გამოდის 1998 წლიდან
2011-11-10
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ თავმოყრილი საზოგადოებაა

ვიწყებთ ახალ რუბრიკას „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“, რომელიც პერიოდულად გაგაცნობთ იმ ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში იღებენ განათლებას. რუბრიკის პირველი სტუმარია აბუ დაბის უნივერსიტეტის სტუდენტი ოთარ კახიძე. 

— ოთარ, შენ შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი და­ვიწყოთ თა­ვი­დან. სწავ­ლობ­დი თბი­ლის­ში, შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გ­ზავ­რე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. მი­ამ­ბე, რო­გორ და­იწყო ეს ყვე­ლა­ფე­რი?
გა­მი­მარ­თ­ლა, რომ თბი­ლი­სის 50-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ეს სკო­ლა პომ­პე­ზუ­რო­ბით არას­დ­როს გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა დარ­წ­მუ­ნე­ბით მინ­და ვთქვა, რომ იქ დღემ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან. გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მი­ვი­ღე და აკა­დე­მი­უ­რი დის­ციპ­ლი­ნა, რო­მე­ლიც ჩემ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბეს, დღემ­დე სა­უ­კე­თე­სოდ მახ­სენ­დე­ბა — აღა­რა­ფერს ვამ­ბობ მათ ენ­თუ­ზი­აზ­მ­ზე...
მე-11 კლა­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ  ჩემი მონაცემები გავაგზავნე შოტლანდიის სტრა­სა­ლლანის სკოლა-პანსიონში. დაინ­ტე­რ­ეს­დნენ, რამდენიმე ტესტი და ესსე გა­დ­მო­მიგ­ზავნეს დასაწერად... მოეწონათ და მი­მი­ყეს მოწ­ვე­ვა მო­მი­ვი­და. შოტლანდიის ერთ-ერთ წამყვან სკოლა-პანსიონში, სტრა­სა­ლლა­ნში 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი, თან სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით. ეს ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად ახა­ლი რამ იყო, ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წი­ნა აკა­დე­მი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან. ფან­ტას­ტი­კუ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, სკო­ლა ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რა­შიც მოს­წავ­ლე გარ­კ­ვე­ულ ტა­ლანტს გა­მო­ავ­ლენ­და, არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სპორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და ეს, მუ­სი­კა­ლუ­რი თუ აკა­დე­მი­უ­რი...
სტრა­სა­ლლა­ნის სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ კი აბუ და­ბი­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა.
— რო­გორ ირიცხე­ბი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი აბუ და­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, საზღ­ვარ­გა­რეთ ხომ ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი თვი­თონ ად­გენს მი­ღე­ბის სა­კუ­თარ სტან­დარტს?
ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, აბუ და­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, თა­ვად­ვე ად­გენს მი­ღე­ბის სტან­დარ­ტებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა პირ­ვე­ლი ნა­კა­დი ორი წლის წინ მი­ი­ღო, სტა­ტის­ტი­კუ­რად ეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე შერ­ჩე­ვი­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. აქ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მხო­ლოდ 1-2 პრო­ცენტს იღე­ბენ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, რაც მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან ხუ­თე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტით ნაკ­ლე­ბია. ჩე­მი აქ მი­ღე­ბა უც­ნა­უ­რად მოხ­და, რად­გან თავ­და­პირ­ვე­ლად არც მქონ­და რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია ამ წა­მოწყე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, აპ­ლი­კა­ცია ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტის­თ­ვის უკ­ვე გაგ­ზავ­ნი­ლი მქონ­და. პირ­ვე­ლი ორი ნა­კა­დის ბავ­შ­ვე­ბი თა­ვად უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მო­ძებ­ნა, თა­ვი­სი გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით. ძი­რი­თა­დად, და­კავ­ში­რე­ბა ხდე­ბო­და ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ებ­თან და შემ­დეგ თვი­თონ სკო­ლე­ბი ახ­დენ­დ­ნენ ერ­თი მოს­წავ­ლის ნო­მი­ნი­რე­ბას. რო­დე­საც ჩემ­მა დი­რექ­ტორ­მა მითხ­რა, რომ მას ემი­რა­ტე­ბი­დან ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­უ­კავ­შირ­დ­ნენ და ჩემ­ზე ჰქონ­დათ სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. თა­ვი­დან შეც­დო­მა მე­გო­ნა, თუმ­ცა, დი­რექ­ტო­რის ძა­ლი­ან კარ­გი რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­მო, რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა ღია კა­რის დღე­ზე გა­სამ­გაზ­ვ­რებ­ლად.
ღია კა­რის დღე­ზე 200 აპ­ლი­კან­ტი ჩაგ­ვაფ­რი­ნეს აბუ და­ბი­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბი­დან. თა­ვი­დან­ვე გვითხ­რეს, რომ ამ 200 აპ­ლი­კან­ტი­დან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შან­სი იყო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბის, რად­გან ჩვენ რამ­დე­ნი­მე ათა­სი­დან ვი­ყა­ვით შერ­ჩე­უ­ლე­ბი. ღია კა­რის დღე­ზეც გრძელ­დე­ბო­და შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი. გვქონ­და გა­სა­უბ­რე­ბე­ბი ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებ­თან. რამ­დე­ნი­მე ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტიც იყო თა­ვის დარ­გ­ში. ერთ-ერთ ღია კა­რის დღე­ზე რამ­დე­ნი­მეს ჰქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფილ პრე­მი­ერ ბრა­უნ­თან ინ­ტერ­ვი­უ­სი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის კა­თედ­რის სა­პა­ტიო პრო­ფე­სო­რია. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი შეხ­ვ­და ჯონ სექ­ს­ტონს, ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლის პრე­ზი­დენტს, რო­მე­ლიც ორ კვი­რა­ში ერ­თხელ ჩა­მო­დის აბუ და­ბი­ში ნიუ-იორ­კი­დან, რომ თა­ვის კურ­ს­ზე — „რე­ლი­გი­ი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბა“ ლექ­ცია წა­ი­კითხოს. არ შე­იძ­ლე­ბა, ამ პი­როვ­ნე­ბამ თა­ვი რომ არ და­გა­მახ­სოვ­როთ თა­ვი­სი უშუ­ა­ლო­ბით და სა­ჯა­რო მეტყ­ვე­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­ჭით. გა­მი­მარ­თ­ლა, პირ­ვე­ლი­ვე წელს მის კლას­ში რომ მოვ­ხ­ვ­დი და მის ლექ­ცი­ებს ვუს­მენ. ჯო­ნი (ყვე­ლა სტუ­დენ­ტი ასე მი­მარ­თავს) მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტია, რო­მე­ლიც პრო­ფე­სო­რის სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე ას­წავ­ლის.
— გვი­ამ­ბე აბუ და­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ
იდეა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­სა 5 წლის წინ გაჩ­ნ­და და ის ჯონ სექ­ს­ტონს ეკუთ­ვ­ნის. ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ­მა მო­ახ­დი­ნა გლო­ბა­ლუ­რი დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა და კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რე­ბის ქსე­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­და ლონ­დონ­ში, გა­ნა­ში, პა­რიზ­ში, თელ-ავივ­ში, ბუ­ე­ნოს-აირეს­ში, სიდ­ნე­ი­ში, შან­ხა­ი­ში, პრა­ღა­სა და ბერ­ლინ­ში. თუმ­ცა ეს ცენ­ტ­რე­ბი მოქ­მე­დებ­დ­ნენ ნიუ-იორ­კის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და აპ­ლი­კა­ცი­ებს არ იღებ­დ­ნენ. აბუ და­ბი კი მე­ო­რე „კა­რიბ­ჭეა“ ამ ქსე­ლი­სა, სა­დაც ახა­ლი ნა­კა­დის მი­ღე­ბა ხდე­ბა. პრო­ექტს მთლი­ა­ნად აფი­ნან­სებს აბუ და­ბის სა­მე­ფო პრინ­ცი შე­ი­ხი მუ­ჰა­მე­დი, საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი გუ­ლუხ­ვო­ბი­თა და ქველ­მოქ­მე­დე­ბით. უნი­ვერ­სი­ტე­ტის შექ­მ­ნის მი­ზა­ნია მო­მავ­ლის ლი­დე­რე­ბის თავ­მოყ­რა და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა, რაც ნამ­დ­ვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნათ­ლე­ბით.
ჩვე­ნი კუ­რი­კუ­ლუ­მი­ცა და სი­ლა­ბუ­სიც ტი­პურ ოთხ­წ­ლი­ან ამე­რი­კულ „Liberal Arts“ სის­ტე­მა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა აკა­დე­მი­უ­რი ინო­ვა­ცი­ი­თა და სრუ­ლი­ად რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. დღემ­დე მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ამ ორი­დან ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტი აქვთ: ვიწ­რო/ღრმა გა­ნათ­ლე­ბა (ე.წ. კვლე­ვი­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი) და ფარ­თო გა­ნათ­ლე­ბა (ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კო­ლე­ჯე­ბი). ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აბუ და­ბის კამ­პუს­ში ხდე­ბა ამ ორი მიდ­გო­მის გარ­კ­ვე­უ­ლი კომ­ბი­ნი­რე­ბა და წარ­მოდ­გე­ნი­ლია მიდ­გო­მა, რო­მელ­საც სიმ­ბო­ლუ­რად „ლა­თი­ნუ­რი T-ტი­პის გა­ნათ­ლე­ბას“ ეძა­ხი­ან, ანუ ძლი­ე­რი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა (ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ხა­ზი) და ერთ-ერთ სფე­რო­ში სიღ­რ­მე (ვერ­ტი­კა­ლი). ყვე­ლა სტუ­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე და­წე­როს დი­სერ­ტა­ცია/კვლე­ვა, რომ­ლის შე­დე­გიც იმ სპე­ცი­ფი­კურ სფე­რო­ში კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის მსოფ­ლიო დო­ნის ექ­ს­პერ­ტო­ბა იქ­ნე­ბა. აგ­რეთ­ვე პრო­ფე­სი­ის გარ­და, 8 კურ­სი უნ­და აირ­ჩეს ზო­გა­დი კუ­რი­კუ­ლუ­მი­დან. უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ვი­სი რე­სურ­სე­ბით (მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა და­სახ­ლე­ბულ კონ­ტი­ნენ­ტ­ზე, კვლე­ვით ცენ­ტ­რე­ბში სტუ­დენ­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე სე­მეს­ტ­რით გაგ­ზავ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა) ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს უწყობს ამ პრო­ცესს.
რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი მთლი­ა­ნად გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს ხე­ლოვ­ნუ­რად გა­შე­ნე­ბულ კუნ­ძულ­ზე, სა­დაც სრუ­ლად და­იწყებს დატ­ვირ­თ­ვას. სა­დი’ას კუნ­ძუ­ლი აბუ და­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის ნა­წი­ლია, რომ­ლის ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ქა­ლა­ქის შექ­მ­ნას გუ­ლის­ხ­მობს. 2020 წლის­თ­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუს­თან იქ­ნე­ბა ლუვ­რი, გუ­გენ­ჰა­ი­მი და ბრი­ტიშ მუ­ზე­უმ აბუ და­ბიც. ყვე­ლა მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ახალ კუნ­ძულ­ზე გა­დას­ვ­ლას.
ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ თავ­მოყ­რი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა. უნი­ჭი­ე­რე­სი სტუ­დენ­ტე­ბი პლა­ნე­ტის ყვე­ლა კუთხი­დან თა­ვი­ან­თი კულ­ტუ­რი­თა და ის­ტო­რი­ე­ბით, გა­მოკ­ვე­თი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლე­ბი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ფე­სო­რე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის ეგ­ზო­ტი­კა...
— ზო­გა­დად, რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო აბუ და­ბის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე
მარ­თა­ლი გითხ­რათ, ბევრს ვერ გეტყ­ვით აბუ და­ბის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე, რად­გან ჩვენ არ ვართ უშუ­ა­ლოდ მი­სი ნა­წი­ლი. სა­შუ­ა­ლო და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას დი­დი მხარ­და­ჭე­რა აქვს სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან. არის ძლი­ე­რი კერ­ძო სა­შუ­ა­ლო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტო­რი. რამ­დე­ნი­მე წამ­ყ­ვან სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გარ­და არის რამ­დე­ნი­მე კერ­ძო ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. უკ­ვე რამ­დე­ნი­მე პრეს­ტი­ჟულ კერ­ძო სკო­ლას ბრი­ტა­ნეთ­სა და ამე­რი­კა­ში სა­კუ­თა­რი ფი­ლი­ა­ლები აქვს. დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს აბუ და­ბი სორ­ბო­ნა, რო­მე­ლიც ფრან­გუ­ლე­ნო­ვან­თათ­ვი­საა, თუმ­ცა თა­ვი­სი მას­შ­ტა­ბით ისე­თი დი­დი პრო­ექ­ტი არაა, რო­გო­რიც ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი.
— რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და სწავ­ლობ თუ არა არა­ბულ ენას?
თა­ვი­დან­ვე ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, კერ­ძოდ, ეკო­ნო­მი­კის სწავ­ლა მინ­დო­და. ჩე­მი ბა­კა­ლავ­რიც ალ­ბათ ფი­ლო­სო­ფია-ეკო­ნო­მი­კა იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ორი­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო სფე­რო­ე­ბია და ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი თა­ნაკ­ვე­თე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს კვლე­ვის თვალ­საზ­რი­სით. თვი­თონ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი ფი­ლო­სო­ფი­აც ესაა: XXI სა­უ­კუ­ნე­ში არ შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ის გა­გე­ბა მხო­ლოდ ფსი­ქო­ლო­გი­ით, ეკო­ნო­მი­კი­სა — მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კით და ა.შ.
სწავ­ლე­ბის ენა ინ­გ­ლი­სუ­რია. უცხო ენე­ბი­დან მხო­ლოდ არა­ბულ­სა და ჩი­ნურს ას­წავ­ლი­ან. არა­ბულს, რო­გორც უცხო ენას, ისე ვსწავ­ლობ. თუმ­ცა, ენის პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე და­უფ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს რო­მე­ლი­მე კურ­სი არა­ბუ­ლად ავირ­ჩიო. სას­წავ­ლო პროგ­რა­მის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს.
— სტი­პენ­დი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლია?
პირ­ველ რიგ­ში, აქ მოხ­ვედ­რა და შე­სა­ბა­მი­სად, სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბაა რთუ­ლი. შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მხრივ, თუ­კი მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა სტუ­დენ­ტ­მა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს სტი­პენ­დი­ა­ზეა თუ უს­ტი­პენ­დი­ოდ, ავ­ტო­მა­ტუ­რად ტო­ვებს უნი­ვერ­სი­ტეტს. ყვე­ლა სტი­პენ­დია უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ე­რაა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი.
— რა შე­გიძ­ლია გვითხ­რა სას­წავ­ლო პროგ­რა­მი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ... რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, ვინ არი­ან ისი­ნი?
უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც ამ­გ­ვა­რი შეხ­ვედ­რე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ხში­რი სტუმ­რე­ბი არი­ან მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბი, სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი და შოუ-ბიზ­ნე­სის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი... ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სი­ე­ბი იმარ­თე­ბა აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე.
— ოთარ, გვი­ამ­ბე აბუ-და­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე
აბუ და­ბი ძა­ლი­ან მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი ქა­ლა­ქია. ვის არ შეხ­ვ­დე­ბა აქ კა­ცი. ად­გი­ლობ­რი­ვი ემი­რა­ტე­ლე­ბი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ხუ­თედს შე­ად­გე­ნენ, სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი­სა და მა­ღა­ლი მიგ­რა­ცი­ის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გა­მო. და­სავ­ლე­თევ­რო­პე­ლე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, მე­ნეჯ­მენ­ტის სექ­ტორ­ში მუ­შა­ო­ბენ, სამ­ხ­რეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ე­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად — მშე­ნებ­ლო­ბი­სა და სერ­ვი­სის სექ­ტორ­ში. აგ­რეთ­ვე მცი­რე ბიზ­ნეს­ში ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.
ცხოვ­რე­ბა აქ ძა­ლი­ან სწრა­ფი ტემ­პით მი­დის. მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა ფე­ნა ერ­თ­მა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. სა­ხელ­მ­წი­ფოს მხარ­და­ჭე­რა გა­ნუ­ზო­მე­ლია მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც დი­დი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. ემი­რა­ტე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და კულ­ტუ­რამ ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვა­როვ­ნუ­ლია, ის­ტო­რი­უ­ლად ბე­დუ­ი­ნე­ბის ტო­მუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო­დაა შერ­წყ­მუ­ლი ბე­დუ­ი­ნუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი სწრაფ ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან.
ორი­ენ­ტა­ცია აღე­ბუ­ლია მშე­ნებ­ლო­ბი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ის სექ­ტორ­ზე. აბუ და­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს ნავ­თო­ბის წვლი­ლის შემ­ცი­რე­ბას ეკო­ნო­მი­კა­ში, რაც მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რია. ახ­ლო მო­მა­ვალ­ში, ალ­ბათ ეს სა­კითხი ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იქ­ნე­ბა.
ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა. თვე არ არის, რომ რამ­დე­ნი­მე ფეს­ტი­ვა­ლი ან კულ­ტუ­რის დღე­ე­ბი არ იყოს და­გეგ­მი­ლი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, მო­ხა­ლი­სე­ე­ბად ვი­მუ­შა­ოთ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და და­ვეს­წ­როთ კი­დეც. მა­გა­ლი­თად, ამას წი­ნათ დი­დი თე­ატ­რის გას­ტ­რო­ლე­ბი იყო, სა­დაც ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძის შეს­რუ­ლე­ბა ვნა­ხეთ, შემ­დეგ აბუ და­ბის ფილ­მის ფეს­ტი­ვა­ლი, ნო­ემ­ბერ­ში, მო­ნა­დი­რე­ო­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, ფორ­მუ­ლა ერ­თის გრან-­პ­რი და მრა­ვა­ლი სხვ.
— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს, სპორ­ტით თუ ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?
თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ცო­ტაა, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი, საკ­მა­ოდ დი­დი. ძა­ლი­ან ბევ­რი კლუ­ბი და ბა­რია (რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ალ­კო­ჰო­ლის გა­რე­შე), აგ­რეთ­ვე ბევ­რი გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლი, მა­გა­ლი­თად ხე­ლოვ­ნუ­რი სათხი­ლა­მუ­რო ტრა­სა, ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი, ფე­რა­რის ქა­ლა­ქი და ა.შ. ხში­რად უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტი სტუ­დენ­ტებს უფა­სო ტუ­რებს სთა­ვა­ზობს, და­ახ­ლო­ე­ბით კვი­რა­ში ერ­თხელ, თუმ­ცა ბევ­რი ვერ ახერ­ხებს წას­ვ­ლას სას­წავ­ლო მა­სა­ლის სი­დი­დის გა­მო. სპორ­ტი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის ნიჩ­ბოს­ნე­ბის და ცხე­ნოს­ნე­ბის გუნ­დ­ში მოვ­ხ­ვ­დი. აგ­რეთ­ვე, და­მო­უ­კი­დებ­ლად ვთა­მა­შობ რაგ­ბის აბუ და­ბის ად­გი­ლობ­რივ კლუბ­ში. არის უამ­რა­ვი კლუ­ბი და სტუ­დენ­ტ­თა ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფე­ბი, მა­გა­ლი­თად, დე­ბა­ტე­ბის კლუ­ბი, პო­ე­ზი­ის, რო­ბო­ტე­ბის, ას­ტ­რო­ნო­მი­ის — ვი­საც რა აინ­ტე­რე­სებს... დრო რომ უფ­რო მე­ტი იყოს, გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მე­ტი რა­მით დავ­კავ­დე­ბო­დი.
— ოთარ, ვი­ცი, რომ ლექ­სებს წერ­დი...
ლექ­სებს ახ­ლა უფ­რო ნაკ­ლე­ბად ვწერ, თუმ­ცა ვერ ვიტყ­ვი, რომ მთლი­ა­ნად შევ­წყ­ვი­ტე. თვით­გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბი­დან პო­ე­ზია ჩემ­თ­ვის უსაყ­ვარ­ლე­სია, თუმ­ცა, ამ ბო­ლო დროს ბევ­რი ეს­სეს და თხზუ­ლე­ბის წე­რა გვი­წევს კურ­სე­ბის­თ­ვის, რაც იმ და­ნაკ­ლისს ასე თუ ისე ავ­სებს, თუმ­ცა, არც მთლი­ა­ნად... უბ­რა­ლოდ, იმ­დე­ნი სა­მე­ცა­დი­ნოა, ლექ­სე­ბის სა­წე­რად ვის­ღა სცა­ლია. სა­ერ­თო­დაც, ჯერ კითხ­ვის დროა და მე­რე — წე­რის. მინ­და ახ­ლა აღ­მო­სავ­ლურ პო­ე­ზი­ას უფ­რო კარ­გად გა­ვეც­ნო. არა­ბულ სამ­ყა­რო­ში პო­ე­ტე­ბი ძა­ლი­ან და­ფა­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან. არ მე­გუ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში მხა­რე, სა­დაც პო­ე­ზი­ას ასეთ პა­ტივს სცემ­დ­ნენ და ასე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აღიქ­ვამ­დ­ნენ. აქ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ფეს­ტი­ვა­ლიც იმარ­თე­ბა არა­ბუ­ლე­ნო­ვა­ნი პო­ე­ტე­ბის­თ­ვის — „მი­ლი­ო­ნის პო­ე­ტი“, რომ­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლიც ჯილ­დოდ მი­ლი­ონს იღებს შე­ი­ხის­გან. აუდი­ტო­რი­ას იმ­დე­ნად ეს­მის პო­ე­ზია, რომ გა­მომ­ს­ვ­ლე­ლებს ტა­ე­პის შემ­დეგ შე­ჩე­რე­ბა უწევთ აპ­ლო­დის­მენ­ტის გა­მო. ასე­თი რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არას­დ­როს მი­ნა­ხავს.
— რო­გორც ვი­ცი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეწყო­ბა სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რე­ბი, რო­მელ ქვეყ­ნებ­ში გი­წევთ წას­ვ­ლა და რა მიზ­ნით?
ძა­ლი­ან ბევ­რი კურ­სი შე­ი­ცავს სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რებს და ექ­ს­პე­დი­ცი­ებს. არის კულ­ტუ­რუ­ლი ტუ­რე­ბი მათ­თ­ვის, ვინც ამ თე­მა­ტი­კა­ზე აირ­ჩევს კურსს. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი კურ­სი, რო­მე­ლიც ან­და­ლუ­ზი­ის ქრის­ტი­ა­ნულ, მუ­სულ­მა­ნურ და ებ­რა­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეხე­ბა მა­რო­კო­ში და ეს­პა­ნეთ­ში წას­ვ­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ერთ-ერ­თი კურ­სი ურ­ბა­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რებს მსოფ­ლი­ოს დიდ ურ­ბა­ნულ ცენ­ტ­რებ­ში და ა.შ. წე­ლი­წად­ში ერ­თხელ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა სტუ­დენტს აქვს უფ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სწავ­ლობს თუ არა ამ კურსს, სას­წავ­ლო ჯგუფს გაჰ­ყ­ვეს რე­გი­ო­ნულ საგ­ზუ­რებ­ზე. ხარჯს მთლი­ა­ნად ფა­რავს უნი­ვერ­სი­ტე­ტი.
— მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?
სა­მო­მავ­ლოდ მსურს, სწავ­ლა მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლო. ჯერ-ჯე­რო­ბით არ გა­და­მიწყ­ვე­ტია რო­მელ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ან რა კურ­ს­ზე. მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, წინ 4 წე­ლია. გრძელ ვა­და­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მსურს ცხოვ­რე­ბა.
— ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ხომ არ აპი­რებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლას?
დი­ახ, სტი­პენ­დია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ფა­რავს მგზავ­რო­ბის ხარ­ჯებს აბუ და­ბი­სა და თბი­ლისს შო­რის. თან არც ისე შო­რი და რთუ­ლი ფრე­ნაა, რი­თაც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. სამ სა­ათ­სა და ოც წუთს თბი­ლი­სი­დან სოფ­ლად ჩას­ვ­ლას ვუნ­დე­ბით-ხოლ­მე...
— სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?
ემი­რა­ტე­ბის სას­წავ­ლო ვი­ზა მკაც­რად კრძა­ლავს სტუ­დენ­ტე­ბის ხელ­ფა­სი­ან სა­მუ­შა­ოს. სა­მა­გი­ე­როდ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს გვიწყობს, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის მი­ხედ­ვით სტა­ჟი­ო­რე­ბად ვი­მუ­შა­ოთ არა მარ­ტო აქ, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, სხვა­დას­ხ­ვა ფირ­მებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. ამის­თ­ვის ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მ­ნი­ლი. სა­ზაფხუ­ლოდ მეც ვგეგ­მავ რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სორ­თან ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სტა­ჟი­ო­რად მუ­შა­ო­ბას.

25-28(942)N