს მო­მა­ტე­ბა არ ესა­ჭი­რო­ე­ბა. ამ წე­რილს პა­წა­წა გრი­გოლს ვა­ტანთ.
შე­ნი ძმა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა
1892 წე­ლი

***
და­ვით ნო­და­ძე, X კლა­სის მოს­წავ­ლე: ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას წე­რი­ლებ­მა, ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ამ გე­ნი­ა­ლურ პო­ეტს ასე­თი რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა თუ ჰქონ­და. რო­ცა ვა­ჟას ხელ­ნა­წე­რებს ვეც­ნო­ბო­დი, სა­ო­ცა­რი გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია, 1915 წელს, ვა­ჟას მი­ერ ალექ­სან­დ­რე რა­ზი­კაშ­ვი­ლი­სად­მი მი­წე­რილ­მა წე­რილ­მა, სა­დაც პო­ე­ტი ძმას თა­ვის მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა. გმობს ისეთ ძმო­ბას, რო­დე­საც ერ­თ­მა­ნე­თის დახ­მა­რე­ბა ძა­ლუძთ, მაგ­რამ ამას არ აკე­თე­ბენ. ვა­ჟა აქ­ვე აღ­ნიშ­ნავს, ერ­თი მხრივ, თუ ახა­რებს თა­ვი­სი ძმის შვი­ლის — ლე­ვა­ნის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბის ამ­ბა­ვი, მე­ო­რე მხრივ, სწყინს კი­დეც. მას სურს იცო­დეს, გა­აჩ­ნია რა­მე ლე­ვა­ნის სა­ცო­ლეს? არ უნ­და, არაფ­რის მქო­ნე­ნი აეკიდ­ნონ ერ­თ­მა­ნეთს. წე­რი­ლის ბო­ლოს ვა­ჟა მო­კითხ­ვას უგ­ზავ­ნის რძალს და სთხოვს სან­დ­როს, ახა­ლი რძა­ლი გა­უგ­ზავ­ნოს მთა­ში, რად­გან სახ­ლა­ფორ­თო საქ­მე­ე­ბის გა­მო, თა­ვად ვერ მო­ა­ხერ­ხებს მათ­თან ჩას­ვ­ლას. ამ წე­რილ­მა ნათ­ლად და­მა­ნა­ხა პო­ე­ტის ხა­სი­ა­თი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვა­ჟა მძი­მე პი­რო­ბებ­ში, სი­დუხ­ჭი­რე­ში ცხოვ­რობს, მარ­ტო თა­ვის თავ­ზე და ოჯახ­ზე კი არ ფიქ­რობს და ზრუ­ნავს, არა­მედ თა­ვი­სი ახ­ლობ­ლე­ბის ბე­დიც ადარ­დებს. არ უნ­და, ლე­ვა­ნი უქო­ნელ-უპო­ვარ­ზე და­ქორ­წინ­დეს, არა იმი­ტომ, რომ ან­გა­რე­ბი­ა­ნია, არა­მედ იმი­ტომ, რომ არ უნ­და სხვა­მაც გა­მოს­ცა­დოს ის სი­დუხ­ჭი­რე, რო­მელ­შიც თა­ვად ცხოვ­რობ­და.
ნი­ნო მან­თა­შაშ­ვი­ლი, X კლა­სის მოს­წავ­ლე: მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი — ქე­თი ბურ­ჭუ­ლა­ძე და­ვინ­ტე­რეს­დით და ვი­მუ­შა­ვეთ შნე­ი­დერ­მა­ნის წე­რილ­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბა კი­ნო­ფილმს „ვედ­რე­ბა“ . „ძვირ­ფა­სო თენ­გიზ“ — ასე მი­მარ­თავს შნე­ი­დერ­მა­ნი რე­ჟი­სორს — თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს. წე­რი­ლი გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლია გულ­მ­ხურ­ვა­ლე სიტყ­ვე­ბი­თა და უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით. შნე­ი­დერ­მა­ნი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლია ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას გე­ნი­ა­ლუ­რი ქმნი­ლე­ბის გა­მო. ის გუ­ლახ­დი­ლია, სა­კუ­თარ თავ­საც კი უს­ვამს კითხ­ვას: აქვს კი თენ­გიზ­თან წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნის უფ­ლე­ბა?! ში­შობს, შეძ­ლებს კი, სა­სარ­გებ­ლო ანა­ლი­ზი გა­ა­კე­თოს. რო­გორც წე­რი­ლიდნ ჩანს, შნე­ი­დერ­მა­ნი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბებს ფილ­მის ნახ­ვამ­დე არც კი იც­ნობ­და, თუმ­ცა მის­თ­ვის მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და ად­ვი­ლად აღ­ქ­მა­დი იყო. „ვედ­რე­ბა­ში თქვენ სა­უბ­რობთ ცხოვ­რე­ბა­სა და სიყ­ვა­რულ­ზე, კე­თილ­სა და ბო­როტ­ზე, ძა­ლა­დო­ბა­სა და სის­ხ­ლ­ზე. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ვნა­ხე ეს ფილ­მი და ვთვლი, რომ ეს ფილ­მი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი შე­ნა­ძე­ნია“. შნე­ი­დერ­მა­ნის წე­რილ­მა მე და ჩემს თა­ნაკ­ლა­სელ­ში სი­ა­მა­ყის გრძნო­ბა გა­აღ­ვი­ძა, კი­დევ ერ­თხელ მივ­ხ­ვ­დით, რა სა­გან­ძუ­რის პატ­რო­ნე­ბი ვართ ქარ­თ­ვე­ლე­ბი და რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­ცა ქვე­ყა­ნას ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ჰყავს.
წე­რი­ლე­ბი
ძმაო სან­დ­რო!
შენ­გან ერ­თი წე­რი­ლის მე­ტი არ მი­მი­ღია და ისიც მა­შინ მი­ვი­ღე, რო­ცა დუ­შე­თი­დან დავ­ბ­რუნ­დი, ფუ­ლი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მქონ­და. ქავ­თარს ვა­ტან ერთ მა­ნათს ფულ­სა შენს საგ­ზა­ოდ. ცხე­ნი ერ­თის კვი­ცის მე­ტი, ხომ იცი, არ მყავს და ნუ და­მემ­დუ­რე­ბი, ქვე­ი­თი წა­მო­დი. სა­აღ­დ­გო­მოდ პირ­და­პირ შინ მო­დი. აქ კი­დევ ფულს გი­შოვ­ნი, ისე არ გაგ­ზავ­ნი.
შე­ნი ძმა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა
1892 წე­ლი

ძმაო და­თი­კო!
ჩე­მი შვი­ლის სახ­ლის პატ­რო­ნი, ან­ტო­ნა გო­გი­აშ­ვი­ლი მო­ვა მანდ და იმას გა­და­ე­ცით ჩვიდ­მე­ტი მა­ნე­თი კვი­ტან­ცი­ით. და­ნარ­ჩე­ნი ცა­მე­ტი მა­ნე­თი მე გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ ამ ად­რე­სით: сел. Тианеты. Луке Рази­ка­швили. До востребования.
მო­მი­კითხე შიო მღვი­მე­ლი.
თქვე­ნი უმორ­ჩი­ლე­სი მო­ნა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა
P.S. რა დღე­საც წე­რილს მი­ი­ღებ, შე­ნი ჭი­რი­მე, ფუ­ლი იმა­ვე დღეს გა­მო­მიგ­ზავ­ნე.
ლ. რა­ზი­კაშ­ვი­ლი
1897 წ. 28 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N